პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

31

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მკვლელობა ვარკეთილში: მამაკაცმა საკუთარი სახლიდან უმისამართო გასროლით მეზობელი მოკლა
მკვლელობა ვარკეთილში: მამაკაცმა საკუთარი სახლიდან უმისამართო გასროლით მეზობელი მოკლა

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დე­ტექ­ტი­ვე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს და ისა­ნი-სამ­გო­რის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით, 1956 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი რ.გ. თბი­ლის­ში და­ა­კა­ვეს. მის მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი 7-დან 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა მიმ­დი­ნა­რე წლის 2 ივ­ლისს ვარ­კე­თილ­ში, სა­კუ­თა­რი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ფან­ჯრი­დან, თა­ვის სა­ხელ­ზე გა­ფორ­მე­ბუ­ლი, ნა­გა­ნის სის­ტე­მის ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან ქუ­ჩის მხა­რეს უმი­სა­მარ­თოდ გა­ის­რო­ლა. გას­რო­ლის შე­დე­გად, მო­პირ­და­პი­რე კორ­პუს­ში, გულ­მკერ­დის არე­ში და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო 1953 წელს და­ბა­დე­ბულ­მა შ.მ.-მ, რო­მე­ლიც შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, და­კა­ვე­ბუ­ლის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ჩხრე­კი­სას, და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი - ნა­გა­ნის სის­ტე­მის რე­ვოლ­ვე­რი, 14 ვაზ­ნა და ამა­ვე ია­რა­ღი­დან გას­რო­ლი­ლი ტყვი­ის მას­რა ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს.

გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

იხი­ლეთ ვი­დეო: მსხვერ­პლით დას­რუ­ლე­ბუ­ლი ავა­რია თე­ლავ­ში: ერ­თმა­ნეთს "ოპე­ლი" და "ტო­ი­ო­ტა" შე­ე­ჯახ­ნენ, მძღო­ლი ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

მკვლელობა ვარკეთილში: მამაკაცმა საკუთარი სახლიდან უმისამართო გასროლით მეზობელი მოკლა

მკვლელობა ვარკეთილში: მამაკაცმა საკუთარი სახლიდან უმისამართო გასროლით მეზობელი მოკლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1956 წელს დაბადებული რ.გ. თბილისში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 ივლისს ვარკეთილში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ფანჯრიდან, თავის სახელზე გაფორმებული, ნაგანის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან ქუჩის მხარეს უმისამართოდ გაისროლა. გასროლის შედეგად, მოპირდაპირე კორპუსში, გულმკერდის არეში დაზიანება მიიღო 1953 წელს დაბადებულმა შ.მ.-მ, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი - ნაგანის სისტემის რევოლვერი, 14 ვაზნა და ამავე იარაღიდან გასროლილი ტყვიის მასრა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო: მსხვერპლით დასრულებული ავარია თელავში: ერთმანეთს "ოპელი" და "ტოიოტა" შეეჯახნენ, მძღოლი ადგილზე დაიღუპა

ჩხოროწყუში შვილმა მამა მოკლა, შემდეგ კი თვითდაზიანებები მიიყენა

"უცებ ხმით მაღვიძებს მიშიკო და დგას, მამა, მიშველე, დამჭრაო.." - ძმის მიერ მოკლული 19 წლის ფეხბურთელის მამა ტრაგიკული შემთხვევის ღამეს იხსენებს

"არც მეგონა, რომ დანა მას მოხვდაო..." - ადვოკატი ყვება, რა თქვა დღეს სასამართლოზე 19 წლის ძმის მკვლელობაში ბრალდებულმა