საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მარშრუტკებმა" თბილისში შესაძლოა, მხოლოდ მოკლე ხაზებზე იმოძრაონ - რა ცვლილებებს ითვალისწინებს დედაქალაქის გენგეგმა
"მარშრუტკებმა" თბილისში შესაძლოა, მხოლოდ მოკლე ხაზებზე იმოძრაონ - რა ცვლილებებს ითვალისწინებს დედაქალაქის გენგეგმა

თბი­ლი­სის მი­წათ­სარ­გებ­ლო­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი გეგ­მის ავ­ტო­რე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ით, მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბი დე­და­ქა­ლაქ­ში მხო­ლოდ მოკ­ლე სა­მარ­შრუ­ტო ხა­ზებ­ზე უნდა მოძ­რა­ობ­დნენ.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გენ­გეგ­მა­ზე მო­მუ­შა­ვე ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნელ­მა მა­მუ­კა სა­ლუქ­ვა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბი ქა­ლა­ქის მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ უნდა გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ და მათ მო­სახ­ლე­ო­ბა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი უბ­ნე­ბი­დან ავ­ტო­ბუ­სე­ბის გა­ჩე­რე­ბებ­თან ან მეტ­რო­სად­გუ­რე­ბის სი­ახ­ლო­ვეს უნდა მიჰ­ყავ­დეთ.

„მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ჩვე­ნი შე­თა­ვა­ზე­ბაა, რომ ქა­ლა­ქის მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კი არ გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ, არა­მედ, სა­ცხოვ­რე­ბელ უბ­ნებ­ში იყ­ვნენ და მათ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ავ­ტო­ბუ­სე­ბის გა­ჩე­რე­ბებ­თან ან მეტ­რო­სად­გუ­რე­ბის სი­ახ­ლო­ვეს მიჰ­ყავ­დეთ. მოკ­ლე ხა­ზებ­ზე იმუ­შა­ონ და არა მთელ ქა­ლაქ­ში. მათი და­ფარ­ვის არე­ა­ლე­ბი სა­გა­რე­უბ­ნო ზო­ნე­ბი და დიდი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი და­სახ­ლე­ბე­ბი უნდა იყოს. უნდა იყოს გა­დაჯ­დო­მის ად­გი­ლე­ბი. გარ­კვე­ულ­წი­ლად ეს ეხე­ბა ერ­თი­ა­ნი გა­ბი­ლე­თი­ა­ნე­ბის სის­ტე­მას, მაგ­რამ ამის სტრა­ტე­გი­აც შე­სა­მუ­შა­ვე­ბე­ლია. ამი­ტომ ვამ­ბობთ, რომ ერ­თი­ა­ნი სის­ტე­მა უნდა შე­მუ­შავ­დეს ტრან­სპორ­ტის ყვე­ლა სა­ხე­ო­ბის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და სა­ლუქ­ვა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, თბი­ლი­სის მი­წათ­სარ­გებ­ლო­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი გეგ­მის თა­ნახ­მად, სა­მარ­შრუ­ტო ქსე­ლის ოპ­ტი­მი­ზა­ცი­ის და­გეგ­მვა მე­რი­ამ 2018-2019 წლებ­ში უნდა მო­ახ­დი­ნოს, რაც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის ყვე­ლა სა­ხე­ო­ბის­თვის (ძი­რი­თა­დი, მე­ო­რე­უ­ლი და მე­სა­მე­უ­ლი სა­ავ­რო­ბუსო ქსე­ლი და მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბი) იერ­არ­ქი­ის მი­ხედ­ვით სა­მარ­შრუ­ტო ქსელ­ში რო­ლის გან­სა­ზღვრას, მარ­შრუ­ტე­ბის დად­გე­ნას, სა­ჭი­რო მო­ცუ­ლო­ბე­ბი­სა და სიხ­ში­რე­ე­ბის გან­სა­ზღვრას და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის სა­ხე­ო­ბე­ბის ერ­თმა­ნეთ­ში ინ­ტეგ­რი­რე­ბას გუ­ლის­ხმობს. ამა­ვე პე­რი­ოდ­ში, მე­რი­ამ ტრან­სპორ­ტის მო­დე­ლიც უნდა შე­ი­მუ­შა­ოს, რაც გზა­თა ქსე­ლის, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის ქსელს, ფუნ­ქცი­უ­რი ზო­ნი­რე­ბის რუ­კას, სა­მან­ქა­ნო და მგზავ­რთნა­კა­დე­ბის მო­ნა­ცე­მებს მო­ი­ცავს. ტრან­სპორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მა კი, მე­რი­ამ 2019-2022 წლებ­ში უნდა წარ­მო­ად­გი­ნოს.

"მარშრუტკებმა" თბილისში შესაძლოა, მხოლოდ მოკლე ხაზებზე იმოძრაონ - რა ცვლილებებს ითვალისწინებს დედაქალაქის გენგეგმა

"მარშრუტკებმა" თბილისში შესაძლოა, მხოლოდ მოკლე ხაზებზე იმოძრაონ - რა ცვლილებებს ითვალისწინებს დედაქალაქის გენგეგმა

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ავტორების რეკომენდაციით, მიკროავტობუსები დედაქალაქში მხოლოდ მოკლე სამარშრუტო ხაზებზე უნდა მოძრაობდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელმა მამუკა სალუქვაძემ განუცხადა, მიკროავტობუსები ქალაქის მთელ ტერიტორიაზე არ უნდა გადაადგილდებოდნენ და მათ მოსახლეობა საცხოვრებელი უბნებიდან ავტობუსების გაჩერებებთან ან მეტროსადგურების სიახლოვეს უნდა მიჰყავდეთ.

„მიკროავტობუსებთან დაკავშირებით, ჩვენი შეთავაზებაა, რომ ქალაქის მთელ ტერიტორიაზე კი არ გადაადგილდებოდნენ, არამედ, საცხოვრებელ უბნებში იყვნენ და მათ მოქალაქეები ავტობუსების გაჩერებებთან ან მეტროსადგურების სიახლოვეს მიჰყავდეთ. მოკლე ხაზებზე იმუშაონ და არა მთელ ქალაქში. მათი დაფარვის არეალები საგარეუბნო ზონები და დიდი საცხოვრებელი დასახლებები უნდა იყოს. უნდა იყოს გადაჯდომის ადგილები. გარკვეულწილად ეს ეხება ერთიანი გაბილეთიანების სისტემას, მაგრამ ამის სტრატეგიაც შესამუშავებელია. ამიტომ ვამბობთ, რომ ერთიანი სისტემა უნდა შემუშავდეს ტრანსპორტის ყველა სახეობისთვის“, - განაცხადა სალუქვაძემ.

ცნობისთვის, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის თანახმად, სამარშრუტო ქსელის ოპტიმიზაციის დაგეგმვა მერიამ 2018-2019 წლებში უნდა მოახდინოს, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველა სახეობისთვის (ძირითადი, მეორეული და მესამეული საავრობუსო ქსელი და მიკროავტობუსები) იერარქიის მიხედვით სამარშრუტო ქსელში როლის განსაზღვრას, მარშრუტების დადგენას, საჭირო მოცულობებისა და სიხშირეების განსაზღვრას და საზოგადოებრივი ტრანსპორტის სახეობების ერთმანეთში ინტეგრირებას გულისხმობს. ამავე პერიოდში, მერიამ ტრანსპორტის მოდელიც უნდა შეიმუშაოს, რაც გზათა ქსელის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელს, ფუნქციური ზონირების რუკას, სამანქანო და მგზავრთნაკადების მონაცემებს მოიცავს. ტრანსპორტის განვითარების გეგმა კი, მერიამ 2019-2022 წლებში უნდა წარმოადგინოს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ