სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაუბრუნდება თუ არა დედაქალაქს ტრამვაი - რა წერია თბილისის გენგეგმაში?
დაუბრუნდება თუ არა დედაქალაქს ტრამვაი - რა წერია თბილისის გენგეგმაში?

თბი­ლი­სის მი­წათ­სარ­გებ­ლო­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი გეგ­მის თა­ნახ­მად, დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ას ტრან­სპორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მის შე­სა­მუ­შა­ვებ­ლად 2019-2022 წლე­ბი გა­ნე­სა­ზღვრა.

გენ­გეგ­მის დო­კუ­მენ­ტის მი­ხედ­ვით, სატ­რან­სპორ­ტო პო­ლი­ტი­კის ჩა­მო­სა­ყა­ლი­ბებ­ლად მე­რი­ას სხვა­დას­ხვა წლე­ბი აქვს გან­სა­ზღვრუ­ლი. კერ­ძოდ, ტრან­სპორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მის შე­მუ­შა­ვე­ბა 2019-2022 წლებ­ში ევა­ლე­ბა, რა­შიც გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლია მეტ­როს, მა­სობ­რი­ვი ტრან­ზი­ტის დე­რეფ­ნე­ბის, სა­ავ­ტო­ბუსო ქსე­ლის, სა­ბა­გი­რო კავ­ში­რე­ბის, მულ­ტი­მო­და­ლუ­რი ჰა­ბე­ბის და­გეგ­მვა (მათ შო­რის სა­ქა­ლაქთა­შო­რი­სო და პო­ლი­ცენ­ტრულ არე­ა­ლებ­ში). ამა­ვე წლებ­ში უნდა შე­ის­წავ­ლონ სამ­გზავ­რო რკი­ნიგ­ზის სატ­რან­სპორ­ტო პო­ტენ­ცი­ა­ლი რკი­ნიგ­ზის დე­რეფ­ნის მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის, არ­სე­ბუ­ლი და საპ­როგ­ნო­ზო მგზავ­რთნა­კა­დის, მი­წათ­სარ­გებ­ლო­ბი­სა და და­სახ­ლე­ბა­თა სივ­რცი­თი მო­წყო­ბის, ურ­ბა­ნუ­ლი ტრან­სპორ­ტის სის­ტე­მა­ში სა­უ­კე­თე­სო ინ­ტეგ­რი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბის (თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლუ­რი სად­გუ­რი) გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. უნდა მოხ­დეს საგ­ზაო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის პრო­ექ­ტე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა, ანა­ლი­ზი, კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი დი­ზა­ი­ნის მომზდე­ბა, სატ­რან­სპორ­ტო მო­დელ­ში სი­მუ­ლა­ცია და სა­მოქ­მე­დო გეგ­მის გან­სა­ზღვრა.

თბი­ლი­სის მი­წათ­სარ­გებ­ლო­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი გეგ­მის გა­ნახ­ლე­ბულ დო­კუ­მენ­ტშია აღ­ნიშ­ნუ­ლი, რომ მე­რი­ამ 2018-2023 წლებ­ში ტრამ­ვა­ის­თვის სა­პი­ლო­ტე დე­რე­ფა­ნიც უნდა შე­არ­ჩი­ოს, კვლე­ვა ჩა­ა­ტა­როს, პრო­ექ­ტი­რე­ბი­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის გეგ­მე­ბი და­სა­ხოს.

ასე­ვე, 2019-2022 წლებ­ში, მე­რი­ამ უნდა შე­ის­წავ­ლოს საქ­ვე­ი­თე ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, მო­ახ­დი­ნოს პრობ­ლე­მე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა, დი­ზა­ი­ნის და კე­თილ­მო­წყო­ბის სტან­დარ­ტე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა, სა­მოქ­მე­დო გეგ­მის გან­სა­ზღვრა. გარ­და ამი­სა, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს სა­ვე­ლო­სი­პე­დე ინფრაქსტრუქ­ტუ­რის მო­წყო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შესწვა­ლა, მო­ამ­ზა­დოს კონ­ცეპ­ტუ­ა­ლი დი­ზა­ი­ნი და სა­მოქ­მე­დო გეგ­მა გან­სა­ზღვროს. ასე­ვე, შე­ი­მუ­შა­ოს ინ­ტე­ლექ­ტუ­რა­ლუ­რი სატ­რან­სპორ­ტო სის­ტე­მის გეგ­მა.

ამას­თან, მე­რი­ის ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, გზა­თა იერ­არ­ქი­ის დად­გე­ნა და საგ­ზაო ინფრაქსტრუქ­ტუ­რის დი­ზა­ი­ნის/კე­თილ­მო­წყო­ბის სტან­დარ­ტე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბაც.ტრან­სპორ­ტის მო­დე­ლის შე­სა­მუ­შა­ვებ­ლად, მე­რი­ას გენ­გეგ­მის დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, 2018-2019 წლე­ბი აქვს გან­სა­ზღვრუ­ლი. ამ პე­რი­ოდ­ში უნდა მოხ­დეს სა­მარ­შრუ­ტო ქსე­ლის ოპ­ტი­მი­ზა­ცი­ის და­გეგ­მვა. კერ­ძოდ, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის ყვე­ლა სა­ხე­ო­ბის­თვის (ძი­რი­თა­დი, მე­ო­რა­დი და მე­სა­მე­უ­ლი სა­ავ­ტო­ბუსო ქსე­ლი და მიკ­რო ავ­ტო­ბუ­სე­ბი) იერ­არ­ქი­ის მი­ხედ­ვით სა­მარ­შრუ­ტო ქსელ­ში როლი გან­სა­ზღვროს, ასე­ვე და­ად­გი­ნოს მარ­შრუ­ტე­ბი, სა­ჭი­რო მო­ცუ­ლო­ბე­ბი და სიხ­ში­რე­ე­ბი.

გარ­და ამი­სა, 2018-2019 წლებ­ში მე­რი­ამ უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს ავ­ტო­ბუ­სის გა­მო­ყო­ფი­ლი ზო­ლე­ბის და­გეგ­მვა, პრო­ექ­ტი­რე­ბა და (bus lane) ეტა­პობ­რი­ვი მო­წყო­ბა; მო­ცე­მუ­ლი სატ­რან­ზი­ტო დე­რეფ­ნე­ბი­დან ტრამ­ვა­ის­თვის სა­პი­ლო­ტე დე­რე­ფა­ნი შე­არ­ჩი­ოს, კვლე­ვა ჩა­ა­ტა­როს, და­აპ­რო­ექ­ტოს და აღ­ნიშ­ნუ­ლი გეგ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

დაუბრუნდება თუ არა დედაქალაქს ტრამვაი - რა წერია თბილისის გენგეგმაში?

დაუბრუნდება თუ არა დედაქალაქს ტრამვაი - რა წერია თბილისის გენგეგმაში?

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის თანახმად, დედაქალაქის მერიას ტრანსპორტის განვითარების გეგმის შესამუშავებლად 2019-2022 წლები განესაზღვრა.

გენგეგმის დოკუმენტის მიხედვით, სატრანსპორტო პოლიტიკის ჩამოსაყალიბებლად მერიას სხვადასხვა წლები აქვს განსაზღვრული. კერძოდ, ტრანსპორტის განვითარების გეგმის შემუშავება 2019-2022 წლებში ევალება, რაშიც გაერთიანებულია მეტროს, მასობრივი ტრანზიტის დერეფნების, საავტობუსო ქსელის, საბაგირო კავშირების, მულტიმოდალური ჰაბების დაგეგმვა (მათ შორის საქალაქთაშორისო და პოლიცენტრულ არეალებში). ამავე წლებში უნდა შეისწავლონ სამგზავრო რკინიგზის სატრანსპორტო პოტენციალი რკინიგზის დერეფნის მახასიათებლების, არსებული და საპროგნოზო მგზავრთნაკადის, მიწათსარგებლობისა და დასახლებათა სივრცითი მოწყობის, ურბანული ტრანსპორტის სისტემაში საუკეთესო ინტეგრირების საშუალების (თბილისის ცენტრალური სადგური) გათვალისწინებით. უნდა მოხდეს საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტების საჭიროების იდენტიფიცირება, ანალიზი, კონცეპტუალური დიზაინის მომზდება, სატრანსპორტო მოდელში სიმულაცია და სამოქმედო გეგმის განსაზღვრა.

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებულ დოკუმენტშია აღნიშნული, რომ მერიამ 2018-2023 წლებში ტრამვაისთვის საპილოტე დერეფანიც უნდა შეარჩიოს, კვლევა ჩაატაროს, პროექტირებისა და განხორციელების გეგმები დასახოს.

ასევე, 2019-2022 წლებში, მერიამ უნდა შეისწავლოს საქვეითე ინფრასტრუქტურა, მოახდინოს პრობლემების იდენტიფიცირება, დიზაინის და კეთილმოწყობის სტანდარტების შემუშავება, სამოქმედო გეგმის განსაზღვრა. გარდა ამისა, განახორციელოს საველოსიპედე ინფრაქსტრუქტურის მოწყობის შესაძლებლობების შესწვალა, მოამზადოს კონცეპტუალი დიზაინი და სამოქმედო გეგმა განსაზღვროს. ასევე, შეიმუშაოს ინტელექტურალური სატრანსპორტო სისტემის გეგმა.

ამასთან, მერიის ვალდებულებაა, გზათა იერარქიის დადგენა და საგზაო ინფრაქსტრუქტურის დიზაინის/კეთილმოწყობის სტანდარტების შემუშავებაც.ტრანსპორტის მოდელის შესამუშავებლად, მერიას გენგეგმის დოკუმენტის თანახმად, 2018-2019 წლები აქვს განსაზღვრული. ამ პერიოდში უნდა მოხდეს სამარშრუტო ქსელის ოპტიმიზაციის დაგეგმვა. კერძოდ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველა სახეობისთვის (ძირითადი, მეორადი და მესამეული საავტობუსო ქსელი და მიკრო ავტობუსები) იერარქიის მიხედვით სამარშრუტო ქსელში როლი განსაზღვროს, ასევე დაადგინოს მარშრუტები, საჭირო მოცულობები და სიხშირეები.

გარდა ამისა, 2018-2019 წლებში მერიამ უნდა უზრუნველყოს ავტობუსის გამოყოფილი ზოლების დაგეგმვა, პროექტირება და (bus lane) ეტაპობრივი მოწყობა; მოცემული სატრანზიტო დერეფნებიდან ტრამვაისთვის საპილოტე დერეფანი შეარჩიოს, კვლევა ჩაატაროს, დააპროექტოს და აღნიშნული გეგმა განახორციელოს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ