პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მდინარის მეორე მხარეს დარჩენილები ვითხოვთ დახმარებას, წყალმა ჩვენსკენ გადმოინაცვლა და ჩემი სახლიდან ექვს მეტრშია" - სოფელ ლეკელმახეს მცხოვრები
"მდინარის მეორე მხარეს დარჩენილები ვითხოვთ დახმარებას, წყალმა ჩვენსკენ გადმოინაცვლა და ჩემი სახლიდან ექვს მეტრშია" - სოფელ ლეკელმახეს მცხოვრები

ჭუ­ბე­რის თე­მის ერთ-ერთი სოფ­ლის, ლე­კელ­მა­ხეს მო­სახ­ლე­ო­ბა შვე­ლას ითხოვს. სოფ­ლის მკვიდ­რის, ნინი ჩხე­ტი­ა­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ადი­დე­ბუ­ლი მდი­ნა­რე „წუთი-წუთ­ზე მათ სახ­ლს წა­ი­ღებს“. ჩხე­ტი­ა­ნის თქმით, ასე­ვე საფრ­თხე­შია კი­დევ ოთხი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი.

„მე რო­გორც ვიცი, ოთხი ოჯახს უქ­მნის საფრ­თხეს ადი­დე­ბუ­ლი მდი­ნა­რე. წუ­ხელ სტი­ქია მე­ო­რე მხა­რეს მძვინ­ვა­რებ­და, ახლა ჩვენს მხა­რეს გად­მო­ი­ნაც­ვლა. გა­ხიზ­ნუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, დი­ლით ჩა­მო­ვე­დით და წუთი-წუთ­ზე შე­იძ­ლე­ბა, ჩემი სახ­ლი წა­ი­ღოს. მთე­ლი სო­ფე­ლი აქაა, ერ­თმა­ნეთს ვეხ­მა­რე­ბით. გვჭირ­დე­ბა დახ­მა­რე­ბა, მაგ­რამ ჩვენ გა­რე­სამ­ყა­როს ვართ მო­წყვე­ტი­ლი, რომც უნ­დო­დეთ ჩვენ­თან მოს­ვლა, აქეთ ვერ გად­მოვ­ლენ. ჩვენ ოთხი მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვი გვა­ყავს, რომ­ლე­ბიც შე­და­რე­ბით უსაფრ­თხო ად­გი­ლას წა­ვიყ­ვა­ნეთ. სა­ში­ნე­ლი ვი­თა­რე­ბაა. მდი­ნა­რე კა­ლა­პოტს ხში­რად იც­ვლის. ჩვე­ნი მი­წის ნაკ­ვე­თი, სა­ქო­ნე­ლი, ფრინ­ვე­ლი, ყვე­ლა­ფე­რი წა­ღე­ბუ­ლია. წა­ი­ღო ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო. მდი­ნა­რე ჩვე­ნი სახ­ლი­დან, ექ­ვსი­ო­დე ნა­ბი­ჯშია. მხო­ლოდ ფეხ­საც­მე­ლე­ბი ავი­ღეთ და რა­ღაც სა­ჭი­რო ნივ­თე­ბი. სხვას არა­ფერს ვჩი­ვი, მთა­ვა­რია ადა­მი­ა­ნუ­რუ­რი მსხვერ­პლი არ იყოს“, - თქვა ნინო ჩხე­ტი­ან­მა.

ჩხე­ტი­ა­ნე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბა და მე­ზობ­ლე­ბი იმ­ყო­ფე­ბი­ან. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ისი­ნი ამ წუ­თებ­ში ცდი­ლო­ბენ, მდი­ნა­რემ სახ­ლის მა­სა­ლა არ წა­ი­ღოს, რათა წყლის და­გუ­ბე­ბა არ გა­მო­იწ­ვის.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში

"მდინარის მეორე მხარეს დარჩენილები ვითხოვთ დახმარებას, წყალმა ჩვენსკენ გადმოინაცვლა და ჩემი სახლიდან ექვს მეტრშია" - სოფელ ლეკელმახეს მცხოვრები

"მდინარის მეორე მხარეს დარჩენილები ვითხოვთ დახმარებას, წყალმა ჩვენსკენ გადმოინაცვლა და ჩემი სახლიდან ექვს მეტრშია" - სოფელ ლეკელმახეს მცხოვრები

ჭუბერის თემის ერთ-ერთი სოფლის, ლეკელმახეს მოსახლეობა შველას ითხოვს. სოფლის მკვიდრის, ნინი ჩხეტიანის ინფორმაციით, ადიდებული მდინარე „წუთი-წუთზე მათ სახლს წაიღებს“. ჩხეტიანის თქმით, ასევე საფრთხეშია კიდევ ოთხი საცხოვრებელი სახლი.

„მე როგორც ვიცი, ოთხი ოჯახს უქმნის საფრთხეს ადიდებული მდინარე. წუხელ სტიქია მეორე მხარეს მძვინვარებდა, ახლა ჩვენს მხარეს გადმოინაცვლა. გახიზნულები ვიყავით, დილით ჩამოვედით და წუთი-წუთზე შეიძლება, ჩემი სახლი წაიღოს. მთელი სოფელი აქაა, ერთმანეთს ვეხმარებით. გვჭირდება დახმარება, მაგრამ ჩვენ გარესამყაროს ვართ მოწყვეტილი, რომც უნდოდეთ ჩვენთან მოსვლა, აქეთ ვერ გადმოვლენ. ჩვენ ოთხი მცირეწლოვანი ბავშვი გვაყავს, რომლებიც შედარებით უსაფრთხო ადგილას წავიყვანეთ. საშინელი ვითარებაა. მდინარე კალაპოტს ხშირად იცვლის. ჩვენი მიწის ნაკვეთი, საქონელი, ფრინველი, ყველაფერი წაღებულია. წაიღო ორსართულიანი საოჯახო სასტუმრო. მდინარე ჩვენი სახლიდან, ექვსიოდე ნაბიჯშია. მხოლოდ ფეხსაცმელები ავიღეთ და რაღაც საჭირო ნივთები. სხვას არაფერს ვჩივი, მთავარია ადამიანურური მსხვერპლი არ იყოს“, - თქვა ნინო ჩხეტიანმა.

ჩხეტიანების დასახმარებლად სოფლის მოსახლეობა და მეზობლები იმყოფებიან. მათი ინფორმაციით, ისინი ამ წუთებში ცდილობენ, მდინარემ სახლის მასალა არ წაიღოს, რათა წყლის დაგუბება არ გამოიწვის.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია