პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გირჩმა" თბილისის ზოოპარკს დედალი სირაქლემა სთხოვა, რომლის მიყვანას პარტია სასამართლოში აპირებს
"გირჩმა" თბილისის ზოოპარკს დედალი სირაქლემა სთხოვა, რომლის მიყვანას პარტია სასამართლოში აპირებს

13 ივ­ლისს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს ეზო­ში ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტრი "გირ­ჩი" დე­და­ლი სი­რაქ­ლე­მას მიყ­ვა­ნას გეგ­მავს. სი­რაქ­ლე­მის ნა­ხე­ვა­რი დღით წაყ­ვა­ნის თხოვ­ნით პო­ლი­ტი­კურ­მა პარ­ტი­ამ ზო­ო­პარკს წე­რი­ლით დღეს მი­მარ­თა.

„გირ­ჩის“ პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტის, ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძის გან­მარ­ტე­ბით, სი­რაქ­ლე­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო ეზო­ში მიყ­ვა­ნა, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე 12 მა­ი­სის ღა­მის ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბულ სა­სა­მარ­თლო პრო­ცესს უკავ­შირ­დე­ბა, რა დროს ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე პო­ლი­ცი­ამ და­ა­კა­ვა. „გირ­ჩის“ ლი­დე­რის თქმით, სა­სა­მარ­თლო "თავ­ჩარ­გუ­ლი სი­რაქ­ლე­მას პო­ზი­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა".

„13 ივ­ლისს არის ჩემი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი. ეხე­ბა 12 მა­ი­სის ღა­მის ინ­ცი­დენტს, რო­დე­საც რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე პო­ლი­ცი­ამ გა­მი­ტა­ცა და თა­ვი­სუფ­ლე­ბა უკა­ნო­ნოდ აღ­მიკ­ვე­თა. ამ პრო­ცე­სის გაგ­რძე­ლე­ბაა და იგი­ვე ხდე­ბა ამ პრო­ცე­სებ­ზე, რო­დე­საც და­ა­კა­ვეს და ათ­დღი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს ვახო მეგ­რე­ლიშ­ვილ­სა და იაგო ხვი­ჩი­ას, მე და­მა­კირ­სეს 2000-ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მა. პო­ლი­ცი­ას არ გა­აჩ­ნია არა­ნა­ი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და ერ­თა­დერ­თი სა­ფუძ­ვე­ლი, რის გა­მოც სა­სა­მარ­თლომ მა­შინ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მო­ი­ტა­ნა, არის პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის ცრუ ჩვე­ნე­ბე­ბი.

პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი რე­გუ­ლა­რუ­ლად არ­ღვე­ვენ სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექსს და ახლა გვაქვს მო­ლო­დი­ნი, რომ ამ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზეც ზუს­ტად იგი­ვე ხდე­ბა. მიგ­ვაჩ­ნია, რომ რე­ა­ლუ­რად ქვე­ყა­ნა­ში არ არ­სე­ბობს სა­სა­მარ­თლო, იგი იმ­ყო­ფე­ბა ქვი­შა­ში თავ­ჩარ­გუ­ლი სი­რაქ­ლე­მას პო­ზი­ცი­ა­ში, რო­მე­ლიც უარს ამ­ბობს იმ რე­ა­ლო­ბის ანუ უსა­მარ­თლო­ბის და­ნახ­ვა­ზე, რო­მე­ლიც გარ­შე­მო ხდე­ბა. ამი­ტომ 13 ივ­ლისს სიმ­ბო­ლუ­რად გვინ­და, სა­სა­მარ­თლოს ეზო­ში გა­ვა­სე­ირ­ნოთ დე­და­ლი სი­რაქ­ლე­მა და ვთხო­ვეთ ზო­ო­პარკს, ერთი დღით თუ გვა­თხო­ვე­ბენ, ჩვენ თვი­თონ მო­ვაგ­ვა­რებთ ტრან­სპორ­ტი­რე­ბის, უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებს და და­ვუბ­რუ­ნებთ დღის ბო­ლოს“ - გან­მარ­ტა ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძემ AMBEBIGE-სთან სა­უ­ბარ­ში.

რო­გორც თბი­ლი­სის ზო­ო­პარკში გან­მარ­ტა­ვენ, ისი­ნი სი­რაქ­ლე­მას სა­ერ­თოდ არ ფლო­ბენ და ზო­გა­დად, რო­დე­საც ცხო­ვე­ლე­ბი და ფრინ­ვე­ლე­ბი ადა­მი­ა­ნებ­თან კონ­ტაქტს მიჩ­ვე­უ­ლე­ბი არ არი­ან, ტე­რი­ტო­რი­ი­დან გაყ­ვა­ნა­საც ერი­დე­ბი­ან ხოლ­მე.

„სი­რაქ­ლე­მა არ გვყავს. გვყავს არა აფ­რი­კუ­ლი სი­რაქ­ლე­მა, არა­მედ მა­მა­ლი ავ­სტრა­ლი­უ­რი ემუ, რო­მე­ლიც არის ძა­ლი­ან აგ­რე­სი­უ­ლი, არ არის ხელ­ზე შეჩ­ვე­უ­ლი, არ აქვს თა­ვის ჩარ­გვის ჩვე­ვა. სად­მე გა­დაყ­ვა­ნა მის­თვის არის ძა­ლი­ან დიდი სტრე­სი, რად­გან ხელ­ზე კონ­ტაქტს მიჩ­ვე­უ­ლი არ არის, ამი­ტომ და­ჭე­რამ და სად­მე ჩას­მამ შე­იძ­ლე­ბა, მისი და­ღუპ­ვაც გა­მო­იწ­ვი­ოს.

რა­ღაც ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის­თვის როცა სჭირ­დე­ბათ ხოლ­მე ცხო­ვე­ლე­ბი, თუ ცხო­ვე­ლი არ არის მიჩ­ვე­უ­ლი და მო­ში­ნა­უ­რე­ბუ­ლი, მა­შინ მისი გა­დაყ­ვა­ნა, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში პრობ­ლე­მაა. რად­გან ხელ­ზე მიჩ­ვე­უ­ლი რომ არ არის, უნდა და­ი­ჭი­რო, ჩას­ვა კონ­ტე­ი­ნერ­ში, ეს ნე­ბის­მი­ერ ცხო­ველ­სა და ფრინ­ველს ეხე­ბა“ - გან­გვი­მარ­ტეს ზო­ო­პარ­კის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხურ­ში.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ზო­ო­პარკში სი­რაქ­ლე­მას არ არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ აცხა­დე­ბენ, ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე გან­მარ­ტავს, რომ აღ­ნიშ­ნულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სი­რაქ­ლე­მა­სმაგ­ვა­რი ფრინ­ვე­ლი ჰყავთ, რომ­ლის ფო­ტო­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში მან თა­ვად გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

"ვი­ყა­ვი და ფო­ტო­ე­ბიც მაქვს გა­და­ღე­ბუ­ლი. ისი­ნი მა­გას სი­რაქ­ლე­მას არ ეძა­ხი­ან და ჩვენ­თვის ეგ სი­რაქ­ლე­მაც საკ­მა­რი­სია. რა­ღაც სა­ხე­ობ­რივ ნი­უ­ან­სებ­ში შე­დი­ან, ეს არ არის ის, რო­მე­ლიც აფ­რი­კა­ში დარ­ბი­სო და არა­უ­შავს, გვა­თხო­ვონ ის, რაც ავტრა­ლი­ა­ში დარ­ბის და ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში სიმ­ბო­ლუ­რად გა­მოდ­გე­ბა“ - აღ­ნიშ­ნა „გირ­ჩის“ ლი­დერ­მა.

მი­სი­ვე თქმით, რა­ტომ გა­და­წყვი­ტეს მა­ინ­ცდა­მა­ინც დე­და­ლი სი­რაქ­ლე­მის თხოვ­ნა, ამას სა­ზო­გა­დო­ე­ბა 13 ივ­ლისს გა­ი­გებს, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ სი­რაქ­ლე­მას სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თოს ეზო­ში შეყ­ვა­ნის უფ­ლე­ბას დარ­თა­ვენ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება
ავტორი:

"გირჩმა" თბილისის ზოოპარკს დედალი სირაქლემა სთხოვა, რომლის მიყვანას პარტია სასამართლოში აპირებს

"გირჩმა" თბილისის ზოოპარკს დედალი სირაქლემა სთხოვა, რომლის მიყვანას პარტია სასამართლოში აპირებს

13 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ახალი პოლიტიკური ცენტრი "გირჩი" დედალი სირაქლემას მიყვანას გეგმავს. სირაქლემის ნახევარი დღით წაყვანის თხოვნით პოლიტიკურმა პარტიამ ზოოპარკს წერილით დღეს მიმართა.

„გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატის, ზურაბ ჯაფარიძის განმარტებით, სირაქლემის საქალაქო სასამართლო ეზოში მიყვანა, რუსთაველის გამზირზე 12 მაისის ღამის ინციდენტთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესს უკავშირდება, რა დროს ზურაბ ჯაფარიძე პოლიციამ დააკავა. „გირჩის“ ლიდერის თქმით, სასამართლო "თავჩარგული სირაქლემას პოზიციაში იმყოფება".

„13 ივლისს არის ჩემი სასამართლო პროცესი. ეხება 12 მაისის ღამის ინციდენტს, როდესაც რუსთაველის გამზირზე პოლიციამ გამიტაცა და თავისუფლება უკანონოდ აღმიკვეთა. ამ პროცესის გაგრძელებაა და იგივე ხდება ამ პროცესებზე, როდესაც დააკავეს და ათდღიანი პატიმრობა მიუსაჯეს ვახო მეგრელიშვილსა და იაგო ხვიჩიას, მე დამაკირსეს 2000-ლარიანი ჯარიმა. პოლიციას არ გააჩნია არანაირი მტკიცებულებები და ერთადერთი საფუძველი, რის გამოც სასამართლომ მაშინ გადაწყვეტილება გამოიტანა, არის პოლიციელების ცრუ ჩვენებები.

პოლიციელები რეგულარულად არღვევენ სისხლის სამართლის კოდექსს და ახლა გვაქვს მოლოდინი, რომ ამ სასამართლო პროცესზეც ზუსტად იგივე ხდება. მიგვაჩნია, რომ რეალურად ქვეყანაში არ არსებობს სასამართლო, იგი იმყოფება ქვიშაში თავჩარგული სირაქლემას პოზიციაში, რომელიც უარს ამბობს იმ რეალობის ანუ უსამართლობის დანახვაზე, რომელიც გარშემო ხდება. ამიტომ 13 ივლისს სიმბოლურად გვინდა, სასამართლოს ეზოში გავასეირნოთ დედალი სირაქლემა და ვთხოვეთ ზოოპარკს, ერთი დღით თუ გვათხოვებენ, ჩვენ თვითონ მოვაგვარებთ ტრანსპორტირების, უსაფრთხოების საკითხებს და დავუბრუნებთ დღის ბოლოს“ - განმარტა ზურაბ ჯაფარიძემ AMBEBIGE-სთან საუბარში.

როგორც თბილისის ზოოპარკში განმარტავენ, ისინი სირაქლემას საერთოდ არ ფლობენ და ზოგადად, როდესაც ცხოველები და ფრინველები ადამიანებთან კონტაქტს მიჩვეულები არ არიან, ტერიტორიიდან გაყვანასაც ერიდებიან ხოლმე.

„სირაქლემა არ გვყავს. გვყავს არა აფრიკული სირაქლემა, არამედ მამალი ავსტრალიური ემუ, რომელიც არის ძალიან აგრესიული, არ არის ხელზე შეჩვეული, არ აქვს თავის ჩარგვის ჩვევა. სადმე გადაყვანა მისთვის არის ძალიან დიდი სტრესი, რადგან ხელზე კონტაქტს მიჩვეული არ არის, ამიტომ დაჭერამ და სადმე ჩასმამ შეიძლება, მისი დაღუპვაც გამოიწვიოს.

რაღაც ღონისძიებებისთვის როცა სჭირდებათ ხოლმე ცხოველები, თუ ცხოველი არ არის მიჩვეული და მოშინაურებული, მაშინ მისი გადაყვანა, განსაკუთრებით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პრობლემაა. რადგან ხელზე მიჩვეული რომ არ არის, უნდა დაიჭირო, ჩასვა კონტეინერში, ეს ნებისმიერ ცხოველსა და ფრინველს ეხება“ - განგვიმარტეს ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

მიუხედავად იმისა, რომ ზოოპარკში სირაქლემას არ არსებობის შესახებ აცხადებენ, ზურაბ ჯაფარიძე განმარტავს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე სირაქლემასმაგვარი ფრინველი ჰყავთ, რომლის ფოტოები სოციალურ ქსელებში მან თავად გამოაქვეყნა.

"ვიყავი და ფოტოებიც მაქვს გადაღებული. ისინი მაგას სირაქლემას არ ეძახიან და ჩვენთვის ეგ სირაქლემაც საკმარისია. რაღაც სახეობრივ ნიუანსებში შედიან, ეს არ არის ის, რომელიც აფრიკაში დარბისო და არაუშავს, გვათხოვონ ის, რაც ავტრალიაში დარბის და ნებისმიერ შემთხვევაში სიმბოლურად გამოდგება“ - აღნიშნა „გირჩის“ ლიდერმა.

მისივე თქმით, რატომ გადაწყვიტეს მაინცდამაინც დედალი სირაქლემის თხოვნა, ამას საზოგადოება 13 ივლისს გაიგებს, იმ შემთხვევაში, თუ სირაქლემას საქალაქო სასამართოს ეზოში შეყვანის უფლებას დართავენ...

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები