სამხედრო
პოლიტიკა
Faceამბები

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გამოქვაბულში ჩარჩენილ ბავშვებს რთული ევაკუაციისთვის ამზადებენ - ფეხბურთელების ახალი ვიდეო გავრცელდა
გამოქვაბულში ჩარჩენილ ბავშვებს რთული ევაკუაციისთვის ამზადებენ - ფეხბურთელების ახალი ვიდეო გავრცელდა

ტა­ი­ლან­დში, გა­მოქ­ვა­ბულ­ში ჩარ­ჩე­ნი­ლი ბავ­შვე­ბი, მდგო­მა­რე­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, თავს კარ­გად გრძნო­ბენ. CNN ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის გუნ­დის ახალ ვი­დე­ოს ავ­რცე­ლებს, სა­დაც ბი­ჭე­ბი ფოლ­გის მო­სას­ხა­მებ­ში არი­ან გახ­ვე­უ­ლი და ამ­ბო­ბენ, რომ ჯან­მრთე­ლად არი­ან.

ბავ­შვე­ბი­სა და მათი მწვრთნე­ლის გა­მო­საყ­ვა­ნად მაშ­ვე­ლე­ბი რამ­დე­ნი­მე გეგ­მა­ზე მუ­შა­ო­ბენ. ტა­ლა­ხი­თა და წყლით და­ფა­რუ­ლი გვი­რა­ბე­ბი, სა­დაც ბი­ჭებს გავ­ლა მო­უ­წევთ, ძა­ლი­ან ვიწ­როა.

დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ნა­რონგსაკ ოსო­ტა­ნა­კორნ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ბავ­შვე­ბის გა­მოყ­ვა­ნა ამ ეტაპ­ზე ძა­ლი­ან რთუ­ლია, ის ვერ ასა­ხე­ლებს ზუსტ დროს, რო­დის იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის ევა­კუ­ა­ცია.

„მხო­ლოდ იმი­სი თქმა შე­მიძ­ლია, რომ ყვე­ლა ძა­ლი­ან ბევ­რს მუ­შა­ობს. ერთი დღე არა­ვის და­უს­ვე­ნია, ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ, რომ ბავ­შვე­ბი უსაფრ­თხოდ იყ­ვნენ“, - აღ­ნიშ­ნა ოსო­ტა­ნა­კორნ­მა.

ვი­დეო: გა­მოქ­ვა­ბულ­ში ჩარ­ჩე­ნილ ბავ­შვებს ევა­კუ­ა­ცი­ის­თვის ამ­ზა­დე­ბენ

იმის­თვის, რომ ბი­ჭე­ბი თავს მხნედ გრძნობ­დნენ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ცდი­ლობს სა­ტე­ლე­ფო­ნო ხა­ზე­ბის და­მონ­ტა­ჟე­ბას გა­მოქ­ვა­ბულ­ში, რომ ბავ­შვებ­მა მშობ­ლებ­თან სა­უ­ბა­რი შეძ­ლონ.

უკვე 36 სა­ა­თი გა­ვი­და მას შემ­დეგ, რაც ბრი­ტა­ნელ­მა მყვინ­თა­ვებ­მა გა­უ­ჩი­ნა­რე­ბულ ბავ­შვებს გა­მოქ­ვა­ბულ­ში მი­აგ­ნეს. ამის მი­უ­ხე­და­ვად, ბი­ჭე­ბის გა­მოყ­ვა­ნა ვერ ხერ­ხდე­ბა, რად­გან დიდ რის­კებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ევა­კუ­ა­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში ფეხ­ბურ­თე­ლებს, რომ­ლე­ბის ასა­კი 11-დან 16 წლამ­დეა, ხან­გრძლი­ვი და სა­ხი­ფა­თო ყვინ­თვა ელით. ბავ­შვებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბა მათი 25 წლის მწვრთნე­ლიც. გა­მოქ­ვა­ბულ­ში გა­და­ად­გი­ლე­ბა გა­მოც­დი­ლი მყვინ­თა­ვე­ბის­თვი­საც კი საკ­მა­ოდ რთუ­ლია - მათ შო­რის სპე­ცი­ა­ლუ­რად მომ­ზა­დე­ბუ­ლი ექი­მი­სა და ექთ­ნის­თვის, რომ­ლებ­მაც სამ­შა­ბათს ღამე ბავ­შვებ­თან და მწვრთნელ­თან ერ­თად გა­ა­ტა­რეს.

პირ­ვე­ლა­დი შე­მოწ­მე­ბის შე­დე­გად, ექი­მის დას­კვნით, ბი­ჭე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბას საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

მყვინ­თა­ვებს ბავ­შვებ­თან ცი­ლის მა­ღა­ლი შემ­ცვე­ლო­ბის საკ­ვე­ბი შე­აქვთ, რომ მათ ენერ­გი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა შეძ­ლონ. მაშ­ვე­ლე­ბი ცდი­ლო­ბენ, ბი­ჭე­ბი ფი­ზი­კუ­რად მო­ამ­ზა­დონ რთუ­ლი ევა­კუ­ა­ცი­ის­თვის. ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის ნა­წილ­მა ცურ­ვაც კი არ იცის. მათ ას­წავ­ლი­ან, რო­გორ მო­ირ­გონ სა­ხე­ზე ჟანგბა­დის ნიღ­ბე­ბი, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც დატ­ბო­რილ გვი­რაბ­ში გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას სუნ­თქვას შეძ­ლე­ბენ.

ოსო­ტა­ნა­კორ­ნის თქმით, მაშ­ვე­ლე­ბი ბი­ჭებს ერ­თდრო­უ­ლად არ გა­მო­იყ­ვა­ნენ.

„პირ­ვე­ლად გა­მოვ­ლენ ისი­ნი, ვინც მზად იქ­ნე­ბი­ან. ყო­ველ­დღი­უ­რად ვა­ფა­სებთ მდგო­მა­რე­ო­ბას, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი უნდა ვი­ყოთ, რომ მზად არი­ან. თუ რა­ი­მე სა­რის­კო იქ­ნე­ბა, ევა­კუ­ა­ცი­ის გეგ­მას არ გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ,“ - აღ­ნიშ­ნა მან.

მარ­თა­ლია, ბავ­შვე­ბი ახლა ჯან­მრთე­ლე­ბი არი­ან, თუმ­ცა მათ სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე ნე­ბის­მი­ერ დროს შე­საძ­ლოა, და­ე­მუქ­როს. სი­ნოპ­ტი­კო­სე­ბი წვი­მას პროგ­ნო­ზი­რე­ბენ, რაც წყლის დო­ნის აწე­ვას გა­მო­იწ­ვევს და შე­საძ­ლოა, კლდის შვე­რი­ლი, სა­დაც ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი აფა­რე­ბენ თავს, წყლით და­ი­ფა­როს.

ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში კარ­გმა ამინდმა მაშ­ვე­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა მო­ემ­ზა­დე­ბი­ნათ ფან­ჯა­რა, სა­ი­და­ნაც ბავ­შვებს გა­მო­იყ­ვა­ნენ. ჯა­რის­კა­ცე­ბი შე­უს­ვე­ნებ­ლად ვარ­ჯი­შო­ბენ ევა­კუ­ა­ცი­ის­თვის.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ახლა ბავ­შვე­ბის გა­მოყ­ვა­ნის ყვე­ლა­ზე უსაფრ­თხო გზებ­ზე მსჯე­ლო­ბენ. 9 დღე საკ­ვე­ბის გა­რე­შე, სიბ­ნე­ლე­ში ყოფ­ნის გამო ბი­ჭე­ბი და­სუს­ტე­ბუ­ლე­ბი არი­ან და მწყობ­რში არც ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მა აქვთ.

გა­მოქ­ვა­ბულ­თან მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია პო­ლი­ცია, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რე­ბი, სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნე­ბი და ასო­ბით ჟურ­ნა­ლის­ტი.

12 ფეხ­ბურ­თე­ლი და მათი მწვრთნე­ლი 23 ივ­ნისს გა­უ­ჩი­ნარ­და. ისი­ნი გა­მოქ­ვა­ბულ­ში ექ­სკურ­სი­ა­ზე წა­ვიდ­ნენ, თუმ­ცა იმის გამო, რომ გა­მო­სას­ვლე­ლი და­იტ­ბო­რა, გა­რეთ გა­მოს­ვლა ვე­ღარ შეძ­ლეს.

ჩრდი­ლო­ეთ ტა­ი­ლან­დში მდე­ბა­რე გა­მოქ­ვა­ბუ­ლე­ბის კომ­პლექ­სი თამ ლუ­ან­გი წვი­მის სე­ზო­ნის დროს ხში­რად იტ­ბო­რე­ბა, წყალ­დი­დო­ბა სექ­ტემ­ბერ - ოქ­ტომ­ბრამ­დე გრძელ­დე­ბა.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

გამოქვაბულში ჩარჩენილ ბავშვებს რთული ევაკუაციისთვის ამზადებენ - ფეხბურთელების ახალი ვიდეო გავრცელდა

გამოქვაბულში ჩარჩენილ ბავშვებს რთული ევაკუაციისთვის ამზადებენ - ფეხბურთელების ახალი ვიდეო გავრცელდა

ტაილანდში, გამოქვაბულში ჩარჩენილი ბავშვები, მდგომარეობის გათვალისწინებით, თავს კარგად გრძნობენ. CNN ფეხბურთელების გუნდის ახალ ვიდეოს ავრცელებს, სადაც ბიჭები ფოლგის მოსასხამებში არიან გახვეული და ამბობენ, რომ ჯანმრთელად არიან.

ბავშვებისა და მათი მწვრთნელის გამოსაყვანად მაშველები რამდენიმე გეგმაზე მუშაობენ. ტალახითა და წყლით დაფარული გვირაბები, სადაც ბიჭებს გავლა მოუწევთ, ძალიან ვიწროა.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მთავრობის წარმომადგენელმა ნარონგსაკ ოსოტანაკორნმა განაცხადა, რომ ბავშვების გამოყვანა ამ ეტაპზე ძალიან რთულია, ის ვერ ასახელებს ზუსტ დროს, როდის იქნება შესაძლებელი ფეხბურთელების ევაკუაცია.

„მხოლოდ იმისი თქმა შემიძლია, რომ ყველა ძალიან ბევრს მუშაობს. ერთი დღე არავის დაუსვენია, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ბავშვები უსაფრთხოდ იყვნენ“, - აღნიშნა ოსოტანაკორნმა.

ვიდეო: გამოქვაბულში ჩარჩენილ ბავშვებს ევაკუაციისთვის ამზადებენ

იმისთვის, რომ ბიჭები თავს მხნედ გრძნობდნენ, ხელისუფლება ცდილობს სატელეფონო ხაზების დამონტაჟებას გამოქვაბულში, რომ ბავშვებმა მშობლებთან საუბარი შეძლონ.

უკვე 36 საათი გავიდა მას შემდეგ, რაც ბრიტანელმა მყვინთავებმა გაუჩინარებულ ბავშვებს გამოქვაბულში მიაგნეს. ამის მიუხედავად, ბიჭების გამოყვანა ვერ ხერხდება, რადგან დიდ რისკებთან არის დაკავშირებული. ევაკუაციის შემთხვევაში ფეხბურთელებს, რომლების ასაკი 11-დან 16 წლამდეა, ხანგრძლივი და სახიფათო ყვინთვა ელით. ბავშვებთან ერთად იმყოფება მათი 25 წლის მწვრთნელიც. გამოქვაბულში გადაადგილება გამოცდილი მყვინთავებისთვისაც კი საკმაოდ რთულია - მათ შორის სპეციალურად მომზადებული ექიმისა და ექთნისთვის, რომლებმაც სამშაბათს ღამე ბავშვებთან და მწვრთნელთან ერთად გაატარეს.

პირველადი შემოწმების შედეგად, ექიმის დასკვნით, ბიჭების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

მყვინთავებს ბავშვებთან ცილის მაღალი შემცველობის საკვები შეაქვთ, რომ მათ ენერგიის შენარჩუნება შეძლონ. მაშველები ცდილობენ, ბიჭები ფიზიკურად მოამზადონ რთული ევაკუაციისთვის. ფეხბურთელების ნაწილმა ცურვაც კი არ იცის. მათ ასწავლიან, როგორ მოირგონ სახეზე ჟანგბადის ნიღბები, რომლის საშუალებითაც დატბორილ გვირაბში გადაადგილებისას სუნთქვას შეძლებენ.

ოსოტანაკორნის თქმით, მაშველები ბიჭებს ერთდროულად არ გამოიყვანენ.

„პირველად გამოვლენ ისინი, ვინც მზად იქნებიან. ყოველდღიურად ვაფასებთ მდგომარეობას, დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ მზად არიან. თუ რაიმე სარისკო იქნება, ევაკუაციის გეგმას არ განვახორციელებთ,“ - აღნიშნა მან.

მართალია, ბავშვები ახლა ჯანმრთელები არიან, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე ნებისმიერ დროს შესაძლოა, დაემუქროს. სინოპტიკოსები წვიმას პროგნოზირებენ, რაც წყლის დონის აწევას გამოიწვევს და შესაძლოა, კლდის შვერილი, სადაც ფეხბურთელები აფარებენ თავს, წყლით დაიფაროს.

ბოლო დღეების განმავლობაში კარგმა ამინდმა მაშველებს საშუალება მისცა მოემზადებინათ ფანჯარა, საიდანაც ბავშვებს გამოიყვანენ. ჯარისკაცები შეუსვენებლად ვარჯიშობენ ევაკუაციისთვის.

სპეციალისტები ახლა ბავშვების გამოყვანის ყველაზე უსაფრთხო გზებზე მსჯელობენ. 9 დღე საკვების გარეშე, სიბნელეში ყოფნის გამო ბიჭები დასუსტებულები არიან და მწყობრში არც ნერვული სისტემა აქვთ.

გამოქვაბულთან მობილიზებულია პოლიცია, სამაშველო სამსახურები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები და ასობით ჟურნალისტი.

12 ფეხბურთელი და მათი მწვრთნელი 23 ივნისს გაუჩინარდა. ისინი გამოქვაბულში ექსკურსიაზე წავიდნენ, თუმცა იმის გამო, რომ გამოსასვლელი დაიტბორა, გარეთ გამოსვლა ვეღარ შეძლეს.

ჩრდილოეთ ტაილანდში მდებარე გამოქვაბულების კომპლექსი თამ ლუანგი წვიმის სეზონის დროს ხშირად იტბორება, წყალდიდობა სექტემბერ - ოქტომბრამდე გრძელდება.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე