სამართალი
მსოფლიო
საზოგადოება

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სპორტი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლევან იზორიას ავღანეთში ვიზიტის დროს სამხედრო ბაზის მიმართულებით თავდასხმა განხორციელდა
ლევან იზორიას ავღანეთში ვიზიტის დროს სამხედრო ბაზის მიმართულებით თავდასხმა განხორციელდა

სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის ლე­ვან იზო­რი­ას მიერ ავ­ღა­ნეთ­ში, ბაზა „კუნ­დუზ­ზე" ქარ­თუ­ლი ოცე­უ­ლის მო­ნა­ხუ­ლე­ბის შემ­დეგ, ბა­ზის მი­მარ­თუ­ლე­ბით ორი არა­პირ­და­პი­რი გას­რო­ლა გან­ხორ­ცი­ელ­და. თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჭურ­ვე­ბი ბა­ზის სი­ახ­ლო­ვეს ჩა­მო­ვარ­და.

„სა­ბედ­ნი­ე­როდ, არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა. ბაზა „კუნ­დუზ­ზე" დის­ლოც­რე­ბუ­ლი IV მე­ქა­ნი­ზე­ბუ­ლი ბრი­გა­დის სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის ასე­უ­ლის ოცე­უ­ლი მას­ზე და­კის­რე­ბუ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბას გა­ნაგ­რძობს. თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი ბაზა „კუნ­დუზ­ზე“ გერ­მა­ნი­ის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და.

ბაზა „კუნ­დუზ­ზე“ ვი­ზი­ტის შემ­დეგ თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა მა­ზარ-ი-შა­რიფ­ში, ბაზა „მარ­მალ­ზე“ გა­და­ი­ნაც­ვლა, სა­დაც IV მე­ქა­ნი­ზე­ბუ­ლი ბრი­გა­დის სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის ასე­უ­ლის პი­რად შე­მად­გენ­ლო­ბას­თან შეხ­ვედ­რა გა­მარ­თა. ლე­ვან იზო­რი­ამ სამ­ხედ­რო­ებს სი­ტყვით მი­მარ­თა, მათ მი­სი­ის წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბა და სა­ქარ­თვე­ლო­ში მშვი­დო­ბი­ა­ნი დაბ­რუ­ნე­ბა უსურ­ვა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ლე­ვან იზო­რი­ამ და გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის უფ­როს­მა, გე­ნე­რალ-მა­ი­ორ­მა ვლა­დი­მერ ჩა­ჩი­ბა­ი­ამ „მტკი­ცე მხარ­და­ჭე­რის“ მი­სი­ის ჩრდი­ლო­ეთ სარ­დლო­ბის მე­თა­ურ­თან, ბრი­გა­დის გე­ნე­რალ ვოლფ-იურ­გენ შთალ­თან შეხ­ვედ­რა გა­მარ­თეს. სა­უ­ბა­რი გერ­მა­ნი­ა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის ორ­მხრივ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას შე­ე­ხო, ხაზი გა­ეს­ვა ქარ­თვე­ლი და გერ­მა­ნე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ა­ში ერ­თობ­ლივ მსა­ხურს. გერ­მა­ნელ­მა გე­ნე­რალ­მა ქარ­თვე­ლი მშვი­დო­ბის­მყო­ფე­ლე­ბის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა და გერ­მა­ნელ სამ­ხედ­რო­ე­ბის მხარ­დამ­ხარ „მტკი­ცე მხარ­და­ჭე­რის" მი­სი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის თავ­დაც­ვის მი­ნისტრს მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და“, - აცხა­დე­ბენ სა­მი­ნის­ტრო­ში.

თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ავ­ღა­ნეთ­ში ვი­ზი­ტი ბაზა „კუნ­დუზ­ზე“ IV მე­ქა­ნი­ზე­ბუ­ლი ბრი­გა­დის სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის ასე­უ­ლის ოცე­უ­ლის მო­ნა­ხუ­ლე­ბით და­ი­წყო. თავ­დაც­ვის უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი „კუნ­დუზ­ზე“ დის­ლო­ცი­რე­ბულ ქარ­თველ მშვი­დო­ბის­მყო­ფე­ლებს შეხ­ვდნენ და ად­გილ­ზე არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა პი­რა­დად მო­ის­მი­ნეს. IV მე­ქა­ნი­ზე­ბუ­ლი ბრი­გა­დის სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის ასე­უ­ლის ოცე­უ­ლი, ბაზა „კუნ­დუზ­ზე“ ორ­კვი­რი­ა­ნი რო­ტა­ცი­ის პრინ­ცი­პით ბა­ზის უსაფრ­თხო­ე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს.

სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის IV მე­ქა­ნი­ზე­ბუ­ლი ბრი­გა­დის სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის ასე­უ­ლი „მტკი­ცე მხარ­და­ჭე­რის" მი­სი­ას იან­ვრი­დან ას­რუ­ლებს. ქარ­თუ­ლი ქვე­და­ნა­ყო­ფი გერ­მა­ნუ­ლი სარ­დლო­ბის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში, ოპე­რა­ცი­ის რა­ი­ონ­ში პატ­რუ­ლი­რე­ბას და სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის ამო­ცა­ნებს ას­რუ­ლებს.

სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი ლე­ვან იზო­რია ავ­ღა­ნეთ­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის უფ­როს­თან, გე­ნე­რალ-მა­ი­ორ ვლა­დი­მერ ჩა­ჩი­ბა­ი­ას­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლე­გა­ცი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში არი­ან ასე­ვე, სახ­მე­ლე­თო ჯა­რე­ბის აღ­მო­სავ­ლეთ სარ­და­ლი, ბრი­გა­დის გე­ნე­რა­ლი შავ­ლე­გო ტა­ბა­ტა­ძე და შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მთა­ვა­რი სერ­ჟან­ტი კობა ცი­რე­კი­ძე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ლევან იზორიას ავღანეთში ვიზიტის დროს სამხედრო ბაზის მიმართულებით თავდასხმა განხორციელდა

ლევან იზორიას ავღანეთში ვიზიტის დროს სამხედრო ბაზის მიმართულებით თავდასხმა განხორციელდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას მიერ ავღანეთში, ბაზა „კუნდუზზე" ქართული ოცეულის მონახულების შემდეგ, ბაზის მიმართულებით ორი არაპირდაპირი გასროლა განხორციელდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჭურვები ბაზის სიახლოვეს ჩამოვარდა.

„საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. ბაზა „კუნდუზზე" დისლოცრებული IV მექანიზებული ბრიგადის სწრაფი რეაგირების ასეულის ოცეული მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას განაგრძობს. თავდაცვის მინისტრი ბაზა „კუნდუზზე“ გერმანიის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.

ბაზა „კუნდუზზე“ ვიზიტის შემდეგ თავდაცვის მინისტრმა მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალზე“ გადაინაცვლა, სადაც IV მექანიზებული ბრიგადის სწრაფი რეაგირების ასეულის პირად შემადგენლობასთან შეხვედრა გამართა. ლევან იზორიამ სამხედროებს სიტყვით მიმართა, მათ მისიის წარმატებით დასრულება და საქართველოში მშვიდობიანი დაბრუნება უსურვა. მოგვიანებით კი, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ჩრდილოეთ სარდლობის მეთაურთან, ბრიგადის გენერალ ვოლფ-იურგენ შთალთან შეხვედრა გამართეს. საუბარი გერმანიასა და საქართველოს შორის ორმხრივ თანამშრომლობას შეეხო, ხაზი გაესვა ქართველი და გერმანელი სამხედროების სამშვიდობო მისიაში ერთობლივ მსახურს. გერმანელმა გენერალმა ქართველი მშვიდობისმყოფელების პროფესიონალიზმი ხაზგასმით აღნიშნა და გერმანელ სამხედროების მხარდამხარ „მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილეობისთვის თავდაცვის მინისტრს მადლობა გადაუხადა“, - აცხადებენ სამინისტროში.

თავდაცვის მინისტრმა ავღანეთში ვიზიტი ბაზა „კუნდუზზე“ IV მექანიზებული ბრიგადის სწრაფი რეაგირების ასეულის ოცეულის მონახულებით დაიწყო. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელები „კუნდუზზე“ დისლოცირებულ ქართველ მშვიდობისმყოფელებს შეხვდნენ და ადგილზე არსებული მდგომარეობა პირადად მოისმინეს. IV მექანიზებული ბრიგადის სწრაფი რეაგირების ასეულის ოცეული, ბაზა „კუნდუზზე“ ორკვირიანი როტაციის პრინციპით ბაზის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის სწრაფი რეაგირების ასეული „მტკიცე მხარდაჭერის" მისიას იანვრიდან ასრულებს. ქართული ქვედანაყოფი გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში, ოპერაციის რაიონში პატრულირებას და სწრაფი რეაგირების ამოცანებს ასრულებს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ავღანეთში შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად იმყოფება. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან ასევე, სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალი, ბრიგადის გენერალი შავლეგო ტაბატაძე და შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი კობა ცირეკიძე.

ოფიცრებმა მითხრეს, რომ გამაუპატიურებდნენ,  რა უნდა მექნა? - რუსი წვევამდელი, რომელმაც სამხედრო ბაზაზე 8 ჯარისკაცი მოკლა

რა შეიძლება გახდეს ჯარისგან გათავისუფლების ან გადავადების საფუძველი? - პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე

"მოსალოდნელია, ტერაქტებით გასცენ პასუხი მსოფლიოს" - რა მოჰყვება "ნომერ პირველი ტერორისტის" სიკვდილს?