პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

31

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"10 თემი და ჭუბერის მთელი ხეობა გარესამყაროსაა მოწყვეტილი" - ჭუბერის თემის რწმუნებული
"10 თემი და ჭუბერის მთელი ხეობა გარესამყაროსაა მოწყვეტილი" - ჭუბერის თემის რწმუნებული

ჭუ­ბე­რის ხე­ო­ბა თით­ქმის მთლი­ა­ნად არის მო­წყვე­ტი­ლი გა­რე­სამ­ყა­როს, - ამის შე­სა­ხებ “ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ჭუ­ბე­რის თე­მის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი ორ­გა­ნოს რწმუ­ნე­ბულ­მა, ნინო ვიბ­ლი­ან­მა გა­ნუ­ცხა­და, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად ჭუ­ბე­რის თე­მის ცენ­ტრში იმ­ყო­ფე­ბა.

მი­სი­ვე თქმით, მო­სახ­ლე­ო­ბას საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა, ვი­ნა­ი­დან როცა მთა მო­წყდა, ყვე­ლა მო­სახ­ლე გა­აფრ­თხი­ლეს და მათ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი და­ტო­ვეს.

„10 თემი, ჭუ­ბე­რის მთე­ლი ხე­ო­ბა არის მო­წყვე­ტი­ლი გა­რე­სამ­ყა­როს, ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხუთი ხი­დია წა­ღე­ბუ­ლი. მო­სახ­ლე­ო­ბის ევა­კუ­ა­ცია უკვე მო­ვახ­დი­ნეთ. წა­ღე­ბუ­ლია მდი­ნა­რის კა­ლა­პო­ტის მიმ­დე­ბა­რედ არ­სე­ბუ­ლი შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბი. ახლა მე ვიმ­ყო­ფე­ბი სო­ფელ ჭუ­ბე­რის ცენ­ტრში, სა­დაც მდი­ნა­რე გზის სა­ვალ ნა­წილ­ზე მო­ე­დი­ნე­ბა. ვე­ლო­დე­ბით მაშ­ვე­ლებს, რომ­ლებ­საც სი­ტუ­ა­ცი­ის შე­სა­ხებ ვაც­ნო­ბეთ და ჩვენ­სკენ მო­დი­ან“, - გა­ნა­ცხა­და ვიბ­ლი­ან­მა.

მი­სი­ვე თქმით, მთის ჩა­მოშ­ლა სა­ვა­რა­უ­დოდ, გუ­შინ ღა­მით მო­სულ­მა ნა­ლექ­მა გა­ნა­პი­რო­ბა და ნენ­სკრა­ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბა ამას­თან არა­ფერ შუ­ა­შია.

“სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვა­ცხა­დებ, არა­ნა­ირ კავ­შირ­ში ეს ყვე­ლა­ფე­რი ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბას­თან არ არის. გუ­შინ იყო წვი­მა და მო­წყდა მთის გარ­კვე­უ­ლი მასა, რო­მელ­მაც ჩა­ხერ­გა მდი­ნა­რე, რო­მე­ლიც შემ­დეგ ერ­თბა­შად წა­მო­ვი­და“, - გა­ნა­ცხა­და ვიბ­ლი­ან­მა.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ ეტაპ­ზე წლის დო­ნემ მცი­რე­დით და­იკ­ლო, თუმ­ცა ის კვლავ გზის სა­ვალ ნა­წილ­ზე მი­ე­დი­ნე­ბა და არა კა­ლა­პოტ­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ჭუ­ბერ­ში, მთა შა­მო­ი­შა­ლა, რის შე­დე­გა­დაც მდი­ნა­რე ნენ­სკრა ადიდ­და.

იხი­ლეთ ვი­დეო: "ტო­ნი­ა­ნი ქვე­ბი მი­აქვს, გზაც წა­ღე­ბუ­ლია. მტერს აქ რომ ჰესი ყო­ფი­ლი­ყო..." - რა ხდე­ბა ჭუ­ბერ­ში

მეს­ტი­ის მა­ჟო­რი­ტარ­მა ზაზა ვიბ­ლი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სო­ფელ­ში სრუ­ლი­ად მოშ­ლი­ლია ინფრას­ტრუქ­ტუ­რა და ხალ­ხი პა­ნი­კა­შია.

„სო­ფე­ლი ორა­დაა გა­ყო­ფი­ლი. მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი ერთ მხა­რე­საა დარ­ჩე­ნი­ლი, მე­ო­რე კი - მე­ო­რე მხა­რეს. პა­ნი­კაც შე­იმ­ჩნე­ვა ხალ­ხში. სახ­ლე­ბის გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა დატ­ბო­რი­ლია. წა­ღე­ბუ­ლია სო­ფელ­ში არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა ხიდი, ერ­თის გარ­და. სო­ფე­ლი მო­წყვე­ტი­ლია სხვა სოფ­ლებს ისე, რომ ერ­თი­დან მე­ო­რე­ში გა­დას­ვლა შე­უძ­ლე­ბე­ლია. აქ არის ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რი. ადი­დე­ბუ­ლია მდი­ნა­რე, ჩა­მო­ი­შა­ლა მთის ნა­წი­ლი და მთლი­ა­ნად მო­დის ეს მასა. ამ დრო­ის­თვის მისი დონე შე­და­რე­ბით და­წე­უ­ლია“, - თქვა ვიბ­ლი­ან­მა.

ფოტო: ხა­ტია მი­ქი­ა­ნი

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"10 თემი და ჭუბერის მთელი ხეობა გარესამყაროსაა მოწყვეტილი" - ჭუბერის თემის რწმუნებული

"10 თემი და ჭუბერის მთელი ხეობა გარესამყაროსაა მოწყვეტილი" - ჭუბერის თემის რწმუნებული

ჭუბერის ხეობა თითქმის მთლიანად არის მოწყვეტილი გარესამყაროს, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ ჭუბერის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა, ნინო ვიბლიანმა განუცხადა, რომელიც ამჟამად ჭუბერის თემის ცენტრში იმყოფება.

მისივე თქმით, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, ვინაიდან როცა მთა მოწყდა, ყველა მოსახლე გააფრთხილეს და მათ საცხოვრებელი სახლები დატოვეს.

„10 თემი, ჭუბერის მთელი ხეობა არის მოწყვეტილი გარესამყაროს, ჩვენი ინფორმაციით, ხუთი ხიდია წაღებული. მოსახლეობის ევაკუაცია უკვე მოვახდინეთ. წაღებულია მდინარის კალაპოტის მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობები. ახლა მე ვიმყოფები სოფელ ჭუბერის ცენტრში, სადაც მდინარე გზის სავალ ნაწილზე მოედინება. ველოდებით მაშველებს, რომლებსაც სიტუაციის შესახებ ვაცნობეთ და ჩვენსკენ მოდიან“, - განაცხადა ვიბლიანმა.

მისივე თქმით, მთის ჩამოშლა სავარაუდოდ, გუშინ ღამით მოსულმა ნალექმა განაპირობა და ნენსკრაჰესის მშენებლობა ამასთან არაფერ შუაშია.

“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არანაირ კავშირში ეს ყველაფერი ჰესის მშენებლობასთან არ არის. გუშინ იყო წვიმა და მოწყდა მთის გარკვეული მასა, რომელმაც ჩახერგა მდინარე, რომელიც შემდეგ ერთბაშად წამოვიდა“, - განაცხადა ვიბლიანმა.

მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე წლის დონემ მცირედით დაიკლო, თუმცა ის კვლავ გზის სავალ ნაწილზე მიედინება და არა კალაპოტში.

შეგახსენებთ, რომ ჭუბერში, მთა შამოიშალა, რის შედეგადაც მდინარე ნენსკრა ადიდდა.

იხილეთ ვიდეო: "ტონიანი ქვები მიაქვს, გზაც წაღებულია. მტერს აქ რომ ჰესი ყოფილიყო..." - რა ხდება ჭუბერში

მესტიის მაჟორიტარმა ზაზა ვიბლიანმა განაცხადა, რომ სოფელში სრულიად მოშლილია ინფრასტრუქტურა და ხალხი პანიკაშია.

„სოფელი ორადაა გაყოფილი. მოსახლეობის ნაწილი ერთ მხარესაა დარჩენილი, მეორე კი - მეორე მხარეს. პანიკაც შეიმჩნევა ხალხში. სახლების გარკვეული რაოდენობა დატბორილია. წაღებულია სოფელში არსებული ყველა ხიდი, ერთის გარდა. სოფელი მოწყვეტილია სხვა სოფლებს ისე, რომ ერთიდან მეორეში გადასვლა შეუძლებელია. აქ არის ყველა შესაბამისი სამსახური. ადიდებულია მდინარე, ჩამოიშალა მთის ნაწილი და მთლიანად მოდის ეს მასა. ამ დროისთვის მისი დონე შედარებით დაწეულია“, - თქვა ვიბლიანმა.

ფოტო: ხატია მიქიანი

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია