პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პირველი სამედიცინო ხელოვნური ინტელექტი და საქართველოში მოგვარებული პარკირების პრობლემა - გაიცანით BTU-ს პირველკურსელები
პირველი სამედიცინო ხელოვნური ინტელექტი და საქართველოში მოგვარებული პარკირების პრობლემა - გაიცანით BTU-ს პირველკურსელები

მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლად სა­მე­დი­ცი­ნო ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი შექ­მნა, რო­მე­ლიც ჩი­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში პა­ცი­ენტს ყვე­ლა კი­თხვა­ზე გას­ცემს პა­სუხს და პირ­ვე­ლად დი­აგ­ნოზს და­უს­ვამს. ორი­გი­ნა­ლუ­რი გა­მო­გო­ნე­ბის უნი­კა­ლუ­რო­ბა იმა­შიც მდგო­მა­რე­ობს, რომ ინ­ტე­ლექ­ტი ქარ­თუ­ლია და მას მსოფ­ლი­ო­ში ანა­ლო­გი არ ჰყავს. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტი, ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის და თი­ბი­სი ბან­კის სტარ­ტა­პე­რის ფარ­გლებ­ში შე­იქ­მნა, რო­მელ­მაც კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბა მო­ი­პო­ვა. ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი DigitalMed ყვე­ლა­ზე დიდ სა­მე­დი­ცი­ნო ენ­ციკ­ლო­პე­დი­ას მო­ი­ცავს და სა­სურ­ველ პა­სუხს გაწ­ვდის მა­ში­ნაც, თუ მას სი­ტყვას ან წი­ნა­და­დე­ბას შეც­დო­მით მი­წერ. ინ­ტე­ლექ­ტის შემ­ქნე­ლი, ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერტსი­ტე­ტის პირ­ვე­ლი კურ­სის სტუ­დენ­ტი, გეგა თა­თუ­ლიშ­ვი­ლია. თა­თუ­ლიშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ DigitalMed არ ცვლის ექიმს და არ შე­იძ­ლე­ბა მისი გან­ხილ­ვა ექი­მის კონ­კუ­რენ­ტად, თუმ­ცა ის გაწ­ვდის სა­სურ­ველ ინ­ფორ­მა­ცი­ას კონ­კრე­ტულ ავად­მყო­ფო­ბა­სა თუ სიმპტომ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ამავდრო­უ­ლად გიხ­სნის თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა შე­ი­ჩე­რო ტკი­ვი­ლი ექიმ­თან მის­ვლამ­დე და მო­ახ­დი­ნო პრე­ვენ­ცია, ამა თუ იმ ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

"DigitalMed პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტია, რო­მე­ლიც უნი­კა­ლურ ალ­გო­რით­მებს იყე­ნებს და შე­უძ­ლია პირ­ვე­ლი­დი დი­აგ­ნო­ზის დას­მა. ასე­ვე, შე­საძ­ლე­ბე­ლია მისი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­ნიშ­ნუ­ლე­ბით გა­მო­ყე­ნე­ბა. ინ­ტე­ლექ­ტი არ აპი­რებს ექი­მის შეც­ვლას, არა­მედ მას მივ­ყა­ვართ ექიმ­თან. მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვე­რი­ტეტს, რო­მელ­მაც მოგ­ვცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა გან­გვე­ხორ­ცი­ლე­ბი­ნა ჩვე­ნი პრო­ექ­ტე­ბი“, - აღ­ნიშ­ნა გეგა თა­თუ­ლიშ­ვილ­მა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კონ­კურს ერთი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი უნდა ჰყო­ლო­და, ჟი­უ­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით მე­ო­რე გა­მარ­ჯვე­ბუ­ლიც გა­მოვ­ლინ­და, რომ­ლის იდე­აც პა­სუ­ხობს სა­ქარ­თვე­ლო­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით კი დე­და­ქა­ლაქ­ში არ­სე­ბულ პარ­კი­რე­ბის პრობ­ლე­მას. ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ველ კურ­სელ­მა, გუგა გი­ორ­გა­ძემ წარ­მო­ად­გი­ნა იდეა, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც სახ­ლი­დან გა­უს­ვლე­ლად შეძ­ლებთ სა­პარ­კინ­გე ად­გი­ლის და­ჯავ­შნას, ასე­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბას თუ სად არის ავ­ტო­მო­ბი­ლის პარ­კი­რე­ბის­თვის ცა­რი­ე­ლი ად­გი­ლი. აღ­ნიშ­ნულს კი უზ­რუნ­ველ­ყოფს სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­დამ­ცე­მი მო­წყო­ბი­ლო­ბა, რო­მე­ლიც აფიქ­სი­რებს თა­ვი­სუ­ფალ ად­გილს, ხოლო და­ჯავ­შნის შემ­დგომ სპე­ცი­ა­ლუ­რი ჯე­ბი­რი იცავს თქვენ­თვის გან­კუთ­ვნილ ტე­რი­ტო­რი­ას და სხვა ავ­ტო­მო­ბი­ლი ვერ შეძ­ლებს გა­ჩე­რე­ბას. იდე­ის ავ­ტო­რის თქმით, თბი­ლი­სის მე­რია უკვე და­ინ­ტე­რეს­და მისი პრო­ექ­ტით.

ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის დე­კა­ნის ნინო ენუ­ქი­ძის გან­ცხა­დე­ბით, პრო­ექ­ტი წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა, რა­საც მო­ნა­წი­ლე სტუ­დენ­ტთა რა­ო­დე­ნო­ბაც ადას­ტუ­რებს. ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის დე­კა­ნი აღ­ნიშ­ნავს, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტის­თვის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე დიდ პრი­ო­რი­ტეტს სწო­რედ ახა­ლი თა­ო­ბის ხელ­შე­წყო­ბა და სა­ქარ­თვე­ლო­ში ინო­ვა­ცი­უ­რი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაა.

„ეს პრო­ექ­ტი დიდი წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და, ვი­ნა­ი­დან იყო სტუ­დენ­ტე­ბის საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი და­ინ­ტე­რე­სე­ბა და ჩარ­თუ­ლო­ბა. ამ ყვე­ლაფ­რის შე­დე­გად მი­ვი­ღეთ ის, რომ პირ­ველ­კურ­სე­ლებ­მა წარ­მო­ად­გი­ნეს სრუ­ლად და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ინო­ვა­ცი­უ­რი იდე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც კონ­კუ­რენ­ცი­ას გა­უ­წევს მსოფ­ლიო სტარ­ტაპ იდე­ებს. ამა­ყე­ბი ვართ, რომ ასე­თი გუნ­დე­ბი წარ­მო­ჩინ­დნენ ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში“- გა­ნა­ცხა­და ნინო ენუ­ქი­ძემ.

თი­ბი­სი ბან­კის პროგ­რა­მა სტარ­ტა­პე­რის პრო­ექ­ტი “სტარ­ტა­პ­კურ­სი“ BTU-ში დას­რულ­და. კურ­სი სტუ­დენ­ტე­ბის­თვისს სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სის წა­მო­სა­წყე­ბად სა­ბა­ზი­სო თე­ო­რი­უ­ლი და პრაქ­ტი­კუ­ლი ცოდ­ნის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას ისა­ხავ­და მიზ­ნად. პირ­ვე­ლი სტარ­ტა­პ­კურ­სი ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­დე­გად და­ი­ნერ­გა. სა­პი­ლო­ტე კურ­სი, მარ­ტში და­ი­წყო და 3 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­და.ტარ­ტა­პ­კურ­სის ფარ­გლებ­ში, სტუ­დენ­ტე­ბი და­ეს­წრნენ სხვა­დას­ხვა თე­მა­ტი­კის სე­სი­ებს და კურ­სის ბო­ლოს მო­ამ­ზა­დეს თა­ვი­ან­თი სტარ­ტა­პი­დე­ე­ბის პრე­ზე­ტა­ცი­ე­ბი, რო­მელ­თა­გან გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის ავ­ტო­რე­ბი გა­ემ­გზავ­რე­ბი­ან Startup Safari-ს ერთ-ერთ სა­ერ­თა­შო­რი­სო სტარ­ტაპ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

პირველი სამედიცინო ხელოვნური ინტელექტი და საქართველოში მოგვარებული პარკირების პრობლემა - გაიცანით BTU-ს პირველკურსელები

პირველი სამედიცინო ხელოვნური ინტელექტი და საქართველოში მოგვარებული პარკირების პრობლემა - გაიცანით BTU-ს პირველკურსელები

მსოფლიოში პირველად სამედიცინო ხელოვნური ინტელექტი შექმნა, რომელიც ჩივილის შემთხვევაში პაციენტს ყველა კითხვაზე გასცემს პასუხს და პირველად დიაგნოზს დაუსვამს. ორიგინალური გამოგონების უნიკალურობა იმაშიც მდგომარეობს, რომ ინტელექტი ქართულია და მას მსოფლიოში ანალოგი არ ჰყავს. აღნიშნული პროექტი, ბიზნესისა და ტექნოლოგიური უნივერსიტეტის და თიბისი ბანკის სტარტაპერის ფარგლებში შეიქმნა, რომელმაც კონკურსში გამარჯვება მოიპოვა. ხელოვნური ინტელექტი DigitalMed ყველაზე დიდ სამედიცინო ენციკლოპედიას მოიცავს და სასურველ პასუხს გაწვდის მაშინაც, თუ მას სიტყვას ან წინადადებას შეცდომით მიწერ. ინტელექტის შემქნელი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერტსიტეტის პირველი კურსის სტუდენტი, გეგა თათულიშვილია. თათულიშვილი აღნიშნავს, რომ DigitalMed არ ცვლის ექიმს და არ შეიძლება მისი განხილვა ექიმის კონკურენტად, თუმცა ის გაწვდის სასურველ ინფორმაციას კონკრეტულ ავადმყოფობასა თუ სიმპტომთან დაკავშირებით, ამავდროულად გიხსნის თუ როგორ შეიძლება შეიჩერო ტკივილი ექიმთან მისვლამდე და მოახდინო პრევენცია, ამა თუ იმ ჯანმრთელობის პრობლემასთან დაკავშირებით.

"DigitalMed პირველი ქართული ხელოვნური ინტელექტია, რომელიც უნიკალურ ალგორითმებს იყენებს და შეუძლია პირველიდი დიაგნოზის დასმა. ასევე, შესაძლებელია მისი საგანმანათლებლო დანიშნულებით გამოყენება. ინტელექტი არ აპირებს ექიმის შეცვლას, არამედ მას მივყავართ ექიმთან. მინდა მადლობა გადავუხადო ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერიტეტს, რომელმაც მოგვცა შესაძლებლობა განგვეხორცილებინა ჩვენი პროექტები“, - აღნიშნა გეგა თათულიშვილმა.

მიუხედავად იმისა, რომ კონკურს ერთი გამარჯვებული უნდა ჰყოლოდა, ჟიურის გადაწყვეტილებით მეორე გამარჯვებულიც გამოვლინდა, რომლის იდეაც პასუხობს საქართველოში, განსაკუთრებით კი დედაქალაქში არსებულ პარკირების პრობლემას. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პირველ კურსელმა, გუგა გიორგაძემ წარმოადგინა იდეა, რომლის მეშვეობითაც სახლიდან გაუსვლელად შეძლებთ საპარკინგე ადგილის დაჯავშნას, ასევე ინფორმაციის მიღებას თუ სად არის ავტომობილის პარკირებისთვის ცარიელი ადგილი. აღნიშნულს კი უზრუნველყოფს სპეციალური გადამცემი მოწყობილობა, რომელიც აფიქსირებს თავისუფალ ადგილს, ხოლო დაჯავშნის შემდგომ სპეციალური ჯებირი იცავს თქვენთვის განკუთვნილ ტერიტორიას და სხვა ავტომობილი ვერ შეძლებს გაჩერებას. იდეის ავტორის თქმით, თბილისის მერია უკვე დაინტერესდა მისი პროექტით.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის დეკანის ნინო ენუქიძის განცხადებით, პროექტი წარმატებული აღმოჩნდა, რასაც მონაწილე სტუდენტთა რაოდენობაც ადასტურებს. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის დეკანი აღნიშნავს, რომ უნივერსიტეტისთვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრიორიტეტს სწორედ ახალი თაობის ხელშეწყობა და საქართველოში ინოვაციური იდეების განხორციელებაა.

„ეს პროექტი დიდი წარმატებით განხორციელდა, ვინაიდან იყო სტუდენტების საკმაოდ მაღალი დაინტერესება და ჩართულობა. ამ ყველაფრის შედეგად მივიღეთ ის, რომ პირველკურსელებმა წარმოადგინეს სრულად დამუშავებული ინოვაციური იდეები, რომლებიც კონკურენციას გაუწევს მსოფლიო სტარტაპ იდეებს. ამაყები ვართ, რომ ასეთი გუნდები წარმოჩინდნენ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში“- განაცხადა ნინო ენუქიძემ.

თიბისი ბანკის პროგრამა სტარტაპერის პროექტი “სტარტაპკურსი“ BTU-ში დასრულდა. კურსი სტუდენტებისთვისს საკუთარი ბიზნესის წამოსაწყებად საბაზისო თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღების შესაძლებლობას ისახავდა მიზნად. პირველი სტარტაპკურსი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან თანამშრომლობის შედეგად დაინერგა. საპილოტე კურსი, მარტში დაიწყო და 3 თვის განმავლობაში გაგრძელდა.ტარტაპკურსის ფარგლებში, სტუდენტები დაესწრნენ სხვადასხვა თემატიკის სესიებს და კურსის ბოლოს მოამზადეს თავიანთი სტარტაპიდეების პრეზეტაციები, რომელთაგან გამარჯვებულის ავტორები გაემგზავრებიან Startup Safari-ს ერთ-ერთ საერთაშორისო სტარტაპ ღონისძიებაზე.