საზოგადოება
Faceამბები
კონფლიქტები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
პოლიტიკა
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მისი მეუღლე შანელის მოდელი იყო, შვილი კი ნათლული - ქართველი მხატვრის და ლეგენდარული დიზაინერის საოცარი მეგობრობის ამბავი
მისი მეუღლე შანელის მოდელი იყო, შვილი კი ნათლული - ქართველი მხატვრის და ლეგენდარული დიზაინერის საოცარი მეგობრობის ამბავი

ორი წლის წინ საფ­რან­გეთ­ში შა­ნე­ლის ბრენ­დის სა­ი­უ­ბი­ლეო წიგ­ნი და­ი­ბეჭ­და, სა­დაც ერთი დიდი თავი პო­ლო­ნუ­რი წარ­მო­შო­ბის ქარ­თველ მხატ­ვარს - ილია ზდა­ნე­ვიჩს მი­ე­ძღვნა...

ამ­ჯე­რად მზად­დე­ბა გა­მო­ფე­ნა და კა­ტა­ლო­გი - ილი­აზ­დი და პი­კა­სო, რო­მელ­საც ისევ "შა­ნე­ლის" სახ­ლი უშ­ვებს და აფი­ნან­სებს... ილია ზდა­ნე­ვი­ჩის პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე ლე­გენ­და­რუ­ლი დი­ზა­ი­ნე­რის მო­დე­ლი იყო, შვი­ლი კი ნათ­ლუ­ლი... რო­გო­რი მე­გობ­რო­ბა აკავ­ში­რებ­და ილი­აზ­დის შა­ნელ­თან და პი­კა­სოს­თან - ამის შე­სა­ხებ მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო ცნო­ბებს ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე ნანა შერ­ვა­ში­ძე უამ­ბობს AMBEBI.GE-ს მკი­თხველს:

1921 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში პა­რიზ­ში ჩას­ვლი­სას ილია ზდა­ნე­ვი­ჩი მი­ხე­ილ ლა­რი­ო­ნო­ვის ბი­ნა­ში ცხოვ­რობ­და, სე­ნის ქუჩა #43-ში. იგი ლა­რი­ო­ნო­ვის სა­შუ­ა­ლე­ბით და­უ­კავ­შირ­და პა­რიზ­ში მყოფ რუს ხე­ლო­ვა­ნებს, ლი­ტე­რა­ტო­რებ­სა და მხატ­ვრებს. გა­იც­ნო და და­უ­მე­გობ­რდა პი­კა­სოს, რო­ბერტ და სო­ნია დე­ლო­ნე­ებს, და­და­ის­ტებს. თუმ­ცა, პა­რიზ­მა ილი­ას იმე­დე­ბი გა­უც­რუა. პა­რი­ზუ­ლი არ­ტის­ტუ­ლი ცხოვ­რე­ბა დი­დად გან­სხვავ­დე­ბო­და მის წარ­მოდ­გე­ნა­ში არ­სე­ბუ­ლის­გან, მაგ­რამ ბუ­ნე­ბით აქ­ტი­ურ­მა ილი­ამ, პა­რიზ­ში ჩას­ვლი­დან მე­თხუთ­მე­ტე დღეს მომ­ღე­რალ მა­რია ოლე­ნი­ნა-დ’ალ­ჰე­ი­მის ბი­ნა­ში მო­ა­წყო კონ­ფე­რენ­ცია და ფრან­გულ ენა­ზე წა­ი­კი­თხა მოხ­სე­ნე­ბა - "ახა­ლი სკო­ლე­ბი რუ­სულ პო­ე­ზი­ა­ში"...

ილი­ას მა­ტე­რი­ა­ლუ­რად ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­და, მაგ­რამ მალე რო­ბერ დე­ლო­ნეს უკ­რა­ი­ნე­ლი მე­უღ­ლის, სო­ნია ტერკ-დე­ლო­ნეს­გან შეკ­ვე­თა მი­ი­ღო და ქსო­ვი­ლე­ბის ნა­ხა­ტის ეს­კი­ზებს ას­რუ­ლებ­და. ვერა სუ­დე­ი­კი­ნას მო­სას­ხა­მის­თვის რუ­სულ­სა და ფრან­გულ ენებ­ზე ზა­უ­მუ­რი ლექ­სის გა­მო­ყე­ნე­ბით ეს­კი­ზიც შექ­მნა. 1925 წელს ილი­აზ­დი პა­რიზ­ში რუს მხატ­ვარ­თა კავ­ში­რის თავ­მჯდო­მა­რე გახ­და. ის იყო პა­რიზ­ში რუ­სუ­ლი საქ­ველ­მოქ­მე­დო, კოს­ტი­უ­მი­რე­ბუ­ლი მე­ჯლი­სე­ბის ერთ-ერთი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი და მხატ­ვა­რი.

ილია ზდა­ნე­ვი­ჩის საფ­ლა­ვი ლე­ვილ­ში

1927 წელს ილი­აზ­დი ქსო­ვი­ლის მხატ­ვრად და­რე­გის­ტრირ­და პა­რი­ზის სა­მე­წარ­მეო პა­ლა­ტის ოფი­ცი­ა­ლურ რე­ესტრში. სო­ნია დე­ლო­ნეს რე­კო­მენ­და­ცი­ით მუ­შა­ო­ბა და­ი­წყო პი­კა­სოს მუ­ზის - მიზი სერ­ტოს დის­შვი­ლის, მიმი ბლექ ბე­ლე­რის ტრი­კო­ტა­ჟის ფაბ­რი­კა­ში, რო­მე­ლიც 1928 წლი­დან მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი შა­ნე­ლის ქსო­ვი­ლე­ბის ფირ­მის Tissus Chanel-ის ნა­წი­ლი გახ­და. ილი­აზ­დი კოკო შა­ნე­ლის სა­წარ­მოს მთა­ვა­რი ბი­უ­როს ხელ­მძღვა­ნე­ლად და­ი­ნიშ­ნა. მხატ­ვარ­მა გა­მო­ი­ყე­ნა აბ­სტრაქ­ტუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი გე­ო­მეტ­რი­უ­ლი "ორ­ნა­მენ­ტი­კა" და შა­ნე­ლის ჯერ­სის ქსო­ვი­ლის პრინ­ტე­ბის ნა­ხა­ტის სრულ­ყო­ფი­ლე­ბა შეძ­ლო.

ძა­ლი­ან მალე ილია ზდა­ნე­ვი­ჩი შა­ნე­ლის ნდო­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი პირი გახ­და. კოკო შა­ნელ­მა მო­ნათ­ლა ილი­ა­სა და აქ­სელ ბრო­კა­რის (მთა­ვარ ფო­ტო­ზე ილია და აქ­სე­ლი არი­ან ასა­ხულ­ნი) ქა­ლიშ­ვი­ლი, მი­შე­ლი. 1928 წელს ილი­აზდ­მა მი­ი­ღო პა­ტენ­ტი ახა­ლი საქ­სო­ვი დაზ­გის გა­მო­გო­ნე­ბა­ზე, რო­მე­ლიც შა­ნე­ლის კომ­პა­ნი­ამ შე­ი­ძი­ნა და მის ყვე­ლა ფაბ­რი­კა­ში ამ დაზ­გის სხვა­დას­ხვა მო­დი­ფი­კა­ცია იდგა. შა­ნელ­თან მუ­შა­ო­ბი­სას ილი­აზდ­მა გა­იც­ნო გრა­ფი­კო­სი მხატ­ვა­რი პოლ ირი­ბო, კომ­პო­ზი­ტო­რი იგორ სტრა­ვინ­სკი, რო­მელ­მაც მას 1932 წელს მი­უ­ძღვნა თა­ვი­სი მუ­სი­კა­ლუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბი. ილი­ას ახლო მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და ვიქ­ტორ ჰი­უ­გოს შვილ­თაშ­ვილ­თან, ფრან­სუა ჰი­უ­გოს­თან, რო­მე­ლიც შა­ნელ­თან ღი­ლე­ბის მხატ­ვრად მუ­შა­ობ­და.

1932 წელს ილი­ას და­ა­ვა­ლეს ჩრდი­ლო­ეთ საფ­რან­გე­თის ქა­ლაქ მე­რეც­ში შა­ნე­ლის ქარ­ხნის წარ­მო­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა და ახა­ლი მო­დე­ლე­ბის ეს­კი­ზე­ბის შექ­მნა. მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო ბრი­ტა­ნეთ­ში შა­ნე­ლის ქსო­ვი­ლე­ბის ფაბ­რი­კის და­არ­სე­ბა­ში, რის გა­მოც იმოგ­ზა­უ­რა ლონ­დონ­სა და ბირ­მინ­გემ­ში. ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სის გამო სა­წარ­მოს მალე პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა. ილი­აზ­დის უთან­ხმო­ე­ბა მო­უ­ვი­და სა­წარ­მოს ხელ­მძღვა­ნე­ლებ­თან მუ­შე­ბის ხელ­ფა­სის შემ­ცი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რა­საც ის ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და. პრობ­ლე­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად სა­წარ­მოს ხელ­მძღვა­ნე­ლებს სა­კუ­თა­რი ხელ­ფა­სის 60%-მდე შემ­ცი­რე­ბა­საც კი სთა­ვა­ზობ­და. 2 მარტს ილი­ამ პრო­ტეს­ტის წე­რი­ლი გა­უგ­ზავ­ნა კოკო შა­ნელს. კონ­ფლიქ­ტი რთუ­ლად, მაგ­რამ მა­ინც მოგ­ვარ­და.

ილი­აზ­დი პა­რიზ­ში

1933 წელს ილი­ამ თა­ვი­სი შვი­ლე­ბი ეს­პა­ნეთ­ში, კარ­ტა­ხე­ნა­ში, კოკო შა­ნე­ლის ერთ-ერთი მო­სამ­სა­ხუ­რის სახ­ლში გა­უშ­ვა. დე­კემ­ბერ­ში ილი­ას უთან­ხმო­ე­ბა მო­უ­ვი­და ფაბ­რი­კის ერთ-ერთ ად­მი­ნის­ტრა­ტორ­თან, რო­მე­ლიც მას მე­რე­ცის ფაბ­რი­კა­ში მა­სა­ლის ქურ­დო­ბა­ში სდებ­და ბრალს. ორ­თვი­ა­ნი გა­მო­ძი­ე­ბის შემ­დეგ სა­სა­მარ­თლომ ილი­ას უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა და­ამ­ტკი­ცა. ილია სამ­სა­ხუ­რი­დან წა­ვი­და, მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნის­თვის კი საკ­მა­ოდ დიდი კომ­პენ­სა­ცია და 1934 წლის აპ­რი­ლამ­დე ანი­ე­რის ფაბ­რი­კას­თან მდე­ბა­რე სახ­ლში ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბა მი­ი­ღო. მას არ გა­ნე­ლე­ბია მე­გობ­რუ­ლი გრძო­ბე­ბი და პა­ტი­ვის­ცე­მა კოკო შა­ნე­ლი­სად­მი. "დიდი გამ­ბე­და­ო­ბა მჭირ­დე­ბა, რომ ამ­დე­ნი წლის მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შემ­დეგ თქვენ­თან გან­შო­რე­ბის აზრი გა­ვაც­ნო­ბი­ე­რო. ამ თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, თქვე­ნი გე­ნია და­ვა­ფა­სე და მად­ლო­ბას გიხ­დით, რომ ჩემი შრო­მი­სა და თავ­და­დე­ბის ფა­სის აღი­ა­რე­ბა ისურ­ვეთ. მერ­წმუ­ნეთ, ჩვენ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე კარ­გი მო­გო­ნე­ბა ხან­გრძლი­ვი დრო­ით გაგ­ვყვე­ბა" - წერ­და ილი­აზ­დი კოკო შა­ნელს.

1940 წელს ზდა­ნე­ვიჩ­მა Livre d'artiste (არ­ტის­ტუ­ლი წიგ­ნი) ტი­პის წიგ­ნე­ბის გა­მოშ­ვე­ბა და­ი­წყო და თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ ტი­პის 20-მდე წიგ­ნი გა­მოს­ცა. ეს წიგ­ნე­ბი გა­მო­დი­ო­და მცი­რე ტი­რა­ჟით და იბეჭ­დე­ბო­და ძველ ან იშ­ვი­ათ ქა­ღალ­დზე. Livre d'artiste-ის პირ­ვე­ლი გა­მო­ცე­მა იყო კლა­სი­კუ­რი სო­ნე­ტე­ბის კრე­ბუ­ლი რუ­სულ ენა­ზე Афат/აფა­ტი, რო­მე­ლიც ილი­აზდ­მა მე­გო­ბარ ქალ - ჯოან სპენ­სერს მი­უ­ძღვნა. 76 სო­ნე­ტის­გან შემ­დგა­რი კრე­ბუ­ლი პი­კა­სოს ექ­ვსი გრა­ვი­უ­რი­თაა ილუსტრი­რე­ბუ­ლი. ეს კრე­ბუ­ლი ილი­აზ­დი­სა და პი­კა­სოს მრვალ­წლი­ა­ნი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი კავ­ში­რის და­სა­წყი­სი იყო. კრე­ბუ­ლის 64 ეგ­ზემპლა­რი­დან, ექ­ვსი სა­ავ­ტო­რო სა­ხე­ლო­ბი­თი გა­მო­ცე­მაა, რო­მელ­თა­გან ერთ-ერთი კოკო შა­ნელს ეძღვნე­ბო­და.

პი­კა­სო და ილი­აზ­დი

"აფა­ტის" ამ ეგ­ზემპლარ­ში და­მა­ტე­ბუ­ლი იყო კოკო შა­ნე­ლი­სად­მი მი­ძღვნი­ლი 77-ე სო­ნე­ტი. კოკო შა­ნელ­მა ამ კრე­ბულს პა­რიზ­ში, კამ­ბრო­ნის ქუჩა 31-ში, თა­ვი­სი ბი­ნის ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი მი­უ­ჩი­ნა...

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

მისი მეუღლე შანელის მოდელი იყო, შვილი კი ნათლული - ქართველი მხატვრის და ლეგენდარული დიზაინერის საოცარი მეგობრობის ამბავი

მისი მეუღლე შანელის მოდელი იყო, შვილი კი ნათლული - ქართველი მხატვრის და ლეგენდარული დიზაინერის საოცარი მეგობრობის ამბავი

ორი წლის წინ საფრანგეთში შანელის ბრენდის საიუბილეო წიგნი დაიბეჭდა, სადაც ერთი დიდი თავი პოლონური წარმოშობის ქართველ მხატვარს - ილია ზდანევიჩს მიეძღვნა...

ამჯერად მზადდება გამოფენა და კატალოგი - ილიაზდი და პიკასო, რომელსაც ისევ "შანელის" სახლი უშვებს და აფინანსებს... ილია ზდანევიჩის პირველი მეუღლე ლეგენდარული დიზაინერის მოდელი იყო, შვილი კი ნათლული... როგორი მეგობრობა აკავშირებდა ილიაზდის შანელთან და პიკასოსთან - ამის შესახებ მეტად საინტერესო ცნობებს ხელოვნებათმცოდნე ნანა შერვაშიძე უამბობს AMBEBI.GE-ს მკითხველს:

1921 წლის ოქტომბერში პარიზში ჩასვლისას ილია ზდანევიჩი მიხეილ ლარიონოვის ბინაში ცხოვრობდა, სენის ქუჩა #43-ში. იგი ლარიონოვის საშუალებით დაუკავშირდა პარიზში მყოფ რუს ხელოვანებს, ლიტერატორებსა და მხატვრებს. გაიცნო და დაუმეგობრდა პიკასოს, რობერტ და სონია დელონეებს, დადაისტებს. თუმცა, პარიზმა ილიას იმედები გაუცრუა. პარიზული არტისტული ცხოვრება დიდად განსხვავდებოდა მის წარმოდგენაში არსებულისგან, მაგრამ ბუნებით აქტიურმა ილიამ, პარიზში ჩასვლიდან მეთხუთმეტე დღეს მომღერალ მარია ოლენინა-დ’ალჰეიმის ბინაში მოაწყო კონფერენცია და ფრანგულ ენაზე წაიკითხა მოხსენება - "ახალი სკოლები რუსულ პოეზიაში"...

ილიას მატერიალურად ძალიან გაუჭირდა, მაგრამ მალე რობერ დელონეს უკრაინელი მეუღლის, სონია ტერკ-დელონესგან შეკვეთა მიიღო და ქსოვილების ნახატის ესკიზებს ასრულებდა. ვერა სუდეიკინას მოსასხამისთვის რუსულსა და ფრანგულ ენებზე ზაუმური ლექსის გამოყენებით ესკიზიც შექმნა. 1925 წელს ილიაზდი პარიზში რუს მხატვართა კავშირის თავმჯდომარე გახდა. ის იყო პარიზში რუსული საქველმოქმედო, კოსტიუმირებული მეჯლისების ერთ-ერთი ორგანიზატორი და მხატვარი.

ილია ზდანევიჩის საფლავი ლევილში

1927 წელს ილიაზდი ქსოვილის მხატვრად დარეგისტრირდა პარიზის სამეწარმეო პალატის ოფიციალურ რეესტრში. სონია დელონეს რეკომენდაციით მუშაობა დაიწყო პიკასოს მუზის - მიზი სერტოს დისშვილის, მიმი ბლექ ბელერის ტრიკოტაჟის ფაბრიკაში, რომელიც 1928 წლიდან მსოფლიოში ცნობილი შანელის ქსოვილების ფირმის Tissus Chanel-ის ნაწილი გახდა. ილიაზდი კოკო შანელის საწარმოს მთავარი ბიუროს ხელმძღვანელად დაინიშნა. მხატვარმა გამოიყენა აბსტრაქტული ხელოვნებისთვის დამახასიათებელი გეომეტრიული "ორნამენტიკა" და შანელის ჯერსის ქსოვილის პრინტების ნახატის სრულყოფილება შეძლო.

ძალიან მალე ილია ზდანევიჩი შანელის ნდობით აღჭურვილი პირი გახდა. კოკო შანელმა მონათლა ილიასა და აქსელ ბროკარის (მთავარ ფოტოზე ილია და აქსელი არიან ასახულნი) ქალიშვილი, მიშელი. 1928 წელს ილიაზდმა მიიღო პატენტი ახალი საქსოვი დაზგის გამოგონებაზე, რომელიც შანელის კომპანიამ შეიძინა და მის ყველა ფაბრიკაში ამ დაზგის სხვადასხვა მოდიფიკაცია იდგა. შანელთან მუშაობისას ილიაზდმა გაიცნო გრაფიკოსი მხატვარი პოლ ირიბო, კომპოზიტორი იგორ სტრავინსკი, რომელმაც მას 1932 წელს მიუძღვნა თავისი მუსიკალური ნაწარმოები. ილიას ახლო მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა ვიქტორ ჰიუგოს შვილთაშვილთან, ფრანსუა ჰიუგოსთან, რომელიც შანელთან ღილების მხატვრად მუშაობდა.

1932 წელს ილიას დაავალეს ჩრდილოეთ საფრანგეთის ქალაქ მერეცში შანელის ქარხნის წარმოების ორგანიზება და ახალი მოდელების ესკიზების შექმნა. მონაწილეობა მიიღო ბრიტანეთში შანელის ქსოვილების ფაბრიკის დაარსებაში, რის გამოც იმოგზაურა ლონდონსა და ბირმინგემში. ეკონომიკური კრიზისის გამო საწარმოს მალე პრობლემები შეექმნა. ილიაზდის უთანხმოება მოუვიდა საწარმოს ხელმძღვანელებთან მუშების ხელფასის შემცირებასთან დაკავშირებით, რასაც ის ეწინააღმდეგებოდა. პრობლემის მოსაგვარებლად საწარმოს ხელმძღვანელებს საკუთარი ხელფასის 60%-მდე შემცირებასაც კი სთავაზობდა. 2 მარტს ილიამ პროტესტის წერილი გაუგზავნა კოკო შანელს. კონფლიქტი რთულად, მაგრამ მაინც მოგვარდა.

ილიაზდი პარიზში

1933 წელს ილიამ თავისი შვილები ესპანეთში, კარტახენაში, კოკო შანელის ერთ-ერთი მოსამსახურის სახლში გაუშვა. დეკემბერში ილიას უთანხმოება მოუვიდა ფაბრიკის ერთ-ერთ ადმინისტრატორთან, რომელიც მას მერეცის ფაბრიკაში მასალის ქურდობაში სდებდა ბრალს. ორთვიანი გამოძიების შემდეგ სასამართლომ ილიას უდანაშაულობა დაამტკიცა. ილია სამსახურიდან წავიდა, მორალური ზიანისთვის კი საკმაოდ დიდი კომპენსაცია და 1934 წლის აპრილამდე ანიერის ფაბრიკასთან მდებარე სახლში ცხოვრების უფლება მიიღო. მას არ განელებია მეგობრული გრძობები და პატივისცემა კოკო შანელისადმი. "დიდი გამბედაობა მჭირდება, რომ ამდენი წლის მჭიდრო თანამშრომლობის შემდეგ თქვენთან განშორების აზრი გავაცნობიერო. ამ თანამშრომლობის განმავლობაში, თქვენი გენია დავაფასე და მადლობას გიხდით, რომ ჩემი შრომისა და თავდადების ფასის აღიარება ისურვეთ. მერწმუნეთ, ჩვენ თანამშრომლობაზე კარგი მოგონება ხანგრძლივი დროით გაგვყვება" - წერდა ილიაზდი კოკო შანელს.

1940 წელს ზდანევიჩმა Livre d'artiste (არტისტული წიგნი) ტიპის წიგნების გამოშვება დაიწყო და თავისი ცხოვრების განმავლობაში ამ ტიპის 20-მდე წიგნი გამოსცა. ეს წიგნები გამოდიოდა მცირე ტირაჟით და იბეჭდებოდა ძველ ან იშვიათ ქაღალდზე. Livre d'artiste-ის პირველი გამოცემა იყო კლასიკური სონეტების კრებული რუსულ ენაზე Афат/აფატი, რომელიც ილიაზდმა მეგობარ ქალ - ჯოან სპენსერს მიუძღვნა. 76 სონეტისგან შემდგარი კრებული პიკასოს ექვსი გრავიურითაა ილუსტრირებული. ეს კრებული ილიაზდისა და პიკასოს მრვალწლიანი შემოქმედებითი კავშირის დასაწყისი იყო. კრებულის 64 ეგზემპლარიდან, ექვსი საავტორო სახელობითი გამოცემაა, რომელთაგან ერთ-ერთი კოკო შანელს ეძღვნებოდა.

პიკასო და ილიაზდი

"აფატის" ამ ეგზემპლარში დამატებული იყო კოკო შანელისადმი მიძღვნილი 77-ე სონეტი. კოკო შანელმა ამ კრებულს პარიზში, კამბრონის ქუჩა 31-ში, თავისი ბინის ბიბლიოთეკაში განსაკუთრებული ადგილი მიუჩინა...

"ეს ტრა­გე­დია მთე­ლი სი­ცოცხ­ლე გამ­ყ­ვა..." - რას ყვებოდა მშობლებზე, სოფიკოსა და კინოზე გიორგი შენგელაია

რეჟისორი გიორგი შენგელაია გარდაიცვალა

ჰოლივუდი ოპერაში