მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩამოშლილი მთა და ადიდებული ნენსკრა - რა ხდება ჭუბერში
ჩამოშლილი მთა და ადიდებული ნენსკრა - რა ხდება ჭუბერში

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჭუ­ბერ­ში მთის ნა­წი­ლი ჩა­მო­ი­შა­ლა, რა­მაც მდი­ნა­რე ნენ­სკრას ადი­დე­ბა გა­მო­იწ­ვია. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­გან­გე­ნო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­ცხა­დეს, ადი­დე­ბულ­მა მდი­ნა­რემ რამ­დე­ნი­მე ხიდი წა­ი­ღო. დატ­ბო­რი­ლია მდი­ნა­რის კა­ლა­პო­ტის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია.

ამ ეტაპ­ზე და­შა­ვე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ცნო­ბი­ლი არ არის.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ფო­ტო­ებ­სა და ვი­დე­ო­ებს ათავ­სე­ბენ და არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ წე­რენ:

"ნენ­სკრა გად­მო­ვი­და ნა­პი­რე­ბი­დან. ერ­თის მა­გივ­რად ორ კა­ლა­პოტს ვე­ღარ იტევს. ზედა სოფ­ლე­ბი­დან ცენ­ტრამ­დე წა­ლე­კი­ლია, ზედა სოფ­ლე­ბი მო­წყვე­ტი­ლია. წა­ღე­ბუ­ლია ხი­დე­ბი, ბოს­ლე­ბი, სახ­ლე­ბი, ცენ­ტრი და­ფა­რუ­ლია წყლით. სამი სახ­ლი ზუს­ტად ვიცი რომ წყალ­ში დგას. და­ნარ­ჩენს ვერ ვგე­ბუ­ლობ ჯერ. მთა მო­წყდა ნენ­სკრა ჰე­სის საპ­რო­ექ­ტო ტე­რი­ტო­რი­ის­კენ. მი­თხრეს რომ წუ­ხელ ყო­ფი­ლა ძლი­ე­რი წვი­მა. მად­ლო­ბა ღმერ­თს მსხვერ­პლი არ გვაქვს ამ ეტაპ­ზე" - წერს ერთ-ერთი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი.

სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის გან­მარ­ტე­ბით, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რი მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია და მაშ­ვე­ლე­ბი ად­გილ­ზე მის­ვლას ცდი­ლო­ბენ, რათა ღვარ­ცო­ფის სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­დეს.

იხი­ლეთ ვი­დეო: "ტო­ნი­ა­ნი ქვე­ბი მი­აქვს, გზაც წა­ღე­ბუ­ლია. მტერს აქ რომ ჰესი ყო­ფი­ლი­ყო..." - რა ხდე­ბა ჭუ­ბერ­ში

ფოტო: ხა­ტია მი­ქი­ა­ნი

ჭუ­ბე­რის თე­მის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი ორ­გა­ნოს რწმუ­ნე­ბულ­მა, ნინო ვიბ­ლი­ან­მა, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად ჭუ­ბე­რის თე­მის ცენ­ტრში იმ­ყო­ფე­ბა, გა­ნა­ცხა­და, რომ მო­სახ­ლე­ო­ბას საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა, ვი­ნა­ი­დან როცა მთა მო­წყდა, ყვე­ლა გა­აფრ­თხი­ლეს და მათ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი და­ტო­ვეს.

„10 თემი, ჭუ­ბე­რის მთე­ლი ხე­ო­ბა არის მო­წყვე­ტი­ლი გა­რე­სამ­ყა­როს, ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხუთი ხი­დია წა­ღე­ბუ­ლი. მო­სახ­ლე­ო­ბის ევა­კუ­ა­ცია უკვე მო­ვახ­დი­ნეთ. წა­ღე­ბუ­ლია მდი­ნა­რის კა­ლა­პო­ტის მიმ­დე­ბა­რედ არ­სე­ბუ­ლი შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბი. ახლა მე ვიმ­ყო­ფე­ბი სო­ფელ ჭუ­ბე­რის ცენ­ტრში, სა­დაც მდი­ნა­რე გზის სა­ვალ ნა­წილ­ზე მო­ე­დი­ნე­ბა. ვე­ლო­დე­ბით მაშ­ვე­ლებს, რომ­ლებ­საც სი­ტუ­ა­ცი­ის შე­სა­ხებ ვაც­ნო­ბეთ და ჩვენ­სკენ მო­დი­ან“, - გა­ნა­ცხა­და ვიბ­ლი­ან­მა.

მი­სი­ვე თქმით, მთის ჩა­მოშ­ლა სა­ვა­რა­უ­დოდ, გუ­შინ ღა­მით მო­სულ­მა ნა­ლექ­მა გა­ნა­პი­რო­ბა და ნენ­სკრა­ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბა ამას­თან არა­ფერ შუ­ა­შია.

00:00 / 00:00
რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ჩამოშლილი მთა და ადიდებული ნენსკრა - რა ხდება ჭუბერში

ჩამოშლილი მთა და ადიდებული ნენსკრა - რა ხდება ჭუბერში

არსებული ინფორმაციით, ჭუბერში მთის ნაწილი ჩამოიშალა, რამაც მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგენო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადიდებულმა მდინარემ რამდენიმე ხიდი წაიღო. დატბორილია მდინარის კალაპოტის მიმდებარე ტერიტორია.

ამ ეტაპზე დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ცნობილი არ არის.

ადგილობრივები სოციალურ ქსელში ფოტოებსა და ვიდეოებს ათავსებენ და არსებული მდგომარეობის შესახებ წერენ:

"ნენსკრა გადმოვიდა ნაპირებიდან. ერთის მაგივრად ორ კალაპოტს ვეღარ იტევს. ზედა სოფლებიდან ცენტრამდე წალეკილია, ზედა სოფლები მოწყვეტილია. წაღებულია ხიდები, ბოსლები, სახლები, ცენტრი დაფარულია წყლით. სამი სახლი ზუსტად ვიცი რომ წყალში დგას. დანარჩენს ვერ ვგებულობ ჯერ. მთა მოწყდა ნენსკრა ჰესის საპროექტო ტერიტორიისკენ. მითხრეს რომ წუხელ ყოფილა ძლიერი წვიმა. მადლობა ღმერთს მსხვერპლი არ გვაქვს ამ ეტაპზე" - წერს ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განმარტებით, სამაშველო სამსახური მობილიზებულია და მაშველები ადგილზე მისვლას ცდილობენ, რათა ღვარცოფის სალიკვიდაციო სამუშაოები განხორციელდეს.

იხილეთ ვიდეო: "ტონიანი ქვები მიაქვს, გზაც წაღებულია. მტერს აქ რომ ჰესი ყოფილიყო..." - რა ხდება ჭუბერში

ფოტო: ხატია მიქიანი

ჭუბერის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა, ნინო ვიბლიანმა, რომელიც ამჟამად ჭუბერის თემის ცენტრში იმყოფება, განაცხადა, რომ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, ვინაიდან როცა მთა მოწყდა, ყველა გააფრთხილეს და მათ საცხოვრებელი სახლები დატოვეს.

„10 თემი, ჭუბერის მთელი ხეობა არის მოწყვეტილი გარესამყაროს, ჩვენი ინფორმაციით, ხუთი ხიდია წაღებული. მოსახლეობის ევაკუაცია უკვე მოვახდინეთ. წაღებულია მდინარის კალაპოტის მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობები. ახლა მე ვიმყოფები სოფელ ჭუბერის ცენტრში, სადაც მდინარე გზის სავალ ნაწილზე მოედინება. ველოდებით მაშველებს, რომლებსაც სიტუაციის შესახებ ვაცნობეთ და ჩვენსკენ მოდიან“, - განაცხადა ვიბლიანმა.

მისივე თქმით, მთის ჩამოშლა სავარაუდოდ, გუშინ ღამით მოსულმა ნალექმა განაპირობა და ნენსკრაჰესის მშენებლობა ამასთან არაფერ შუაშია.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო