პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კახა კალაძის კომენტარი ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე პარკის მოწყობასთან დაკავშირებით
კახა კალაძის კომენტარი ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე პარკის მოწყობასთან დაკავშირებით

თბი­ლი­სის მე­რის, კახა კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ელი­ა­ვას ბაზ­რო­ბა­ზე და­საქ­მე­ბუ­ლე­ბის­თვის ჯერ არა­ნა­ი­რი შე­თა­ვა­ზე­ბა არ ყო­ფი­ლა, თუმ­ცა მათ­თან შეხ­ვედ­რა იქ­ნე­ბა.

რო­გორც კახა კა­ლა­ძემ ელი­ა­ვას ბაზ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კი­თხის პა­სუ­ხად აღ­ნიშ­ნა, მი­წათ­სარ­გებ­ლო­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი გეგ­მა კონ­კრე­ტი­კას არ ით­ვა­ლის­წი­ნებს და იქ მხო­ლოდ ის წე­რია, რომ უნდა გა­ნი­სა­ზღვროს, თუ რო­გორ და რა ფორ­მით მოხ­დეს ამ ტე­რი­ტო­რი­ის გან­ვი­თა­რე­ბა.

მი­სი­ვე თქმით, მო­ვაჭ­რე­ებ­თან შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თე­ბა და კონ­კრე­ტუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შემ­დგომ მი­ი­ღე­ბა.

"ზო­გი­ერ­თი სა­ა­გენ­ტო ავ­რცე­ლებს არას­წორ ინ­ტერპრე­ტა­ცი­ას და არას­წორ ინ­ფორ­მა­ცი­ას ელი­ა­ვას ბაზ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. არა­ვის მივ­ცემთ მო­სახ­ლე­ო­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნის უფ­ლე­ბას და შე­საძ­ლებ­ლო­ბას. კი­დევ ერთხელ ვა­კე­თებ გან­მარ­ტე­ბას ელი­ა­ვას ბაზ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ეს კერ­ძო სა­კუთ­რე­ბაა, ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში კი კერ­ძო სა­კუთ­რე­ბას კა­ნონ­დარ­ვე­ვით არას­დროს შევ­ხე­ბი­ვართ და ვე­რა­ვინ გა­ბე­დავს ამას. ჩვენ მე­პატ­რო­ნე­ებ­თან გვექ­ნე­ბა შეხ­ვედ­რა. აქ ორი მი­მარ­თუ­ლე­ბაა: 1. თუ მოხ­დე­ბა ბაზ­რო­ბის გა­და­ტა­ნა, რა თქმა უნდა, მათი თან­ხმო­ბა უნდა იყოს, რად­გან ეს კერ­ძო სა­კუთ­რე­ბაა. ჩვენ მზად ვართ, გა­მოვ­ყოთ ახა­ლი ტე­რი­ტო­რია, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ნა­ი­რად კე­თილ­მო­წყო­ბი­ლი იქ­ნე­ბა, 2. იმ სი­მა­ხინ­ჯე­ე­ბის მა­გივ­რად, რაც დღეს არ­სე­ბობს, შე­იქ­მნას და აშენ­დეს ახა­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე, ყვე­ლა­ნა­ი­რი სტან­დარ­ტის შე­სა­ბა­მი­სი მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი ცენ­ტრი, სა­დაც ამ ადა­მი­ა­ნებს შე­ეძ­ლე­ბათ იმ სა­ქონ­ლის გა­ყიდ­ვა, რი­თაც დღეს ვაჭ­რო­ბენ. არა ისე, რო­გორც დღე­საა წარ­მოდ­გენ­ლი. ეს პირ­ველ რიგ­ში, პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს იქ მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, იქ მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის და ზო­გა­დად ქა­ლა­ქის­თვის. გე­ნე­რა­ლუ­რი გეგ­მა ვერ იტყო­და კონ­კრე­ტი­კას, ის ზო­გა­დი დო­კუ­მენ­ტია", - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

თბი­ლი­სის მი­წათ­სარ­გებ­ლო­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი გეგ­მა ელი­ა­ვას ბაზ­რო­ბას და მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ას სა­ქა­ლა­ქო მნიშ­ვნე­ლო­ბის პარ­კის მო­წყო­ბის პო­ტენ­ცი­ურ არე­ა­ლად გა­ნი­ხი­ლავს.

თბი­ლი­სის მი­წათ­სარ­გებ­ლო­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი გეგ­მით წარ­მოდ­გე­ნი­ლია შემ­დე­გი ეტა­პის ქა­ლაქთმშე­ნებ­ლო­ბი­თი დო­კუ­მენ­ტე­ბის პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც გა­მო­ყო­ფილ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე "ჩარ­ჩო გეგ­მე­ბის" და­მუ­შა­ვე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"უკა­ნას­კნე­ლი ორი ათწლე­უ­ლის მან­ძილ­ზე ქა­ლა­ქის ცენ­ტრში, მდი­ნა­რე მტკვრის ნა­პი­რას ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ელი­ა­ვას ბაზ­რო­ბა და მიმ­დე­ბა­რე გან­ვი­თა­რე­ბე­ბი საფრ­თხეს უქ­მნის მო­სახ­ლე­ო­ბის ჯან­მრთე­ლო­ბას და იწ­ვევს არ­სე­ბუ­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი და ბუ­ნებ­რი­ვი გა­რე­მოს დეგ­რა­დი­რე­ბას. ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი ობი­ექ­ტე­ბი მო­ცე­მულ სექ­ტორ­ზე ქა­ლა­ქის საგ­ზაო ქსე­ლის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და არა­მი­ზან­შე­წო­ნი­ლი გა­დატ­ვირ­თვის მი­ზე­ზი ხდე­ბა. თბი­ლი­სის მი­წათ­სარ­გებ­ლო­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი გეგ­მის კონ­ცეფ­ცი­ით აღი­ა­რე­ბუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­თი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის თან­ხმად, აუ­ცი­ლე­ბე­ლია მო­ცე­მუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის ეკო­ლო­გი­უ­რი და სა­რეკ­რე­ა­ციო პო­ტენ­ცი­ა­ლის გა­აზ­რე­ბა და არე­ალ­ზე შე­სა­ბა­მი­სი სა­ქა­ლა­ქო გან­ვი­თა­რე­ბე­ბის და­გეგ­მვა. გან­ლა­გე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ტე­რი­ტო­რია მო­ი­აზ­რე­ბა სა­ქა­ლა­ქო მნიშ­ვნე­ლო­ბის პარ­კის მო­წყო­ბის პო­ტენ­ცი­ურ არე­ა­ლად. საპ­რო­ექ­ტო მა­სა­ლის შე­მუ­შა­ვე­ბის გა­და­უ­დებ­ლო­ბა გა­მოწ­ვე­უ­ლია ტე­რი­ტო­რი­ის მიმ­დი­ნა­რე და­ბინ­ძუ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი საფრ­თხე­ე­ბი­თა და მა­ღა­ლი სამ­შე­ნებ­ლო ინ­ტე­რე­სით“, - ნათ­ქვა­მია ელი­ა­ვას ბაზ­რო­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ის ჩარ­ჩო გეგ­მის პრო­ექ­ტში.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ბო­ლო­ოდ, სწო­რედ "ჩარ­ჩო გეგ­მით" უნდა გა­ნი­სა­ზღვროს ელი­ა­ვას ბაზ­რო­ბის და მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ის გან­ვი­თა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი დე­ტა­ლე­ბი, მათ შო­რის გა­და­წყდე­ბა თუ არა პარ­კის მო­წყო­ბა და ა.შ.

თბი­ლი­სის მე­რი­ამ მი­წათ­სარ­გებ­ლო­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი გეგ­მა და­სამ­ტკი­ცებ­ლად საკ­რე­ბუ­ლოს გუ­შინ გა­და­უგ­ზავ­ნა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

კახა კალაძის კომენტარი ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე პარკის მოწყობასთან დაკავშირებით

კახა კალაძის კომენტარი ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე პარკის მოწყობასთან დაკავშირებით

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ელიავას ბაზრობაზე დასაქმებულებისთვის ჯერ არანაირი შეთავაზება არ ყოფილა, თუმცა მათთან შეხვედრა იქნება.

როგორც კახა კალაძემ ელიავას ბაზრობასთან დაკავშირებული კითხის პასუხად აღნიშნა, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა კონკრეტიკას არ ითვალისწინებს და იქ მხოლოდ ის წერია, რომ უნდა განისაზღვროს, თუ როგორ და რა ფორმით მოხდეს ამ ტერიტორიის განვითარება.

მისივე თქმით, მოვაჭრეებთან შეხვედრა გაიმართება და კონკრეტული გადაწყვეტილება შემდგომ მიიღება.

"ზოგიერთი სააგენტო ავრცელებს არასწორ ინტერპრეტაციას და არასწორ ინფორმაციას ელიავას ბაზრობასთან დაკავშირებით. არავის მივცემთ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის უფლებას და შესაძლებლობას. კიდევ ერთხელ ვაკეთებ განმარტებას ელიავას ბაზრობასთან დაკავშირებით. ეს კერძო საკუთრებაა, ჩვენი ხელისუფლების პირობებში კი კერძო საკუთრებას კანონდარვევით არასდროს შევხებივართ და ვერავინ გაბედავს ამას. ჩვენ მეპატრონეებთან გვექნება შეხვედრა. აქ ორი მიმართულებაა: 1. თუ მოხდება ბაზრობის გადატანა, რა თქმა უნდა, მათი თანხმობა უნდა იყოს, რადგან ეს კერძო საკუთრებაა. ჩვენ მზად ვართ, გამოვყოთ ახალი ტერიტორია, რომელიც ყველანაირად კეთილმოწყობილი იქნება, 2. იმ სიმახინჯეების მაგივრად, რაც დღეს არსებობს, შეიქმნას და აშენდეს ახალი თანამედროვე, ყველანაირი სტანდარტის შესაბამისი მულტიფუნქციური ცენტრი, სადაც ამ ადამიანებს შეეძლებათ იმ საქონლის გაყიდვა, რითაც დღეს ვაჭრობენ. არა ისე, როგორც დღესაა წარმოდგენლი. ეს პირველ რიგში, პრობლემას წარმოადგენს იქ მომუშავე ადამიანებისთვის, იქ მცხოვრები ადამიანებისთვის და ზოგადად ქალაქისთვის. გენერალური გეგმა ვერ იტყოდა კონკრეტიკას, ის ზოგადი დოკუმენტია", - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ელიავას ბაზრობას და მიმდებარე ტერიტორიას საქალაქო მნიშვნელობის პარკის მოწყობის პოტენციურ არეალად განიხილავს.

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით წარმოდგენილია შემდეგი ეტაპის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების პროგრამა, რომელიც გამოყოფილ ტერიტორიებზე "ჩარჩო გეგმების" დამუშავებას ითვალისწინებს.

"უკანასკნელი ორი ათწლეულის მანძილზე ქალაქის ცენტრში, მდინარე მტკვრის ნაპირას ჩამოყალიბებული ელიავას ბაზრობა და მიმდებარე განვითარებები საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობას და იწვევს არსებული საცხოვრებელი და ბუნებრივი გარემოს დეგრადირებას. ამ ტერიტორიაზე არსებული ობიექტები მოცემულ სექტორზე ქალაქის საგზაო ქსელის მნიშვნელოვანი და არამიზანშეწონილი გადატვირთვის მიზეზი ხდება. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის კონცეფციით აღიარებული განვითარებითი მიმართულებების თანხმად, აუცილებელია მოცემული ტერიტორიის ეკოლოგიური და სარეკრეაციო პოტენციალის გააზრება და არეალზე შესაბამისი საქალაქო განვითარებების დაგეგმვა. განლაგების გათვალისწინებით ტერიტორია მოიაზრება საქალაქო მნიშვნელობის პარკის მოწყობის პოტენციურ არეალად. საპროექტო მასალის შემუშავების გადაუდებლობა გამოწვეულია ტერიტორიის მიმდინარე დაბინძურებასთან დაკავშირებული საფრთხეებითა და მაღალი სამშენებლო ინტერესით“, - ნათქვამია ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიის ჩარჩო გეგმის პროექტში.

აღსანიშნავია, რომ საბოლოოდ, სწორედ "ჩარჩო გეგმით" უნდა განისაზღვროს ელიავას ბაზრობის და მიმდებარე ტერიტორიის განვითარებასთან დაკავშირებული დეტალები, მათ შორის გადაწყდება თუ არა პარკის მოწყობა და ა.შ.

თბილისის მერიამ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დასამტკიცებლად საკრებულოს გუშინ გადაუგზავნა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები