პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დააკავეს ცოლ-ქმარი, რომელიც 8 წლის ბავშვებს შუქნიშნებთან და მეტროში მათხოვრობას აიძულებდა
დააკავეს ცოლ-ქმარი, რომელიც 8 წლის ბავშვებს შუქნიშნებთან და მეტროში მათხოვრობას აიძულებდა

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა თბი­ლის­ში არას­რულ­წლო­ვან­თა შრო­მი­თი ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის ფაქ­ტზე, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, 2 პირი და­ა­კა­ვეს.

ამის შე­სა­ხებ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს­მა მა­მუ­კა ჭე­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

„ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო არას­რულ­წლო­ვან­თა ტრე­ფი­კინ­გის წი­ნა­აღ­მდეგ ეფექ­ტი­ა­ნი ბრძო­ლის და ქუ­ჩა­ში მო­მუ­შა­ვე ბავ­შვე­ბის პრობ­ლე­მე­ბის აღ­მო­ფხვრის მიზ­ნით აქ­ტი­უ­რად ახორ­ცი­ე­ლებს სხვა­დას­ხვა სა­ხის ღო­ნის­ძი­ე­ბას. სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ადა­მი­ა­ნით ვაჭ­რო­ბის (ტრე­ფი­კინ­გის) წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტმა 2018 წლის ან­გა­რიშ­ში და­დე­ბი­თად შე­ა­ფა­სა. აღ­ნიშ­ნუ­ლი დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლო სრუ­ლად აკ­მა­ყო­ფი­ლებს ტრე­ფი­კინგთან ბრძო­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებს. ან­გა­რიშ­ში პო­ზი­ტი­უ­რად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი ტრე­ფი­კინ­გის შემ­თხვე­ვე­ბის ეფექ­ტი­ა­ნი გა­მო­ძი­ე­ბა და დამ­ნა­შა­ვე­თა მი­მართ სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის კომ­პო­ნენ­ტი, ხოლო სა­ქარ­თვე­ლოს ძა­ლის­ხმე­ვა ქუ­ჩა­ში მცხოვ­რებ ბავ­შვთა პრობ­ლე­მის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო მა­გა­ლი­თად არის მოყ­ვა­ნი­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ჭე­ლი­ძემ.

მისი თქმით, ამ­ჯე­რად ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა თბი­ლის­ში არას­რულ­წლო­ვან­თა შრო­მი­თი ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის ფაქ­ტზე, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე 2 პირი და­ა­კა­ვეს.

„და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს ტრე­ფი­კინ­გის და უკა­ნო­ნო მიგ­რა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, არას­რულ­წლო­ვან­თა ტრე­ფი­კინ­გის ბრალ­დე­ბით, 1957 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი პ.მ. და მისი მე­უღ­ლე - 1959 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.მ. და­ა­კა­ვეს. მათ მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი 17-დან 20 წლამ­დე ვა­დით ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი ცოლ-ქმა­რი უკა­ნო­ნო შრო­მით ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ას უწევ­და 2010 წელს და­ბა­დე­ბულ მცი­რე­წლო­ვან ბავ­შვებს - ი.მ.-ს და ა. მ.-ს. კერ­ძოდ, ისი­ნი მუ­ქა­რის გა­მო­ყე­ნე­ბით გო­გო­ნებ­ზე ფსი­ქო­ლო­გი­ურ ზე­წო­ლას ახ­დენ­დნენ და თბი­ლის­ში, პე­კი­ნის ქუ­ჩა­ზე არ­სე­ბულ შუქ­ნიშ­ნებ­თან, მეტ­რო­სად­გუ­რე­ბის შე­სას­ვლე­ლებ­ში, გა­და­სას­ვლე­ლებ­ში და მეტ­როს მა­ტა­რებ­ლის ვა­გო­ნებ­ში მო­წყა­ლე­ბის თხოვ­ნის გზით თან­ხის შეგ­რო­ვე­ბას აი­ძუ­ლებ­დნენ. გა­მო­ძი­ე­ბამ, ასე­ვე, და­ად­გი­ნა, რომ ტრე­ფი­კინ­გის მსხვერ­პლი მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვე­ბის მიერ მო­წყა­ლე­ბის შეგ­რო­ვე­ბის პრო­ცესს ა.მ. აკონ­ტრო­ლებ­და. იგი გო­გო­ნებს მო­წყა­ლე­ბით შეგ­რო­ვილ ფულს არ­თმევ­და და მე­უღ­ლეს - პ.მ.-ს აძ­ლევ­და. მო­წყა­ლე­ბის თხოვ­ნის გაგ­რძე­ლე­ბა­ზე უა­რის შემ­თხვე­ვა­ში პ.მ. გო­გო­ნებს ემუქ­რე­ბო­და და უკა­ნო­ნო შრო­მას აი­ძუ­ლებ­და. გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 143-ე პრი­მა-2 მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის „ბ“, „გ“ და „ვ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით და მე-4 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფის მიერ იძუ­ლე­ბით, შან­ტა­ჟით ან მო­ტყუ­ე­ბით, ორი ან მეტი არას­რულ­წლოვ­ნით ვაჭ­რო­ბას (ტრე­ფი­კინგს) გუ­ლის­ხმობს“, - გა­ნა­ცხა­და ჭე­ლი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ინ­ტენ­სი­უ­რად გა­ნაგ­რძობს არას­რულ­წლო­ვან­თა მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი ყვე­ლა იმ ფაქ­ტის გა­მოვ­ლე­ნას, სა­დაც ად­გი­ლი აქვს ბავ­შვე­ბის შრო­მით ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ას ან მათ მა­თხოვ­რო­ბა­ში თუ ან­ტი­სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩარ­თვას. ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის მსხვერ­პლსა და დამ­ნა­შა­ვეს შო­რის ახლო ნა­თე­სა­უ­რი თუ სხვა კავ­ში­რის მი­უ­ხე­და­ვად, ყვე­ლა გა­მოვ­ლე­ნილ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ფაქ­ტზე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის რე­ა­გი­რე­ბა პრინ­ცი­პუ­ლად მკაც­რი იქ­ნე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

დააკავეს ცოლ-ქმარი, რომელიც 8 წლის ბავშვებს შუქნიშნებთან და მეტროში მათხოვრობას აიძულებდა

დააკავეს ცოლ-ქმარი, რომელიც 8 წლის ბავშვებს შუქნიშნებთან და მეტროში მათხოვრობას აიძულებდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში არასრულწლოვანთა შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 2 პირი დააკავეს.

ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის და ქუჩაში მომუშავე ბავშვების პრობლემების აღმოფხვრის მიზნით აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა სახის ღონისძიებას. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 2018 წლის ანგარიშში დადებითად შეაფასა. აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, საქართველო სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგთან ბრძოლის საერთაშორისო სტანდარტებს. ანგარიშში პოზიტიურად არის შეფასებული ტრეფიკინგის შემთხვევების ეფექტიანი გამოძიება და დამნაშავეთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის კომპონენტი, ხოლო საქართველოს ძალისხმევა ქუჩაში მცხოვრებ ბავშვთა პრობლემის აღმოსაფხვრელად ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად არის მოყვანილი“, - განაცხადა ჭელიძემ.

მისი თქმით, ამჯერად შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში არასრულწლოვანთა შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 2 პირი დააკავეს.

„დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან და ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოსთან თანამშრომლობით, არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით, 1957 წელს დაბადებული პ.მ. და მისი მეუღლე - 1959 წელს დაბადებული ა.მ. დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 17-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ცოლ-ქმარი უკანონო შრომით ექსპლუატაციას უწევდა 2010 წელს დაბადებულ მცირეწლოვან ბავშვებს - ი.მ.-ს და ა. მ.-ს. კერძოდ, ისინი მუქარის გამოყენებით გოგონებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ და თბილისში, პეკინის ქუჩაზე არსებულ შუქნიშნებთან, მეტროსადგურების შესასვლელებში, გადასასვლელებში და მეტროს მატარებლის ვაგონებში მოწყალების თხოვნის გზით თანხის შეგროვებას აიძულებდნენ. გამოძიებამ, ასევე, დაადგინა, რომ ტრეფიკინგის მსხვერპლი მცირეწლოვანი ბავშვების მიერ მოწყალების შეგროვების პროცესს ა.მ. აკონტროლებდა. იგი გოგონებს მოწყალებით შეგროვილ ფულს ართმევდა და მეუღლეს - პ.მ.-ს აძლევდა. მოწყალების თხოვნის გაგრძელებაზე უარის შემთხვევაში პ.მ. გოგონებს ემუქრებოდა და უკანონო შრომას აიძულებდა. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 143-ე პრიმა-2 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ იძულებით, შანტაჟით ან მოტყუებით, ორი ან მეტი არასრულწლოვნით ვაჭრობას (ტრეფიკინგს) გულისხმობს“, - განაცხადა ჭელიძემ.

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ინტენსიურად განაგრძობს არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი ყველა იმ ფაქტის გამოვლენას, სადაც ადგილი აქვს ბავშვების შრომით ექსპლუატაციას ან მათ მათხოვრობაში თუ ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვას. ექსპლუატაციის მსხვერპლსა და დამნაშავეს შორის ახლო ნათესაური თუ სხვა კავშირის მიუხედავად, ყველა გამოვლენილ დანაშაულებრივ ფაქტზე სამართალდამცველების რეაგირება პრინციპულად მკაცრი იქნება.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს