კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აქციებს აღარ ვგეგმავ, რადგან პოლიტიკურ ჭრილში გაატარეს - არ მინდა ხალხმა ჩემს გამო შეურაცხყოფილად იგრძნოს თავი" - ზაზა სარალიძე
"აქციებს აღარ ვგეგმავ, რადგან პოლიტიკურ ჭრილში გაატარეს - არ მინდა ხალხმა ჩემს გამო შეურაცხყოფილად იგრძნოს თავი" - ზაზა სარალიძე

რამ­დენ­ჯე­რაც აქ­ცია დავ­გეგ­მე, იმ­დენ­ჯერ ხან პო­ლი­ტი­კურ ჭრილ­ში გა­ა­ტა­რეს, ხან ისე გა­ა­ტა­რეს. აღარ მინ­და ჩემს გამო ხალ­ხმა შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლად იგ­რძნოს თავი, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მოკ­ლუ­ლი და­ვით სა­რა­ლი­ძის მა­მამ, ზაზა სა­რა­ლი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, კონ­კრე­ტუ­ლი აქ­ცია ჯერ­ჯე­რო­ბით და­გეგ­მი­ლი არ აქვს და ამ ეტაპ­ზე მხო­ლოდ შსს-ს ეზო­ში გა­მო­ხა­ტავს პრო­ტესტს.

კი­თხვა­ზე, ვის მიერ არის ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი დღე­ვან­დე­ლი აქ­ცია, რო­მე­ლიც შსს-სთან, 19:00 სა­ათ­ზეა და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი, სა­რა­ლი­ძის თქმით, ამა­ზე არა­ფე­რი იცის და აქ­ცია თვი­თონ არ და­უ­გეგ­მავს.

"აქ­ცია მე არ და­მი­გეგ­მავს გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ხალ­ხს აღარ ვა­წუ­ხებ. აქ­ცი­ას და­გეგ­მავ­და ის, ვი­საც სურს სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა. მე რამ­დენ­ჯე­რაც აქ­ცია დავ­გეგ­მე, იმ­დენ­ჯერ ხან პო­ლი­ტი­კურ ჭრილ­ში გა­ა­ტა­რეს, ხან ისე გა­ა­ტა­რეს. აღარ მინ­და ჩემს გამო ხალ­ხმა შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლად იგ­რძნოს თავი. პარ­ტი­ებ­თა­ნაც არას­დროს მი­თა­ნამ­შრომ­ლია. არას­დროს მით­ქვამს პარ­ტი­ე­ბის­თვის გვერ­დით და­მი­დე­ქით-მეთ­ქი. ერ­თა­დერ­თხელ მო­ვუ­წო­დე და ვი­თათ­ბი­რეთ თე­მა­ზე, მაგ­რამ მა­ინც გვერ­დზე გავ­წიე, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ამ საქ­მე­ში კონ­კრე­ტუ­ლი პარ­ტი­ე­ბის ჩა­რე­ვა სა­ჭი­როდ არ ჩავ­თვა­ლე. რაც შე­ე­ხე­ბა ხალ­ხს, თუ ვინ­მეს სურს სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­სად­გე­ნად ბრძო­ლა, გზას არა­ვის ვუ­კე­ტავ", - გა­ნა­ცხა­და სა­რა­ლი­ძემ.

ამას­თან, მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ის შს მი­ნის­ტრთან შეხ­ვედ­რას არ ითხოვს.

"გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას­თან შეხ­ვედ­რას არ ვი­თხოვ. გა­ხა­რი­ას, თუ თვი­თონ უნდა შეხ­ვედ­რა, ეს არ ვიცი, მაგ­რამ შევ­ხვდე­ბი მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, რო­დე­საც ბრძა­ნე­ბა ეკა­ვე­ბა ხელ­ში კა­ლან­დი­ას და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ. ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ვინ ჩა­მო­სუ­ლა სა­მი­ნის­ტრო­დან ჩემ­თან", - აღ­ნიშ­ნა სა­რა­ლი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას, სა­რა­ლი­ძე გან­მარ­ტავს, რომ დი­ა­ბე­ტი აწუ­ხებს, თუმ­ცა ამ დრო­ის­თვის თავს კარ­გად გრძნობს.

"რაც შე­ე­ხე­ბა შიმ­ში­ლო­ბას, მე არც მით­ქვამს, რომ შიმ­ში­ლო­ბას ვი­წყებ-მეთ­ქი. აქ ისე­თი პი­რო­ბე­ბი ნამ­დვი­ლად არ მაქვს, რომ საჭ­მელ-სას­მე­ლი თავ­ზე მე­ყა­როს...

დი­ა­ბე­ტი მაქვს, თუმ­ცა ახლა ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ვგრძნობ თავს", - გა­ნა­ცხა­და სა­რა­ლი­ძემ.

იხი­ლეთ ვი­დეო: ზაზა სა­რა­ლი­ძე - რამ­დენ­ჯე­რაც აქ­ცია დაგ­ვეგ­მე, პო­ლი­ტი­კურ ჭრილ­ში გა­ა­ტა­რეს - აღარ მინ­და ხალ­ხმა ჩემს გამო შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლად იგ­რძნოს თავი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"აქციებს აღარ ვგეგმავ, რადგან პოლიტიკურ ჭრილში გაატარეს - არ მინდა ხალხმა ჩემს გამო შეურაცხყოფილად იგრძნოს თავი" - ზაზა სარალიძე

"აქციებს აღარ ვგეგმავ, რადგან პოლიტიკურ ჭრილში გაატარეს - არ მინდა ხალხმა ჩემს გამო შეურაცხყოფილად იგრძნოს თავი" - ზაზა სარალიძე

რამდენჯერაც აქცია დავგეგმე, იმდენჯერ ხან პოლიტიკურ ჭრილში გაატარეს, ხან ისე გაატარეს. აღარ მინდა ჩემს გამო ხალხმა შეურაცხყოფილად იგრძნოს თავი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, კონკრეტული აქცია ჯერჯერობით დაგეგმილი არ აქვს და ამ ეტაპზე მხოლოდ შსს-ს ეზოში გამოხატავს პროტესტს.

კითხვაზე, ვის მიერ არის ორგანიზებული დღევანდელი აქცია, რომელიც შსს-სთან, 19:00 საათზეა დაანონსებული, სარალიძის თქმით, ამაზე არაფერი იცის და აქცია თვითონ არ დაუგეგმავს.

"აქცია მე არ დამიგეგმავს გამომდინარე იქიდან, რომ ხალხს აღარ ვაწუხებ. აქციას დაგეგმავდა ის, ვისაც სურს სამართლიანობის აღდგენა. მე რამდენჯერაც აქცია დავგეგმე, იმდენჯერ ხან პოლიტიკურ ჭრილში გაატარეს, ხან ისე გაატარეს. აღარ მინდა ჩემს გამო ხალხმა შეურაცხყოფილად იგრძნოს თავი. პარტიებთანაც არასდროს მითანამშრომლია. არასდროს მითქვამს პარტიებისთვის გვერდით დამიდექით-მეთქი. ერთადერთხელ მოვუწოდე და ვითათბირეთ თემაზე, მაგრამ მაინც გვერდზე გავწიე, იქიდან გამომდინარე, რომ ამ საქმეში კონკრეტული პარტიების ჩარევა საჭიროდ არ ჩავთვალე. რაც შეეხება ხალხს, თუ ვინმეს სურს სამართლიანობის აღსადგენად ბრძოლა, გზას არავის ვუკეტავ", - განაცხადა სარალიძემ.

ამასთან, მისივე განმარტებით, ის შს მინისტრთან შეხვედრას არ ითხოვს.

"გიორგი გახარიასთან შეხვედრას არ ვითხოვ. გახარიას, თუ თვითონ უნდა შეხვედრა, ეს არ ვიცი, მაგრამ შევხვდები მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ბრძანება ეკავება ხელში კალანდიას დაკავების შესახებ. ამ თემასთან დაკავშირებით არავინ ჩამოსულა სამინისტროდან ჩემთან", - აღნიშნა სარალიძემ.

რაც შეეხება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, სარალიძე განმარტავს, რომ დიაბეტი აწუხებს, თუმცა ამ დროისთვის თავს კარგად გრძნობს.

"რაც შეეხება შიმშილობას, მე არც მითქვამს, რომ შიმშილობას ვიწყებ-მეთქი. აქ ისეთი პირობები ნამდვილად არ მაქვს, რომ საჭმელ-სასმელი თავზე მეყაროს...

დიაბეტი მაქვს, თუმცა ახლა ჩვეულებრივად ვგრძნობ თავს", - განაცხადა სარალიძემ.

იხილეთ ვიდეო: ზაზა სარალიძე - რამდენჯერაც აქცია დაგვეგმე, პოლიტიკურ ჭრილში გაატარეს - აღარ მინდა ხალხმა ჩემს გამო შეურაცხყოფილად იგრძნოს თავი

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ