Faceამბები
საზოგადოება

26

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბური საზღვაო სამუშოები იწყება
ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბური საზღვაო სამუშოები იწყება

ნავ­სად­გუ­რის სა­ზღვაო სა­მუ­შა­ო­ებს მსოფ­ლი­ო­ში წამ­ყვა­ნი ჰო­ლან­დი­უ­რი კომ­პა­ნია Van Oord-ი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს.

ანაკ­ლი­ის პორ­ტის მშე­ნებ­ლო­ბა ახალ მნიშ­ვნე­ლო­ვან ეტაპ­ზე გა­და­დის. 2018 წლის აგ­ვის­ტო­ში ანაკ­ლი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს­თვის უპ­რე­ცე­დენ­ტო მას­შტა­ბის და სა­ინ­ჟინ­რო გა­და­წყვე­ტის სა­ზღვაო სა­მუ­შა­ო­ე­ბი და­ი­წყე­ბა. სა­ერ­თა­შო­რი­სო ტენ­დერ­ში რთუ­ლი და ხან­გრძლი­ვი შერ­ჩე­ვის პრო­ცე­სის შემ­დეგ, „ანაკ­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­სორ­ცი­უმ­მა“ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ლი­დე­რი სა­ზღვაო-ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი კომ­პა­ნია Van Oord-ი და­ა­სა­ხე­ლა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ Van Oord-ი ანაკ­ლი­ის პორ­ტის აქ­ცი­ო­ნე­რიც ხდე­ბა და მისი მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცეს­ში ეს კომ­პა­ნია უკვე საგ­რძნობ ინ­ვეს­ტი­ცი­ას ახორ­ცი­ლებს.

უახ­ლო­ე­სი ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, ანაკ­ლი­ის სა­ზღვაო აკ­ვა­ტო­რი­ა­ში შე­მო­ვა უახ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი, მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მძლავ­რი, Van Oord -ის მფლო­ბე­ლო­ბა­ში მყო­ფი გემი „ათე­ნა“, რო­მე­ლიც ზღვის ფსკე­რის დაღ­რმა­ვე­ბი­სა და რეკ­ლა­მა­ცი­ის სა­მუ­შა­ო­ებს შე­ას­რუ­ლებს. მოხ­დე­ბა ზღვი­დან 5 მი­ლი­ონ კუ­ბურ მეტ­რამ­დე ქვი­შის ამო­ღე­ბა და ნა­პირ­ზე გან­თავ­სე­ბა და ფსკე­რის დაღ­რმა­ვე­ბა.

„ეს ის­ტო­რი­უ­ლი მო­მენ­ტია, რად­გან მსგავ­სი ტი­პის სა­ზღვაო სა­მუ­შა­ო­ე­ბი თა­ვი­სი მო­ცუ­ლო­ბით და სა­ინ­ჟინ­რო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯერ არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა. მო­ხა­რუ­ლი ვართ, რომ ანაკ­ლი­ის ღრმა­წყლო­ვა­ნი პორ­ტის მშე­ნებ­ლო­ბას ამ მნიშ­ვნე­ლო­ვან ეტაპ­ზე მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი სა­ზღვაო სა­ინ­ჟინ­რო კომ­პა­ნია უერ­თდე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და „ანაკ­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­სორ­ცი­უ­მის“ სამ­შე­ნებ­ლო გუნ­დის დი­რექ­ტორ­მა რონი სოლ­ბერ­გმა.

ჰო­ლან­დი­უ­რი სა­ზღვაო-ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი კომ­პა­ნია Van Oord-ი მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა კონ­ტი­ნენტზე სა­ზღვაო და ჰიდ­რო-სა­ინ­ჟინ­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით პრო­ექ­ტე­ბის და­გეგ­მა­რე­ბა­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე მუ­შა­ობს. მის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ პრო­ექ­ტებს შო­რი­საა: დუ­ბა­ის „პალ­მე­ბის კუნ­ძუ­ლი“, რო­ტერ­და­მის პორ­ტის გა­ფარ­თო­ე­ბა, სუ­ე­ცის მე­ო­რე არ­ხის აშე­ნე­ბა, უდი­დე­სი მილ­სა­დე­ნე­ბი­სა და სხვა­დას­ხვა სა­ზღვაო ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა. კომ­პა­ნია Van Oord-მა ასე­ვე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ანაკ­ლი­ის ღრმა­წყლო­ვა­ნი პორ­ტის წი­ნა­სამ­შე­ნებ­ლო კვლე­ვი­თი სა­მუ­შო­ე­ბი.

„ანაკ­ლი­ის პორ­ტი სა­ერ­თა­შო­რი­სო მნიშ­ვნე­ლო­ბის პრო­ექ­ტია, რო­მე­ლიც ეფექ­ტუ­რად და­ა­კავ­ში­რებს კავ­კა­სი­ას, კას­პი­ის რე­გი­ონ­სა და ევ­რო­პას, გან­ვი­თარ­დე­ბა, რო­გორც რე­გი­ო­ნუ­ლი ვაჭ­რო­ბის და ლო­გის­ტი­კუ­რი ჰაბი. ჩვენ დიდი ენ­თუ­ზი­აზ­მით ვერ­თვე­ბით ამ პრო­ექ­ტში. სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის­თვის ანაკ­ლი­ა­ში თა­ნა­მედ­რო­ვე და მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა შე­მოგ­ვაქვს რათა მსგავ­სი მას­შტა­ბის სა­მუ­შაო მო­ცე­მულ დრო­სა და მა­ღალ ხა­რისხში შეს­რულ­დეს”, - გა­ნა­ცხა­და კომ­პა­ნია „Van Oord”- ის რე­გი­ო­ნულ­მა დი­რექ­ტორ­მა გო­ვერტ ვან ოორდმა.

ანაკ­ლი­ის ღრმა­წყლო­ვა­ნი პორ­ტის სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შო­ე­ბი 2017 წლის დე­კემ­ბერ­ში და­ი­წყო. ამ ეტაპ­ზე უკვე დას­კვნით ეტაპ­ზეა ნავ­სად­გუ­რის ად­რე­უ­ლი სახ­მე­ლე­თო სა­მუ­შა­ო­ე­ბი. მათ ფარ­გლებ­ში აშენ­და 2.5 კმ-მდე სა­მე­ლი­ო­რა­ციო არხი, მილ­ხი­დე­ბი, წყალ­სა­ქა­ჩი სად­გუ­რი. დას­რულ­და 110 ჰექ­ტარ­ზე ნა­ყო­ფი­ე­რი (ჰუ­მუ­სო­ვა­ნი) ფე­ნის მოხ­სნა; სამ­შე­ნებ­ლო არე­ა­ლის ნარ­ჩე­ნე­ბის­გან, მათ შო­რის, შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბის­გან და სა­ხი­ფა­თო ნარ­ჩე­ნე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა. სა­ზღვაო აკ­ვა­ტო­რი­ის გა­სუფ­თა­ვე­ბის მიზ­ნით, ზღვის ფსკე­რი­დან ამო­ღე­ბუ­ლი იქნა 550 ერ­თე­უ­ლი ტეტ­რა­პო­დი და ტე­რი­ტო­რია მომ­ზა­და სა­ზღვაო სა­მუ­შა­ო­ე­ბის და­სა­წყე­ბად.

ანაკ­ლი­ის პორ­ტის პირ­ვე­ლი ფა­ზის მშე­ნებ­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბა და ოპე­რი­რე­ბის და­წყე­ბა 2020 წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში იგეგ­მე­ბა.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბური საზღვაო სამუშოები იწყება

ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბური საზღვაო სამუშოები იწყება

ნავსადგურის საზღვაო სამუშაოებს მსოფლიოში წამყვანი ჰოლანდიური კომპანია Van Oord-ი განახორციელებს.

ანაკლიის პორტის მშენებლობა ახალ მნიშვნელოვან ეტაპზე გადადის. 2018 წლის აგვისტოში ანაკლიაში საქართველოსთვის უპრეცედენტო მასშტაბის და საინჟინრო გადაწყვეტის საზღვაო სამუშაოები დაიწყება. საერთაშორისო ტენდერში რთული და ხანგრძლივი შერჩევის პროცესის შემდეგ, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ გამარჯვებულად მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი საზღვაო-ინფრასტრუქტურული კომპანია Van Oord-ი დაასახელა. აღსანიშნავია, რომ Van Oord-ი ანაკლიის პორტის აქციონერიც ხდება და მისი მშენებლობის პროცესში ეს კომპანია უკვე საგრძნობ ინვესტიციას ახორცილებს.

უახლოესი ერთი თვის განმავლობაში, ანაკლიის საზღვაო აკვატორიაში შემოვა უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი, Van Oord -ის მფლობელობაში მყოფი გემი „ათენა“, რომელიც ზღვის ფსკერის დაღრმავებისა და რეკლამაციის სამუშაოებს შეასრულებს. მოხდება ზღვიდან 5 მილიონ კუბურ მეტრამდე ქვიშის ამოღება და ნაპირზე განთავსება და ფსკერის დაღრმავება.

„ეს ისტორიული მომენტია, რადგან მსგავსი ტიპის საზღვაო სამუშაოები თავისი მოცულობით და საინჟინრო გადაწყვეტილებებით საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა. მოხარული ვართ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას ამ მნიშვნელოვან ეტაპზე მსოფლიოს წამყვანი საზღვაო საინჟინრო კომპანია უერთდება“, - განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სამშენებლო გუნდის დირექტორმა რონი სოლბერგმა.

ჰოლანდიური საზღვაო-ინფრასტრუქტურული კომპანია Van Oord-ი მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტზე საზღვაო და ჰიდრო-საინჟინრო მიმართულებით პროექტების დაგეგმარებასა და განხორციელებაზე მუშაობს. მის მიერ განხორციელებულ პროექტებს შორისაა: დუბაის „პალმების კუნძული“, როტერდამის პორტის გაფართოება, სუეცის მეორე არხის აშენება, უდიდესი მილსადენებისა და სხვადასხვა საზღვაო ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა. კომპანია Van Oord-მა ასევე განახორციელა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის წინასამშენებლო კვლევითი სამუშოები.

„ანაკლიის პორტი საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტია, რომელიც ეფექტურად დააკავშირებს კავკასიას, კასპიის რეგიონსა და ევროპას, განვითარდება, როგორც რეგიონული ვაჭრობის და ლოგისტიკური ჰაბი. ჩვენ დიდი ენთუზიაზმით ვერთვებით ამ პროექტში. სამშენებლო სამუშაოებისთვის ანაკლიაში თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა შემოგვაქვს რათა მსგავსი მასშტაბის სამუშაო მოცემულ დროსა და მაღალ ხარისხში შესრულდეს”, - განაცხადა კომპანია „Van Oord”- ის რეგიონულმა დირექტორმა გოვერტ ვან ოორდმა.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშოები 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. ამ ეტაპზე უკვე დასკვნით ეტაპზეა ნავსადგურის ადრეული სახმელეთო სამუშაოები. მათ ფარგლებში აშენდა 2.5 კმ-მდე სამელიორაციო არხი, მილხიდები, წყალსაქაჩი სადგური. დასრულდა 110 ჰექტარზე ნაყოფიერი (ჰუმუსოვანი) ფენის მოხსნა; სამშენებლო არეალის ნარჩენებისგან, მათ შორის, შენობა-ნაგებობებისგან და სახიფათო ნარჩენებისგან გათავისუფლება. საზღვაო აკვატორიის გასუფთავების მიზნით, ზღვის ფსკერიდან ამოღებული იქნა 550 ერთეული ტეტრაპოდი და ტერიტორია მომზადა საზღვაო სამუშაოების დასაწყებად.

ანაკლიის პორტის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება და ოპერირების დაწყება 2020 წლის მეორე ნახევარში იგეგმება.

R

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის