კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გამოქვაბულში ჩარჩენილი ბავშვების დასახმარებლად შესული მყვინთავი დაიღუპა
გამოქვაბულში ჩარჩენილი ბავშვების დასახმარებლად შესული მყვინთავი დაიღუპა

მყვინ­თა­ვი, რო­მე­ლიც ტა­ი­ლან­დში, გა­მოქ­ვა­ბულ­ში ჩარ­ჩე­ნი­ლი ბი­ჭე­ბის გა­და­სარ­ჩენ ოპე­რა­ცი­ა­ში სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით ჩა­ერ­თო, გვი­რა­ბი­დან გა­მოს­ვლის დროს გარ­და­იც­ვა­ლა. CNN-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შე­სა­ხებ ტა­ი­ლან­დის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ.

ყო­ფი­ლი სერ­ჟან­ტი სა­მან კუ­მა­ნი ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით ღა­მის 2 სა­ათ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. ის ბი­ჭე­ბის­თვის საკ­ვე­ბი­სა და ჟანგბა­დის ბა­ლო­ნე­ბის გა­და­სა­ცე­მად გა­მოქ­ვა­ბულ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და გა­მოს­ვლი­სას ჰა­ე­რის უკ­მა­რი­სო­ბის გამო და­ი­ღუ­პა.

12 ფეხ­ბურ­თე­ლი­სა და მათი მწვრთნე­ლის გა­და­სარ­ჩე­ნად სა­ერ­თა­შო­რი­სო ოპე­რა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს. შა­ბათ-კვი­რას სი­ნოპ­ტი­კო­სე­ბი კვლავ წვი­მას ვა­რა­უ­დო­ბენ, ამი­ტომ არის რის­კი, რომ ის ად­გი­ლი, სა­დაც ბი­ჭე­ბი იმ­ყო­ფე­ბი­ან, წყლით და­ი­ფა­როს.

ნა­ხეთ ვი­დეო : გა­მოქ­ვა­ბულ­ში ჩარ­ჩე­ნი­ლი ბი­ჭე­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად ჩა­სუ­ლი მყვინ­თა­ვი ჰა­ე­რის უკ­მა­რი­სო­ბის გამო და­ი­ღუ­პა

მაშ­ვე­ლე­ბის გუნ­დი ბი­ჭე­ბის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად და საკ­ვე­ბის გა­და­სა­ცე­მად გა­მოქ­ვა­ბულ­ში გუ­შინ იმ­ყო­ფე­ბო­და. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი ევა­კუ­ა­ცი­ის­თვის მზად იქ­ნე­ბოდ­ნენ, მყვინ­თა­ვე­ბი მათ გა­მოყ­ვა­ნას შე­ეც­დე­ბოდ­ნენ, თუმ­ცა ექი­მე­ბის დას­კვნით, ბი­ჭე­ბი, მათი მდგო­მა­რე­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ურ­თუ­ლეს ოპე­რა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ვერ შეძ­ლებ­დნენ. მაშ­ვე­ლე­ბი გა­მოქ­ვა­ბუ­ლის კომ­პლექ­სი­დან ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის გა­რე­შე დაბ­რუნ­დნენ, სა­მან კუ­მა­ნი სწო­რედ გა­რეთ გა­მოს­ვლის დროს გარ­და­იც­ვა­ლა.

ბი­ჭე­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად ოპე­რა­ცი­ა­ში, გარ­და ტა­ი­ლან­დე­ლი მყვინ­თა­ვე­ბი­სა, ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტე­ბიც.

სა­ფეხ­ბურ­თო გუნ­დი ექ­სკურ­სი­ა­ზე 23 ივ­ნისს წა­ვი­და, ისი­ნი უკან აღარ დაბ­რუნ­დნენ. გა­უ­ჩი­ნა­რე­ბი­დან 9 დღის შემ­დეგ ბი­ჭებს გა­მოქ­ვა­ბულ­ში ორმა ბრი­ტა­ნელ­მა მყვინ­თავ­მა მი­აგ­ნო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და გირაოს გადახდას არ აპირებს

გამოქვაბულში ჩარჩენილი ბავშვების დასახმარებლად შესული მყვინთავი დაიღუპა

გამოქვაბულში ჩარჩენილი ბავშვების დასახმარებლად შესული მყვინთავი დაიღუპა

მყვინთავი, რომელიც ტაილანდში, გამოქვაბულში ჩარჩენილი ბიჭების გადასარჩენ ოპერაციაში საკუთარი სურვილით ჩაერთო, გვირაბიდან გამოსვლის დროს გარდაიცვალა. CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ტაილანდის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ.

ყოფილი სერჟანტი სამან კუმანი ადგილობრივი დროით ღამის 2 საათზე გარდაიცვალა. ის ბიჭებისთვის საკვებისა და ჟანგბადის ბალონების გადასაცემად გამოქვაბულში იმყოფებოდა და გამოსვლისას ჰაერის უკმარისობის გამო დაიღუპა.

12 ფეხბურთელისა და მათი მწვრთნელის გადასარჩენად საერთაშორისო ოპერაცია მიმდინარეობს. შაბათ-კვირას სინოპტიკოსები კვლავ წვიმას ვარაუდობენ, ამიტომ არის რისკი, რომ ის ადგილი, სადაც ბიჭები იმყოფებიან, წყლით დაიფაროს.

ნახეთ ვიდეო : გამოქვაბულში ჩარჩენილი ბიჭების გადასარჩენად ჩასული მყვინთავი ჰაერის უკმარისობის გამო დაიღუპა

მაშველების გუნდი ბიჭების მოსანახულებლად და საკვების გადასაცემად გამოქვაბულში გუშინ იმყოფებოდა. იმ შემთხვევაში, თუ ფეხბურთელები ევაკუაციისთვის მზად იქნებოდნენ, მყვინთავები მათ გამოყვანას შეეცდებოდნენ, თუმცა ექიმების დასკვნით, ბიჭები, მათი მდგომარეობის გათვალისწინებით, ურთულეს ოპერაციაში მონაწილეობას ვერ შეძლებდნენ. მაშველები გამოქვაბულის კომპლექსიდან ფეხბურთელების გარეშე დაბრუნდნენ, სამან კუმანი სწორედ გარეთ გამოსვლის დროს გარდაიცვალა.

ბიჭების გადასარჩენად ოპერაციაში, გარდა ტაილანდელი მყვინთავებისა, ჩართულები არიან საერთაშორისო ექსპერტებიც.

საფეხბურთო გუნდი ექსკურსიაზე 23 ივნისს წავიდა, ისინი უკან აღარ დაბრუნდნენ. გაუჩინარებიდან 9 დღის შემდეგ ბიჭებს გამოქვაბულში ორმა ბრიტანელმა მყვინთავმა მიაგნო.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე