პოლიტიკა
მსოფლიო

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტურიზმის დეპარტამენტი აჭარის პოპულარიზაციას სამიზნე ქვეყნებში აგრძელებს
ტურიზმის დეპარტამენტი აჭარის პოპულარიზაციას სამიზნე ქვეყნებში აგრძელებს

აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტი რე­გი­ო­ნის ტუ­რის­ტუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას სა­მიზ­ნე ქვეყ­ნებ­ში აგ­რძე­ლებს. ამ­ჯე­რად, აჭა­რის ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის შე­სა­ხებ მა­სა­ლებს ბე­ლა­რუ­სი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი და უკ­რა­ი­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ამ­ზა­დე­ბენ. დე­პარ­ტა­მენ­ტის მოწ­ვე­ვით ისი­ნი ამ ეტაპ­ზე ქო­ბუ­ლე­თის ტუ­რის­ტულ პო­ტენ­ცი­ალს გა­ეც­ნენ. სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში პრეს­ტუ­რის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა გა­და­ი­ღეს თუ სად და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა და­ის­ვე­ნოს ტუ­რის­ტმა ქო­ბუ­ლეთ­ში, რა შე­იძ­ლე­ბა ნა­ხოს და სად შე­იძ­ლე­ბა ზღვა­ზე დას­ვე­ნე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად იმოგ­ზა­უ­როს.

ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ობი­ექ­ტივ­ში მოხ­ვდა ქო­ბუ­ლე­თის ზღვის­პი­რა პარ­კი და სა­ნა­პი­რო ზოლი, პეტ­რას ციხე, კინ­ტრი­შის ეროვ­ნუ­ლი პარ­კი, აგ­რო­სერ­ვის­ცენ­ტრის ღვი­ნის მა­რა­ნი, მდი­ნა­რე კინ­ტრიშ­ზე არ­სე­ბუ­ლი სა­კალ­მა­ხე მე­ურ­ნე­ო­ბე­ბი და ზო­გა­დად, ქო­ბუ­ლე­თის ტუ­რის­ტუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა. გარ­და უშუ­ა­ლოდ ქო­ბუ­ლეთ­ში არ­სე­ბუ­ლი ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი­სა მათ ასე­ვე, გა­და­ი­ღეს ქა­ლაქთან ახ­ლოს მდე­ბა­რე ატ­რაქ­ცი­ო­ნე­ბის პარ­კი „ცი­ცი­ნა­თე­ლა“ და „მუ­სი­კო­სე­ბის პარ­კი“ შეკ­ვე­თილ­ში.

წელს, აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის მოწ­ვე­ვით რე­გი­ონ­ში 20-მდე პრეს და ინ­ფო­ტუ­რი გა­ი­მარ­თა სა­მიზ­ნე ქვეყ­ნე­ბი­დან, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც აჭა­რის ტუ­რის­ტულ პო­ტენ­ცი­ალს ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და ტუ­რის­ტუ­ლი სა­ა­გენ­ტო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი გა­ეც­ნენ. სა­მიზ­ნე ქვეყ­ნე­ბის რე­ი­ტინ­გუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის გარ­და აჭა­რის შე­სა­ხებ სი­უ­ჟე­ტე­ბი მო­ამ­ზა­და ევ­რო­ნი­უს­მა და დო­ი­ჩე ვე­ლემ. ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტი რე­გი­ო­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის მიზ­ნით რე­ი­ტინ­გუ­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი­სა და ტუ­რის­ტუ­ლი სა­ა­გენ­ტო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მოწ­ვე­ვას აჭა­რა­ში წლის ბო­ლომ­დე გა­აგ­რძე­ლებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს

ტურიზმის დეპარტამენტი აჭარის პოპულარიზაციას სამიზნე ქვეყნებში აგრძელებს

ტურიზმის დეპარტამენტი აჭარის პოპულარიზაციას სამიზნე ქვეყნებში აგრძელებს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას სამიზნე ქვეყნებში აგრძელებს. ამჯერად, აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ მასალებს ბელარუსი, აზერბაიჯანელი და უკრაინელი ჟურნალისტები ამზადებენ. დეპარტამენტის მოწვევით ისინი ამ ეტაპზე ქობულეთის ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ. სამი დღის განმავლობაში პრესტურის მონაწილეებმა გადაიღეს თუ სად და როგორ შეიძლება დაისვენოს ტურისტმა ქობულეთში, რა შეიძლება ნახოს და სად შეიძლება ზღვაზე დასვენების პარალელურად იმოგზაუროს.

ჟურნალისტების ობიექტივში მოხვდა ქობულეთის ზღვისპირა პარკი და სანაპირო ზოლი, პეტრას ციხე, კინტრიშის ეროვნული პარკი, აგროსერვისცენტრის ღვინის მარანი, მდინარე კინტრიშზე არსებული საკალმახე მეურნეობები და ზოგადად, ქობულეთის ტურისტული ინფრასტრუქტურა. გარდა უშუალოდ ქობულეთში არსებული ტურისტული პროდუქტებისა მათ ასევე, გადაიღეს ქალაქთან ახლოს მდებარე ატრაქციონების პარკი „ციცინათელა“ და „მუსიკოსების პარკი“ შეკვეთილში.

წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონში 20-მდე პრეს და ინფოტური გაიმართა სამიზნე ქვეყნებიდან, რომლის ფარგლებშიც აჭარის ტურისტულ პოტენციალს ჟურნალისტები და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები გაეცნენ. სამიზნე ქვეყნების რეიტინგული ტელევიზიების გარდა აჭარის შესახებ სიუჟეტები მოამზადა ევრონიუსმა და დოიჩე ველემ. ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით რეიტინგული მედიასაშუალებებისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლების მოწვევას აჭარაში წლის ბოლომდე გააგრძელებს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი