45 წლის ჰაიდი კლუმი ახალგაზრდა მეგობარ მამაკაცთან ერთად ნიუ-იორკში დააფიქსირეს, 28 წლის მუსიკოსი ტომ კაულიცი და ცნობილი ტოპმოდელი ჟურნალისტების ყურადღები ცენტრში ხშირად ხვდებიან.
„დეილი მეილის“ ინფორმაციით, წყვილი ამჯერად ჰაიდის დედასთან და ქალიშვილთან ერთად გადაიღეს. კლუმს შავი კაბა და შავი სანდლები ეცვა. შავ სამოსში იყო გამოწყობილი ტომიც. ჰაიდის 8 წლის გოგონა, ლუ ძალიან მხიარული ჩანდა დედასთან, მის მეგობარ მამაკაცთან და ბებიასთან, ერნასთან ერთად.
გერმანელ სუპერმოდელს, ლუს გარდა ყოფილი ქმრისგან, სილისგან კიდევ 2 შვილი ჰყავს, მეოთხე - 14 წლის გოგონა ლენი კი იტალიის ფორმულა ერთის გუნდის მენეჯერთან, ფლავიო ბიატორესთან ცხოვრებისას შეეძინა.
ტომი და ჰეიდი ერთად პირველად გაზაფხულზე გადაიღეს. კლუმი ამჟამად შოუს America's Got Talent ჟიურის წევრია.
ნახეთ ასევე : 44 წლის ჰაიდი კლუმი 28 წლის მეგობარ ბიჭთან ერთად შიშველი გადაიღეს