საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა აკავშირებდა ბეჟუაშვილებთან და მერაბიშვილთან გიორგი ჭოლაძეს, რომელიც პრემიერმა აპარატის ხელმძღვანელად დანიშნა
რა აკავშირებდა ბეჟუაშვილებთან და მერაბიშვილთან გიორგი ჭოლაძეს, რომელიც პრემიერმა აპარატის ხელმძღვანელად დანიშნა

“ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ კი­დევ ერთი, ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი „ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" - პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ახ­ლად­შექ­მნილ აპა­რატს გი­ორ­გი ჭო­ლა­ძე უხელ­მძღვა­ნე­ლებს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის აპა­რა­ტი მთავ­რო­ბის სტრუქ­ტუ­რუ­ლი რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შე­დე­გად ჩა­მო­ყა­ლიბ­და. რო­გორც პრე­მი­ე­რის პრეს­სამ­სა­ხურ­ში აცხა­დე­ბენ, აპა­რატს და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის, პრო­ტო­კო­ლი­სა და სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა სამ­სა­ხუ­რე­ბი. მა­თი­ვე თქმით, აპა­რა­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ვნა მხო­ლოდ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის უფ­ლე­ბაა.

რაც შე­ე­ხე­ბა თა­ვად გი­ორ­გი ჭო­ლა­ძეს, იგი მა­მუ­კა ბახ­ტა­ძის მი­ნის­ტრო­ბის დროს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სა და პრო­ტო­კო­ლის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი იყო. ჭო­ლა­ძე ბახ­ტა­ძეს­თან ერ­თად “სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზა­შიც” მუ­შა­ობ­და. რო­გორც ჩანს, ბახ­ტა­ძე მას არც პრე­მი­ე­რო­ბის დროს მო­ი­შო­რებს გვერ­დი­დან და ჭო­ლა­ძის­თვის ახა­ლი აპა­რა­ტიც კი შექ­მნა მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში.

"ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა საპ­რე­ზი­დენ­ტო ვა­დის ამო­წურ­ვამ­დე გი­ორ­გი ჭო­ლა­ძე კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტად წა­რად­გი­ნა. თუმ­ცა, პარ­ლა­მენ­ტში „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" უმ­რავ­ლე­სო­ბამ ჭო­ლა­ძის კან­დი­და­ტუ­რა ჩა­აგ­დო. მის სა­სარ­გებ­ლოდ პარ­ლა­მენ­ტის 25-მა წევ­რმა მის­ცა ხმა, წი­ნა­აღ­მდე­გი კი 21 დე­პუ­ტა­ტი იყო, მაგ­რამ ეს ხმე­ბი აღ­ნიშ­ნულ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მის და­სამ­ტკი­ცებ­ლად საკ­მა­რი­სი არ აღ­მოჩ­ნდა.

თა­ვის დრო­ზე მის ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე წარ­დგე­ნას კა­ტე­გო­რი­უ­ლად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია „სა­ერ­თა­შო­რი­სო გამ­ჭირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლო“, რო­მელ­მაც ჭო­ლა­ძის კან­დი­და­ტუ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით 2013 წელს მცი­რე მოკ­ვლე­ვაც ჩა­ა­ტა­რა.

ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2013 წელს გი­ორ­გი ჭო­ლა­ძე იყო შპს „სა­ქარ­თვე­ლოს მე­დია ჰოლ­დინ­გის” დი­რექ­ტო­რი. ეს კომ­პა­ნია „ჩე­მექ­სიმ ინ­ტერ­ნე­ი­შე­ნა­ლის” სა­კუთ­რე­ბაა, ეს უკა­ნას­კნე­ლი კი რო­ბერტ ბეჟუ­აშ­ვი­ლის კონ­ტრო­ლის ქვეშ მყო­ფი, მარ­შა­ლის კონ­ძუ­ლებ­ზე რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­აა. რო­ბერტ ბეჟუ­აშ­ვი­ლი „სა­ქარ­თვე­ლოს ინ­დუსტრი­უ­ლი ჯგუ­ფის” მფლო­ბე­ლი, „ნა­ცო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” დე­პუ­ტა­ტის და­ვით ბეჟუ­აშ­ვი­ლი­სა და თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის გელა ბეჟუ­აშ­ვი­ლის მა­მაა.

„ბეჟუ­აშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხი წი­ლებს „რუს­თა­ვი 2”-ში „მზე­სა” და „პირ­ველ სტე­რე­ო­შიც” ფლობ­და (პირ­და­პირ ან „ჩე­მექ­სიმ ინ­ტერ­ნე­ი­შე­ნა­ლის” მეშ­ვე­ო­ბით). და­ვით ბეჟუ­აშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პი­რე­ბი წი­ლებს „პირ­ველ სტე­რე­ო­სა” და „მზე­ზე” ახ­ლაც ფლო­ბენ. „სა­ქარ­თვე­ლოს მე­დია ჰოლ­დინ­გი” ინ­გლი­სურ გა­მო­ცე­მა „ბიზ­ნეს ვიქს” ფლობს. ჭო­ლა­ძე ასე­ვე „ჰოლ­დინგ სა­ქარ­თვე­ლოს მე­დი­ის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის” დი­რექ­ტო­რიც იყო (კომ­პა­ნი­ამ 2013 წლის თე­ბერ­ვალ­ში შე­წყვი­ტა არ­სე­ბო­ბა), რო­მელ­საც ასე­ვე „სა­ქარ­თვე­ლოს ინ­დუსტრი­უ­ლი ჯგუ­ფი” ფლობ­და. ეს კომ­პა­ნია ჰოლ­დინ­გის მე­დია სექ­ტორ­ში კუთ­ვნილ კომ­პა­ნი­ებს მარ­თავ­და იმ პე­რი­ოდ­ში, როცა „სა­ქარ­თვე­ლოს ინ­დუსტრი­უ­ლი ჯგუ­ფი” მე­დია ბა­ზარ­ზე უფრო აქ­ტი­უ­რად იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი“, - წერ­და 2013 წელს „სა­ერ­თა­შო­რი­სო გამ­ჭირ­ვა­ლო­ბა“.

ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით­ვე, თა­ვად გი­ორ­გი ჭო­ლა­ძის ძმა, ლე­ვან ჭო­ლა­ძე „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მმარ­თვე­ლო­ბის დროს რამ­დე­ნი­მე თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებ­და.

„ლე­ვან ჭო­ლა­ძე „სა­ქარ­თვე­ლოს ინ­დუსტრი­უ­ლი ჯგუ­ფის” დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს ხელ­მძღვა­ნე­ლი და გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რია. „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში ლე­ვან ჭო­ლა­ძე რამ­დე­ნი­მე თა­ნამ­დე­ბო­ბას ფლობ­და: 2005 წელს იგი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვა­ნი იყო და, იმა­ვე წელს, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლედ და­ი­ნიშ­ნა. 2007-2008 წლებ­ში ჭო­ლა­ძე კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტის (ამ­ჟა­მად სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რი) თავ­მჯდო­მა­რე იყო, შემ­დეგ კი, 2011 წლამ­დე, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლედ მუ­შა­ობ­და“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის 2013 წლის გან­ცხა­დე­ბა­ში.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის აპა­რა­ტის ხელ­ძღვა­ნე­ლად გი­ორ­გი ჭო­ლა­ძის და­ნიშ­ვნას გა­მო­ეხ­მა­უ­რა თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი თინა ხი­და­შე­ლი, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ ჭო­ლა­ძის ძმა ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის მარ­ჯვე­ნა ხელი იყო.

„გი­ორ­გი ჭო­ლა­ძე ოც­ნე­ბის მე­ო­თხე პრე­მი­ე­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­რო­სად და­ი­ნიშ­ნა. მისი ძმა მი­შას უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვა­ნი, კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტის უფ­რო­სი, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის მარ­ჯვე­ნა ხელი, თა­ვად ბა­ტო­ნი გი­ორ­გი ბეჟუ­აშ­ვი­ლის ხე­ლის ბიჭი პრე­მი­ერ­თან ერ­თად. ისიც არ და­გა­ვი­წყდეთ, თქვენ რომ დილა სა­ღა­მოს ქუ­ჩა­ში იდე­ქით თა­ვი­სუ­ფა­ლი სი­ტყვის და მო­პა­რუ­ლი მე­დი­ის და­სა­ცა­ვად, ხან რომ გცემ­დნენ და ხან გა­შან­ტა­ჟებ­დნენ, სწო­რედ იმ მო­პა­რუ­ლი მე­დი­ე­ბის უფ­რო­სი იყო ეს ადა­მი­ა­ნი... თქვემ­მა რჩე­ულ­მა „ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა ოც­ნე­ბამ“ ვა­ნოს ხე­ლის ბი­ჭე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა და მორ­ჩი­ლე­ბა მოგ­თხო­ვათ" - წერს თინა ხი­და­შე­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

რა აკავშირებდა ბეჟუაშვილებთან და მერაბიშვილთან გიორგი ჭოლაძეს, რომელიც პრემიერმა აპარატის ხელმძღვანელად დანიშნა

რა აკავშირებდა ბეჟუაშვილებთან და მერაბიშვილთან გიორგი ჭოლაძეს, რომელიც პრემიერმა აპარატის ხელმძღვანელად დანიშნა

“ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი, ყოფილი მაღალჩინოსანი „ქართულ ოცნებაში" - პრემიერ-მინისტრის ახლადშექმნილ აპარატს გიორგი ჭოლაძე უხელმძღვანელებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატი მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბდა. როგორც პრემიერის პრესსამსახურში აცხადებენ, აპარატს დაექვემდებარება საზოგადოებასთან ურთიერთობების, პროტოკოლისა და საგარეო ურთიერთობათა სამსახურები. მათივე თქმით, აპარატის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნა მხოლოდ პრემიერ-მინისტრის უფლებაა.

რაც შეეხება თავად გიორგი ჭოლაძეს, იგი მამუკა ბახტაძის მინისტრობის დროს ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი იყო. ჭოლაძე ბახტაძესთან ერთად “საქართველოს რკინიგზაშიც” მუშაობდა. როგორც ჩანს, ბახტაძე მას არც პრემიერობის დროს მოიშორებს გვერდიდან და ჭოლაძისთვის ახალი აპარატიც კი შექმნა მთავრობის ადმინისტრაციაში.

"ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე გიორგი ჭოლაძე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატად წარადგინა. თუმცა, პარლამენტში „ქართული ოცნების" უმრავლესობამ ჭოლაძის კანდიდატურა ჩააგდო. მის სასარგებლოდ პარლამენტის 25-მა წევრმა მისცა ხმა, წინააღმდეგი კი 21 დეპუტატი იყო, მაგრამ ეს ხმები აღნიშნულ თანამდებობაზე მის დასამტკიცებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.

თავის დროზე მის ამ თანამდებობაზე წარდგენას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო“, რომელმაც ჭოლაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით 2013 წელს მცირე მოკვლევაც ჩაატარა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, 2013 წელს გიორგი ჭოლაძე იყო შპს „საქართველოს მედია ჰოლდინგის” დირექტორი. ეს კომპანია „ჩემექსიმ ინტერნეიშენალის” საკუთრებაა, ეს უკანასკნელი კი რობერტ ბეჟუაშვილის კონტროლის ქვეშ მყოფი, მარშალის კონძულებზე რეგისტრირებული კომპანიაა. რობერტ ბეჟუაშვილი „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” მფლობელი, „ნაცონალური მოძრაობის” დეპუტატის დავით ბეჟუაშვილისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის გელა ბეჟუაშვილის მამაა.

„ბეჟუაშვილების ოჯახი წილებს „რუსთავი 2”-ში „მზესა” და „პირველ სტერეოშიც” ფლობდა (პირდაპირ ან „ჩემექსიმ ინტერნეიშენალის” მეშვეობით). დავით ბეჟუაშვილთან დაკავშირებული პირები წილებს „პირველ სტერეოსა” და „მზეზე” ახლაც ფლობენ. „საქართველოს მედია ჰოლდინგი” ინგლისურ გამოცემა „ბიზნეს ვიქს” ფლობს. ჭოლაძე ასევე „ჰოლდინგ საქართველოს მედიის გაერთიანების” დირექტორიც იყო (კომპანიამ 2013 წლის თებერვალში შეწყვიტა არსებობა), რომელსაც ასევე „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” ფლობდა. ეს კომპანია ჰოლდინგის მედია სექტორში კუთვნილ კომპანიებს მართავდა იმ პერიოდში, როცა „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” მედია ბაზარზე უფრო აქტიურად იყო წარმოდგენილი“, - წერდა 2013 წელს „საერთაშორისო გამჭირვალობა“.

ორგანიზაციის ინფორმაციითვე, თავად გიორგი ჭოლაძის ძმა, ლევან ჭოლაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს რამდენიმე თანამდებობას იკავებდა.

„ლევან ჭოლაძე „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი და გენერალური დირექტორია. „ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში ლევან ჭოლაძე რამდენიმე თანამდებობას ფლობდა: 2005 წელს იგი უშიშროების საბჭოს მდივანი იყო და, იმავე წელს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. 2007-2008 წლებში ჭოლაძე კონტროლის პალატის (ამჟამად სახელმწიფო აუდიტის სამსახური) თავმჯდომარე იყო, შემდეგ კი, 2011 წლამდე, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა“ - აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციის 2013 წლის განცხადებაში.

პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელძღვანელად გიორგი ჭოლაძის დანიშვნას გამოეხმაურა თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი, რომელიც ამბობს, რომ ჭოლაძის ძმა ვანო მერაბიშვილის მარჯვენა ხელი იყო.

„გიორგი ჭოლაძე ოცნების მეოთხე პრემიერის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა. მისი ძმა მიშას უშიშროების საბჭოს მდივანი, კონტროლის პალატის უფროსი, ვანო მერაბიშვილის მარჯვენა ხელი, თავად ბატონი გიორგი ბეჟუაშვილის ხელის ბიჭი პრემიერთან ერთად. ისიც არ დაგავიწყდეთ, თქვენ რომ დილა საღამოს ქუჩაში იდექით თავისუფალი სიტყვის და მოპარული მედიის დასაცავად, ხან რომ გცემდნენ და ხან გაშანტაჟებდნენ, სწორედ იმ მოპარული მედიების უფროსი იყო ეს ადამიანი... თქვემმა რჩეულმა „ნაციონალურმა ოცნებამ“ ვანოს ხელის ბიჭების პატივისცემა და მორჩილება მოგთხოვათ" - წერს თინა ხიდაშელი.

LIVE "ნიუსრუმიდან" - გედევან ფოფხაძე

"ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო კამპანია გახსნა - ბიძინა ივანიშვილის მიმართვა მქუხარე ტაშის თანხლებით

"ზრუნვა ოჯახზე იმით უნდა გამოვხატოთ, რომ გავუფრთხილდეთ მათ მორალურ მდგომარეობას" - გახარია შაქარაშვილის საქმეზე