სამხედრო
პოლიტიკა
Faceამბები

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ასაკიდან შეიძლება ბავშვის ზღვაზე წაყვანა - ზაფხულში საჭირო რჩევები მშობლებს
რა ასაკიდან შეიძლება ბავშვის ზღვაზე წაყვანა - ზაფხულში საჭირო რჩევები მშობლებს

არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ზღვა­ზე დას­ვე­ნე­ბა და მზი­სა თუ მაგ­ნი­ტუ­რი ქვი­შის აბა­ზა­ნე­ბის მი­ღე­ბა ბავ­შვის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია, თუმ­ცა არა ყო­ველ­თვის - მშო­ბელ­მა უნდა იცო­დეს, რო­გორ მო­იქ­ცეს, რომ ზღვა­ზე დას­ვე­ნე­ბამ სარ­გებ­ლო­ბა მო­უ­ტა­ნოს მის პა­ტა­რას.

მშობ­ლე­ბის­თვის ზა­ფხულ­ში აქ­ტუ­ა­ლურ და სა­ინ­ტე­რე­სო სა­კი­თხებ­ზე პე­დი­ატრ ლოლა ზვი­ა­და­ძის ინ­ტერ­ვი­უ­დან შე­ი­ტყობთ, რო­მე­ლიც mkurnali.ge-მ ჩა­წე­რა.

- რა ასა­კი­დან შე­იძ­ლე­ბა პა­ტა­რას ზღვა­ზე წაყ­ვა­ნა?

- თუ ქა­ლაქ­ში ცხოვ­რობთ და ჩვი­ლის ზღვა­ზე წაყ­ვა­ნა გსურთ, უმ­ჯო­ბე­სია, 3 თვემ­დე მო­ი­ცა­დოთ. პე­დი­ატრთან შე­უ­თან­ხმებ­ლად ნუ გა­და­წყვეტთ ამ სა­კითხს, ვი­ნა­ი­დან კლი­მა­ტის შეც­ვლი­სას გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია სხვა ფაქ­ტო­რე­ბიც. თუ ზღვის სა­ნა­პი­რო ზო­ლის მკვიდ­რი ბრძან­დე­ბით, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ჩვი­ლი შეჩ­ვე­უ­ლია ზღვის კლი­მატს და შე­გიძ­ლი­ათ, სი­ცო­ცხლის პირ­ვე­ლი­ვე დღე­ე­ბი­დან ასე­ირ­ნოთ სა­ნა­პი­რო­ზე ჰა­ე­რი­სა და მზის აბა­ზა­ნე­ბის მი­სა­ღე­ბად. პა­ტა­რას ნაზი და თხე­ლი კანი აქვს, რო­მელ­საც სა­თუ­თი და ფა­ქი­ზი მო­პყრო­ბა სჭირ­დე­ბა, ამი­ტომ მზის აბა­ზა­ნე­ბის დროს მშობ­ლებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიფრ­თხი­ლე მარ­თებთ - შე­საძ­ლოა, ბავ­შვი და­იწ­ვას.

- ზღვა­ში ჩვი­ლის ბა­ნა­ო­ბა თუ შე­იძ­ლე­ბა?

- უმ­ჯო­ბე­სია, შე­ი­ძი­ნოთ ზღვის მა­რი­ლი, რო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ერ აფ­თი­აქ­ში იყი­დე­ბა, გახ­სნათ თბილ წყალ­ში ეტი­კეტ­ზე მი­თი­თე­ბუ­ლი წე­სით და პა­ტა­რას ასე­თი წყლის აბა­ზა­ნე­ბი მი­ა­ღე­ბი­ნოთ. სა­სურ­ვე­ლია, წყა­ლი მზე­ზე გა­ათ­ბოთ. ამ პრო­ცე­დუ­რის ჩა­ტა­რე­ბა თვით პლაჟ­ზეც შე­იძ­ლე­ბა, რათა ბავ­შვმა ერ­თდრო­უ­ლად მი­ი­ღოს წყლის, ზღვის ჰა­ე­რი­სა და მზის აბა­ზა­ნე­ბი. სა­ა­მი­სოდ პა­ტა­რა გა­სა­ბე­რი აუზი გა­მო­ი­ყე­ნეთ.

- რო­გორ მი­ვა­ღე­ბი­ნოთ პა­ტა­რას მზის აბა­ზა­ნე­ბი?

- ჩვი­ლი, რო­მე­ლიც უკვე იწო­ნის 4,5 კგ-ს, თბილ, უქა­რო ამინ­დში მცი­რე ხნით შე­გიძ­ლი­ათ მზის­გულ­ზე და­ტო­ვოთ. მზის აბა­ზა­ნე­ბი თავ­და­პირ­ვე­ლად 1-2 წუთს უნდა გაგ­რძელ­დეს. თან­და­თან გა­ა­ხან­გრძლი­ვეთ, მაგ­რამ ისე, რომ არ გა­და­ა­ჭარ­ბოს 10-15 წუთს. მზი­ან, მაგ­რამ გრილ ამინ­დში პა­ტა­რას მხო­ლოდ ფე­ხე­ბი გა­უ­შიშ­ვლეთ, სახე კი და­უ­ფა­რეთ. ბავ­შვი რომ არ გა­და­ხურ­დეს, მა­გი­და­ზე და­აწ­ვი­ნეთ - ასე ჰა­ე­რი ყო­ვე­ლი მხრი­დან და­უ­ბე­რავს და გა­აგ­რი­ლებს. თუ მზის სი­ნათ­ლე ინ­ტენ­სი­უ­რია, მა­გა­ლი­თად - პლაჟ­ზე, ბავ­შვი პირ­ვე­ლი 2-3 დღე ჩრდილ­ში უნდა გყავ­დეთ.

- სამ­კურ­ნა­ლო თვი­სე­ბე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა ზღვის­პი­რა ქვი­შაც. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მისი გა­მო­ყე­ნე­ბა რა­ქი­ტის, ძვალ­სახ­სრო­ვა­ნი სის­ტე­მის პა­თო­ლო­გი­ე­ბის დროს?

- შავი ზღვის მაგ­ნი­ტუ­რი ქვი­შა ჯერ კი­დევ XIX სა­უ­კუ­ნის შუა წლე­ბი­დან არის ცნო­ბი­ლი. მისი ძი­რი­თა­დი მი­ნე­რა­ლე­ბი მაგ­ნი­ტი­ტი და ტი­ტა­მაგ­ნი­ტი­ტია. სუფ­სა­სა და ნა­ტა­ნებს შო­რის 30-50 მ სი­გა­ნის 11 კმ-იანი ზოლი მაგ­ნე­ტი­ტის სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბით მდი­დარ ქვი­შას შე­ი­ცავს. ზღვა, მზე, მაგ­ნი­ტუ­რი ქვი­შა შე­სა­ნიშ­ნავ პი­რო­ბებს ქმნის იმ ბავ­შვე­ბის და­სას­ვე­ნებ­ლად და სამ­კურ­ნა­ლოდ, რომ­ლებ­საც ძვალ­სახ­სრო­ვა­ნი და ცენ­ტრა­ლუ­რი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის პა­თო­ლო­გი­ე­ბი აქვთ.

სამ­კურ­ნა­ლოდ სა­ჭი­როა სუფ­თა, სა­შუ­ა­ლო ზო­მის სა­ცერ­ზე გაც­რი­ლი ქვი­შა. მას დი­ლით ადრე ცრი­ან და შიგ ორ­მოს აკე­თე­ბენ; 11-12 სა­ა­თის­თვის, როცა ქვი­შა 50-55 გრა­დუ­სამ­დე გათ­ბე­ბა, ბავ­შვს ორ­მო­ში აწ­ვე­ნენ და ზედ ცხელ ქვი­შას აყ­რი­ან. ღიად უტო­ვე­ბენ თავს, კი­სერს, გულ­მკერდს. მზემ რომ არ დაჰ­კრას, უმ­ჯო­ბე­სია, თავი ჩე­რო­ში, ქოლ­გის ქვეშ ჰქონ­დეს მოქ­ცე­უ­ლი. პრო­ცე­დუ­რის ხან­გრძლი­ვო­ბა 2 წუ­თი­დან იწყე­ბა და თან­და­თა­ნო­ბით 15 წუ­თამ­დე იზ­რდე­ბა. პრო­ცე­დუ­რის შემ­დეგ სხე­უ­ლი­დან ქვი­შა უნდა ჩა­მო­ბერ­ტყოთ, ზე­წა­რი შე­მო­ახ­ვი­ოთ და 10-15 წუ­თით ჩრდილ­ში და­აწ­ვი­ნოთ, მერე კი თბი­ლი წყა­ლი გა­და­ავ­ლოთ. მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი 10-15 აბა­ზა­ნას მო­ი­ცავს გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

ფოტო: neyasyt.livejournal.com

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

რა ასაკიდან შეიძლება ბავშვის ზღვაზე წაყვანა - ზაფხულში საჭირო რჩევები მშობლებს

რა ასაკიდან შეიძლება ბავშვის ზღვაზე წაყვანა - ზაფხულში საჭირო რჩევები მშობლებს

არის შემთხვევები, როდესაც ზღვაზე დასვენება და მზისა თუ მაგნიტური ქვიშის აბაზანების მიღება ბავშვისთვის აუცილებელია, თუმცა არა ყოველთვის - მშობელმა უნდა იცოდეს, როგორ მოიქცეს, რომ ზღვაზე დასვენებამ სარგებლობა მოუტანოს მის პატარას.

მშობლებისთვის ზაფხულში აქტუალურ და საინტერესო საკითხებზე პედიატრ ლოლა ზვიადაძის ინტერვიუდან შეიტყობთ, რომელიც mkurnali.ge-მ ჩაწერა.

- რა ასაკიდან შეიძლება პატარას ზღვაზე წაყვანა?

- თუ ქალაქში ცხოვრობთ და ჩვილის ზღვაზე წაყვანა გსურთ, უმჯობესია, 3 თვემდე მოიცადოთ. პედიატრთან შეუთანხმებლად ნუ გადაწყვეტთ ამ საკითხს, ვინაიდან კლიმატის შეცვლისას გასათვალისწინებელია სხვა ფაქტორებიც. თუ ზღვის სანაპირო ზოლის მკვიდრი ბრძანდებით, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვილი შეჩვეულია ზღვის კლიმატს და შეგიძლიათ, სიცოცხლის პირველივე დღეებიდან ასეირნოთ სანაპიროზე ჰაერისა და მზის აბაზანების მისაღებად. პატარას ნაზი და თხელი კანი აქვს, რომელსაც სათუთი და ფაქიზი მოპყრობა სჭირდება, ამიტომ მზის აბაზანების დროს მშობლებს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ - შესაძლოა, ბავშვი დაიწვას.

- ზღვაში ჩვილის ბანაობა თუ შეიძლება?

- უმჯობესია, შეიძინოთ ზღვის მარილი, რომელიც ნებისმიერ აფთიაქში იყიდება, გახსნათ თბილ წყალში ეტიკეტზე მითითებული წესით და პატარას ასეთი წყლის აბაზანები მიაღებინოთ. სასურველია, წყალი მზეზე გაათბოთ. ამ პროცედურის ჩატარება თვით პლაჟზეც შეიძლება, რათა ბავშვმა ერთდროულად მიიღოს წყლის, ზღვის ჰაერისა და მზის აბაზანები. საამისოდ პატარა გასაბერი აუზი გამოიყენეთ.

- როგორ მივაღებინოთ პატარას მზის აბაზანები?

- ჩვილი, რომელიც უკვე იწონის 4,5 კგ-ს, თბილ, უქარო ამინდში მცირე ხნით შეგიძლიათ მზისგულზე დატოვოთ. მზის აბაზანები თავდაპირველად 1-2 წუთს უნდა გაგრძელდეს. თანდათან გაახანგრძლივეთ, მაგრამ ისე, რომ არ გადააჭარბოს 10-15 წუთს. მზიან, მაგრამ გრილ ამინდში პატარას მხოლოდ ფეხები გაუშიშვლეთ, სახე კი დაუფარეთ. ბავშვი რომ არ გადახურდეს, მაგიდაზე დააწვინეთ - ასე ჰაერი ყოველი მხრიდან დაუბერავს და გააგრილებს. თუ მზის სინათლე ინტენსიურია, მაგალითად - პლაჟზე, ბავშვი პირველი 2-3 დღე ჩრდილში უნდა გყავდეთ.

- სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა ზღვისპირა ქვიშაც. როგორ შეიძლება მისი გამოყენება რაქიტის, ძვალსახსროვანი სისტემის პათოლოგიების დროს?

- შავი ზღვის მაგნიტური ქვიშა ჯერ კიდევ XIX საუკუნის შუა წლებიდან არის ცნობილი. მისი ძირითადი მინერალები მაგნიტიტი და ტიტამაგნიტიტია. სუფსასა და ნატანებს შორის 30-50 მ სიგანის 11 კმ-იანი ზოლი მაგნეტიტის სხვადასხვა სახეობით მდიდარ ქვიშას შეიცავს. ზღვა, მზე, მაგნიტური ქვიშა შესანიშნავ პირობებს ქმნის იმ ბავშვების დასასვენებლად და სამკურნალოდ, რომლებსაც ძვალსახსროვანი და ცენტრალური ნერვული სისტემის პათოლოგიები აქვთ.

სამკურნალოდ საჭიროა სუფთა, საშუალო ზომის საცერზე გაცრილი ქვიშა. მას დილით ადრე ცრიან და შიგ ორმოს აკეთებენ; 11-12 საათისთვის, როცა ქვიშა 50-55 გრადუსამდე გათბება, ბავშვს ორმოში აწვენენ და ზედ ცხელ ქვიშას აყრიან. ღიად უტოვებენ თავს, კისერს, გულმკერდს. მზემ რომ არ დაჰკრას, უმჯობესია, თავი ჩეროში, ქოლგის ქვეშ ჰქონდეს მოქცეული. პროცედურის ხანგრძლივობა 2 წუთიდან იწყება და თანდათანობით 15 წუთამდე იზრდება. პროცედურის შემდეგ სხეულიდან ქვიშა უნდა ჩამობერტყოთ, ზეწარი შემოახვიოთ და 10-15 წუთით ჩრდილში დააწვინოთ, მერე კი თბილი წყალი გადაავლოთ. მკურნალობის კურსი 10-15 აბაზანას მოიცავს განაგრძეთ კითხვა

ფოტო: neyasyt.livejournal.com

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ