პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საფეხმავლო და ველობილიკები მტკვრის გასწვრივ და სამჯერ მეტი გამწვანება - თბილისის გენგეგმის დეტალები
საფეხმავლო და ველობილიკები მტკვრის გასწვრივ და სამჯერ მეტი გამწვანება - თბილისის გენგეგმის დეტალები

გენ­გეგ­მის „მწვა­ნე ქა­ლა­ქის“ კონ­ცეფ­ცი­ით გან­სა­ზღვრუ­ლი ამო­ცა­ნაა, ქა­ლა­ქის გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბულ ნა­წილ­ში სა­ერ­თო სარ­გებ­ლო­ბის გამ­წვა­ნე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­სა და ღია სივ­რცე­ე­ბის ფარ­თო­ბი გა­სამ­მაგ­დეს და ერთ მო­სახ­ლე­ზე 10 კვ/მ-ს აღე­მა­ტე­ბო­დეს.

გეგ­მა, ასე­ვე, ით­ვა­ლის­წი­ნებს მტკვრი­სა და მისი შე­ნა­კა­დე­ბის გას­წვრივ უწყვე­ტი გამ­წვა­ნე­ბუ­ლი სა­ფეხ­მავ­ლო და სა­ვე­ლო­სი­პე­დო ბი­ლი­კე­ბის ქსე­ლის მო­წყო­ბას.

თბი­ლი­სის მი­წათ­სარ­გებ­ლო­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი გეგ­მა ქა­ლა­ქის ტე­რი­ტო­რი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­თი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის დად­გე­ნი­სას ეყ­რდნო­ბა შემ­დეგ ძი­რი­თად კონ­ცეპ­ტუ­ა­ლურ მო­საზ­რე­ბებს: კომ­პაქ­ტუ­რი ქა­ლა­ქი, მწვა­ნე ქა­ლა­ქი, კარ­გად შე­კავ­ში­რე­ბუ­ლი ქა­ლა­ქი და მე­დე­გი ქა­ლა­ქი.

აქე­დან, „მწვა­ნე ქა­ლა­ქის“ კონ­ცეფ­ცი­ით გან­სა­ზღვრუ­ლი ძი­რი­თა­დი ამო­ცა­ნე­ბია:

ა) შემ­ცირ­დეს ბუ­ნებ­რივ გა­რე­მო­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბა ქა­ლა­ქის მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის აუ­ცი­ლე­ბელ მი­ნი­მუ­მამ­დე, ბუ­ნებ­რი­ვი ლან­დშაფ­ტე­ბის მკაც­რი დაც­ვით გა­უ­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბელ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე და მისი სი­კე­თე­ე­ბის ეფექ­ტი­ა­ნი, ოპ­ტი­მა­ლუ­რი გა­მო­ყე­ნე­ბით ქა­ლა­ქის ნა­შენ ნა­წილ­ში.

ბ) თბი­ლი­სის სა­რეკ­რე­ა­ციო სის­ტე­მა უნდა და­ე­ფუძნოს ბუ­ნებ­რი­ვი გა­რე­მოს ელე­მენ­ტებს - ნა­შე­ნი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის გა­რეთ არ­სე­ბულ, ბუ­ნებ­რივ ლან­დშაფტს და მტკვრი­სა და მცი­რე მდი­ნა­რე­ე­ბის სა­ნა­პი­რო­ე­ბის გას­წვრივ არ­სე­ბულ და და­გეგ­მილ ღია სივ­რცე­ებს, რომ­ლე­ბიც ქა­ლა­ქის ნა­შენ ნა­წილ­ში ერ­თი­ან სა­რეკ­რე­ა­ციო ქსელს შექ­მნი­ან.

გ) მტკვრის­პი­რა სა­რეკ­რე­ა­ციო სის­ტე­მამ, ერთი მხრივ, უნდა და­იც­ვას მდი­ნა­რის ჩრდი­ლო-და­სავ­ლე­თი­თა და სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლე­თით არ­სე­ბუ­ლი ბუ­ნებ­რი­ვი ლან­დშაფ­ტე­ბი, ხოლო, მე­ო­რე მხრივ, უზ­რუნ­ველ­ყოს ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლუ­რი ნა­წი­ლი მდი­ნა­რის­პი­რა ურ­ბა­ნუ­ლი სა­რეკ­რე­ა­ციო სივ­რცე­ე­ბით, რომ­ლე­ბიც ქა­ლა­ქის გა­ნი­ა­ვე­ბი­სა და გაგ­რი­ლე­ბის დე­რეფ­ნე­ბის ფუნ­ქცი­ა­საც შე­ას­რუ­ლებს.

დ) მტკვრი­სა და მისი შე­ნა­კა­დე­ბის გას­წვრივ, უნდა მო­ე­წყოს უწყვე­ტი გამ­წვა­ნე­ბუ­ლი სა­ფეხ­მავ­ლო და სა­ვე­ლო­სი­პე­დო ბი­ლი­კე­ბის ქსე­ლი, რო­მე­ლიც ურ­ბა­ნუ­ლი ხა­ზო­ვა­ნი გამ­წვა­ნე­ბის დე­რეფ­ნებ­თან ერ­თად, ვე­ლო­მოყ­ვა­რულ­თათ­ვის და ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე­თათ­ვის კომ­ფორ­ტულს გახ­დის ქა­ლაქ­ში გა­და­ად­გი­ლე­ბას და ხელს შე­უ­წყობს ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის და­ფუძ­ნე­ბას.

ე) თბი­ლი­სის გამ­წვა­ნე­ბუ­ლი რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი სივ­რცე­ე­ბი უნდა ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს ერ­თი­ან, შე­კავ­ში­რე­ბულ სის­ტე­მად, რაც ერთი მხრივ, გაზ­რდის მათ ეფექ­ტუ­რო­ბას დამ­სვე­ნე­ბელ­თათ­ვის ფარ­თო, ერ­თმა­ნეთ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­სე­ირ­ნო თუ სა­ვარ­ჯი­შო ქსე­ლის შე­თა­ვა­ზე­ბით და მე­ო­რე მხრივ, იქ­ნე­ბა კომ­ფორ­ტუ­ლი, ეფექ­ტუ­რი გა­და­ად­გი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე­თა და ვე­ლო­მოყ­ვა­რულ­თათ­ვის.

ვ) სა­ერ­თო სარ­გებ­ლო­ბის გამ­წვა­ნე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­სა და ღია სივ­რცე­ე­ბის ფარ­თო­ბი, უბ­ნე­ბის მი­ხედ­ვით, ქა­ლა­ქის გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბულ ნა­წილ­ში, ერთ სულ მო­სახ­ლე­ზე უნდა გა­სამ­მაგ­დეს და აღე­მა­ტე­ბო­დეს ერთ მო­სახ­ლე­ზე 10 კვ/მ.

საფეხმავლო და ველობილიკები მტკვრის გასწვრივ და სამჯერ მეტი გამწვანება - თბილისის გენგეგმის დეტალები

საფეხმავლო და ველობილიკები მტკვრის გასწვრივ და სამჯერ მეტი გამწვანება - თბილისის გენგეგმის დეტალები

გენგეგმის „მწვანე ქალაქის“ კონცეფციით განსაზღვრული ამოცანაა, ქალაქის განაშენიანებულ ნაწილში საერთო სარგებლობის გამწვანებული ტერიტორიებისა და ღია სივრცეების ფართობი გასამმაგდეს და ერთ მოსახლეზე 10 კვ/მ-ს აღემატებოდეს.

გეგმა, ასევე, ითვალისწინებს მტკვრისა და მისი შენაკადების გასწვრივ უწყვეტი გამწვანებული საფეხმავლო და საველოსიპედო ბილიკების ქსელის მოწყობას.

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ქალაქის ტერიტორიების განვითარებითი მიმართულებების დადგენისას ეყრდნობა შემდეგ ძირითად კონცეპტუალურ მოსაზრებებს: კომპაქტური ქალაქი, მწვანე ქალაქი, კარგად შეკავშირებული ქალაქი და მედეგი ქალაქი.

აქედან, „მწვანე ქალაქის“ კონცეფციით განსაზღვრული ძირითადი ამოცანებია:

ა) შემცირდეს ბუნებრივ გარემოზე ზემოქმედება ქალაქის მდგრადი განვითარებისათვის აუცილებელ მინიმუმამდე, ბუნებრივი ლანდშაფტების მკაცრი დაცვით გაუნაშენიანებელ ტერიტორიებზე და მისი სიკეთეების ეფექტიანი, ოპტიმალური გამოყენებით ქალაქის ნაშენ ნაწილში.

ბ) თბილისის სარეკრეაციო სისტემა უნდა დაეფუძნოს ბუნებრივი გარემოს ელემენტებს - ნაშენი ტერიტორიების გარეთ არსებულ, ბუნებრივ ლანდშაფტს და მტკვრისა და მცირე მდინარეების სანაპიროების გასწვრივ არსებულ და დაგეგმილ ღია სივრცეებს, რომლებიც ქალაქის ნაშენ ნაწილში ერთიან სარეკრეაციო ქსელს შექმნიან.

გ) მტკვრისპირა სარეკრეაციო სისტემამ, ერთი მხრივ, უნდა დაიცვას მდინარის ჩრდილო-დასავლეთითა და სამხრეთ-აღმოსავლეთით არსებული ბუნებრივი ლანდშაფტები, ხოლო, მეორე მხრივ, უზრუნველყოს ქალაქის ცენტრალური ნაწილი მდინარისპირა ურბანული სარეკრეაციო სივრცეებით, რომლებიც ქალაქის განიავებისა და გაგრილების დერეფნების ფუნქციასაც შეასრულებს.

დ) მტკვრისა და მისი შენაკადების გასწვრივ, უნდა მოეწყოს უწყვეტი გამწვანებული საფეხმავლო და საველოსიპედო ბილიკების ქსელი, რომელიც ურბანული ხაზოვანი გამწვანების დერეფნებთან ერთად, ველომოყვარულთათვის და ფეხით მოსიარულეთათვის კომფორტულს გახდის ქალაქში გადაადგილებას და ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დაფუძნებას.

ე) თბილისის გამწვანებული რეკრეაციული სივრცეები უნდა ჩამოყალიბდეს ერთიან, შეკავშირებულ სისტემად, რაც ერთი მხრივ, გაზრდის მათ ეფექტურობას დამსვენებელთათვის ფართო, ერთმანეთთან დაკავშირებული სასეირნო თუ სავარჯიშო ქსელის შეთავაზებით და მეორე მხრივ, იქნება კომფორტული, ეფექტური გადაადგილების საშუალება ფეხით მოსიარულეთა და ველომოყვარულთათვის.

ვ) საერთო სარგებლობის გამწვანებული ტერიტორიებისა და ღია სივრცეების ფართობი, უბნების მიხედვით, ქალაქის განაშენიანებულ ნაწილში, ერთ სულ მოსახლეზე უნდა გასამმაგდეს და აღემატებოდეს ერთ მოსახლეზე 10 კვ/მ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ