პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქალის ადგილი სამზარეულოშია, კაცმა ოჯახი ფინანსურად უნდა უზრუნველყოს" - ვან დამს ჰომოფობიასა და სექსიზმში ადანაშაულებენ
"ქალის ადგილი სამზარეულოშია, კაცმა ოჯახი ფინანსურად უნდა უზრუნველყოს" - ვან დამს ჰომოფობიასა და სექსიზმში ადანაშაულებენ

ჟან-კლოდ ვან დამი საფ­რან­გე­თის გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის მი­ნის­ტრმა მარ­ლენ ში­ა­პამ გა­აკ­რი­ტი­კა. Pinknews-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბელ­გი­ე­ლი მსა­ხი­ო­ბი მი­ნის­ტრთან ერ­თად გა­და­ცე­მის On n’est pas couch სტუ­მა­რი იყო. გა­და­ცე­მა­ში ში­ა­პა და ვან დამი სხვა სტუმ­რებ­თან ერ­თად რამ­დე­ნი­მე სა­კი­თხზე სა­უბ­რობ­დნენ, მათ შო­რის - ფე­მი­ნიზ­მზე.

ვან დამ­მა გა­და­ცე­მა­ში გა­ნა­ცხა­და, რომ ბავ­შვე­ბის მოვ­ლა და სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ფუს­ფუ­სი ქა­ლის საქ­მეა, მა­მა­კაც­მა კი ოჯა­ხი ფი­ნან­სუ­რად უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს. ამის შემ­დეგ ში­ა­პამ მას ჰკი­თხა, რას ფიქ­რობ­და ერთი და იმა­ვე სქე­სის ადა­მი­ა­ნე­ბის ქორ­წი­ნე­ბა­ზე.

„კა­ცის ქორ­წი­ნე­ბა კაც­ზე? კა­ცე­ბიც ქორ­წინ­დე­ბი­ან, ქა­ლე­ბიც, ძაღ­ლე­ბიც... ყვე­ლა ქორ­წინ­დე­ბა და ყვე­ლა შორ­დე­ბა,“ - სცა­და ხუმ­რო­ბა მსა­ხი­ობ­მა.

„ბო­დი­ში, მაგ­რამ ეს სუ­ლაც არ არის სა­სა­ცი­ლო. დღეს გეი აღ­ლუ­მი ჩა­ტარ­და, სა­დაც ხალ­ხი სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვას ითხოვ­და. შო­კის­მომ­გვრე­ლია. ადა­მი­ა­ნებს მხო­ლოდ იმი­ტომ სცე­მენ და შე­უ­რა­ცხყო­ფენ, რომ ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლე­ბი არი­ან. მათ მხა­რი უნდა და­ვუ­ჭი­როთ და არ დავ­ცი­ნოთ, ძაღ­ლებს არ უნდა შე­ვა­და­როთ,“ - გა­ნა­ცხა­და მი­ნის­ტრმა.

ვან დამ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ მას ბევ­რი გეი მე­გო­ბა­რი ჰყავს.

„თუ ისი­ნი და­ქორ­წი­ნე­ბას გა­და­წყვე­ტენ, ამა­ში პრობ­ლე­მას ვერ ვხე­დავ. მაგ­რამ თუ ბი­ჭე­ბი ერ­თმა­ნეთ­ზე და­ქორ­წინ­დე­ბი­ან, გო­გო­ნე­ბი კი - გო­გო­ნებ­ზე, რო­გორ უნდა გავმრავ­ლდეთ?“ - კი­დევ ერთხელ სცა­და ხუმ­რო­ბა მსა­ხი­ობ­მა.

სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ვან და­მის გან­ცხა­დე­ბებს ხმა­უ­რი მოჰ­ყვა. ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლი იზი­ა­რებს ში­ა­პას შე­ხე­დუ­ლე­ბებს და სას­ტი­კად აკ­რი­ტი­კებს ბელ­გი­ე­ლი მსა­ხი­ო­ბის მო­საზ­რე­ბებს ქა­ლე­ბი­სა და ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლე­ბის უფ­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლია
0

კაცია რა! წარმატებები ვან დამს!

"ქალის ადგილი სამზარეულოშია, კაცმა ოჯახი ფინანსურად უნდა უზრუნველყოს" - ვან დამს ჰომოფობიასა და სექსიზმში ადანაშაულებენ

"ქალის ადგილი სამზარეულოშია, კაცმა ოჯახი ფინანსურად უნდა უზრუნველყოს" - ვან დამს ჰომოფობიასა და სექსიზმში ადანაშაულებენ

ჟან-კლოდ ვან დამი საფრანგეთის გენდერული თანასწორობის მინისტრმა მარლენ შიაპამ გააკრიტიკა. Pinknews-ის ინფორმაციით, ბელგიელი მსახიობი მინისტრთან ერთად გადაცემის On n’est pas couch სტუმარი იყო. გადაცემაში შიაპა და ვან დამი სხვა სტუმრებთან ერთად რამდენიმე საკითხზე საუბრობდნენ, მათ შორის - ფემინიზმზე.

ვან დამმა გადაცემაში განაცხადა, რომ ბავშვების მოვლა და სამზარეულოში ფუსფუსი ქალის საქმეა, მამაკაცმა კი ოჯახი ფინანსურად უნდა უზრუნველყოს. ამის შემდეგ შიაპამ მას ჰკითხა, რას ფიქრობდა ერთი და იმავე სქესის ადამიანების ქორწინებაზე.

„კაცის ქორწინება კაცზე? კაცებიც ქორწინდებიან, ქალებიც, ძაღლებიც... ყველა ქორწინდება და ყველა შორდება,“ - სცადა ხუმრობა მსახიობმა.

„ბოდიში, მაგრამ ეს სულაც არ არის სასაცილო. დღეს გეი აღლუმი ჩატარდა, სადაც ხალხი საკუთარი უფლებების დაცვას ითხოვდა. შოკისმომგვრელია. ადამიანებს მხოლოდ იმიტომ სცემენ და შეურაცხყოფენ, რომ ჰომოსექსუალები არიან. მათ მხარი უნდა დავუჭიროთ და არ დავცინოთ, ძაღლებს არ უნდა შევადაროთ,“ - განაცხადა მინისტრმა.

ვან დამმა აღნიშნა, რომ მას ბევრი გეი მეგობარი ჰყავს.

„თუ ისინი დაქორწინებას გადაწყვეტენ, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. მაგრამ თუ ბიჭები ერთმანეთზე დაქორწინდებიან, გოგონები კი - გოგონებზე, როგორ უნდა გავმრავლდეთ?“ - კიდევ ერთხელ სცადა ხუმრობა მსახიობმა.

სოციალურ ქსელებში ვან დამის განცხადებებს ხმაური მოჰყვა. ინტერნეტმომხმარებლების დიდი ნაწილი იზიარებს შიაპას შეხედულებებს და სასტიკად აკრიტიკებს ბელგიელი მსახიობის მოსაზრებებს ქალებისა და ჰომოსექსუალების უფლებებთან დაკავშირებით.