პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფეხბურთელი ბავშვები, რომლებიც გამოქვაბულში 9 დღის წინ გაუჩინარდნენ, ცოცხლები იპოვეს
ფეხბურთელი ბავშვები, რომლებიც გამოქვაბულში 9 დღის წინ გაუჩინარდნენ, ცოცხლები იპოვეს

12 ტა­ი­ლან­დე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი ბიჭი და მათი მწვრთნე­ლი, რომ­ლე­ბიც გა­მოქ­ვა­ბულ­ში ჩარ­ჩნენ და გა­მოს­ვლა ვერ შეძ­ლეს, ცო­ცხლე­ბი არი­ან, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, შე­საძ­ლოა, გა­მოქ­ვა­ბულ­ში მო­უხ­დეთ დარ­ჩე­ნა, ვიდ­რე წყალ­დი­დო­ბა არ გა­და­ივ­ლის. ინ­ფორ­მა­ცი­ას BBC ავ­რცე­ლებს.

ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის გუნ­დი 9 დღის წინ გა­უ­ჩი­ნარ­და და მყვინ­თა­ვებ­მა ისი­ნი გუ­შინ აღ­მო­ა­ჩი­ნეს. მაშ­ვე­ლე­ბი ცდი­ლო­ბენ, ბი­ჭებს ყვე­ლა სა­ჭი­რო ნივ­თი და საკ­ვე­ბი მი­ა­წო­დონ.

ბი­ჭე­ბი მი­წის ქვეშ, გა­მოქ­ვა­ბულ­ში ორმა ბრი­ტა­ნელ­მა მყვინ­თავ­მა იპო­ვა, რო­მე­ლიც სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ას შე­უ­ერ­თდა. ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი კლდის შვე­რილ­ზე ის­ხდნენ და მაშ­ვე­ლებს ეძახ­დნენ, რომ ცა­მე­ტი­ვე მათ­გა­ნი ცო­ცხა­ლი და ძა­ლი­ან მში­ე­რია. მყვინ­თა­ვებ­მა ბი­ჭებს უთხრეს, რომ მოც­და იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო, თუმ­ცა მათ და­სახ­მა­რებ­ლად ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მი­ვი­დო­და.

ჩრდი­ლო­ეთ ტა­ი­ლან­დში მდე­ბა­რე გა­მოქ­ვა­ბუ­ლე­ბის კომ­პლექ­სი თამ ლუ­ან­გი წვი­მის სე­ზო­ნის დროს ხში­რად იტ­ბო­რე­ბა, წყალ­დი­დო­ბა სექ­ტემ­ბერ - ოქ­ტომ­ბრამ­დე გრძელ­დე­ბა. ბავ­შვე­ბის გა­მოყ­ვა­ნა მა­ნამ­დე გა­მოქ­ვა­ბუ­ლი­დან მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში გახ­დე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი, თუ მათ წყალ­ში ყვინ­თვას ას­წავ­ლი­ან. თუმ­ცა, ექ­სპერ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ეს რისკთან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი - გა­მო­უც­დე­ლი მყვინ­თა­ვე­ბის­თვის სა­ში­ში კო­რი­დო­რე­ბის გავ­ლა, სა­დაც ტა­ლა­ხია და ხილ­ვა­დო­ბა სრუ­ლი­ად არ არის, ძა­ლი­ან სა­ში­ში ოპე­რა­ცია იქ­ნე­ბა.

წყლის ამო­ტუმბვის მცდე­ლო­ბა, ჯერ­ჯე­რო­ბით, წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა.

იმ შემ­თხვე­ვა­ში კი, თუ წყლის დო­ნის და­წე­ვას და­ე­ლო­დე­ბი­ან, ბი­ჭებს გა­მოქ­ვა­ბულ­ში მო­უხ­დე­ბათ ყოფ­ნა, მაშ­ვე­ლებ­მა კი ისი­ნი მუდ­მი­ვად უნდა მო­ა­მა­რა­გონ საკ­ვე­ბით და სა­ჭი­რო ნივ­თე­ბით.

ნა­ხეთ ვი­დეო : უც­ნა­უ­რი ის­ტო­რია, რო­მე­ლიც 12 მო­ზარ­დსა და მათ მწვრთნელს გა­დახ­და თავს

გა­მოქ­ვა­ბულ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რად მომ­ზა­დე­ბუ­ლი ექი­მე­ბი შევ­ლენ, რათა ფეხ­ბურ­თე­ლებს სა­მე­დი­ცი­ნო გა­მოკ­ვლე­ვე­ბი ჩა­უ­ტა­რონ და შე­საძ­ლო და­ზი­ა­ნე­ბებ­ზე უმ­კურ­ნა­ლონ.

თორ­მე­ტი­ვე ბიჭი ად­გი­ლობ­რი­ვი სა­ფეხ­ბურ­თო გუნ­დის წევ­რია, მათ­გან ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა - 11 წლი­საა.

ბი­ჭე­ბი 25 წლის მწვრთნელ­მა ექ­სკურ­სი­ა­ზე წა­იყ­ვა­ნა. რო­დე­საც გა­მოქ­ვა­ბულ­ში შე­ვიდ­ნენ, წყალ­დი­დო­ბა და­ი­წყო და გა­რეთ გა­მოს­ვლა ვე­ღარ შეძ­ლეს. გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ბოლო დღე­ე­ბის მან­ძილ­ზე მთე­ლი მსოფ­ლიო ელო­და.

00:00 / 00:00

ფეხბურთელი ბავშვები, რომლებიც გამოქვაბულში 9 დღის წინ გაუჩინარდნენ, ცოცხლები იპოვეს

ფეხბურთელი ბავშვები, რომლებიც გამოქვაბულში 9 დღის წინ გაუჩინარდნენ, ცოცხლები იპოვეს

12 ტაილანდელი ფეხბურთელი ბიჭი და მათი მწვრთნელი, რომლებიც გამოქვაბულში ჩარჩნენ და გამოსვლა ვერ შეძლეს, ცოცხლები არიან, თუმცა რამდენიმე თვის განმავლობაში, შესაძლოა, გამოქვაბულში მოუხდეთ დარჩენა, ვიდრე წყალდიდობა არ გადაივლის. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ფეხბურთელების გუნდი 9 დღის წინ გაუჩინარდა და მყვინთავებმა ისინი გუშინ აღმოაჩინეს. მაშველები ცდილობენ, ბიჭებს ყველა საჭირო ნივთი და საკვები მიაწოდონ.

ბიჭები მიწის ქვეშ, გამოქვაბულში ორმა ბრიტანელმა მყვინთავმა იპოვა, რომელიც სამაშველო ოპერაციას შეუერთდა. ფეხბურთელები კლდის შვერილზე ისხდნენ და მაშველებს ეძახდნენ, რომ ცამეტივე მათგანი ცოცხალი და ძალიან მშიერია. მყვინთავებმა ბიჭებს უთხრეს, რომ მოცდა იქნება საჭირო, თუმცა მათ დასახმარებლად ბევრი ადამიანი მივიდოდა.

ჩრდილოეთ ტაილანდში მდებარე გამოქვაბულების კომპლექსი თამ ლუანგი წვიმის სეზონის დროს ხშირად იტბორება, წყალდიდობა სექტემბერ - ოქტომბრამდე გრძელდება. ბავშვების გამოყვანა მანამდე გამოქვაბულიდან მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება შესაძლებელი, თუ მათ წყალში ყვინთვას ასწავლიან. თუმცა, ექსპერტები ამბობენ, რომ ეს რისკთან არის დაკავშირებული - გამოუცდელი მყვინთავებისთვის საშიში კორიდორების გავლა, სადაც ტალახია და ხილვადობა სრულიად არ არის, ძალიან საშიში ოპერაცია იქნება.

წყლის ამოტუმბვის მცდელობა, ჯერჯერობით, წარუმატებელი აღმოჩნდა.

იმ შემთხვევაში კი, თუ წყლის დონის დაწევას დაელოდებიან, ბიჭებს გამოქვაბულში მოუხდებათ ყოფნა, მაშველებმა კი ისინი მუდმივად უნდა მოამარაგონ საკვებით და საჭირო ნივთებით.

ნახეთ ვიდეო : უცნაური ისტორია, რომელიც 12 მოზარდსა და მათ მწვრთნელს გადახდა თავს

გამოქვაბულში სპეციალურად მომზადებული ექიმები შევლენ, რათა ფეხბურთელებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარონ და შესაძლო დაზიანებებზე უმკურნალონ.

თორმეტივე ბიჭი ადგილობრივი საფეხბურთო გუნდის წევრია, მათგან ყველაზე პატარა - 11 წლისაა.

ბიჭები 25 წლის მწვრთნელმა ექსკურსიაზე წაიყვანა. როდესაც გამოქვაბულში შევიდნენ, წყალდიდობა დაიწყო და გარეთ გამოსვლა ვეღარ შეძლეს. გაუჩინარებული ბავშვების შესახებ ინფორმაციას ბოლო დღეების მანძილზე მთელი მსოფლიო ელოდა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე