"ორმა ერთად იბანავეთ!" - რუსეთში წყლის ეკონომიის ახალ ხერხს "მიაგნეს"

"ორმა ერთად იბანავეთ!" - რუსეთში წყლის ეკონომიის ახალ ხერხს "მიაგნეს"

კომუნალური სამსახურების წარმომადგენლებმა ქალაქ სამარას მცხოვრებლებს სთხოვეს, წყლის ეკონომიის მიზნით მარტომ არ იბანაონ. Lenta.ru-ს ინფორმაციით, კომპანიის „სამარის კომუნალური სისტემები“ გვერდზე განთავსებული განცხადების მიხედვით, ცივი წყლის მოხმარების მაჩვენებელი მკვეთრად არის გაზრდილი.

"დაზოგეთ წყალი, იბანავეთ ორმა ერთად" - აღნიშნულია განცხადებაში. კომპანიის წარმომადგენლის, მარია ალმაზოვას თქმით, განცხადებაში იხუმრეს და სოციალურ ქსელში კომენტარების ავტორებმა შხაპში კომპანიონების მოძებნაც კი დაიწყეს.

გასულ თვეს ქალაქ კუნგურის მცხოვრებლებს წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენელმა განუცხადა, რომ გადასახადი მათ წვიმაზეც დაუწესდათ. ამბის გახმაურების შემდეგ კომპანიამ თანამშრომელი დაითხოვა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე