სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეტროს და ავტობუსების თანამშრომლები სახელფასო დანამატებსა და გარკვეული სახის შეღავათებს მიიღებენ
მეტროს და ავტობუსების თანამშრომლები სახელფასო დანამატებსა და გარკვეული სახის შეღავათებს მიიღებენ

“სა­ქარ­თვე­ლოს პრო­ფე­სი­უ­ლი კავ­ში­რე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, 4-თვი­ა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შე­დე­გად, სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შრომ­ლებს და­მა­ტე­ბი­თი ბე­ნე­ფი­ტე­ბი უწეს­დე­ბათ.

მა­თი­ვე ცნო­ბით, შე­თან­ხმე­ბა თბი­ლი­სის მერ­სა და პროფ­კავ­ში­რე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის თავ­მჯდო­მა­რეს შო­რის შედ­გა. სა­უ­ბა­რი ეხე­ბა, რო­გორც თბი­ლი­სის მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნის, ასე­ვე ავ­ტო­ბუ­სე­ბის და სხვა მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის სეგ­მენ­ტში და­საქ­მე­ბუ­ლე­ბის სო­ცი­ა­ლურ, ეკო­ნო­მი­კურ და შრო­მით უფ­ლე­ბებს.

“აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ შე­დეგს წინ უძღო­და 4-თვი­ა­ნი, აქ­ტი­უ­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის პრო­ცე­სი და რომ არა თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო სფე­რო­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა მოვ­ლე­ნა, რო­მელ­მაც გარ­კვე­ულ­წი­ლად შე­ა­ფერ­ხა მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სი, და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი ბევ­რად ადრე შეძ­ლებ­დნენ სხვა­დას­ხვა ტი­პის შე­ღა­ვა­თე­ბით სარ­გებ­ლო­ბას.

მიღ­წე­უ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბის შე­დე­გად, თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მი­ი­ღე­ბენ მთლი­ა­ნო­ბა­ში 2-მი­ლი­ო­ნი ლა­რის სარ­გე­ბელს.

მიღ­წე­ულ შე­დე­გებს შო­რის, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია:

1.მეტ­როს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის ღა­მის სა­ა­თებ­ში მუ­შა­ო­ბის და­ნა­მა­ტის 10%-იანი ზრდა.

2. მო­იხ­სნე­ბა თან­რი­გე­ბის დაც­ვის სის­ტე­მა და ამავდრო­უ­ლად, გა­იზ­რდე­ბა ტა­რი­ფე­ბი მე–6 თან­რი­გის 100 ლა­რამ­დე. მე–5 თან­რი­გი­სათ­ვის 70 ლა­რამ­დე და მე–4 თნ­რი­გი­სათ­ვის 50–ლა­რამ­დე.

3. ამა­ვე დროს, თან­რი­გე­ბის მიმ­ნი­ჭე­ბელ კო­მი­სი­ა­ში, ხმის უფ­ლე­ბის მან­და­ტი მი­ე­ცე­მათ მეტ­როს და ტრან­სპორ­ტის პროფ­კავ­ში­რე­ბის წარ­დგი­ნე­ბით, პირ­ვე­ლა­დი პროფ­კავ­ში­რუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს.

4. სა­წარ­მოს სამ­სა­ხუ­რის ტექ­ნი­კუ­რი მე­ცა­დი­ნე­ო­ბე­ბის (გა­დამ­ზა­დე­ბის) დრო, რო­მე­ლიც ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბით ტარ­დე­ბა თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის თვე­ში ერთხელ ანა­ზღა­ურ­დე­ბა 20 ლა­რით.

5. სა­წარ­მო­ში და­საქ­მე­ბუ­ლი ყვე­ლა ბრძა­ნე­ბის ასლი, რო­მე­ლიც ეხე­ბა და­საქ­მე­ბულ­თა სო­ცი­ა­ლურ ეკო­ნო­მი­კურ სა­კი­თხებს, მათ შო­რის მი­ღე­ბის და გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ბრძა­ნე­ბის ას­ლებს - სამი დღის ვა­და­ში გა­და­ე­ცე­მა პროფ­კავ­შირს.

6. მეტ­როს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის, მეტ­როს პროფ­კავ­ში­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით და­წეს­დე­ბა ყო­ველ­წლი­უ­რი "სა­პა­ტიო მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნე­ლი“ წო­დე­ბის მი­ნი­ჭე­ბა, წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი ფუ­ლა­დი ჯილ­დოს თან­ხლე­ბით.

7. კომ­პა­ნი­ა­ში და­საქ­მე­ბუ­ლი ე.წ. "ბუქ­სი­რის" მძღო­ლე­ბის­თვის გა­ნი­სა­ზღვრე­ბა მავ­ნე პი­რო­ბებ­ში მუ­შა­ო­ბის და­ნა­მა­ტი.

8. სა­მე­ურ­ნეო მან­ქა­ნის მძღო­ლე­ბი და­ნა­მა­ტის სა­ხით - მავ­ნე სა­მუ­შა­ოს­თვის, 10 დღი­ან და­მა­ტე­ბით ანა­ზღა­უ­რე­ბად შვე­ბუ­ლე­ბას მი­ი­ღე­ბენ.

9. ივ­ლის­სა და აგ­ვის­ტო­ში, ძლი­ე­რი სი­ცხის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მცი­რე ზო­მის ყვი­თე­ლი ავ­ტო­ბუ­სე­ბის "ბოგ­და­ნე­ბის" მძღო­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან უზ­რუნ­ველ­ყო­ფილ­ნი წყლით ან მი­ი­ღე­ბენ შე­სა­ბა­მის და­ნა­მატს 50-50 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

10. ირაკ­ლი პეტ­რი­აშ­ვი­ლის თხოვ­ნა­ზე, თბი­ლი­სის მერ­მა ბა­ტონ­მა კახა კა­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ მზა­დაა და­ა­რე­გუ­ლი­როს ე.წ "მშრა­ლი ოქ­მის" სა­კი­თხი, რაც გუ­ლის­ხმობს მცი­რე სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ინ­ცინ­დენ­ტე­ბის დროს (რო­მე­ლიც არ იწ­ვევს სხვი­სი ნივ­თის ან ვინ­მეს და­ზი­ა­ნე­ბას და ეხე­ბა სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო სა­შუ­ა­ლე­ბის შე­და­რე­ბით მსუ­ბუქ და­ზი­ა­ნე­ბას, გა­ხა­ხუ­ნე­ბას და ა.შ) მძღო­ლე­ბის 250 ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას. კახა კა­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ მზა­დაა სა­კი­თხი და­ა­რე­გუ­ლი­როს შსს-სთან და სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ას­თან.

11. დე­კემ­ბრი­დან იან­ვრამ­დე მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნის თა­ნამ­შრო­მელ­თა შრო­მით ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებ­ში შევა ცვლი­ლე­ბა და მათ აუ­ნა­ზღა­ურ­დე­ბათ ნა­ხე­ვარ­შა­ა­თი­ა­ნი ე.წ. გა­მო­უ­ყე­ნე­ბე­ლი შეს­ვე­ნე­ბა, რო­მე­ლიც ჯამ­ში 600 ათას ლარს შე­ად­გენს და რომ­ლის­თვი­საც თან­ხე­ბი ამ ეტაპ­ზე ბი­უ­ჯეტ­ში ვერ გა­მო­ი­ძებ­ნა.

12. პროფ­კავ­შირ­თან კო­ლექ­ტი­უ­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შე­დე­გად სა­წარ­მო­ში არ­სე­ბუ­ლი წელ­თა ნამ­სა­ხუ­რე­ბის და­ნა­მა­ტი გავ­რელ­დე­ბა მძღო­ლებ­ზეც და ამ თან­ხას ისი­ნი, ისე­ვე რო­გორც მეტ­როს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მი­ი­ღე­ბენ წლის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე.

13. რო­გორც მა­ნამ­დე პროფ­კავ­ში­რე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის თავ­მჯდო­მა­რეს­თან და ასე­ვე გუ­შინ­დელ შეხ­ვედ­რა­ზე, გამ­გე­ო­ბის წევ­რებს ქა­ლა­ქის მერ­მა და საქტრან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­სი ხელ­მძღვა­ნელ­მა გა­ნუ­ცხა­დეს, დე­კემ­ბერ-იან­ვარ­ში გა­ფორმ­დე­ბა კო­ლექ­ტი­უ­რი შე­თან­ხმე­ბა, რო­მელ­შიც ჩა­ი­დე­ბა, რო­გორც ძვე­ლი მიღ­წე­ვე­ბი ასე­ვე ახა­ლი სხვა­დას­ხვა სა­კი­თხე­ბი, რო­მე­ლიც გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს კომ­პა­ნი­ა­ში და­საქ­მე­ბულ­თა სო­ცი­ალ ეკო­ნო­მი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბას. მერ­მა სრუ­ლი მზად­ყოფ­ნა გა­მოთ­ვა დი­ა­ლო­გის­თვის და სხვა­დას­ხვა პრობ­ლე­მა­ტუ­რი სა­კი­თხე­ბის პი­რა­დად მას­თან გან­ხილ­ვა­ზე“, - ნათ­ქვა­მია “სა­ქარ­თვე­ლოს პრო­ფე­სი­უ­ლი კავ­ში­რე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის“ მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

“მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მე­მან­ქა­ნე­ე­ბის პროფ­კავ­შირ­მა და მათ­თან ერ­თად იმ სტრა­ტე­გი­ი­სა და გარ­კვე­უ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბის დამ­გეგ­მავ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა, აბ­სო­ლუ­ტუ­რი გა­მი­ჯვნა გა­ა­კე­თეს და­ნარ­ჩენ მძღო­ლე­ბი­სა და მეტ­როს სხვა თა­ნამ­შრომ­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე, რომ­ლებ­ზეც ოთხი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ვა­წარ­მო­ებ­დით დი­ა­ლოგს ქა­ლა­ქის და კომ­პა­ნი­ის ხელ­მძრა­ნე­ლო­ბას­თან, მე არ მი­მაჩ­ნია სა­მარ­თლი­ა­ნად, რომ ჩვენ მხო­ლოდ და­საქ­მე­ბულ­თა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე ვი­სა­უბ­როთ, რომ­ლე­ბიც ჩვე­ნი წევ­რე­ბი არი­ან. ამი­ტომ ქა­ლა­ქის მერს შეხ­ვედ­რა­ზეც და მა­ნამ­დეც პი­რა­დად მივ­მარ­თე თხოვ­ნით, რათა მის მიერ გა­ცხა­დე­ბუ­ლი 2019 წლის იან­ვრის ნაც­ვლად, პა­რა­ლე­ლუ­რად ახ­ლა­ვე გა­მო­ი­ძებ­ნოს რე­სურ­სი და არ­სე­ბუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ფარ­გლებ­ში, გა­უმ­ჯო­ბეს­დეს მეტ­როს მე­მან­ქა­ნე­ე­ბის ყოფა და სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაც. არ ვარ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი პირი, რომ კონ­კრე­ტულ ციფ­რებ­ზე ვი­სა­უბ­რო, ვი­ნა­ი­დან მაქვს მხო­ლოდ ჩვე­ნი წევ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მან­და­ტი, მაგ­რამ სუ­ლაც არ მინ­და ერთი კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი გარ­კვე­ულ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში იყ­ვნენ და ეს და­პი­რის­პი­რე­ბა ღრმავ­დე­ბო­დეს. ვფიქ­რობ, რომ პროფ­კავ­ში­რე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბას მა­ღა­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი აზ­როვ­ნე­ბა მო­ე­თხო­ვე­ბა და სწო­რედ ამი­ტომ ვა­ყე­ნებ სა­კითხს ამ­გვა­რად. არი­ან თუ არა ისი­ნი ჩვე­ნი წევ­რე­ბი, ისი­ნიც და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი არი­ან - აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ჩვე­ნი დები და ძმე­ბი არი­ან და ამი­ტომ მათ სო­ცი­ა­ლურ კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე ჩვენ უნდა ვიზ­რუ­ნოთ, მოს­წონთ თუ არ მოს­წონთ ეს ჩვენს წევ­რებს. მეს­მის, რომ გაკრვე­უ­ლი კრი­ტი­კა და­ვიმ­სა­ხუ­რე ამის გამო ჩვე­ნი წევ­რე­ბის მხრი­დან, მაგ­რამ ეს არის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის მიერ ქა­ლა­ქის მე­რის წი­ნა­შე და­ყე­ნე­ბუ­ლი პო­ზი­ცია და მჯე­რა რომ ეს პო­ზი­ცია სწო­რია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ შეხ­ვედ­რა­ზე ქა­ლა­ქის მერ­მა ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ფორ­მა­ცი მოგ­ვა­წო­და და ყვი­თე­ლი "ბოგ­და­ნე­ბი"ს თა­ნამ­შრო­მელ­თა და მათი ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­კი­თხი უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში თა­ვი­დან ბო­ლომ­დე და­რე­გუ­ლირ­დე­ბა, დე­და­ქა­ლა­ქის ავ­ტო­პარ­კი უახ­ლო­ეს თვე­ებ­ში გა­ნახ­ლდე­ბა და ერ­თის მხრივ აღ­მო­ფხვრის ხელ­ფა­სებს შო­რის არ­სე­ბულ გან­სხვა­ვე­ბაც, რო­მე­ლიც დღეს ე.წ ყვი­თე­ლი და ე.წ ლურ­ჯი ავ­ტო­ბუ­სე­ბის მძღო­ლე­ბის შო­რი­საა და ამა­ვე დროს დე­და­ქა­ლა­ქის მა­ცხოვრბლე­ბი და სტუმ­რე­ბი ახა­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე ავ­ტო­ბუ­სე­ბით ისარ­გებ­ლე­ბენ. პი­რა­დად ჩემ­გან და და­საქ­მე­ბუ­ლე­ბის სა­ხე­ლით მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დე ქა­ლა­ქის მერს მშე­ნებ­ლო­ბებ­ზე შე­მო­ღე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის­თვის, რომ­ლის შე­დე­გი­ცაა მშე­ნებ­ლო­ბის სფე­რო­ში უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვე­ბის შემ­ცი­რე­ბის მკვეთ­რი დი­ნა­მი­კა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რე­გუ­ლა­ცი­ის შე­მო­ღე­ბამ, რო­გორც ამას გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფე­ბი პროგ­ნო­ზი­რებ­დნენ კი არ და­ა­ზა­რა­ლა ბიზ­ნე­სი, არა­მედ ბევ­რი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე გა­და­არ­ჩი­ნა. ვი­მე­დოვ­ნებ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­გუ­ლა­ცია მალე ქვეყ­ნის მას­შტა­ბით გავ­რცელ­დე­ბა", - აცხა­დებს პროფ­კავ­ში­რე­ბის თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი პეტ­რი­აშ­ვი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

მეტროს და ავტობუსების თანამშრომლები სახელფასო დანამატებსა და გარკვეული სახის შეღავათებს მიიღებენ

მეტროს და ავტობუსების თანამშრომლები სახელფასო დანამატებსა და გარკვეული სახის შეღავათებს მიიღებენ

“საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების“ ინფორმაციით, 4-თვიანი მოლაპარაკებების შედეგად, სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებს დამატებითი ბენეფიტები უწესდებათ.

მათივე ცნობით, შეთანხმება თბილისის მერსა და პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარეს შორის შედგა. საუბარი ეხება, როგორც თბილისის მეტროპოლიტენის, ასევე ავტობუსების და სხვა მუნიციპალური სატრანსპორტო საშუალებების სეგმენტში დასაქმებულების სოციალურ, ეკონომიკურ და შრომით უფლებებს.

“აღსანიშნავია, რომ შედეგს წინ უძღოდა 4-თვიანი, აქტიური მოლაპარაკებების პროცესი და რომ არა თბილისის სატრანსპორტო სფეროში განვითარებული სხვადასხვა მოვლენა, რომელმაც გარკვეულწილად შეაფერხა მიმდინარე პროცესი, დასაქმებულები ბევრად ადრე შეძლებდნენ სხვადასხვა ტიპის შეღავათებით სარგებლობას.

მიღწეული მოლაპარაკების შედეგად, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლები მიიღებენ მთლიანობაში 2-მილიონი ლარის სარგებელს.

მიღწეულ შედეგებს შორის, აღსანიშნავია:

1.მეტროს თანამშრომლებისთვის ღამის საათებში მუშაობის დანამატის 10%-იანი ზრდა.

2. მოიხსნება თანრიგების დაცვის სისტემა და ამავდროულად, გაიზრდება ტარიფები მე–6 თანრიგის 100 ლარამდე. მე–5 თანრიგისათვის 70 ლარამდე და მე–4 თნრიგისათვის 50–ლარამდე.

3. ამავე დროს, თანრიგების მიმნიჭებელ კომისიაში, ხმის უფლების მანდატი მიეცემათ მეტროს და ტრანსპორტის პროფკავშირების წარდგინებით, პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

4. საწარმოს სამსახურის ტექნიკური მეცადინეობების (გადამზადების) დრო, რომელიც ადმინისტრაციის ორგანიზებით ტარდება თანამშრომლებისთვის თვეში ერთხელ ანაზღაურდება 20 ლარით.

5. საწარმოში დასაქმებული ყველა ბრძანების ასლი, რომელიც ეხება დასაქმებულთა სოციალურ ეკონომიკურ საკითხებს, მათ შორის მიღების და გათავისუფლების ბრძანების ასლებს - სამი დღის ვადაში გადაეცემა პროფკავშირს.

6. მეტროს თანამშრომლებისთვის, მეტროს პროფკავშირის შუამდგომლობით დაწესდება ყოველწლიური "საპატიო მეტროპოლიტენელი“ წოდების მინიჭება, წამახალისებელი ფულადი ჯილდოს თანხლებით.

7. კომპანიაში დასაქმებული ე.წ. "ბუქსირის" მძღოლებისთვის განისაზღვრება მავნე პირობებში მუშაობის დანამატი.

8. სამეურნეო მანქანის მძღოლები დანამატის სახით - მავნე სამუშაოსთვის, 10 დღიან დამატებით ანაზღაურებად შვებულებას მიიღებენ.

9. ივლისსა და აგვისტოში, ძლიერი სიცხის გათვალისწინებით, მცირე ზომის ყვითელი ავტობუსების "ბოგდანების" მძღოლები იქნებიან უზრუნველყოფილნი წყლით ან მიიღებენ შესაბამის დანამატს 50-50 ლარის ოდენობით.

10. ირაკლი პეტრიაშვილის თხოვნაზე, თბილისის მერმა ბატონმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ მზადაა დაარეგულიროს ე.წ "მშრალი ოქმის" საკითხი, რაც გულისხმობს მცირე საავტომობილო ინცინდენტების დროს (რომელიც არ იწვევს სხვისი ნივთის ან ვინმეს დაზიანებას და ეხება საავტომობილო საშუალების შედარებით მსუბუქ დაზიანებას, გახახუნებას და ა.შ) მძღოლების 250 ლარიანი ჯარიმისგან გათავისუფლებას. კახა კალაძემ განაცხადა, რომ მზადაა საკითხი დაარეგულიროს შსს-სთან და საპატრულო პოლიციასთან.

11. დეკემბრიდან იანვრამდე მეტროპოლიტენის თანამშრომელთა შრომით ხელშეკრულებებში შევა ცვლილება და მათ აუნაზღაურდებათ ნახევარშაათიანი ე.წ. გამოუყენებელი შესვენება, რომელიც ჯამში 600 ათას ლარს შეადგენს და რომლისთვისაც თანხები ამ ეტაპზე ბიუჯეტში ვერ გამოიძებნა.

12. პროფკავშირთან კოლექტიური ხელშეკრულების შედეგად საწარმოში არსებული წელთა ნამსახურების დანამატი გავრელდება მძღოლებზეც და ამ თანხას ისინი, ისევე როგორც მეტროს თანამშრომლები მიიღებენ წლის დასრულებისთანავე.

13. როგორც მანამდე პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარესთან და ასევე გუშინდელ შეხვედრაზე, გამგეობის წევრებს ქალაქის მერმა და საქტრანსპორტო კომპანისი ხელმძღვანელმა განუცხადეს, დეკემბერ-იანვარში გაფორმდება კოლექტიური შეთანხმება, რომელშიც ჩაიდება, როგორც ძველი მიღწევები ასევე ახალი სხვადასხვა საკითხები, რომელიც გააუმჯობესებს კომპანიაში დასაქმებულთა სოციალ ეკონომიკურ მდგომარეობას. მერმა სრული მზადყოფნა გამოთვა დიალოგისთვის და სხვადასხვა პრობლემატური საკითხების პირადად მასთან განხილვაზე“, - ნათქვამია “საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“მიუხედავად იმისა, რომ მემანქანეების პროფკავშირმა და მათთან ერთად იმ სტრატეგიისა და გარკვეული მოქმედებების დამგეგმავმა ორგანიზაციებმა, აბსოლუტური გამიჯვნა გააკეთეს დანარჩენ მძღოლებისა და მეტროს სხვა თანამშრომლების საჭიროებებზე, რომლებზეც ოთხი თვის განმავლობაში ვაწარმოებდით დიალოგს ქალაქის და კომპანიის ხელმძრანელობასთან, მე არ მიმაჩნია სამართლიანად, რომ ჩვენ მხოლოდ დასაქმებულთა იმ ადამიანების საჭიროებებზე ვისაუბროთ, რომლებიც ჩვენი წევრები არიან. ამიტომ ქალაქის მერს შეხვედრაზეც და მანამდეც პირადად მივმართე თხოვნით, რათა მის მიერ გაცხადებული 2019 წლის იანვრის ნაცვლად, პარალელურად ახლავე გამოიძებნოს რესურსი და არსებული შესაძლებლობების ფარგლებში, გაუმჯობესდეს მეტროს მემანქანეების ყოფა და სოციალური მდგომარეობაც. არ ვარ უფლებამოსილი პირი, რომ კონკრეტულ ციფრებზე ვისაუბრო, ვინაიდან მაქვს მხოლოდ ჩვენი წევრი ორგანიზაციების მანდატი, მაგრამ სულაც არ მინდა ერთი კომპანიის თანამშრომლები გარკვეულ დაპირისპირებაში იყვნენ და ეს დაპირისპირება ღრმავდებოდეს. ვფიქრობ, რომ პროფკავშირების გაერთიანებას მაღალი პასუხისმგებლობა და სახელმწიფოებრივი აზროვნება მოეთხოვება და სწორედ ამიტომ ვაყენებ საკითხს ამგვარად. არიან თუ არა ისინი ჩვენი წევრები, ისინიც დასაქმებულები არიან - აქედან გამომდინარე ჩვენი დები და ძმები არიან და ამიტომ მათ სოციალურ კეთილდღეობაზე ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, მოსწონთ თუ არ მოსწონთ ეს ჩვენს წევრებს. მესმის, რომ გაკრვეული კრიტიკა დავიმსახურე ამის გამო ჩვენი წევრების მხრიდან, მაგრამ ეს არის გაერთიანების ხელმძღვანელობის მიერ ქალაქის მერის წინაშე დაყენებული პოზიცია და მჯერა რომ ეს პოზიცია სწორია. აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე ქალაქის მერმა ექსკლუზიური ინფორმაცი მოგვაწოდა და ყვითელი "ბოგდანები"ს თანამშრომელთა და მათი ანაზღაურების საკითხი უახლოეს მომავალში თავიდან ბოლომდე დარეგულირდება, დედაქალაქის ავტოპარკი უახლოეს თვეებში განახლდება და ერთის მხრივ აღმოფხვრის ხელფასებს შორის არსებულ განსხვავებაც, რომელიც დღეს ე.წ ყვითელი და ე.წ ლურჯი ავტობუსების მძღოლების შორისაა და ამავე დროს დედაქალაქის მაცხოვრბლები და სტუმრები ახალი თანამედროვე ავტობუსებით ისარგებლებენ. პირადად ჩემგან და დასაქმებულების სახელით მადლობა გადავუხადე ქალაქის მერს მშენებლობებზე შემოღებული რეგულაციებისთვის, რომლის შედეგიცაა მშენებლობის სფეროში უბედური შემთხვევების შემცირების მკვეთრი დინამიკა. აღსანიშნავია, რომ რეგულაციის შემოღებამ, როგორც ამას გარკვეული ჯგუფები პროგნოზირებდნენ კი არ დააზარალა ბიზნესი, არამედ ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. ვიმედოვნებ, რომ აღნიშნული რეგულაცია მალე ქვეყნის მასშტაბით გავრცელდება", - აცხადებს პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი