პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაპირისპირება პარლამენტში სოფიო კილაძესა და ზურაბ ჭიაბერაშვილს შორის - "სირცხვილია, თქვენ რომ საუბრობთ სიღარიბეზე"
დაპირისპირება პარლამენტში სოფიო კილაძესა და ზურაბ ჭიაბერაშვილს შორის - "სირცხვილია, თქვენ რომ საუბრობთ სიღარიბეზე"

სირ­ცხვი­ლია „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ძვე­ლი თუ ახა­ლი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სი­ღა­რი­ბე­ზე ლა­პა­რა­კობ­დნენ, - ასე მი­მარ­თა რამ­დე­ნი­მე კო­მი­ტე­ტის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სხდო­მა­ზე, სა­დაც მთავ­რო­ბის სტრუქ­ტუ­რულ ცვლი­ლე­ბებს გა­ნი­ხი­ლავ­დნენ, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე სო­ფიო კი­ლა­ძემ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ ზუ­რაბ ჭი­ა­ბე­რაშ­ვილს. მისი თქმით, ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლის მხრი­დან სი­ღა­რი­ბე­ზე სა­უ­ბა­რი უდი­დე­სი სირ­ცხვი­ლია.

„ბა­ტო­ნო ზურა, ჩვენ პირ­ვე­ლე­ბი ვართ ვინც ვამ­ბობთ, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში არის სი­ღა­რი­ბე, მათ შო­რის ბავ­შვთა სი­ღა­რი­ბე, თუმ­ცა სირ­ცხვი­ლია, თქვენ რომ სა­უბ­რობთ სი­ღა­რე­ბე­ზე, რო­დე­საც თქვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში ხმა არ ამო­გი­ღი­ათ არც ერთ წარ­მო­მად­გე­ნელს. უდი­დე­სი სირ­ცხვი­ლია თქვენ­გან ამის გა­კე­თე­ბა. სირ­ცხვი­ლია „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ძვე­ლი თუ ახა­ლი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სი­ღა­რი­ბე­ზე ლა­პა­რა­კობ­დნენ“, - გა­ნა­ცხა­და კი­ლა­ძემ.

პარ­ლა­მენ­ტში, რამ­დე­ნი­მე კო­მი­ტე­ტის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სხდო­მა, სა­დაც მთავ­რო­ბის სტრუქ­ტუ­რულ ცვლი­ლე­ბებს გა­ნი­ხი­ლავ­დნენ, კა­მა­თის ფონ­ზე წა­რი­მარ­თა. სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბა­სა და უმ­რავ­ლე­სო­ბას შო­რის კა­მა­თი „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ წევ­რის, ზუ­რაბ ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლის გა­მოს­ვლას მოჰ­ყვა, რო­მელ­მაც გა­ნა­ცხა­და, რომ რე­ა­ლუ­რად არა­ფე­რი იც­ვლე­ბა და წარ­მოდ­გე­ნი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი არის მხო­ლოდ კოს­მე­ტი­კუ­რი. კა­მა­თის ერთ-ერთი სა­გა­ნი იყო ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლის მიერ სი­ღა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბაც.

„მთავ­რო­ბის წევ­რე­ბი და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი მცი­რე მთავ­რო­ბის არას­წორ გან­მარ­ტე­ბას აკე­თე­ბენ, თით­ქოს ეს არის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ხარ­ჯის შე­ფარ­დე­ბა მშპ-სთან. მცი­რე მთავ­რო­ბა არის სამ­თავ­რო­ბო ხარ­ჯე­ბის შე­ფარ­დე­ბა მშპ-სთან. ამ თვალ­საზ­რი­სით, ისე­თი ქვეყ­ნე­ბი რომ ავი­ღოთ, რო­გორც აშშ-ია, სამ­თავ­რო­ბო ხარ­ჯი შე­ად­გენს 22.7%-ს, გერ­მა­ნი­ა­ში 27.9%-ს. ცუდი მა­გა­ლი­თი არის ევ­რო­კავ­ში­რი­დან სა­ბერ­ძნე­თი, სა­დაც 48.8%-ია. ზო­გა­დად, ეკო­ნო­მის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ რაც უფრო მცი­რეა მთავ­რო­ბა, ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა უკე­თე­სია. იდეა მცი­რე მთავ­რო­ბის სწო­რი და კარ­გია, თუმ­ცა არას­წო­რად არის შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი მთავ­რო­ბის მიერ. სა­ქარ­თვე­ლო­ში უფრო მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია (29%), ვიდ­რე აშშ-სა და გერ­მა­ნი­ა­ში და ეს ხდე­ბა იმ ფონ­ზე, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში სი­ღა­რი­ბე გა­ი­ზარ­და. მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­საც თუ ჩავ­თვლით, მთლი­ა­ნად ჩვე­ნი ბი­უ­როკ­რა­ტია ყო­ვე­ლი 100-ლა­რი­დან 35 ლარს. ამ­ხე­ლა პა­კე­ტი, რაც წარ­მოდ­გე­ნი­ლია, არის სა­ხელ­წო­დე­ბის ცვლი­ლე­ბე­ბი კა­ნო­ნებ­ში და მეტი არა­ფე­რი. არა­ნა­ი­რი კონ­კრე­ტუ­ლი გეგ­მა, თუ რო­გორ უნდა შემ­ცირ­დეს მთავ­რო­ბის ზომა, მთავ­რო­ბას არ წარ­მო­უდ­გე­ნია. მთავ­რო­ბის ზომა მცირ­დე­ბა, რო­დე­საც ნაკ­ლებ გა­და­სა­ხა­დებს იღებს მთავ­რო­ბა ეკო­ნო­მი­კი­დან. ეს არის კოს­მე­ტი­კუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი. სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის რი­ცხვი და რა­ო­დე­ნო­ბა არ არის კავ­შირ­ში მცი­რე მთავ­რო­ბას­თან, თუ მთავ­რო­ბა ისე­ვე ერე­ვა ეკო­ნო­მი­კა­ში, რო­გორც ჩვენ ვხე­დავთ ბოლო წლებ­ში. წარ­მოდ­გე­ნი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი არ პა­სუ­ხობს, რაც ჩვენ ქვე­ყა­ნას სჭირ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ჭი­ა­ბე­რაშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები კიევიდან - რუსებმა ქალაქს დრონებით და რაკეტებით დაარტყეს

დაპირისპირება პარლამენტში სოფიო კილაძესა და ზურაბ ჭიაბერაშვილს შორის - "სირცხვილია, თქვენ რომ საუბრობთ სიღარიბეზე"

დაპირისპირება პარლამენტში სოფიო კილაძესა და ზურაბ ჭიაბერაშვილს შორის - "სირცხვილია, თქვენ რომ საუბრობთ სიღარიბეზე"

სირცხვილია „ნაციონალური მოძრაობის“ ძველი თუ ახალი წარმომადგენლები სიღარიბეზე ლაპარაკობდნენ, - ასე მიმართა რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებს განიხილავდნენ, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძემ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელ ზურაბ ჭიაბერაშვილს. მისი თქმით, ჭიაბერაშვილის მხრიდან სიღარიბეზე საუბარი უდიდესი სირცხვილია.

„ბატონო ზურა, ჩვენ პირველები ვართ ვინც ვამბობთ, რომ ამ ქვეყანაში არის სიღარიბე, მათ შორის ბავშვთა სიღარიბე, თუმცა სირცხვილია, თქვენ რომ საუბრობთ სიღარებეზე, როდესაც თქვენი ხელისუფლების პირობებში ხმა არ ამოგიღიათ არც ერთ წარმომადგენელს. უდიდესი სირცხვილია თქვენგან ამის გაკეთება. სირცხვილია „ნაციონალური მოძრაობის“ ძველი თუ ახალი წარმომადგენლები სიღარიბეზე ლაპარაკობდნენ“, - განაცხადა კილაძემ.

პარლამენტში, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებული სხდომა, სადაც მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებს განიხილავდნენ, კამათის ფონზე წარიმართა. საპარლამენტო უმცირესობასა და უმრავლესობას შორის კამათი „ევროპული საქართველოს“ წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც განაცხადა, რომ რეალურად არაფერი იცვლება და წარმოდგენილი ცვლილებები არის მხოლოდ კოსმეტიკური. კამათის ერთ-ერთი საგანი იყო ჭიაბერაშვილის მიერ სიღარებასთან დაკავშირებული განცხადებაც.

„მთავრობის წევრები და პრემიერ-მინისტრი მცირე მთავრობის არასწორ განმარტებას აკეთებენ, თითქოს ეს არის ადმინისტრაციული ხარჯის შეფარდება მშპ-სთან. მცირე მთავრობა არის სამთავრობო ხარჯების შეფარდება მშპ-სთან. ამ თვალსაზრისით, ისეთი ქვეყნები რომ ავიღოთ, როგორც აშშ-ია, სამთავრობო ხარჯი შეადგენს 22.7%-ს, გერმანიაში 27.9%-ს. ცუდი მაგალითი არის ევროკავშირიდან საბერძნეთი, სადაც 48.8%-ია. ზოგადად, ეკონომისტები ამბობენ, რომ რაც უფრო მცირეა მთავრობა, ეკონომიკური ზრდა უკეთესია. იდეა მცირე მთავრობის სწორი და კარგია, თუმცა არასწორად არის შემოთავაზებული მთავრობის მიერ. საქართველოში უფრო მაღალი მაჩვენებელია (29%), ვიდრე აშშ-სა და გერმანიაში და ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში სიღარიბე გაიზარდა. მუნიციპალიტეტებსაც თუ ჩავთვლით, მთლიანად ჩვენი ბიუროკრატია ყოველი 100-ლარიდან 35 ლარს. ამხელა პაკეტი, რაც წარმოდგენილია, არის სახელწოდების ცვლილებები კანონებში და მეტი არაფერი. არანაირი კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა შემცირდეს მთავრობის ზომა, მთავრობას არ წარმოუდგენია. მთავრობის ზომა მცირდება, როდესაც ნაკლებ გადასახადებს იღებს მთავრობა ეკონომიკიდან. ეს არის კოსმეტიკური ცვლილებები. სამინისტროების რიცხვი და რაოდენობა არ არის კავშირში მცირე მთავრობასთან, თუ მთავრობა ისევე ერევა ეკონომიკაში, როგორც ჩვენ ვხედავთ ბოლო წლებში. წარმოდგენილი ცვლილებები არ პასუხობს, რაც ჩვენ ქვეყანას სჭირდება“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"უგულავა ცდილობს ურთიერთობა სააკაშვილთან დაალაგოს" - რისთვის ჩაფრინდა კიევში უგულავა და ბრუნდება თუ არა "ნაცმოძრაობაში"?

ვინ მიდის და ვინ რჩება "ევროპული საქართველოში" - პარტიაში გამართული შეხვედრის შემდეგ ლიდერებმა გადაწყვეტილებები გაახმოვანეს