სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იწვევს თუ არა C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტები ღვიძლის სიმსივნეს? - ინფექციონისტი პაციენტებს ამშვიდებს
იწვევს თუ არა C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტები ღვიძლის სიმსივნეს? - ინფექციონისტი პაციენტებს ამშვიდებს

თურ­ქე­თის ერთ-ერთი კლი­ნი­კის დი­რექ­ტო­რის ქარ­თვე­ლი მრჩე­ვლის მა­ლი­ნა ბე­რი­კაშ­ვი­ლის ინ­ტერ­ვი­უმ, რო­მე­ლიც პორ­ტალ fortuna.ge-ზე გა­მოქ­ვეყ­ნდა, სა­ზო­გა­დო­ე­ბა შე­ა­ში­ნა და აღაშ­ფო­თა. ბე­რი­კაშ­ვი­ლი ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, რომ "ქარ­თვე­ლი ერი კა­ტას­ტრო­ფის წი­ნა­შე დგას, რად­გან ძა­ლი­ან დიდი სის­წრა­ფით მა­ტუ­ლობს სიმ­სივ­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი". იგი ამის არა­ერთ მი­ზეზს ასა­ხე­ლებს და მათ შო­რის ერთ-ერთ ფაქ­ტო­რად C ჰე­პა­ტი­ტის მკურ­ნა­ლო­ბის უფა­სო პროგ­რა­მას.

"კი­დევ ერთ პრობ­ლე­მა­ზე შე­ვა­ჩე­რებ თქვენს ყუ­რა­დღე­ბას. ეს არის C ჰე­პა­ტი­ტის პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. ვინც ამ პროგ­რა­მით მკურ­ნა­ლობს, წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის, ორი წლის თავ­ზე ჩვენ­თან სიმ­სივ­ნის დი­აგ­ნო­ზით ჩა­მო­დი­ან. ორ­გა­ნო­ე­ბის გა­და­ნერგვით ვინც გა­დარ­ჩა, გა­დარ­ჩა, სხვე­ბი გარ­და­იც­ვალ­ნენ, ზოგს ოპე­რა­ცი­ამ ვერ უშ­ვე­ლა… მა­ნამ­დე ამ ადა­მი­ა­ნებს არ ჰქო­ნი­ათ სიმ­სივ­ნე და ამ მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ გა­ნუ­ვი­თარ­დათ. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ანა­ლი­ზე­ბი ასე აჩ­ვე­ნებს და კვლე­ვა იყო არას­წო­რი? არ ვიცი, პროგ­რა­მის წამ­ლე­ბი იწ­ვევს პრო­ვო­ცი­რე­ბას?! ამ პროგ­რა­მის წამ­ლებს თურ­ქეთ­შიც სვა­მენ და სიმ­სივ­ნის დი­აგ­ნო­ზით შემ­დგომ არა­ვინ მო­დის ჩვენ­თან" - ამ­ბობს ბე­რი­კაშ­ვი­ლი fortuna.ge-სთან სა­უბ­რი­სას.

აღ­ნიშ­ნულ ინ­ტერ­ვი­უს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პა­ნი­კა მოყ­ვა, თუმ­ცა ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტე­ბი პა­ცი­ენ­ტებს ამ­შვი­დე­ბენ და ამ­ბო­ბენ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია სი­ნამ­დვი­ლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი, ჰე­პა­ტო­ლო­გი ჯაბა ზარ­ქუა აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ვრცელ სტა­ტუსს წერს:

"გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან რომ პა­ცი­ენ­ტე­ბი ძა­ლი­ან აღელ­დნენ (სა­მარ­თლი­ა­ნა­დაც), სა­ჭი­როდ ვთვლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბულ გან­მარ­ტე­ბას ამ თე­მის შე­სა­ხებ: "იწ­ვევს თუ არა C ვირუ­სის მკურ­ნა­ლო­ბა ახა­ლი თა­ო­ბის მე­დი­კა­მენ­ტე­ბით ღვიძ­ლის სიმ­სივ­ნეს?"

სა­ნამ ამ ვრცელ პოსტს წა­ი­კი­თხავთ, რომ არ ინერ­ვი­უ­ლოთ მოკ­ლედ­ვე გე­ტყვით: "არა!". ახლა გან­ვაგ­რძობ მათ­თვის, ვი­საც არ­გუ­მენ­ტე­ბი აინ­ტე­რე­სებს:

შევ­თან­ხმდეთ იმა­ზე, რომ ქალ­ბა­ტონ­მა მა­ლი­ნამ, ერთ-ერთი თურ­ქუ­ლი კლი­ნი­კის კო­ორ­დი­ნა­ტორ­მა რომ ქარ­თვე­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის მა­ტე­ბა და­ა­ფიქ­სი­რა და ეს და­უ­კავ­ში­რა C ვირუ­სის მა­სობ­რივ მკურ­ნა­ლო­ბას, არის ძა­ლი­ან უხე­ში მა­ნი­პუ­ლა­ცია! ასე­თი დას­კვნე­ბი ასე ჰაი-ჰა­რა­ლო­ზე არ კეთ­დე­ბა. ასე, რომ ეს სა­კი­თხი ბევრ დე­ბატს არ სა­ჭი­რო­ებს. ზუს­ტად იგი­ვე­ნა­ი­რად შე­ეძ­ლო და­ე­კავ­ში­რე­ბი­ნა პა­ცი­ენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის მა­ტე­ბა ქუ­ჩის აქ­ცი­ებ­თან, კვი­რი­კაშ­ვი­ლის გა­დად­გო­მას­თან, ფეხ­ბურ­თის ჩემ­პი­ო­ნატ­თან და ა.შ. ზუს­ტად, არ ვა­ბუ­ქებ, უბ­რა­ლოდ გაჩ­ვე­ნებთ რამ­დე­ნად არაა საკ­მა­რი­სი მისი პი­რა­დი დაკ­ვირ­ვე­ბა ამ ორი ფაქ­ტის და­სა­კავ­ში­რებ­ლად.

ეს კი­თხვა მარ­თლა გაჩ­ნდა სა­მეც­ნი­ე­რო წრე­ებ­ში და ყვე­ლა­ფე­რი და­ი­წყო 2016 წლის მი­წუ­რულს (თუ სწო­რად მახ­სოვს), ბარ­სე­ლო­ნას ჯგუ­ფის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, რომ­ლე­ბიც თით­ქოს აფიქ­სი­რებ­დნენ HCC რის­კის შე­საძ­ლო მა­ტე­ბას.

ამას მოჰ­ყვა ძა­ლი­ან ცხე­ლი დე­ბა­ტე­ბი. ჩა­ტარ­და უამ­რა­ვი კვლე­ვა და გა­მოქ­ვეყ­ნდა უამ­რა­ვი სტა­ტია. კონ­გრე­სებ­ზე ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი თემა იყო სწო­რედ ეს. სა­ბო­ლო­ოდ კი, ზღვა მა­სა­ლამ არა­თუ გა­ა­ქარ­წყლა ამ ჯგუ­ფის მიერ გა­მოთ­ქმუ­ლი ეჭ­ვე­ბი, არა­მედ კი­დევ ერთხელ და­ა­დას­ტუ­რა ის, რაც ისე­დაც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო - არა­თუ იწ­ვევს, არა­მედ დაბ­ლა სწევს კი­ბოს გან­ვი­თა­რე­ბის რისკს წარ­მა­ტე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა! დღეს ეს სა­კი­თხი აღარ არის ჩვენს სფე­რო­ში ასე­თი ცხე­ლი თემა, რად­გან ძა­ლი­ან მყა­რი მო­ნა­ცე­მე­ბი დაგ­როვ­და უკვე და სა­კი­თხი ამო­ი­წუ­რა, შე­იძ­ლე­ბა უკვე მყა­რად ით­ქვას.

მშვი­დად იყა­ვით პა­ცი­ენ­ტე­ბო, ნუ აყ­ვე­ბით ჰაი-ჰა­რა­ლო­ზე გას­რო­ლილ მო­საზ­რე­ბებს. ქალ­ბა­ტო­ნი მა­ლი­ნას კი არა, დიდი მეც­ნი­ე­რე­ბის პი­რა­დი დაკ­ვირ­ვე­ბე­ბი არ ნიშ­ნავს დღეს ბევ­რს არა­ფერს. სხვა­ნა­ი­რად მუ­შა­ობს დღეს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი მე­დი­ცი­ნა" - წერს ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი ჯაბა ზარ­ქუა და კო­მენ­ტა­რებ­ში ურ­თავს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ მა­გა­ლი­თად, ღვიძ­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბის შემ­სწავ­ლე­ლი ამე­რი­კუ­ლი ასო­ცი­ა­ცი­ის მიერ 62 ათას პა­ცი­ენტზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი რეტ­როს­პექ­ტუ­ლი დაკ­ვირ­ვე­ბით გა­მო­ავ­ლი­ნეს, რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა (ძვე­ლი და ახა­ლი თა­ო­ბის პრე­პა­რა­ტე­ბი­თაც, ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­ა­ნა­ლი­ზეს) 71%-ით ამ­ცი­რებს ღვიძ­ლის სიმ­სივ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის რისკს.

კი­დევ ერთ მა­გა­ლი­თად ინ­ფექ­ცი­ო­ნისტს მოჰ­ყავს სტა­ტია მა­სა­ჩუ­სე­ტის პრო­ფე­სო­რის კო­მენ­ტა­რე­ბით, რო­მე­ლიც სწო­რედ აღ­ნიშ­ნულ სა­კითხს ეხე­ბა. სა­მე­დი­ცი­ნო ჟურ­ნალ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტი­ის თა­ნახ­მად, პირ­და­პი­რი მოქ­მე­დე­ბის ან­ტი­ვირუ­სუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი ჰე­პა­ტო­ცე­ლუ­ლა­რუ­ლი კარ­ცი­ნო­მას (ღვიძ­ლის კი­ბოს ყვე­ლა­ზე ხში­რი ფორ­მა) გან­ვი­თა­რე­ბას არ იწ­ვევს. ამის შე­სა­ხებ, ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი კვლე­ვის შე­დე­გებ­ზე დაყ­რდნო­ბით, მა­სა­ჩუ­სეტ­სის კლი­ნი­კის ჰე­პა­ტო­ლო­გი­ი­სა და ღვიძ­ლის სიმ­სივ­ნის გან­ყო­ფი­ლე­ბის დი­რექ­ტორ­მა, პრო­ფე­სორ­მა რე­ი­მონდ ჩან­გმა გა­ნა­ცხა­და.

„ჰე­პა­ტო­ცე­ლუ­ლა­რუ­ლი კარ­ცი­ნო­მა არ არის პირ­და­პი­რი მოქ­მე­დე­ბის ან­ტი­ვირუ­სუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბით თე­რა­პი­ის შე­დე­გი. ჩვენ მი­ვიჩ­ნევთ, რომ ეს, უბ­რა­ლოდ, დამ­თხვე­ვაა. პა­ცი­ენ­ტებს, რომ­ლებ­საც კარ­ცი­ნო­მა (ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნის ნა­ირ­სა­ხე­ო­ბა) გა­ნუ­ვი­თარ­დათ, უკვე ჰქონ­დათ სიმ­სივ­ნის წი­ნა­პი­რო­ბა და პრე­პა­რა­ტე­ბით მკურ­ნა­ლო­ბა დრო­ში და­ემ­თხვა“ - აღ­ნიშ­ნავს ჩან­გი.

ამე­რი­კე­ლი ექი­მის თქმით, მა­სა­ჩუ­სეტ­სის კლი­ნი­კი­სა და სხვა რამ­დე­ნი­მე კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ პირ­და­პი­რი მოქ­მე­დე­ბის ან­ტი­ვირუ­სუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი ჰე­პა­ტო­ცე­ლუ­ლა­რუ­ლი კარ­ცი­ნო­მას რისკს არ ზრდის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

იწვევს თუ არა C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტები ღვიძლის სიმსივნეს? - ინფექციონისტი პაციენტებს ამშვიდებს

იწვევს თუ არა C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტები ღვიძლის სიმსივნეს? - ინფექციონისტი პაციენტებს ამშვიდებს

თურქეთის ერთ-ერთი კლინიკის დირექტორის ქართველი მრჩევლის მალინა ბერიკაშვილის ინტერვიუმ, რომელიც პორტალ fortuna.ge-ზე გამოქვეყნდა, საზოგადოება შეაშინა და აღაშფოთა. ბერიკაშვილი ინტერვიუში ამბობს, რომ "ქართველი ერი კატასტროფის წინაშე დგას, რადგან ძალიან დიდი სისწრაფით მატულობს სიმსივნური დაავადებების შემთხვევები". იგი ამის არაერთ მიზეზს ასახელებს და მათ შორის ერთ-ერთ ფაქტორად C ჰეპატიტის მკურნალობის უფასო პროგრამას.

"კიდევ ერთ პრობლემაზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას. ეს არის C ჰეპატიტის პროგრამა, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს. ვინც ამ პროგრამით მკურნალობს, წელიწადნახევრის, ორი წლის თავზე ჩვენთან სიმსივნის დიაგნოზით ჩამოდიან. ორგანოების გადანერგვით ვინც გადარჩა, გადარჩა, სხვები გარდაიცვალნენ, ზოგს ოპერაციამ ვერ უშველა… მანამდე ამ ადამიანებს არ ჰქონიათ სიმსივნე და ამ მკურნალობის შემდეგ განუვითარდათ. ყოველ შემთხვევაში, ანალიზები ასე აჩვენებს და კვლევა იყო არასწორი? არ ვიცი, პროგრამის წამლები იწვევს პროვოცირებას?! ამ პროგრამის წამლებს თურქეთშიც სვამენ და სიმსივნის დიაგნოზით შემდგომ არავინ მოდის ჩვენთან" - ამბობს ბერიკაშვილი fortuna.ge-სთან საუბრისას.

აღნიშნულ ინტერვიუს სოციალურ ქსელში პანიკა მოყვა, თუმცა ინფექციონისტები პაციენტებს ამშვიდებენ და ამბობენ, რომ აღნიშნული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება.

ინფექციონისტი, ჰეპატოლოგი ჯაბა ზარქუა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით "ფეისბუქის" პირად გვერდზე ვრცელ სტატუსს წერს:

"გამომდინარე იქიდან რომ პაციენტები ძალიან აღელდნენ (სამართლიანადაც), საჭიროდ ვთვლი მტკიცებულებებზე დაფუძნებულ განმარტებას ამ თემის შესახებ: "იწვევს თუ არა C ვირუსის მკურნალობა ახალი თაობის მედიკამენტებით ღვიძლის სიმსივნეს?"

სანამ ამ ვრცელ პოსტს წაიკითხავთ, რომ არ ინერვიულოთ მოკლედვე გეტყვით: "არა!". ახლა განვაგრძობ მათთვის, ვისაც არგუმენტები აინტერესებს:

შევთანხმდეთ იმაზე, რომ ქალბატონმა მალინამ, ერთ-ერთი თურქული კლინიკის კოორდინატორმა რომ ქართველი პაციენტების რაოდენობის მატება დააფიქსირა და ეს დაუკავშირა C ვირუსის მასობრივ მკურნალობას, არის ძალიან უხეში მანიპულაცია! ასეთი დასკვნები ასე ჰაი-ჰარალოზე არ კეთდება. ასე, რომ ეს საკითხი ბევრ დებატს არ საჭიროებს. ზუსტად იგივენაირად შეეძლო დაეკავშირებინა პაციენტების რაოდენობის მატება ქუჩის აქციებთან, კვირიკაშვილის გადადგომასთან, ფეხბურთის ჩემპიონატთან და ა.შ. ზუსტად, არ ვაბუქებ, უბრალოდ გაჩვენებთ რამდენად არაა საკმარისი მისი პირადი დაკვირვება ამ ორი ფაქტის დასაკავშირებლად.

ეს კითხვა მართლა გაჩნდა სამეცნიერო წრეებში და ყველაფერი დაიწყო 2016 წლის მიწურულს (თუ სწორად მახსოვს), ბარსელონას ჯგუფის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, რომლებიც თითქოს აფიქსირებდნენ HCC რისკის შესაძლო მატებას.

ამას მოჰყვა ძალიან ცხელი დებატები. ჩატარდა უამრავი კვლევა და გამოქვეყნდა უამრავი სტატია. კონგრესებზე ერთ-ერთი წამყვანი თემა იყო სწორედ ეს. საბოლოოდ კი, ზღვა მასალამ არათუ გააქარწყლა ამ ჯგუფის მიერ გამოთქმული ეჭვები, არამედ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რაც ისედაც მოსალოდნელი იყო - არათუ იწვევს, არამედ დაბლა სწევს კიბოს განვითარების რისკს წარმატებული მკურნალობა! დღეს ეს საკითხი აღარ არის ჩვენს სფეროში ასეთი ცხელი თემა, რადგან ძალიან მყარი მონაცემები დაგროვდა უკვე და საკითხი ამოიწურა, შეიძლება უკვე მყარად ითქვას.

მშვიდად იყავით პაციენტებო, ნუ აყვებით ჰაი-ჰარალოზე გასროლილ მოსაზრებებს. ქალბატონი მალინას კი არა, დიდი მეცნიერების პირადი დაკვირვებები არ ნიშნავს დღეს ბევრს არაფერს. სხვანაირად მუშაობს დღეს მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინა" - წერს ინფექციონისტი ჯაბა ზარქუა და კომენტარებში ურთავს ინფორმაციას, რომ მაგალითად, ღვიძლის დაავადებების შემსწავლელი ამერიკული ასოციაციის მიერ 62 ათას პაციენტზე ჩატარებული რეტროსპექტული დაკვირვებით გამოავლინეს, რომ წარმატებული მკურნალობა (ძველი და ახალი თაობის პრეპარატებითაც, ყველაფერი გააანალიზეს) 71%-ით ამცირებს ღვიძლის სიმსივნის განვითარების რისკს.

კიდევ ერთ მაგალითად ინფექციონისტს მოჰყავს სტატია მასაჩუსეტის პროფესორის კომენტარებით, რომელიც სწორედ აღნიშნულ საკითხს ეხება. სამედიცინო ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული მედიკამენტები ჰეპატოცელულარული კარცინომას (ღვიძლის კიბოს ყველაზე ხშირი ფორმა) განვითარებას არ იწვევს. ამის შესახებ, ფართომასშტაბიანი კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, მასაჩუსეტსის კლინიკის ჰეპატოლოგიისა და ღვიძლის სიმსივნის განყოფილების დირექტორმა, პროფესორმა რეიმონდ ჩანგმა განაცხადა.

„ჰეპატოცელულარული კარცინომა არ არის პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული მედიკამენტებით თერაპიის შედეგი. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს, უბრალოდ, დამთხვევაა. პაციენტებს, რომლებსაც კარცინომა (ავთვისებიანი სიმსივნის ნაირსახეობა) განუვითარდათ, უკვე ჰქონდათ სიმსივნის წინაპირობა და პრეპარატებით მკურნალობა დროში დაემთხვა“ - აღნიშნავს ჩანგი.

ამერიკელი ექიმის თქმით, მასაჩუსეტსის კლინიკისა და სხვა რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული მედიკამენტები ჰეპატოცელულარული კარცინომას რისკს არ ზრდის.

ნანუკა ჟორჟოლიანი შრი-ლანკაზე შვილებთან ერთად ისვენებს - ნახეთ ფოტოები

"მინდა მთელი საქართველო იცნობდეს ამ ორ ადამიანს" - 2 წლის ანიტა ფაცაციას მკურნალობის ხარჯებს ინდოელი ბიზნესმენი დაფარავს

მაკა ასათიანი ბებია ხდება - ნახეთ, როგორ გამოიყურება დიზაინერის ორსული რძალი