მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას წერდა ილია ჭავჭავაძე ზაფხულში, სიცხეში ღვინის შენახვაზე
რას წერდა ილია ჭავჭავაძე ზაფხულში, სიცხეში ღვინის შენახვაზე

დიდი ქარ­თვე­ლი მოღ­ვა­წის, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის წე­რი­ლე­ბის კრე­ბულ­ში "ღვი­ნის ქარ­თუ­ლად და­ყე­ნე­ბა", ღვი­ნოს­თან და­კავ­ში­რე­ბულ ბევრ მნიშ­ვნე­ლო­ვან თე­მა­ზეა სა­უ­ბა­რი და ჩვენ რამ­დე­ნი­მე ეს თემა კი­დეც გან­ვი­ხი­ლეთ. ახლა კი, რაკი მთელს სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­მე­ტე­ბუ­ლი სი­ცხე­ე­ბია და მეღ­ვი­ნე­ებს ძა­ლი­ან აწუ­ხებთ სი­ცხე­ში ღვი­ნის შე­ნახ­ვის პრობ­ლე­მა, - გთა­ვა­ზობთ ილი­ას წე­რილს, სა­დაც ის სხვა მრა­ვალ სა­ინ­ტე­რე­სო სა­კი­თხთან ერ­თად, სი­ცხე­ში ღვი­ნის შე­ნახ­ვის პრობ­ლე­მა­ზეც სა­უბ­რობს.

"რა წუნი აქვს ჩვე­ნე­ბურს ქვევ­რსა? არა­ფე­რი, თუ კარ­გად არ­ჩე­უ­ლია, კარ­გად მოვ­ლი­ლი და ნა­პატ­რო­ნე­ბი. ჯერ ერთი ისა, რომ თით­ქმის ქვად ქცე­უ­ლია და ბოჭ­კა­სა­ვით ღვი­ნოს იმ ერ­თგვარს ნა­წე­ვარს არა ჰმა­ტებს, რაც მუ­ხის ფი­ცარ­სა აქვს და ღვი­ნოს ზოგ­ჯერ მე­ტად მწკლარტს გე­მოს აძ­ლევს. ეს კი­დევ არა­ფე­რი, რად­გა­ნაც ხში­რად არ მოხ­დე­ბა ხოლ­მე, ნა­მეტ­ნა­ვად თუ ღვი­ნო ძა­ლი­ან დიდ­ხანს არა ჰრ­ჩე­ბა ბოჭ­კა­ში და თა­ვის დრო­ზეა გა­და­ღე­ბუ­ლი ბოთ­ლებ­ში; თუ არა და ბოჭ­კა­ში ძა­ლი­ან დიდ­ხანს ნად­გომს ღვი­ნოს რა­ღაც კუპ­რის მსგავ­სი (дегтярной вкус) გემო ეძ­ლე­ვა.

ღვი­ნო რომ კარ­გად შე­ი­ნა­ხე­ბო­დეს ჭურ­ჭელ­ში, მი­ნამ ბოთ­ლში გა­და­სა­ღე­ბი გახ­დე­ბა ამი­სათ­ვის სა­ჭი­როა არც მე­ტის­მეტს ნეს­ტი­ანს ად­გი­ლას იდ­გეს, არც მე­ტის­მეტს მშრალს ად­გი­ლას. ბოჭ­კა რად­გა­ნაც ზე­ზეა, ვერც ნეს­ტი­სა­გან შე­ი­ნა­ხავს თავს, ვერც სიმ­შრა­ლი­სა­გან, როცა ან სვე­ლო­ბაა, ან გოლ­ვა. ნეს­ტი­სა­გან ბოჭ­კას ობი ეკი­დე­ბა, წელ-სარ­ტყმე­ლი წნე­ლი ულ­პე­ბა, ჰწყდე­ბა და ხში­რად ისე მო­უ­ლოდ­ნე­ლა­დაც და ანაზ-დე­უ­ლად, რომ ღვი­ნოს დაღ­ვრი­სა­გან ვერც კი გა­და­არ­ჩე­ნენ ხოლ­მე. ეს ხში­რად მოხ­დე­ბა ხოლ­მე გა­ზა­ფხულ­სა და შე­მოდ­გო­მა­ზე, როცა დღე და ღამე ერ­თმა­ნეთს უს­წორ­დე­ბა. როცა გოლ­ვაა და მშრა­ლო­ბა, მა­შინ ბოჭ­კა ძა­ლი­ან იშ­რობს ღვი­ნო­სა, ასე, რომ ასორ­მოც­და­ათს თუნგზედ შვიდ-რვა ბოთლს იკ­ლებს თვე­ში, მა­შინ რო­დე­საც ზო­მი­ერდ ნეს­ტი­ა­ნო­ბა­ში კი მარ­ტო ორსა, და თუ გას­ჭირ­და სამს ბოთლსა. ამის გამო, თუ მშრა­ლო­ბაა, ბოჭ­კას თვე­ში ოთხჯერ და ხუთ­ჯე­რაც გა­დავ­სე­ბა უნდა, და თუ ზო­მი­ე­რი ნეს­ტი­ა­ნო­ბაა ორ­ჯელ მა­ინ­ცდა­მა­ინც. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

რას წერდა ილია ჭავჭავაძე ზაფხულში, სიცხეში ღვინის შენახვაზე

რას წერდა ილია ჭავჭავაძე ზაფხულში, სიცხეში ღვინის შენახვაზე

დიდი ქართველი მოღვაწის, ილია ჭავჭავაძის წერილების კრებულში "ღვინის ქართულად დაყენება", ღვინოსთან დაკავშირებულ ბევრ მნიშვნელოვან თემაზეა საუბარი და ჩვენ რამდენიმე ეს თემა კიდეც განვიხილეთ. ახლა კი, რაკი მთელს საქართველოში მომეტებული სიცხეებია და მეღვინეებს ძალიან აწუხებთ სიცხეში ღვინის შენახვის პრობლემა, - გთავაზობთ ილიას წერილს, სადაც ის სხვა მრავალ საინტერესო საკითხთან ერთად, სიცხეში ღვინის შენახვის პრობლემაზეც საუბრობს.

"რა წუნი აქვს ჩვენებურს ქვევრსა? არაფერი, თუ კარგად არჩეულია, კარგად მოვლილი და ნაპატრონები. ჯერ ერთი ისა, რომ თითქმის ქვად ქცეულია და ბოჭკასავით ღვინოს იმ ერთგვარს ნაწევარს არა ჰმატებს, რაც მუხის ფიცარსა აქვს და ღვინოს ზოგჯერ მეტად მწკლარტს გემოს აძლევს. ეს კიდევ არაფერი, რადგანაც ხშირად არ მოხდება ხოლმე, ნამეტნავად თუ ღვინო ძალიან დიდხანს არა ჰრჩება ბოჭკაში და თავის დროზეა გადაღებული ბოთლებში; თუ არა და ბოჭკაში ძალიან დიდხანს ნადგომს ღვინოს რაღაც კუპრის მსგავსი (дегтярной вкус) გემო ეძლევა.

ღვინო რომ კარგად შეინახებოდეს ჭურჭელში, მინამ ბოთლში გადასაღები გახდება ამისათვის საჭიროა არც მეტისმეტს ნესტიანს ადგილას იდგეს, არც მეტისმეტს მშრალს ადგილას. ბოჭკა რადგანაც ზეზეა, ვერც ნესტისაგან შეინახავს თავს, ვერც სიმშრალისაგან, როცა ან სველობაა, ან გოლვა. ნესტისაგან ბოჭკას ობი ეკიდება, წელ-სარტყმელი წნელი ულპება, ჰწყდება და ხშირად ისე მოულოდნელადაც და ანაზ-დეულად, რომ ღვინოს დაღვრისაგან ვერც კი გადაარჩენენ ხოლმე. ეს ხშირად მოხდება ხოლმე გაზაფხულსა და შემოდგომაზე, როცა დღე და ღამე ერთმანეთს უსწორდება. როცა გოლვაა და მშრალობა, მაშინ ბოჭკა ძალიან იშრობს ღვინოსა, ასე, რომ ასორმოცდაათს თუნგზედ შვიდ-რვა ბოთლს იკლებს თვეში, მაშინ როდესაც ზომიერდ ნესტიანობაში კი მარტო ორსა, და თუ გასჭირდა სამს ბოთლსა. ამის გამო, თუ მშრალობაა, ბოჭკას თვეში ოთხჯერ და ხუთჯერაც გადავსება უნდა, და თუ ზომიერი ნესტიანობაა ორჯელ მაინცდამაინც. განაგრძეთ კითხვა

ძიუდოისტი ლაშა ბექაური თელ-ავივის გრან სლემის გამარჯვებული გახდა

"კოვიდის გამო იზოლირებულები არიან, მეც ვერ ვნახულობ" - სად არიან ივანიშვილები და რას ამბობს ეკა ჭიჭინაძე ექსპრემიერის ქვეყნიდან წასვლის ინფორმაციაზე?

რომელი შეზღუდვების შემსუბუქებაზე მსჯელობს მთავრობა - ნათია თურნავას განცხადება პარლამენტში