კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ცვლილებები ელით სტუდენტებს დაფინანსების კუთხით 2019 წლის სექტემბრიდან და რა ბედი ელით სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს
რა ცვლილებები ელით სტუდენტებს დაფინანსების კუთხით 2019 წლის სექტემბრიდან და რა ბედი ელით სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს

სტუ­დენ­ტე­ბი ახა­ლი სის­ტე­მით 2019 წლის სექ­ტემ­ბრი­დან და­ფი­ნანსდე­ბი­ან. ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნათ­ლე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ, ალექ­სან­დრე თევ­ზა­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც თევ­ზა­ძემ აღ­ნიშ­ნა, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ მა­მუ­კა ბახ­ტა­ძის ინი­ცი­ა­ტი­ვა­ზე, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, სტუ­დენ­ტე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის პრინ­ცი­პე­ბი 2019 წლის პირ­ვე­ლი იან­ვრი­დან შე­იც­ვლე­ბა, მუ­შა­ო­ბა უკვე და­წყე­ბუ­ლია.

„2019 წლი­დან და­გეგ­მი­ლია უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის და­ფი­ნან­სე­ბის ახა­ლი მო­დე­ლის და­ნერგვა. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო ნა­ყო­ფი­ე­რად მუ­შა­ობს მსოფ­ლიო ბან­კის ექ­სპერ­ტებ­თან ერ­თად. პირ­ვე­ლა­დი ან­გა­რი­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის არ­სე­ბულ მო­დელ­ზე და სის­ტე­მა­ში არ­სე­ბულ გა­მოწ­ვე­ვებ­ზე მსოფ­ლიო ბან­კმა წარ­მო­ად­გი­ნა მა­ი­სის ბო­ლოს. სა­ბო­ლოო ან­გა­რი­შის მომ­ზა­დე­ბა და­გეგ­მი­ლია სექ­ტემ­ბრი­სათ­ვის. და­ფი­ნან­სე­ბის ახა­ლი მო­დე­ლის და­ნერგვა და­ი­წყე­ბა 2019 წლის იან­ვრი­დან. ცნო­ბი­ლი იქ­ნე­ბა და­ფი­ნან­სე­ბის პრინ­ცი­პე­ბი, რაც აბი­ტუ­რი­ენ­ტებს და­ეხ­მა­რე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის, სპე­ცი­ა­ლო­ბე­ბი­სა თუ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის არ­ჩე­ვა­ში. იან­ვარ­ში და­წყე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის შე­დე­გად, სექ­ტემ­ბერ­ში ახ­ლად ჩა­რი­ცხუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სწავ­ლე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა ახა­ლი მო­დე­ლის ფარ­გლებ­ში იქ­ნე­ბა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი“, - გა­ნა­ცხა­და თევ­ზა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა კონ­კრე­ტულ ცვლი­ლე­ბებს, რაც სტუ­დენ­ტე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის კუ­თხით იგეგ­მე­ბა, თევ­ზა­ძემ გა­ნა­ცხა­და: „ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ე­ხე­ბა სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სტე­ტე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის პრინ­ცი­პებს. გაჩ­ნდე­ბა ე.წ. სა­ბა­ზო და­ფი­ნან­სე­ბის მუხ­ლი, რაც ნიშ­ნავს, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის შე­მო­სა­ვა­ლი არ იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი მხო­ლოდ სტუ­დენ­ტე­ბის მიერ შე­ტა­ნილ სწავ­ლის გა­და­სა­ხად­ზე. უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი შეძ­ლე­ბენ სა­ბა­ზო და­ფი­ნან­სე­ბით მი­ღე­ბუ­ლი თან­ხე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას რო­გორც წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბის და­სა­ფი­ნან­სებ­ლად, ასე­ვე სას­წავ­ლო გა­რე­მო­სა და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის, სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვე­ბის და­სა­ფი­ნან­სებ­ლად და სტრა­ტე­გი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის.

უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ბა­ზო და­ფი­ნან­სე­ბის მო­დე­ლის წარ­მა­ტე­ბის ერთ-ერთი საყ­რდე­ნი კომ­პო­ნენ­ტი იქ­ნე­ბა თან­ხის გა­ნა­წი­ლე­ბის მო­დე­ლის გამჭვირ­ვა­ლო­ბა. ფი­ნან­სე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბა მოხ­დე­ბა თვლად კრი­ტე­რი­უ­მებ­ზე დაყ­რდნო­ბით. დღე­ი­სათ­ვის მიმ­დი­ნა­რე­ობს მსჯე­ლო­ბა, თუ რო­მე­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს, ერ­თის მხრივ, ტექ­ნი­კუ­რად სან­დო მა­ხა­სი­ა­თებ­ლად, მე­ო­რეს მხრივ კი, უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის წარ­მა­ტე­ბის სა­ზომ ერ­თე­უ­ლად. სა­ბო­ლოო მო­დელ­ზე შე­ჯე­რე­ბა მოხ­დე­ბა უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­თან ერ­თად გა­მარ­თუ­ლი სა­ჯა­რო გან­ხილ­ვე­ბის შემ­დეგ, მსოფ­ლიო ბან­კის ექ­სპერ­ტე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით“, - აღ­ნიშ­ნა თევ­ზა­ძემ და დას­ძი­ნა, რომ 2019 წლის იან­ვა­რი სავ­სე­ბით რე­ა­ლუ­რი ვა­დაა რომ ცვლი­ლე­ბა ძა­ლა­ში შე­ვი­დეს.

„სა­მი­ნის­ტრო თან­მიმ­დევ­რუ­ლად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს ყვე­ლა სა­ჭი­რო სა­მარ­თლებ­რივ თუ ტექ­ნი­კურ ცვლი­ლე­ბას პრო­ცე­სის შე­უ­ფერ­ხებ­ლად წარ­სა­მარ­თა­ვად“, - აღ­ნიშ­ნა გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ.

„ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის“ კი­თხვა­ზე: რა მიდ­გო­მა აქვს სა­ხელ­მწი­ფოს სტა­ტუს­შე­ჩე­რე­ბულ სტუ­დენ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და რამ­დენ სტუ­დენტს აქვს სტა­ტუ­სი შე­ჩე­რე­ბუ­ლი? - თევ­ზა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, ბა­კა­ლავ­რი­ატ­ში სტა­ტუ­სი შე­ჩე­რე­ბუ­ლი აქვს 35 ათა­სამ­დე ახალ­გაზ­რდას, ხოლო წინა სე­მესტრთან შე­და­რე­ბით ეს რი­ცხვი 2400-ით გა­ი­ზარ­და.

„სტუ­დენ­ტე­ბი სტა­ტუ­სის შე­ჩე­რე­ბის მე­ქა­ნიზმს იყე­ბე­ნენ სხვა­დას­ხვა მიზ­ნე­ბის­თვის, რო­დე­საც სჭირ­დე­ბათ უნი­ვერ­სი­ტე­ტის აკა­დე­მი­უ­რი პრო­ცე­სი­დან გარ­კვე­უ­ლი დრო­ით მო­წყვე­ტა. სტუ­დენ­ტის მიერ სტა­ტუ­სის შე­ჩე­რე­ბის მი­ზე­ზის დეკ­ლა­რა­ცია ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თია და გა­ნი­ხი­ლე­ბა რო­გორც სტუ­დენ­ტის არ­ჩევ­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბის კომ­პო­ნენ­ტი. სტუ­დენ­ტის სტა­ტუ­სის აღ­დგე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. ასე­ვე შე­უ­ზღუ­და­ვია სწავ­ლა­ში სტა­ტუ­სის შე­ჩე­რე­ბე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ინ­ტერ­ვა­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. არ­სე­ბუ­ლი ლი­ბე­რა­ლუ­რი მიდ­გო­მის შე­დე­გია, რომ სტა­ტუს­შე­ჩე­რე­ბულ სტუ­დენ­ტთა რა­ო­დე­ნო­ბა დაგ­რო­ვე­ბი­თი რი­ცხვია, რო­მე­ლიც ყო­ველ წელს გარ­კვე­უ­ლი სი­დი­დით იზ­რდე­ბა. მა­გა­ლი­თის­თვის, ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, ბა­კა­ლავ­რი­ატ­ში სტა­ტუ­სი შე­ჩე­რე­ბუ­ლი აქვს 35 ათა­სამ­დე ახალ­გაზ­რდას, ხოლო წინა სე­მესტრთან შე­და­რე­ბით ეს რი­ცხვი 2400-ით გა­ი­ზარ­და.

სტუ­დენ­ტთა ამ სა­ერ­თო რი­ცხვში არი­ან ახალ­გაზ­რდე­ბი, რომ­ლებ­საც სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზის გამო ვერ მო­ი­პო­ვეს სა­ხელ­მწი­ფო სას­წავ­ლო გრან­ტი და შე­ი­ჩე­რეს სტუ­დენ­ტის სტა­ტუ­სი, რად­გა­ნაც ვერ და­ფა­რეს სწავ­ლის მიმ­დი­ნა­რე გა­და­სა­ხა­დი. ჩვე­ნი ამო­ცა­ნაა უზ­რუნ­ველ­ვყოთ სწავ­ლის და­ფი­ნან­სე­ბა, რო­დე­საც სტუ­დენტს აინ­ტე­რე­სებს სპე­ცი­ა­ლო­ბა რო­მელ­ზე­დაც სწავ­ლობს, აქვს კარ­გი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წრე­ბა და სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბის სურ­ვი­ლი. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­სა­ტა­რე­ბე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა გავ­ყოთ სამ ძი­რი­თად მი­მარ­თუ­ლე­ბად - უნი­ვერ­სტე­ტე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, და­ფი­ნან­სე­ბის მო­ცუ­ლო­ბის გაზ­რდა და და­ფი­ნან­სე­ბის მო­დე­ლის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა.

მიმ­დი­ნა­რე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯე­ბი გა­და­იდ­გა ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სის­ტე­მის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით. გა­ზი­ა­რე­ბუ­ლია ევ­რო­პუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა: შე­მო­ღე­ბუ­ლია ახა­ლი სტან­დარ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ი­სა და პროგ­რა­მე­ბის აკ­რე­დი­ტა­ცი­ის პრო­ცეს­ში ითავ­ლის­წი­ნე­ბენ უცხო­ე­ლი ექ­სპერ­ტე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა­საც. ამან უნდა მიგ­ვიყ­ვა­ნოს უკე­თე­სი ხა­რის­ხის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო პროგ­რა­მებ­თან, რო­მელ­თა ხა­რის­ხი და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს ახალ­გაზ­რდებს და არ გახ­დე­ბა სტა­ტუ­სის შე­ჩე­რე­ბი­სა და ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის ძი­ე­ბის მი­ზე­ზი. იზ­რდე­ბა უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის ოდე­ნო­ბაც - უკა­ნას­კნე­ლი ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ერ­თო და­ფი­ნან­სე­ბის მო­ცუ­ლო­ბა გა­ორ­მაგ­და. ამ მხრივ, სა­უ­ნი­ვერ­სტე­ტო გა­ნათ­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად არის გაზ­რდი­ლი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია უნი­ვერ­სტე­ტე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის მო­დე­ლის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, რომ თა­ვად უნი­ვერ­სტე­ტებ­მა შეძ­ლონ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა, რათა ფი­ნან­სუ­რი და­ვა­ლი­ა­ნე­ბა არ გახ­დეს სწავ­ლის შე­ჩე­რე­ბის მი­ზე­ზი“, - აღ­ნიშ­ნა ალექ­სან­დრე თევ­ზა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

რა ცვლილებები ელით სტუდენტებს დაფინანსების კუთხით 2019 წლის სექტემბრიდან და რა ბედი ელით სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს

რა ცვლილებები ელით სტუდენტებს დაფინანსების კუთხით 2019 წლის სექტემბრიდან და რა ბედი ელით სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს

სტუდენტები ახალი სისტემით 2019 წლის სექტემბრიდან დაფინანსდებიან. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე თევზაძემ განუცხადა.

როგორც თევზაძემ აღნიშნა, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც, სტუდენტების დაფინანსების პრინციპები 2019 წლის პირველი იანვრიდან შეიცვლება, მუშაობა უკვე დაწყებულია.

„2019 წლიდან დაგეგმილია უმაღლესი განათლების სისტემის დაფინანსების ახალი მოდელის დანერგვა. ამ მიმართულებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ნაყოფიერად მუშაობს მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან ერთად. პირველადი ანგარიში საქართველოში უმაღლესი განათლების დაფინანსების არსებულ მოდელზე და სისტემაში არსებულ გამოწვევებზე მსოფლიო ბანკმა წარმოადგინა მაისის ბოლოს. საბოლოო ანგარიშის მომზადება დაგეგმილია სექტემბრისათვის. დაფინანსების ახალი მოდელის დანერგვა დაიწყება 2019 წლის იანვრიდან. ცნობილი იქნება დაფინანსების პრინციპები, რაც აბიტურიენტებს დაეხმარება კონკრეტული უნივერსიტეტების, სპეციალობებისა თუ საგანმანათლებლო პროგრამების არჩევაში. იანვარში დაწყებული ცვლილებების შედეგად, სექტემბერში ახლად ჩარიცხული სტუდენტების საუნივერსიტეტო სწავლების დაფინანსება ახალი მოდელის ფარგლებში იქნება უზრუნველყოფილი“, - განაცხადა თევზაძემ.

რაც შეეხება კონკრეტულ ცვლილებებს, რაც სტუდენტების დაფინანსების კუთხით იგეგმება, თევზაძემ განაცხადა: „ცვლილებები შეეხება სახელმწიფო უნივერსტეტების დაფინანსების პრინციპებს. გაჩნდება ე.წ. საბაზო დაფინანსების მუხლი, რაც ნიშნავს, რომ უნივერსიტეტების შემოსავალი არ იქნება დამოკიდებული მხოლოდ სტუდენტების მიერ შეტანილ სწავლის გადასახადზე. უნივერსიტეტები შეძლებენ საბაზო დაფინანსებით მიღებული თანხების გამოყენებას როგორც წარჩინებული სტუდენტების დასაფინანსებლად, ასევე სასწავლო გარემოსა და საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებისათვის, სამეცნიერო კვლევების დასაფინანსებლად და სტრატეგიული განვითარებისათვის.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საბაზო დაფინანსების მოდელის წარმატების ერთ-ერთი საყრდენი კომპონენტი იქნება თანხის განაწილების მოდელის გამჭვირვალობა. ფინანსების განაწილება მოხდება თვლად კრიტერიუმებზე დაყრდნობით. დღეისათვის მიმდინარეობს მსჯელობა, თუ რომელი კრიტერიუმები შეიძლება ჩაითვალოს, ერთის მხრივ, ტექნიკურად სანდო მახასიათებლად, მეორეს მხრივ კი, უნივერსიტეტების წარმატების საზომ ერთეულად. საბოლოო მოდელზე შეჯერება მოხდება უნივერსიტეტებთან ერთად გამართული საჯარო განხილვების შემდეგ, მსოფლიო ბანკის ექსპერტების რეკომენდაციების გათვალისწინებით“, - აღნიშნა თევზაძემ და დასძინა, რომ 2019 წლის იანვარი სავსებით რეალური ვადაა რომ ცვლილება ძალაში შევიდეს.

„სამინისტრო თანმიმდევრულად განახორციელებს ყველა საჭირო სამართლებრივ თუ ტექნიკურ ცვლილებას პროცესის შეუფერხებლად წარსამართავად“, - აღნიშნა განათლების მინისტრის მოადგილემ.

„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე: რა მიდგომა აქვს სახელმწიფოს სტატუსშეჩერებულ სტუდენტებთან დაკავშირებით და რამდენ სტუდენტს აქვს სტატუსი შეჩერებული? - თევზაძემ განაცხადა, რომ ბოლო მონაცემებით, ბაკალავრიატში სტატუსი შეჩერებული აქვს 35 ათასამდე ახალგაზრდას, ხოლო წინა სემესტრთან შედარებით ეს რიცხვი 2400-ით გაიზარდა.

„სტუდენტები სტატუსის შეჩერების მექანიზმს იყებენენ სხვადასხვა მიზნებისთვის, როდესაც სჭირდებათ უნივერსიტეტის აკადემიური პროცესიდან გარკვეული დროით მოწყვეტა. სტუდენტის მიერ სტატუსის შეჩერების მიზეზის დეკლარაცია ნებაყოფლობითია და განიხილება როგორც სტუდენტის არჩევნის თავისუფლების კომპონენტი. სტუდენტის სტატუსის აღდგენა შესაძლებელია 5 წლის განმავლობაში. ასევე შეუზღუდავია სწავლაში სტატუსის შეჩერებებით გამოწვეული ინტერვალების რაოდენობა. არსებული ლიბერალური მიდგომის შედეგია, რომ სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა რაოდენობა დაგროვებითი რიცხვია, რომელიც ყოველ წელს გარკვეული სიდიდით იზრდება. მაგალითისთვის, ბოლო მონაცემებით, ბაკალავრიატში სტატუსი შეჩერებული აქვს 35 ათასამდე ახალგაზრდას, ხოლო წინა სემესტრთან შედარებით ეს რიცხვი 2400-ით გაიზარდა.

სტუდენტთა ამ საერთო რიცხვში არიან ახალგაზრდები, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი და შეიჩერეს სტუდენტის სტატუსი, რადგანაც ვერ დაფარეს სწავლის მიმდინარე გადასახადი. ჩვენი ამოცანაა უზრუნველვყოთ სწავლის დაფინანსება, როდესაც სტუდენტს აინტერესებს სპეციალობა რომელზედაც სწავლობს, აქვს კარგი აკადემიური მოსწრება და სწავლის გაგრძელების სურვილი. ამ მიმართულებით გასატარებელი ღონისძიებები შეიძლება გავყოთ სამ ძირითად მიმართულებად - უნივერსტეტების ხარისხის უზრუნველყოფა, დაფინანსების მოცულობის გაზრდა და დაფინანსების მოდელის გაუმჯობესება.

მიმდინარე წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესების მიზნით. გაზიარებულია ევროპული გამოცდილება: შემოღებულია ახალი სტანდარტები, რომლებიც უნივერსიტეტების ავტორიზაციისა და პროგრამების აკრედიტაციის პროცესში ითავლისწინებენ უცხოელი ექსპერტების ჩართულობასაც. ამან უნდა მიგვიყვანოს უკეთესი ხარისხის საუნივერსიტეტო პროგრამებთან, რომელთა ხარისხი დააკმაყოფილებს ახალგაზრდებს და არ გახდება სტატუსის შეჩერებისა და ალტერნატიული საგანმანათლებლო პროგრამის ძიების მიზეზი. იზრდება უმაღლესი განათლების დაფინანსების ოდენობაც - უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში საერთო დაფინანსების მოცულობა გაორმაგდა. ამ მხრივ, საუნივერსტეტო განათლების ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. მნიშვნელოვანია უნივერსტეტების დაფინანსების მოდელის გაუმჯობესება, რომ თავად უნივერსტეტებმა შეძლონ ინდივიდუალური წარჩინებული სტუდენტების დაფინანსება, რათა ფინანსური დავალიანება არ გახდეს სწავლის შეჩერების მიზეზი“, - აღნიშნა ალექსანდრე თევზაძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი