პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ასეთი პირობები რომ მქონოდა ქუთაისში, უფრო მეტს მივაღწევდი" - რას წერს ციხის შესახებ მოკრივე ავთანდილ ხურციძე
"ასეთი პირობები რომ მქონოდა ქუთაისში, უფრო მეტს მივაღწევდი" - რას წერს ციხის შესახებ მოკრივე ავთანდილ ხურციძე

მოკ­რი­ვე ავ­თან­დილ ხურ­ცი­ძე, რო­მე­ლიც 2017 წლის ივ­ლის­ში ნიუ-იორკში და­ა­კა­ვეს, "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე წერს, რომ მისი სას­ჯე­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ მაქ­სი­მუმ 5 წლით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა და ის რინგზე კვლავ დაბ­რუ­ნე­ბას შეძ­ლებს:

"ეხლა მო­ემ­ზა­დეთ კარ­გი ამ­ბა­ვი უნდა გი­თხრათ: მე წა­ვა­გე კატ­რა­ნი ანუ არა­ლე­გა­რუ­ლი თა­მა­შე­ბი. ეს არის მი­ნი­მუმ 2 წელი და მაქ­სი­მუმ 5. ასე რომ 5 წელ­ზე მეტს ვერ მომ­ცე­მენ ჩემს შემ­თხვე­ვა­ში. 1 წელ­ზე მეტი ვზი­ვარ აქ 10 თვე ერთ წლად ით­ვლე­ბა, კი­დევ კარ­გი ყო­ფაქ­ცე­ვა გა­ქა­ჩე, გა­მო­ქა­ჩე კი­დევ 2 წელი და ეგაა.

ეს არის უტყუ­ა­რი ინ­ფორ­მა­ცია და ნუ და­უ­ჯე­რებთ ცრუ ინ­ფორ­მა­ტო­რებს, 40 წელი ტე­რო­რის­ტი კი არა ვარ, რა სი­სუ­ლე­ლეა, მა­გის დამ­წერს და გამვრცე­ლე­ბელს ჭკუა აქვს? კარ­გი თქვით რამე, ტყუ­ილს რომ ავ­რცე­ლებთ. ასე რომ, კი­დევ დავ­ბრუნ­დე­ბი და კი­დევ ბევ­რს გა­ვა­ხო­ხებ რინგზე. ყო­ველ­დღე 3-სა­ა­თი­ან ვარ­ჯი­შებს ვა­ტა­რებ, ასე რომ ავ­თან­დი­ლა ფორ­მა­შია.

გულ­შე­მატ­კივ­რებს გაც­ნო­ბებთ, რომ მე არ შე­მი­ჩე­რე­ბია ჩემი საყ­ვა­რე­ლი ნამ­დვი­ლი საქ­მე, ლა­პე­ბიც კი შე­მი­კე­რეს ცი­ხე­ში და მი­დის ბათ­ქა­ბუთ­ქი ყო­ველ­დღე. თა­ნაც დრო ბევ­რი მაქვს, სხვა საქ­მე არა­ფე­რი - ვარ­ჯი­ში, ძილი, ჭამა. ბრძო­ლებ­საც რომ მი­ტა­რებ­დნენ, გე­უბ­ნე­ბით ცუდ ად­გილ­ზე არა ვარ. ასე­თი პი­რო­ბე­ბი რომ მქო­ნო­და ქუ­თა­ის­ში, ალ­ბათ უფრო მეტს მი­ვაღ­წევ­დი. რომ და­მი­ჭი­რეს და მე­ო­რე დღეს ქათ­მის ბარ­კა­ლი მო­მი­ტა­ნეს, მერე გუ­ლის გა­საგ­რი­ლებ­ლად ნა­ყი­ნი, მეთ­ქი ვი­ღაც მე­ღა­და­ვე­ბაა..." - წერს "ჩა­ქუ­ჩა" და ფაქ­ტია, რომ ცნო­ბი­ლი მოკ­რი­ვე იუ­მო­რის გრძნო­ბას არც ცი­ხე­ში კარ­გავს.

ცოტა ხნის წინ, საქ­მის დე­ტა­ლებ­ზე სტა­ტია New York Post-მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც ეწე­რა, რომ აშშ-ში და­კა­ვე­ბულ ქარ­თველ მოკ­რი­ვე ავ­თან­დილ ხურ­ცი­ძეს 40-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბა. სტა­ტი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ხურ­ცი­ძის წი­ნა­აღ­მდეგ შე­საძ­ლოა ვი­დე­ომ­ტკი­ცე­ბუ­ლე­ბას ემუ­შა­ვა. გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბის მხა­რე აპი­რებ­და ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბის­თვის წა­რედ­გი­ნა რამ­დე­ნი­მე ვი­დე­ომ­ტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რო­მელ­შიც ნათ­ლად ჩანს, რო­გორ ემუქ­რე­ბა ან ეს­ხმის თავს ადა­მი­ა­ნებს ხურ­ცი­ძე ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის, რაჟ­დენ შუ­ლა­ი­ას სა­ხე­ლით.

მოკ­რი­ვემ ცოტა ხნის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა, რომ სა­სა­მარ­თლომ გარ­კვე­ულ სა­კი­თხებ­ში გა­ა­მარ­თლა. "დარ­ჩა ორი ბრალ­დე­ბა - რე­კე­ტი და "გემბლინ­გი" (უკა­ნო­ნო აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბი), მაგ­რამ ამა­საც არ ვე­თან­ხმე­ბი. სა­ვა­რა­უ­დოდ, ერთ წელ­ში გა­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბენ“ - და­წე­რა ხურ­ცი­ძემ "ფე­ის­ბუქ­ზე".

შე­გახ­სე­ნებთ, რომ "რუ­სუ­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი სინ­დი­კა­ტის წევ­რო­ბის" ბრალ­დე­ბით, 15 ქარ­თვე­ლი და­ა­კა­ვეს. მათ შო­რის იყო ორი ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნი ავ­თან­დილ ხურ­ცი­ძე და ლე­ვან მა­ყაშ­ვი­ლი.

"ასეთი პირობები რომ მქონოდა ქუთაისში, უფრო მეტს მივაღწევდი" - რას წერს ციხის შესახებ მოკრივე ავთანდილ ხურციძე

"ასეთი პირობები რომ მქონოდა ქუთაისში, უფრო მეტს მივაღწევდი" - რას წერს ციხის შესახებ მოკრივე ავთანდილ ხურციძე

მოკრივე ავთანდილ ხურციძე, რომელიც 2017 წლის ივლისში ნიუ-იორკში დააკავეს, "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, რომ მისი სასჯელი, სავარაუდოდ მაქსიმუმ 5 წლით განისაზღვრება და ის რინგზე კვლავ დაბრუნებას შეძლებს:

"ეხლა მოემზადეთ კარგი ამბავი უნდა გითხრათ: მე წავაგე კატრანი ანუ არალეგარული თამაშები. ეს არის მინიმუმ 2 წელი და მაქსიმუმ 5. ასე რომ 5 წელზე მეტს ვერ მომცემენ ჩემს შემთხვევაში. 1 წელზე მეტი ვზივარ აქ 10 თვე ერთ წლად ითვლება, კიდევ კარგი ყოფაქცევა გაქაჩე, გამოქაჩე კიდევ 2 წელი და ეგაა.

ეს არის უტყუარი ინფორმაცია და ნუ დაუჯერებთ ცრუ ინფორმატორებს, 40 წელი ტერორისტი კი არა ვარ, რა სისულელეა, მაგის დამწერს და გამვრცელებელს ჭკუა აქვს? კარგი თქვით რამე, ტყუილს რომ ავრცელებთ. ასე რომ, კიდევ დავბრუნდები და კიდევ ბევრს გავახოხებ რინგზე. ყოველდღე 3-საათიან ვარჯიშებს ვატარებ, ასე რომ ავთანდილა ფორმაშია.

გულშემატკივრებს გაცნობებთ, რომ მე არ შემიჩერებია ჩემი საყვარელი ნამდვილი საქმე, ლაპებიც კი შემიკერეს ციხეში და მიდის ბათქაბუთქი ყოველდღე. თანაც დრო ბევრი მაქვს, სხვა საქმე არაფერი - ვარჯიში, ძილი, ჭამა. ბრძოლებსაც რომ მიტარებდნენ, გეუბნებით ცუდ ადგილზე არა ვარ. ასეთი პირობები რომ მქონოდა ქუთაისში, ალბათ უფრო მეტს მივაღწევდი. რომ დამიჭირეს და მეორე დღეს ქათმის ბარკალი მომიტანეს, მერე გულის გასაგრილებლად ნაყინი, მეთქი ვიღაც მეღადავებაა..." - წერს "ჩაქუჩა" და ფაქტია, რომ ცნობილი მოკრივე იუმორის გრძნობას არც ციხეში კარგავს.

ცოტა ხნის წინ, საქმის დეტალებზე სტატია New York Post-მა გამოაქვეყნა, სადაც ეწერა, რომ აშშ-ში დაკავებულ ქართველ მოკრივე ავთანდილ ხურციძეს 40-წლიანი პატიმრობა ემუქრება. სტატიაში აღნიშნულია, რომ ხურციძის წინააღმდეგ შესაძლოა ვიდეომტკიცებულებას ემუშავა. გამოცემის ინფორმაციით, ბრალდების მხარე აპირებდა ნაფიცი მსაჯულებისთვის წარედგინა რამდენიმე ვიდეომტკიცებულება, რომელშიც ნათლად ჩანს, როგორ ემუქრება ან ესხმის თავს ადამიანებს ხურციძე ე.წ. კანონიერი ქურდის, რაჟდენ შულაიას სახელით.

მოკრივემ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სასამართლომ გარკვეულ საკითხებში გაამართლა. "დარჩა ორი ბრალდება - რეკეტი და "გემბლინგი" (უკანონო აზარტული თამაშები), მაგრამ ამასაც არ ვეთანხმები. სავარაუდოდ, ერთ წელში გამათავისუფლებენ“ - დაწერა ხურციძემ "ფეისბუქზე".

შეგახსენებთ, რომ "რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობის" ბრალდებით, 15 ქართველი დააკავეს. მათ შორის იყო ორი ქართველი სპორტსმენი ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი.

"შეყვარებული ტურისტის" მკვლელობის საქმე... ის მილებად გადააქციეს" - რა ფოტოებს აქვეყნებს მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქზე"?

"ხულიგნებს ერიდეთ...უკან რომ მოვბრუნდი, ასე დამხვდა" - "ბაიკერი" ბებო სოციალურ ქსელს იპყრობს

"საკმარისია გაშვერილი თითი 26 მაისს, ფარდულზე ორი მიცვალებულის დამტოვებელი დეპუტატების,  მინისტრების, გულმხურვალე "ნაცებისგან!" - თინა ხიდაშელი