პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თავდაცვის სამინისტრო ტენდერს, რომელშიც ოპერაცია "ენვერის" დროს დაკავებული პეტრე დევრიშაძის კომპანია მონაწილეობდა, აუქმებს
თავდაცვის სამინისტრო ტენდერს, რომელშიც ოპერაცია "ენვერის" დროს დაკავებული პეტრე დევრიშაძის კომპანია მონაწილეობდა, აუქმებს

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ტენ­დერს, რო­მელ­შიც ოპე­რა­ცია „ენ­ვე­რის“ დროს და­კა­ვე­ბუ­ლი პეტ­რე დევ­რი­შა­ძის კომ­პა­ნია მო­ნა­წი­ლე­ობ­და, კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში გა­ა­უქ­მებს. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ და­ვე­ბის საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ი­ღო, რად­გან და­ვე­ბის საბ­ჭომ უწყე­ბას ტენ­დე­რის პი­რო­ბე­ბის გა­და­სინ­ჯვა და­ა­ვა­ლა.

„21 ივ­ლისს გა­მო­ვი­და და­ვე­ბის საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, სა­დაც და­ვე­ბის საბ­ჭომ დაგ­ვა­ვა­ლა ტენ­დე­რის პი­რო­ბე­ბის გა­და­სინ­ჯვა. თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ყო­ველ­თვის ემორ­ჩი­ლე­ბა და ას­რუ­ლებს და­ვე­ბის საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. შე­სა­ბა­მი­სად, გა­მო­ცხად­დე­ბა ახა­ლი ტენ­დე­რი უკვე გა­და­სინ­ჯუ­ლი და გა­და­ხე­დი­ლი პი­რო­ბე­ბით“, - აცხა­დე­ბენ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში.

უწყე­ბის გან­მარ­ტე­ბით, ტენ­დე­რი მა­ღალ­ყე­ლი­ან სამ­ხედ­რო ფეხ­საც­მელს უკავ­შირ­დე­ბო­და.

სტუ­დია ”მო­ნი­ტო­რის“ ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის თა­ნახ­მად, ბიზ­ნეს­მენ­მა პეტ­რე დევ­რი­შა­ძემ და მისი ოჯა­ხის ორმა კომ­პა­ნი­ამ ბოლო სამ წე­ლი­წად­ში 4 მი­ლი­ონ ლარ­ზე მეტი ღი­რე­ბუ­ლე­ბის სა­ხელ­მწი­ფო ტენ­დე­რი მო­ი­გო. კომ­პა­ნი­ე­ბი სა­ხელ­მწი­ფო შეკ­ვე­თებს ძი­რი­თა­დად ში­ნა­გან საქ­მე­თა და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის­გან იღე­ბენ.

დევ­რი­შა­ძე 2010 წელს ”გრუ“-სთან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­პა­ტიმ­რეს. ის ოპე­რა­ცია “ენ­ვე­რის” დროს და­კა­ვე­ბუ­ლი 13 პი­რი­დან ერ­თა­დერ­თია, რო­მელ­მაც რუ­სულ სპეც­სამ­სა­ხურ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა აღი­ა­რა. პეტ­რე დევ­რი­შა­ძეს საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა 2011 წელს გა­უ­ფორ­მეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

თავდაცვის სამინისტრო ტენდერს, რომელშიც ოპერაცია "ენვერის" დროს დაკავებული პეტრე დევრიშაძის კომპანია მონაწილეობდა, აუქმებს

თავდაცვის სამინისტრო ტენდერს, რომელშიც ოპერაცია "ენვერის" დროს დაკავებული პეტრე დევრიშაძის კომპანია მონაწილეობდა, აუქმებს

თავდაცვის სამინისტრო ტენდერს, რომელშიც ოპერაცია „ენვერის“ დროს დაკავებული პეტრე დევრიშაძის კომპანია მონაწილეობდა, კანონით დადგენილ ვადაში გააუქმებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნული გადაწყვეტილება თავდაცვის სამინისტრომ დავების საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე მიიღო, რადგან დავების საბჭომ უწყებას ტენდერის პირობების გადასინჯვა დაავალა.

„21 ივლისს გამოვიდა დავების საბჭოს გადაწყვეტილება, სადაც დავების საბჭომ დაგვავალა ტენდერის პირობების გადასინჯვა. თავდაცვის სამინისტრო ყოველთვის ემორჩილება და ასრულებს დავების საბჭოს გადაწყვეტილებას. შესაბამისად, გამოცხადდება ახალი ტენდერი უკვე გადასინჯული და გადახედილი პირობებით“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

უწყების განმარტებით, ტენდერი მაღალყელიან სამხედრო ფეხსაცმელს უკავშირდებოდა.

სტუდია ”მონიტორის“ ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ბიზნესმენმა პეტრე დევრიშაძემ და მისი ოჯახის ორმა კომპანიამ ბოლო სამ წელიწადში 4 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სახელმწიფო ტენდერი მოიგო. კომპანიები სახელმწიფო შეკვეთებს ძირითადად შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებისგან იღებენ.

დევრიშაძე 2010 წელს ”გრუ“-სთან თანამშრომლობის ბრალდებით დააპატიმრეს. ის ოპერაცია “ენვერის” დროს დაკავებული 13 პირიდან ერთადერთია, რომელმაც რუსულ სპეცსამსახურთან თანამშრომლობა აღიარა. პეტრე დევრიშაძეს საპროცესო შეთანხმება 2011 წელს გაუფორმეს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს