პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
21 ადამიანი, ვინც მთავარი პროკურორობისთვის იბრძვის - გაეცანით კანდიდატების სიას
21 ადამიანი, ვინც მთავარი პროკურორობისთვის იბრძვის - გაეცანით კანდიდატების სიას

საპ­რო­კუ­რო­რო საბ­ჭო­ში მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რო­ბის 21 კან­დი­და­ტი და­რე­გის­ტრირ­და. ამის შე­სა­ხებ საპ­რო­კუ­რო­რო საბ­ჭოს ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზეა აღ­ნიშ­ნუ­ლი.

და­სა­ხე­ლე­ბულ კან­დი­და­ტებს შო­რის არი­ან მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­რო­სი შალ­ვა თა­დუ­მა­ძე, სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბის პრო­ცეს­ში ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის გა­მო­ძი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი ირაკ­ლი ნა­და­რე­იშ­ვი­ლი და ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი შალ­ვა შავ­გუ­ლი­ძე.

ამას­თან, მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე საპ­რო­კუ­რო­რო საბ­ჭო­ში ერ­თთვი­ა­ნი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის შე­დე­გად რი­გი­თო­ბით მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რო­ბის შემ­დე­გი კან­დი­და­ტე­ბია წარ­დგე­ნი­ლი: პა­ა­ტა შა­ვა­ძე; ზუ­რაბ ჯორ­ბე­ნა­ძე; გია ბერ­ძე­ნი­ძე; ნანა რე­ვა­ზიშ­ვი­ლი; თა­მარ კე­რე­სე­ლი­ძე; გრი­გოლ გაგ­ნი­ძე; იო­სებ ბა­ჩი­აშ­ვი­ლი; მა­რი­ამ ცა­ცა­ნაშ­ვი­ლი; ჯე­მალ გა­ხო­კი­ძე; შალ­ვა თა­დუ­მა­ძე; ედი­შერ ფუტ­კა­რა­ძე; ნინო გოგ­ნი­აშ­ვი­ლი; გი­ორ­გი შა­ში­აშ­ვი­ლი; ირაკ­ლი ნა­და­რე­იშ­ვი­ლი; შალ­ვა შავ­გუ­ლი­ძე; ნონა ფი­ლა­უ­რი; ალექ­სან­დრე კო­ბა­ი­ძე; ლენა კა­პა­ნა­ძე; კოტე ჭი­ლა­ია; ლე­ვან ძნე­ლა­ძე; თე­ი­მუ­რაზ ონი­ა­ნი.

შალ­ვა თა­დუ­მა­ძის კან­დი­და­ტუ­რა ნინო გოგ­ნი­აშ­ვილ­თან და ედი­შერ ფუტ­კა­რა­ძეს­თან ერ­თად ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­მა (თსუ) წა­რად­გი­ნა, ირაკ­ლი ნა­და­რე­იშ­ვი­ლის კან­დი­და­ტუ­რა საპ­რო­კუ­რო­რო საბ­ჭოს ერ­თობ­ლი­ვად წა­რუდ­გი­ნეს თბი­ლი­სის ღია უნი­ვერ­სი­ტეტ­მა, კავ­კა­სი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­მა და „გა­ნათ­ლე­ბის აკა­დე­მი­ამ“, შალ­ვა შაგ­ვუ­ლი­ძის კან­დი­და­ტუ­რა კი - „ევ­რო­პულ­მა სა­ქარ­თვე­ლომ“. საპ­რო­კუ­რო­რო საბ­ჭო­ში კან­დი­და­ტუ­რე­ბის წარ­დგე­ნის ვადა 4 ივ­ლისს ამო­ი­წუ­რა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა ვა­და­ზე ადრე და­ტო­ვა ირაკ­ლი შო­თა­ძემ. ყო­ფილ­მა მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მა თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მიერ გა­მო­ტა­ნი­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შემ­დეგ და მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან, ზაზა სა­რა­ლი­ძი­სა და მისი მხარ­დამ­ჭე­რე­ბის საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის დროს მი­ი­ღო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

21 ადამიანი, ვინც მთავარი პროკურორობისთვის იბრძვის - გაეცანით კანდიდატების სიას

21 ადამიანი, ვინც მთავარი პროკურორობისთვის იბრძვის - გაეცანით კანდიდატების სიას

საპროკურორო საბჭოში მთავარი პროკურორობის 21 კანდიდატი დარეგისტრირდა. ამის შესახებ საპროკურორო საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზეა აღნიშნული.

დასახელებულ კანდიდატებს შორის არიან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი შალვა თადუმაძე, საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ნადარეიშვილი და ყოფილი დეპუტატი შალვა შავგულიძე.

ამასთან, მთავარი პროკურორის თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოში ერთთვიანი კონსულტაციების შედეგად რიგითობით მთავარი პროკურორობის შემდეგი კანდიდატებია წარდგენილი: პაატა შავაძე; ზურაბ ჯორბენაძე; გია ბერძენიძე; ნანა რევაზიშვილი; თამარ კერესელიძე; გრიგოლ გაგნიძე; იოსებ ბაჩიაშვილი; მარიამ ცაცანაშვილი; ჯემალ გახოკიძე; შალვა თადუმაძე; ედიშერ ფუტკარაძე; ნინო გოგნიაშვილი; გიორგი შაშიაშვილი; ირაკლი ნადარეიშვილი; შალვა შავგულიძე; ნონა ფილაური; ალექსანდრე კობაიძე; ლენა კაპანაძე; კოტე ჭილაია; ლევან ძნელაძე; თეიმურაზ ონიანი.

შალვა თადუმაძის კანდიდატურა ნინო გოგნიაშვილთან და ედიშერ ფუტკარაძესთან ერთად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა (თსუ) წარადგინა, ირაკლი ნადარეიშვილის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს ერთობლივად წარუდგინეს თბილისის ღია უნივერსიტეტმა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა და „განათლების აკადემიამ“, შალვა შაგვულიძის კანდიდატურა კი - „ევროპულმა საქართველომ“. საპროკურორო საბჭოში კანდიდატურების წარდგენის ვადა 4 ივლისს ამოიწურა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვა ირაკლი შოთაძემ. ყოფილმა მთავარმა პროკურორმა თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შემდეგ და მთავარ პროკურატურასთან, ზაზა სარალიძისა და მისი მხარდამჭერების საპროტესტო აქციების დროს მიიღო.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები