საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ აფასებს ალეკო ელისაშვილი თბილისის გენგეგმას - "მისი დამტკიცება არის ნახევარი საქმე"
როგორ აფასებს ალეკო ელისაშვილი თბილისის გენგეგმას - "მისი დამტკიცება არის ნახევარი საქმე"

სა­ჭი­როა შე­იქ­მნას ისე­თი ინ­სტი­ტუ­ცია, რო­მე­ლიც გა­ა­კონ­ტრო­ლებს ქა­ლა­ქის მე­რი­ის მიერ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის შე­სა­ბა­მი­სო­ბას გენ­გეგ­მის პრინ­ცი­პებ­თან, - ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ დე­და­ქა­ლა­ქის მი­წათ­სარ­გებ­ლო­ბის გე­ნე­რა­ლურ გეგ­მა­ზე სა­უბ­რი­სას საკ­რე­ბუ­ლოს ყო­ფილ­მა და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა დე­პუ­ტატ­მა ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ შე­საძ­ლოა ქა­ლა­ქის მო­სახ­ლე­ო­ბამ კვლავ მი­ი­ღოს ისე­თი დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც რე­ა­ლო­ბა­ში არ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა ასეთ მა­გა­ლი­თად 2015 წელს მი­ღე­ბუ­ლი გა­რე­მოს დაც­ვის სტრა­ტე­გია და­ა­სა­ხე­ლა, რო­მე­ლიც არ ხორ­ცი­ელ­დე­ბა და „თა­რო­ზეა შე­მო­დე­ბუ­ლი“.

„თა­ვის­თა­ვად გენ­გეგ­მა არის ნორ­მა­ლუ­რი. თუმ­ცა გენ­გეგ­მა და მისი დამ­ტკი­ცე­ბა არის ნა­ხე­ვა­რი საქ­მე. არა­ვინ უნდა მო­ტყუვ­დეს, რომ გენ­გეგ­მას რომ და­ვამ­ტკი­ცებთ, მე­ო­რე დღი­დან გამ­წვა­ნე­ბულ და ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა ქა­ლაქ­ში ვი­ცხოვ­რებთ. დო­კუ­მენ­ტი თა­ვის­თა­ვად ვე­რა­ფერს შეც­ვლის, თუ არ იქნა ერთი მხრივ, ნება ქა­ლა­ქის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის­გან, რომ პრინ­ცი­პე­ბი, რაც ამ დო­კუ­მენ­ტშია და­ცუ­ლი, რე­ა­ლო­ბად იქ­ცეს.

ჩემი აზ­რით, თუ კა­ლა­ძეს ნამ­დვი­ლად უნდა ქა­ლა­ქი გან­ვი­თარ­დეს ამ გენ­გეგ­მის მი­ხედ­ვით, რა­შიც მე პი­რა­დად ცოტა ეჭვი მე­პა­რე­ბა, მა­შინ სა­ჭი­როა შე­იქ­მნას ისე­თი ინ­სტი­ტუ­ცია, რო­მე­ლიც გა­ა­კონ­ტრო­ლებს ქა­ლა­ქის მე­რი­ის მიერ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის შე­სა­ბა­მი­სო­ბას გენ­გეგ­მის პრინ­ცი­პებ­თან. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ მა­გა­ლი­თად ამ გენ­გეგ­მის ავ­ტო­რე­ბის ბა­ზა­ზე გა­კეთ­დე­ბა ეს.

შე­იძ­ლე­ბა ისე გა­მო­ვი­დეს, რომ ამ გენ­გეგ­მას მი­ი­ღე­ბენ, შე­მო­დე­ბენ თა­რო­ზე და საქ­მე­ე­ბი გაგ­რძელ­დე­ბა ისე, რო­გორც აქამ­დე კეთ­დე­ბო­და. მა­გა­ლი­თად, ჩვენ უკვე გვაქვს ასე­თი დო­კუ­მენ­ტი 2015 წლი­დან, კერ­ძოდ, თბი­ლის­ში გა­რე­მოს დაც­ვის სტრა­ტე­გია, რო­მე­ლიც თა­რო­ზე დევს და კა­ციშ­ვილს ყუ­რა­დღე­ბა არ მი­უქ­ცე­ვია,“ - გა­ნა­ცხა­და ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა.

თბი­ლი­სის მე­რი­ამ მი­წათ­სარ­გებ­ლო­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი გეგ­მა და­სამ­ტკი­ცებ­ლად საკ­რე­ბუ­ლოს გუ­შინ გა­და­უგ­ზავ­ნა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

როგორ აფასებს ალეკო ელისაშვილი თბილისის გენგეგმას - "მისი დამტკიცება არის ნახევარი საქმე"

როგორ აფასებს ალეკო ელისაშვილი თბილისის გენგეგმას - "მისი დამტკიცება არის ნახევარი საქმე"

საჭიროა შეიქმნას ისეთი ინსტიტუცია, რომელიც გააკონტროლებს ქალაქის მერიის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესაბამისობას გენგეგმის პრინციპებთან, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე საუბრისას საკრებულოს ყოფილმა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ალეკო ელისაშვილი მიიჩნევს, რომ შესაძლოა ქალაქის მოსახლეობამ კვლავ მიიღოს ისეთი დოკუმენტი, რომელიც რეალობაში არ განხორციელდება. ალეკო ელისაშვილმა ასეთ მაგალითად 2015 წელს მიღებული გარემოს დაცვის სტრატეგია დაასახელა, რომელიც არ ხორციელდება და „თაროზეა შემოდებული“.

„თავისთავად გენგეგმა არის ნორმალური. თუმცა გენგეგმა და მისი დამტკიცება არის ნახევარი საქმე. არავინ უნდა მოტყუვდეს, რომ გენგეგმას რომ დავამტკიცებთ, მეორე დღიდან გამწვანებულ და ეკოლოგიურად სუფთა ქალაქში ვიცხოვრებთ. დოკუმენტი თავისთავად ვერაფერს შეცვლის, თუ არ იქნა ერთი მხრივ, ნება ქალაქის ხელმძღვანელობისგან, რომ პრინციპები, რაც ამ დოკუმენტშია დაცული, რეალობად იქცეს.

ჩემი აზრით, თუ კალაძეს ნამდვილად უნდა ქალაქი განვითარდეს ამ გენგეგმის მიხედვით, რაშიც მე პირადად ცოტა ეჭვი მეპარება, მაშინ საჭიროა შეიქმნას ისეთი ინსტიტუცია, რომელიც გააკონტროლებს ქალაქის მერიის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესაბამისობას გენგეგმის პრინციპებთან. კარგი იქნება, თუ მაგალითად ამ გენგეგმის ავტორების ბაზაზე გაკეთდება ეს.

შეიძლება ისე გამოვიდეს, რომ ამ გენგეგმას მიიღებენ, შემოდებენ თაროზე და საქმეები გაგრძელდება ისე, როგორც აქამდე კეთდებოდა. მაგალითად, ჩვენ უკვე გვაქვს ასეთი დოკუმენტი 2015 წლიდან, კერძოდ, თბილისში გარემოს დაცვის სტრატეგია, რომელიც თაროზე დევს და კაციშვილს ყურადღება არ მიუქცევია,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

თბილისის მერიამ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დასამტკიცებლად საკრებულოს გუშინ გადაუგზავნა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები