საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას გულისხმობს თბილისის ე.წ. სმარტ ქალაქად გადაქცევის კონცეფცია - გენგეგმის ავტორები მერიას რეკომენდაციაით მიმართავენ
რას გულისხმობს თბილისის ე.წ. სმარტ ქალაქად გადაქცევის კონცეფცია - გენგეგმის ავტორები მერიას რეკომენდაციაით მიმართავენ

თბი­ლი­სის მი­წათ­სარ­გებ­ლო­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი გეგ­მის ავ­ტო­რე­ბი მე­რი­ას თბი­ლი­სის ე.წ. სმარტ ქა­ლა­ქად გან­ვი­თა­რე­ბას სთა­ვა­ზო­ბენ. რო­გორც გენ­გეგ­მა­ზე მო­მუ­შა­ვე ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნელ­მა მა­მუ­კა სა­ლუქ­ვა­ძემ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, დე­და­ქა­ლაქს ინ­ტერ­ნე­ტის, მზის და ქა­რის ენერ­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის დიდი პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს.

„ჭკვი­ა­ნი ქა­ლა­ქი, ე.წ. სმარტ ქა­ლა­ქი გუ­ლის­ხმობს დე­და­ქა­ლაქ­ში ინ­ტერ­ნე­ტის, ასე­ვე, მზი­სა და ქა­რის ენერ­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას, თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. ინ­ტერ­ნე­ტი მეტ-ნაკ­ლე­ბად არის ქა­ლაქ­ში, მაგ­რამ „სმარტ ქა­ლაქ­ში“, რო­გორც წესი, ბევ­რი რამ წყდე­ბა ინ­ტერ­ნე­ტის გა­მო­ყე­ნე­ბით. მა­ღა­ზი­ე­ბი სა­ერ­თო ქსელ­ში უკავ­შირ­დე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს და მომ­ხმა­რე­ბელს აქვს გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი წვდო­მა პრო­დუქტზე, გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლად ხდე­ბა ვაჭ­რო­ბა, რაც ჩვენ­თან არ არის.

გარ­და ამი­სა, თბი­ლი­სი არაფ­რის ენერ­გი­ას არ იყე­ნებს, არც ქა­რის, არც მზის ენერ­გი­ას, რო­მე­ლიც ასე­ვე ეფექ­ტუ­რად შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნოს, ამის პო­ტენ­ცი­ა­ლი თბი­ლისს აქვს, ამი­ტომ რე­კო­მენ­და­ცი­ას ვაძ­ლევთ, რომ მე­რი­ამ სტრა­ტე­გია შე­ი­მუ­შა­ოს“, - გა­ნა­ცხა­და სა­ლუქ­ვა­ძემ. თბი­ლი­სის მე­რი­ას ჭკვი­ა­ნი ქა­ლა­ქის (ე.წ. სმარტ სითი) სტრა­ტე­გი­ის შე­სა­მუ­შა­ვებ­ლად 2020-2021 წლე­ბი აქვს გან­სა­ზღვრუ­ლი, რი­თაც, გენ­გეგ­მის ავ­ტო­რე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით მარ­თვის სის­ტე­მის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა და ურ­ბა­ნუ­ლი ინო­ვა­ცი­ე­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა მოხ­დე­ბა.

რას გულისხმობს თბილისის ე.წ. სმარტ ქალაქად გადაქცევის კონცეფცია - გენგეგმის ავტორები მერიას რეკომენდაციაით მიმართავენ

რას გულისხმობს თბილისის ე.წ. სმარტ ქალაქად გადაქცევის კონცეფცია - გენგეგმის ავტორები მერიას რეკომენდაციაით მიმართავენ

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ავტორები მერიას თბილისის ე.წ. სმარტ ქალაქად განვითარებას სთავაზობენ. როგორც გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელმა მამუკა სალუქვაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, დედაქალაქს ინტერნეტის, მზის და ქარის ენერგიების გამოყენების დიდი პოტენციალი აქვს.

„ჭკვიანი ქალაქი, ე.წ. სმარტ ქალაქი გულისხმობს დედაქალაქში ინტერნეტის, ასევე, მზისა და ქარის ენერგიების გამოყენებას, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებას. ინტერნეტი მეტ-ნაკლებად არის ქალაქში, მაგრამ „სმარტ ქალაქში“, როგორც წესი, ბევრი რამ წყდება ინტერნეტის გამოყენებით. მაღაზიები საერთო ქსელში უკავშირდებიან ერთმანეთს და მომხმარებელს აქვს გამარტივებული წვდომა პროდუქტზე, გამარტივებულად ხდება ვაჭრობა, რაც ჩვენთან არ არის.

გარდა ამისა, თბილისი არაფრის ენერგიას არ იყენებს, არც ქარის, არც მზის ენერგიას, რომელიც ასევე ეფექტურად შეიძლება გამოიყენოს, ამის პოტენციალი თბილისს აქვს, ამიტომ რეკომენდაციას ვაძლევთ, რომ მერიამ სტრატეგია შეიმუშაოს“, - განაცხადა სალუქვაძემ. თბილისის მერიას ჭკვიანი ქალაქის (ე.წ. სმარტ სითი) სტრატეგიის შესამუშავებლად 2020-2021 წლები აქვს განსაზღვრული, რითაც, გენგეგმის ავტორები ფიქრობენ, რომ ტექნოლოგიების გამოყენებით მართვის სისტემის გაუმჯობესება და ურბანული ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარება მოხდება.

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ