მსოფლიო
სამხედრო

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ ვიცი, ვის სურდა ჩემი შვილის დაჭრა" - მინდია გოგოჭურის დედა
"არ ვიცი, ვის სურდა ჩემი შვილის დაჭრა" - მინდია გოგოჭურის დედა

მინ­დია გო­გო­ჭუ­რის დე­დის თქმით, მას არ აქვს ინ­ფორ­მა­ცია, თუ ვის შე­იძ­ლე­ბა და­ეჭ­რა მისი შვი­ლი. რო­გორც მა­რი­ნა გო­გო­ჭურ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და, ის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მის­ვლას დღეს აპი­რებს.

"სა­ა­ვად­მყო­ფო­ში არ ვყო­ფილ­ვარ. ვიცი, რომ მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა. დღეს ვგეგ­მავ მის­ვლას. დე­ტა­ლე­ბი არ ვიცი. არც ის ვიცი, ვის სურ­და ჩემი შვი­ლის დაჭ­რა," - აღ­ნიშ­ნა მინ­დია გო­გო­ჭუ­რის დე­დამ.

პრე­ზი­დენ­ტის სი­ძეს, მინ­დია გო­გო­ჭურს, სა­ვა­რა­უ­დოდ, დღეს და­კი­თხა­ვენ. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, შე­საძ­ლოა, დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში მი­ვიდ­ნენ.

რაც შე­ე­ხე­ბა გო­გო­ჭუ­რის დაჭ­რის დე­ტა­ლებს, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდარ­ზე პრე­ზი­დენ­ტის სიძე არ სა­უბ­რობს, მათ შო­რის ინ­ფორ­მა­ცი­ას არ აწ­ვდის არც სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს.

არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ცნო­ბით, მინ­დია გო­გო­ჭურს თავს მთაწ­მინ­და­ზე, მის­სა­ვე სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლთან ახ­ლოს და­ესხნენ, თუმ­ცა მე­ო­რე მხრივ, ად­გი­ლობ­რი­ვებს გას­რო­ლის ხმა არ გა­უ­გი­ათ.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, პრე­ზი­დენ­ტის სი­ძეს ორი­ვე ფეხ­ზე, ბარ­ძა­ყი­სა და წვი­ვის არე­ში ცე­ცხლნას­რო­ლი ოთხი გამ­ჭო­ლი ჭრი­ლო­ბა აღე­ნიშ­ნე­ბა. ის რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

"არ ვიცი, ვის სურდა ჩემი შვილის დაჭრა" - მინდია გოგოჭურის დედა

"არ ვიცი, ვის სურდა ჩემი შვილის დაჭრა" - მინდია გოგოჭურის დედა

მინდია გოგოჭურის დედის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია, თუ ვის შეიძლება დაეჭრა მისი შვილი. როგორც მარინა გოგოჭურმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ის საავადმყოფოში მისვლას დღეს აპირებს.

"საავადმყოფოში არ ვყოფილვარ. ვიცი, რომ მდგომარეობა მძიმეა. დღეს ვგეგმავ მისვლას. დეტალები არ ვიცი. არც ის ვიცი, ვის სურდა ჩემი შვილის დაჭრა," - აღნიშნა მინდია გოგოჭურის დედამ.

პრეზიდენტის სიძეს, მინდია გოგოჭურს, სავარაუდოდ, დღეს დაკითხავენ. სამართალდამცველები რესპუბლიკურ საავადმყოფოში, შესაძლოა, დღის მეორე ნახევარში მივიდნენ.

რაც შეეხება გოგოჭურის დაჭრის დეტალებს, არსებული ინფორმაციით, მომხდარზე პრეზიდენტის სიძე არ საუბრობს, მათ შორის ინფორმაციას არ აწვდის არც სამართალდამცავ ორგანოებს.

არაოფიციალური ცნობით, მინდია გოგოჭურს თავს მთაწმინდაზე, მისსავე საცხოვრებელ სახლთან ახლოს დაესხნენ, თუმცა მეორე მხრივ, ადგილობრივებს გასროლის ხმა არ გაუგიათ.

როგორც ცნობილია, პრეზიდენტის სიძეს ორივე ფეხზე, ბარძაყისა და წვივის არეში ცეცხლნასროლი ოთხი გამჭოლი ჭრილობა აღენიშნება. ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ