მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა მოხდება, თუ სესხს დროულად არ გადაიხდით?
რა მოხდება, თუ სესხს დროულად არ გადაიხდით?

სა­სეს­ხო ვალ­დე­ბუ­ლე­ბი­სას შე­საძ­ლოა წარ­მო­იშ­ვას ისე­თი გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ხელს შე­გიშ­ლით თან­ხის დრო­უ­ლად და­ფარ­ვა­ში. ასე­თი სა­პა­ტიო გა­რე­მო­ე­ბე­ბია: სამ­სა­ხუ­რი­დან და­თხოვ­ნა, ხან­გრძლი­ვი მივ­ლი­ნე­ბა, ავად­მყო­ფო­ბა და სხვა ოჯა­ხუ­რი გა­რე­მო­ე­ბე­ბი. სა­პა­ტიო მი­ზე­ზე­ბის და­დას­ტუ­რე­ბი­სას, საკ­რე­დი­ტო კომ­პა­ნია მზა­დაა მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ზე წა­ვი­დეს მსეს­ხე­ბელ­თან, შე­ად­გი­ნოს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გრა­ფი­კი და გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს მსეს­ხებ­ლის სა­ხეც­ვლი­ლი გა­რე­მო­ე­ბა. თუმ­ცა, გავ­რცე­ლე­ბუ­ლია ისე­თი არა­სა­პა­ტიო მი­ზე­ზე­ბიც, რო­გო­რი­ცაა გულ­მა­ვი­წყო­ბა და სწო­რედ, აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­რე­მო­ბა წარ­მო­შობს ჭარბვა­ლი­ა­ნო­ბას ქვე­ყა­ნა­ში. როცა მომ­ხმა­რე­ბე­ლი გა­აზ­რე­ბუ­ლად იღებს ახალ ვალს, წინა ვა­ლის გა­და­სა­ფა­რად და ისევ კრე­დი­ტის გა­დახ­დის დღის მო­ახ­ლო­ვე­ბამ­დე არ ფიქ­რობს მისი და­ფარ­ვის გზებ­ზე.

გა­უ­აზ­რებ­ლად აღე­ბუ­ლი სეს­ხის შე­დე­გად, მომ­ხმა­რე­ბელს ვა­და­გა­და­ცი­ლე­ბულ სეს­ზე ეკის­რე­ბა ჯა­რი­მე­ბი და ყვე­ლა იმ სან­ქცი­ე­ბის ამოქ­მე­დე­ბა, რაც სა­სეს­ხო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში იყო მი­თი­თე­ბუ­ლი, თუმ­ცა რო­გორც წესი, მომ­ხმა­რე­ბე­ლი მას არ ეც­ნო­ბა ისე ახ­დენს თან­ხის მი­ღე­ბას.

აუ­ცი­ლებ­ლად გა­ე­ცა­ნით საკ­რე­დი­ტო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას, რათა სეს­ხის და­ფარ­ვის მო­მენ­ტში თქვენ­თვის სი­ახ­ლე არ იყოს საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თი, სა­კო­მი­სი­ო­ე­ბის ან ჯა­რი­მე­ბის ოდე­ნო­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი თა­ვი­დან აგა­რი­დებთ უხერ­ხულ გა­რე­მო­ე­ბებს და არ მო­გი­წევთ მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის შეც­ვლა, სახ­ლი­დან გა­და­მალ­ვა ან კრე­დიტ ინ­ფო­ში ნე­გა­ტი­ურ სტა­ტუს­ში ყოფ­ნა, რაც სა­ბო­ლოო ჯამ­ში აი­სა­ხე­ბა თქვენს საკ­რე­დი­ტო ის­ტო­რი­ა­ზე.

რა მე­მუქ­რე­ბა, თუკი არ გა­და­ვიხ­დი სესხს?

რო­გორც სა­ბან­კო-საკ­რე­დი­ტო სექ­ტორ­ში აცხა­დე­ბენ, ხში­რია შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც მსეს­ხე­ბე­ლი გან­ზრა­ხუ­ლად უარს ამ­ბობს თა­ვის საკ­რე­დი­ტო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის და­ფარ­ვა­ზე. ამ შემ­თხვე­ვა­ში, სეს­ხის გამ­ცემ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს იუ­რი­დი­უ­ლი უფ­ლე­ბა აქვთ მი­მარ­თონ გარე კო­ლექ­ტორ კომ­პა­ნი­ებს თან­ხის და­საბ­რუ­ნებ­ლად ან საქ­მე გა­დას­ცენ სა­სა­მარ­თლოს.

გარე კო­ლექ­ტო­რის ფუნ­ქცია ამ შემ­თხვე­ვა­ში წარ­მო­ად­გენს სეს­ხის თან­ხის ამო­ღე­ბას, რაც არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო პრო­ცე­სი შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეს მსეს­ხებ­ლი­სათ­ვის. გარე კო­ლექ­ტორ კომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ო­ბენ სეს­ხის ამო­ღე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, შე­სა­ბა­მი­სად, მათ ამო­ცა­ნას თან­ხის დაბ­რუ­ნე­ბა წარ­მო­ად­გენს. ლო­გი­კუ­რია, სეს­ხის გამ­ცე­მი კომ­პა­ნი­ე­ბიც და გარე კო­ლექ­ტო­რე­ბი ითხო­ვენ კუთ­ვნი­ლი თან­ხის დაბ­რუ­ნე­ბას, მა­შინ რო­დე­საც მსეს­ხე­ბელ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხა სა­კუ­თა­რი კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნა და არ ჩათ­ვა­ლა თავი ვალ­დე­ბუ­ლად, იგი უკან და­ებ­რუ­ნე­ბი­ნა.

ამი­ტომ, უმ­ჯო­ბე­სია თან­ხა დრო­უ­ლად იქ­ნას და­ფა­რუ­ლი, რათა ვა­და­გა­და­ცი­ლე­ბულ თან­ხა­ზე კი­დევ უფრო მეტი ჯა­რი­მის და­რი­ცხვა არ მოხ­დეს. შეხ­სე­ნე­ბი­თი სა­ხის მოკ­ლე ტექ­სტურ შე­ტყო­ბი­ნე­ბებ­სა და ზა­რებ­ზე პა­სუ­ხი პრაქ­ტი­კა­ში უფრო მეტი წარ­მა­ტე­ბუ­ლად და­ფა­რუ­ლი სეს­ხით დას­რუ­ლე­ბუ­ლა, ვიდ­რე მის­გან და­მალ­ვა და თა­ვის დაღ­წე­ვა.

თუკი სეს­ხი დრო­უ­ლად ვერ და­ფა­რეთ, უმ­ჯო­ბე­სია თა­ვად მო­ახ­დი­ნოთ კომ­პა­ნი­ას­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბის და­წყე­ბა, რათა ამან ნე­გა­ტი­უ­რი გავ­ლე­ნა არ მო­ახ­დი­ნოს თქვენს საკ­რე­დი­ტო ის­ტო­რი­ა­ზე. და­ი­წყეთ სა­უ­ბა­რი სა­სურ­ვე­ლი გა­დახ­დის გრა­ფიკ­ზე, ნა­წილ-ნა­წილ გა­დახ­დის ვა­რი­ან­ტებ­ზე.

თუკი მსეს­ხე­ბე­ლი 90 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში უარს აცხა­დებს სეს­ხის გა­დახ­და­ზე, ფი­ნან­სურ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას უფ­ლე­ბა აქვს მი­მარ­თოს სა­სა­მარ­თლოს. შემ­თხვე­ვე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 95%-ს, სა­სა­მარ­თლო აკ­მა­ყო­ფი­ლებს მომ­თხოვ­ნი მხა­რის სარ­ჩელს. სა­აღ­სრუ­ლებ­ლო ფურ­ცლის ჩა­ბა­რე­ბი­დან მო­ვა­ლე ვალ­დე­ბუ­ლია სეს­ხის ძირი თან­ხა და­უ­ფა­როს საკ­რე­დი­ტო კომ­პა­ნი­ას.

გახ­სოვ­დეთ, რომ ნე­ბის­მი­ე­რი საკ­რე­დი­ტო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მი­ზა­ნია კლი­ენტს სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მოს­ვლის გზა შეს­თა­ვა­ზოს და ორ­მხრივ შე­თან­ხმე­ბას მი­აღ­წი­ოს, ამი­ტომ იმოქ­მე­დეთ ლე­გა­ლურ ჩარ­ჩო­ებ­ში და უკეთ მარ­თეთ სა­კუ­თა­რი ფი­ნან­სუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

რა მოხდება, თუ სესხს დროულად არ გადაიხდით?

რა მოხდება, თუ სესხს დროულად არ გადაიხდით?

სასესხო ვალდებულებისას შესაძლოა წარმოიშვას ისეთი გაუთვალისწინებელი გარემოებები, რომელიც ხელს შეგიშლით თანხის დროულად დაფარვაში. ასეთი საპატიო გარემოებებია: სამსახურიდან დათხოვნა, ხანგრძლივი მივლინება, ავადმყოფობა და სხვა ოჯახური გარემოებები. საპატიო მიზეზების დადასტურებისას, საკრედიტო კომპანია მზადაა მოლაპარაკებაზე წავიდეს მსესხებელთან, შეადგინოს ინდივიდუალური გრაფიკი და გაითვალისწინოს მსესხებლის სახეცვლილი გარემოება. თუმცა, გავრცელებულია ისეთი არასაპატიო მიზეზებიც, როგორიცაა გულმავიწყობა და სწორედ, აღნიშნული გარემობა წარმოშობს ჭარბვალიანობას ქვეყანაში. როცა მომხმარებელი გააზრებულად იღებს ახალ ვალს, წინა ვალის გადასაფარად და ისევ კრედიტის გადახდის დღის მოახლოვებამდე არ ფიქრობს მისი დაფარვის გზებზე.

გაუაზრებლად აღებული სესხის შედეგად, მომხმარებელს ვადაგადაცილებულ სესზე ეკისრება ჯარიმები და ყველა იმ სანქციების ამოქმედება, რაც სასესხო ხელშეკრულებაში იყო მითითებული, თუმცა როგორც წესი, მომხმარებელი მას არ ეცნობა ისე ახდენს თანხის მიღებას.

აუცილებლად გაეცანით საკრედიტო ხელშეკრულებას, რათა სესხის დაფარვის მომენტში თქვენთვის სიახლე არ იყოს საპროცენტო განაკვეთი, საკომისიოების ან ჯარიმების ოდენობა. აღნიშნული თავიდან აგარიდებთ უხერხულ გარემოებებს და არ მოგიწევთ მობილური ტელეფონის შეცვლა, სახლიდან გადამალვა ან კრედიტ ინფოში ნეგატიურ სტატუსში ყოფნა, რაც საბოლოო ჯამში აისახება თქვენს საკრედიტო ისტორიაზე.

რა მემუქრება, თუკი არ გადავიხდი სესხს?

როგორც საბანკო-საკრედიტო სექტორში აცხადებენ, ხშირია შემთხვევები, როდესაც მსესხებელი განზრახულად უარს ამბობს თავის საკრედიტო ვალდებულებების დაფარვაზე. ამ შემთხვევაში, სესხის გამცემ ორგანიზაციებს იურიდიული უფლება აქვთ მიმართონ გარე კოლექტორ კომპანიებს თანხის დასაბრუნებლად ან საქმე გადასცენ სასამართლოს.

გარე კოლექტორის ფუნქცია ამ შემთხვევაში წარმოადგენს სესხის თანხის ამოღებას, რაც არასასიამოვნო პროცესი შეიძლება აღმოჩნდეს მსესხებლისათვის. გარე კოლექტორ კომპანიაში მუშაობენ სესხის ამოღების სპეციალისტები, შესაბამისად, მათ ამოცანას თანხის დაბრუნება წარმოადგენს. ლოგიკურია, სესხის გამცემი კომპანიებიც და გარე კოლექტორები ითხოვენ კუთვნილი თანხის დაბრუნებას, მაშინ როდესაც მსესხებელმა აღნიშნული თანხა საკუთარი კეთილდღეობისთვის გამოიყენა და არ ჩათვალა თავი ვალდებულად, იგი უკან დაებრუნებინა.

ამიტომ, უმჯობესია თანხა დროულად იქნას დაფარული, რათა ვადაგადაცილებულ თანხაზე კიდევ უფრო მეტი ჯარიმის დარიცხვა არ მოხდეს. შეხსენებითი სახის მოკლე ტექსტურ შეტყობინებებსა და ზარებზე პასუხი პრაქტიკაში უფრო მეტი წარმატებულად დაფარული სესხით დასრულებულა, ვიდრე მისგან დამალვა და თავის დაღწევა.

თუკი სესხი დროულად ვერ დაფარეთ, უმჯობესია თავად მოახდინოთ კომპანიასთან მოლაპარაკების დაწყება, რათა ამან ნეგატიური გავლენა არ მოახდინოს თქვენს საკრედიტო ისტორიაზე. დაიწყეთ საუბარი სასურველი გადახდის გრაფიკზე, ნაწილ-ნაწილ გადახდის ვარიანტებზე.

თუკი მსესხებელი 90 დღის განმავლობაში უარს აცხადებს სესხის გადახდაზე, ფინანსურ ორგანიზაციას უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს. შემთხვევების დაახლოებით 95%-ს, სასამართლო აკმაყოფილებს მომთხოვნი მხარის სარჩელს. სააღსრულებლო ფურცლის ჩაბარებიდან მოვალე ვალდებულია სესხის ძირი თანხა დაუფაროს საკრედიტო კომპანიას.

გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი საკრედიტო ორგანიზაციის მიზანია კლიენტს სიტუაციიდან გამოსვლის გზა შესთავაზოს და ორმხრივ შეთანხმებას მიაღწიოს, ამიტომ იმოქმედეთ ლეგალურ ჩარჩოებში და უკეთ მართეთ საკუთარი ფინანსური ვალდებულებები.

R

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის