პოლიტიკა
მოზაიკა

18

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე, მთვარე მორიელში იქნება 04:19-დან დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ხდება ჭუბერში, სადაც მდინარე ნენსკრამ ხიდები წაიღო და ცენტრი დატბორა - ფოტოები სოფლიდან
რა ხდება ჭუბერში, სადაც მდინარე ნენსკრამ ხიდები წაიღო და ცენტრი დატბორა - ფოტოები სოფლიდან

სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რი, ჭუ­ბერ­ში გა­და­ღე­ბულ სტი­ქი­ის ფო­ტო­ებ­სა და გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­შა­ვე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მათ­თან არ შე­სუ­ლა.

"უხვი ნა­ლე­ქის შე­დე­გად, სო­ფელ ჭუ­ბერ­ში მთის ნა­წი­ლის ჩა­მოშ­ლამ მდი­ნა­რე ნენ­სკრას ადი­დე­ბა გა­მო­იწ­ვია. მდი­ნა­რის კა­ლა­პო­ტი­დან გად­მოს­ვლის გამო და­იტ­ბო­რა მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია. ჩა­მო­წო­ლილ­მა მე­წყერ­მა და მო­ვარ­დნილ­მა ღვარ­ცოფ­მა გა­მო­იწ­ვია სოფ­ლებ­თან და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ხი­დე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა. სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხურ­ში და­შა­ვე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ შე­მო­სუ­ლა.

ამ წუ­თებ­ში, ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რი და მიმ­დი­ნა­რე­ობს სტი­ქი­ის სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი. სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რი გა­და­სუ­ლია მუ­შა­ო­ბის გან­სა­კუთ­რე­ბულ რე­ჟიმ­ზე" - ნათ­ქვა­მია სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

იხ­ლეთ ვი­დეო: "ტო­ნი­ა­ნი ქვე­ბი მი­აქვს, გზაც წა­ღე­ბუ­ლია. მტერს აქ რომ ჰესი ყო­ფი­ლი­ყო..." - რა ხდე­ბა ჭუ­ბერ­ში, სა­დაც მთის ჩა­მოშ­ლის შემ­დეგ მდი­ნა­რე ნენ­სკრა ადიდ­და

სო­ფელ ჭუ­ბე­რის მო­სახ­ლე­ო­ბის გან­ცხა­დე­ბით, მდი­ნა­რე ნენ­სკრა ასე­თი ადი­დე­ბუ­ლი არა­სო­დეს უნა­ხავთ და ეში­ნი­ათ, დღეს ღა­მით მდი­ნა­რე კი­დევ უფრო არ ადიდ­დეს.

“ხიდი სა­ერ­თოდ წა­ღე­ბუ­ლია. ასე­თი რამ არა­ვის არ ახ­სოვს. მე­სა­ზღვრე­ებ­მა და­რე­კეს, რომ მთა ჩა­მო­ი­შა­ლა და გაგ­ვაფრ­თხი­ლეს, რომ მდი­ნა­რე და­გუბ­და. მერე ერ­თი­ა­ნად წა­მო­ვი­და და ახლა ცენ­ტრში მო­ე­დი­ნე­ბა, - გა­ნა­ცხა­და ერთ-ერ­თმა ად­გი­ლობ­რივ­მა.

კი­დევ ერთი ად­გი­ლობ­რი­ვის, მა­ნა­ნა საღ­ლი­ა­ნის თქმით, ჭუ­ბე­რის ზედა სოფ­ლე­ბი მთლი­ა­ნად არის მო­წყვე­ტი­ლი გა­რე­სამ­ყა­როს.

სო­ფელ ჭუ­ბე­რის მკვიდ­რის, გარი ჩხვი­მი­ა­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ დრო­ის­თვის მდი­ნა­რე ნენ­სკრას დო­ნემ და­იკ­ლო. რო­გორც ჩხვი­მი­ან­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, დი­ლით მო­სახ­ლე­ო­ბის და­სახ­მა­რებ­ლად მდი­ნა­რის მე­ო­რე ნა­პირ­ზე გა­და­ვი­და, თუმ­ცა ადი­დე­ბულ­მა მდი­ნა­რემ ხიდი წა­ი­ღო და უკან გად­მოს­ვლას ვე­ღარ ახერ­ხებს.

„სა­ბედ­ნი­ე­როდ, არ გვაქვს ადა­მი­ა­ნუ­რი მსხვერ­პლი, თუმ­ცა ხალ­ხს სახ­ლე­ბი და მი­წის ნაკ­ვე­თე­ბი წა­არ­თვა. ყვე­ლა ხიდი წა­ი­ღო ორის გარ­და, რაც სო­ფელ­ში არ­სე­ბობ­და. მო­სახ­ლე­ო­ბა ამ სტი­ქი­ას­თან ბრძო­ლა­ში ერ­თმა­ნეთს ვეხ­მა­რე­ბით. დი­ლით გად­მო­ვე­დი ხალ­ხის და­სახ­მა­რებ­ლად. მდი­ნა­რემ ხიდი წა­ი­ღო და დავ­რჩი აქ. ახლა უსაფრ­თხოდ ვართ, თუმ­ცა მდი­ნა­რის მე­ო­რე ნა­პი­რას ვცხოვ­რობ. იქით რა ხდე­ბა, არ ვიცი. მთე­ლი ღამე წვიმ­და და 10 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გუბ­დე­ბო­და ეს მასა, დი­ლით კი გად­მო­ხეთ­ქა. ეს იცით რამ გა­მო­იწ­ვია? - ე.წ ნენ­სკრა­ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბამ. ამ­დენ­ჯერ რომ შე­უც­ვა­ლეს კა­ლა­პო­ტი და ნა­გა­ვი ჩა­ყა­რეს. ხალ­ხი და­ტო­ვა ქვა­ზე. ასე­თი კარ­გი მთავ­რო­ბა გვყავს“, - გა­ნა­ცხა­და გარი ჩხვი­მი­ან­მა.

დღეს ჭუ­ბერ­ში მთის ნა­წი­ლი ჩა­მო­ი­შა­ლა, რა­მაც მდი­ნა­რე ნენ­სკრას ადი­დე­ბა გა­მო­იწ­ვია. ადი­დე­ბულ­მა მდი­ნა­რემ რამ­დე­ნი­მე ხიდი წა­ი­ღო. დატ­ბო­რი­ლია მდი­ნა­რის კა­ლა­პო­ტის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია.

იხი­ლეთ ვი­დეო: კად­რე­ბი ჭუ­ბე­რი­დან, სა­დაც ადი­დე­ბუ­ლი მდი­ნა­რე ნენ­სკრა სოფ­ლის ცენ­ტრში მო­ე­დი­ნე­ბა - რისი ეში­ნი­ათ ად­გი­ლობ­რი­ვებს?

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვირუსები ცირკულირებს და როგორ უნდა მოვიქცეთ რომ დავიცვათ თავი სხვა და სხვა ვირუსული ინფექციებისგან

რა ხდება ჭუბერში, სადაც მდინარე ნენსკრამ ხიდები წაიღო და ცენტრი დატბორა - ფოტოები სოფლიდან

რა ხდება ჭუბერში, სადაც მდინარე ნენსკრამ ხიდები წაიღო და ცენტრი დატბორა - ფოტოები სოფლიდან

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ჭუბერში გადაღებულ სტიქიის ფოტოებსა და განცხადებას ავრცელებს. სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია მათთან არ შესულა.

"უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ჭუბერში მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია. ჩამოწოლილმა მეწყერმა და მოვარდნილმა ღვარცოფმა გამოიწვია სოფლებთან დამაკავშირებელი ხიდების დაზიანება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა.

ამ წუთებში, ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გადასულია მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე" - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

იხლეთ ვიდეო: "ტონიანი ქვები მიაქვს, გზაც წაღებულია. მტერს აქ რომ ჰესი ყოფილიყო..." - რა ხდება ჭუბერში, სადაც მთის ჩამოშლის შემდეგ მდინარე ნენსკრა ადიდდა

სოფელ ჭუბერის მოსახლეობის განცხადებით, მდინარე ნენსკრა ასეთი ადიდებული არასოდეს უნახავთ და ეშინიათ, დღეს ღამით მდინარე კიდევ უფრო არ ადიდდეს.

“ხიდი საერთოდ წაღებულია. ასეთი რამ არავის არ ახსოვს. მესაზღვრეებმა დარეკეს, რომ მთა ჩამოიშალა და გაგვაფრთხილეს, რომ მდინარე დაგუბდა. მერე ერთიანად წამოვიდა და ახლა ცენტრში მოედინება, - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

კიდევ ერთი ადგილობრივის, მანანა საღლიანის თქმით, ჭუბერის ზედა სოფლები მთლიანად არის მოწყვეტილი გარესამყაროს.

სოფელ ჭუბერის მკვიდრის, გარი ჩხვიმიანის ინფორმაციით, ამ დროისთვის მდინარე ნენსკრას დონემ დაიკლო. როგორც ჩხვიმიანმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, დილით მოსახლეობის დასახმარებლად მდინარის მეორე ნაპირზე გადავიდა, თუმცა ადიდებულმა მდინარემ ხიდი წაიღო და უკან გადმოსვლას ვეღარ ახერხებს.

„საბედნიეროდ, არ გვაქვს ადამიანური მსხვერპლი, თუმცა ხალხს სახლები და მიწის ნაკვეთები წაართვა. ყველა ხიდი წაიღო ორის გარდა, რაც სოფელში არსებობდა. მოსახლეობა ამ სტიქიასთან ბრძოლაში ერთმანეთს ვეხმარებით. დილით გადმოვედი ხალხის დასახმარებლად. მდინარემ ხიდი წაიღო და დავრჩი აქ. ახლა უსაფრთხოდ ვართ, თუმცა მდინარის მეორე ნაპირას ვცხოვრობ. იქით რა ხდება, არ ვიცი. მთელი ღამე წვიმდა და 10 საათის განმავლობაში გუბდებოდა ეს მასა, დილით კი გადმოხეთქა. ეს იცით რამ გამოიწვია? - ე.წ ნენსკრაჰესის მშენებლობამ. ამდენჯერ რომ შეუცვალეს კალაპოტი და ნაგავი ჩაყარეს. ხალხი დატოვა ქვაზე. ასეთი კარგი მთავრობა გვყავს“, - განაცხადა გარი ჩხვიმიანმა.

დღეს ჭუბერში მთის ნაწილი ჩამოიშალა, რამაც მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. ადიდებულმა მდინარემ რამდენიმე ხიდი წაიღო. დატბორილია მდინარის კალაპოტის მიმდებარე ტერიტორია.

იხილეთ ვიდეო: კადრები ჭუბერიდან, სადაც ადიდებული მდინარე ნენსკრა სოფლის ცენტრში მოედინება - რისი ეშინიათ ადგილობრივებს?

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ