პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სპეცოპერაცია "ენვერის" დროს რუსეთთან ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ბიზნესმენი - "ეს იყო სპექტაკლი, მოვა დრო და ყველაფერს ნათელი მოეფინება"
სპეცოპერაცია "ენვერის" დროს რუსეთთან ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ბიზნესმენი - "ეს იყო სპექტაკლი, მოვა დრო და ყველაფერს ნათელი მოეფინება"

სპე­ცო­პე­რა­ცია "ენ­ვე­რი" იყო სპექ­ტაკ­ლი, მოვა ამის დროც და ყვე­ლა­ფერს ნა­თე­ლი მო­ე­ფი­ნე­ბა, – ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სპე­ცო­პე­რა­ცია "ენ­ვე­რის" დროს რუ­სეთ­თან ჯა­შუ­შო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ­მა, ბიზ­ნეს­მენ­მა, პეტ­რე დევ­რი­შა­ძემ გა­ნუ­ცხა­და. მისი თქმით, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ გა­მო­ცხა­დე­ბულ ტენ­დერ­ში მისი კომ­პა­ნია კა­ნო­ნის სრუ­ლი დაც­ვით მო­ნა­წი­ლე­ობ­და და აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და იმ მო­თხოვ­ნებს, რაც ტენ­დე­რის მო­გე­ბის­თვის იყო აუ­ცი­ლე­ბე­ლი.

დევ­რი­შა­ძე აღ­ნიშ­ნავს, რომ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს შეს­ყიდ­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი აჟი­ო­ტა­ჟი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის მი­ზან­მი­მარ­თულ შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნას ემ­სა­ხუ­რე­ბა და მას­ში მე­დი­ას ადა­ნა­შა­უ­ლებს.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა ტენ­დე­რი გამჭვირ­ვა­ლედ ტარ­დე­ბა. ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს, ნე­ბის­მი­ე­რი ქვეყ­ნი­დან ტენ­დერ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბა აქვს. თუ ის შე­ას­რუ­ლებს სა­ტენ­დერო პი­რო­ბებს, ტენ­დერს მო­ი­გებს. დღე და ღამე შრო­მა­ში ვარ, ასე ვი­გებ მე ტენ­დერებს. რა­ტომ გა­გიჩ­ნდათ ჟურ­ნა­ლის­ტებს ჩემს ტენ­დერებ­თან და­კა­ვი­ში­რე­ბით კი­თხვე­ბი?! თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო იქ­ნე­ბა თუ შს სა­მი­ნის­ტრო, გამჭვირ­ვა­ლედ ატა­რებს ტენ­დერს. თუ რა­ღაც ბიზ­ნეს­მე­ნებს და მიმ­წო­დებ­ლებს არ მოგ­ვწონს, შემ­სყიდ­ვე­ლის პო­ზი­ცია, არ­სე­ბობს შეს­ყიდ­ვე­ბის სა­ა­გენ­ტო, სა­დაც შე­გიძ­ლი­ათ გა­ა­სა­ჩივ­როთ. ასე­ვე არ­სე­ბობს სა­სა­მარ­თლო. ახ­ლაც სა­ა­კაშ­ვი­ლის პე­რი­ო­დი ხომ აღა­რაა, ყვე­ლა­ფე­რი ჩა­წყო­ბით რომ იყო. ვინ მი­გა­კა­რებ­და მა­შინ ამ ტენ­დერებს, თავს მო­გაჭ­რიდ­ნენ. "რუს­თა­ვი2" არის სი­ყალ­ბის ტე­ლე­ვი­ზია და სურთ მო­სახ­ლე­ო­ბა მო­ა­ტყუ­ონ, თუმ­ცა არ მგო­ნია ამას ვინ­მე აჰ­ყვეს. ჩემი პო­ზი­ცი­აა, რომ სპე­ცო­პე­რა­ცია "ენ­ვე­რი" იყო სპექ­ტაკ­ლი. მოვა ამის დროც და ყვე­ლა­ფერს ნა­თე­ლი მო­ე­ფი­ნე­ბა. ამ სპე­ცო­პე­რა­ცი­ას და­ი­ვი­წყე­ბენ და ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­ლა­პა­რა­კო აღარ გექ­ნე­ბათ", - გა­ნა­ცხა­და პეტ­რე დევ­რი­შა­ძემ.

სტუ­დია "მო­ნი­ტო­რის" ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის თა­ნახ­მად, ბიზ­ნეს­მენ­მა პეტ­რე დევ­რი­შა­ძემ და მისი ოჯა­ხის ორმა კომ­პა­ნი­ამ ბოლო სამ წე­ლი­წად­ში 4 მი­ლი­ონ ლარ­ზე მეტი ღი­რე­ბუ­ლე­ბის სა­ხელ­მწი­ფო ტენ­დე­რი მო­ი­გო. კომ­პა­ნი­ე­ბი სა­ხელ­მწი­ფო შეკ­ვე­თებს ძი­რი­თა­დად ში­ნა­გან საქ­მე­თა და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის­გან იღე­ბენ.

დევ­რი­შა­ძე 2010 წელს "გრუ"-სთან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­პა­ტიმ­რეს. ის ოპე­რა­ცია “ენ­ვე­რის” დროს და­კა­ვე­ბუ­ლი 13 პი­რი­დან ერ­თა­დერ­თია, რო­მელ­მაც რუ­სულ სპეც­სამ­სა­ხურ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა აღი­ა­რა. პეტ­რე დევ­რი­შა­ძეს საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა 2011 წელს გა­უ­ფორ­მეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მხოლოდ 5 თვეში, თბილისში მილიარდ 200 მილიონი დოლარის ბინები გაიყიდა

სპეცოპერაცია "ენვერის" დროს რუსეთთან ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ბიზნესმენი - "ეს იყო სპექტაკლი, მოვა დრო და ყველაფერს ნათელი მოეფინება"

სპეცოპერაცია "ენვერის" დროს რუსეთთან ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ბიზნესმენი - "ეს იყო სპექტაკლი, მოვა დრო და ყველაფერს ნათელი მოეფინება"

სპეცოპერაცია "ენვერი" იყო სპექტაკლი, მოვა ამის დროც და ყველაფერს ნათელი მოეფინება, – ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სპეცოპერაცია "ენვერის" დროს რუსეთთან ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულმა, ბიზნესმენმა, პეტრე დევრიშაძემ განუცხადა. მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში მისი კომპანია კანონის სრული დაცვით მონაწილეობდა და აკმაყოფილებდა იმ მოთხოვნებს, რაც ტენდერის მოგებისთვის იყო აუცილებელი.

დევრიშაძე აღნიშნავს, რომ თავდაცვის სამინისტროს შესყიდვებთან დაკავშირებული აჟიოტაჟი, საზოგადოების მიზანმიმართულ შეცდომაში შეყვანას ემსახურება და მასში მედიას ადანაშაულებს.

"საქართველოში ყველა ტენდერი გამჭვირვალედ ტარდება. ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერი ქვეყნიდან ტენდერში მონაწილეობის უფლება აქვს. თუ ის შეასრულებს სატენდერო პირობებს, ტენდერს მოიგებს. დღე და ღამე შრომაში ვარ, ასე ვიგებ მე ტენდერებს. რატომ გაგიჩნდათ ჟურნალისტებს ჩემს ტენდერებთან დაკავიშირებით კითხვები?! თავდაცვის სამინისტრო იქნება თუ შს სამინისტრო, გამჭვირვალედ ატარებს ტენდერს. თუ რაღაც ბიზნესმენებს და მიმწოდებლებს არ მოგვწონს, შემსყიდველის პოზიცია, არსებობს შესყიდვების სააგენტო, სადაც შეგიძლიათ გაასაჩივროთ. ასევე არსებობს სასამართლო. ახლაც სააკაშვილის პერიოდი ხომ აღარაა, ყველაფერი ჩაწყობით რომ იყო. ვინ მიგაკარებდა მაშინ ამ ტენდერებს, თავს მოგაჭრიდნენ. "რუსთავი2" არის სიყალბის ტელევიზია და სურთ მოსახლეობა მოატყუონ, თუმცა არ მგონია ამას ვინმე აჰყვეს. ჩემი პოზიციაა, რომ სპეცოპერაცია "ენვერი" იყო სპექტაკლი. მოვა ამის დროც და ყველაფერს ნათელი მოეფინება. ამ სპეცოპერაციას დაივიწყებენ და ჟურნალისტებს სალაპარაკო აღარ გექნებათ", - განაცხადა პეტრე დევრიშაძემ.

სტუდია "მონიტორის" ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ბიზნესმენმა პეტრე დევრიშაძემ და მისი ოჯახის ორმა კომპანიამ ბოლო სამ წელიწადში 4 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სახელმწიფო ტენდერი მოიგო. კომპანიები სახელმწიფო შეკვეთებს ძირითადად შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებისგან იღებენ.

დევრიშაძე 2010 წელს "გრუ"-სთან თანამშრომლობის ბრალდებით დააპატიმრეს. ის ოპერაცია “ენვერის” დროს დაკავებული 13 პირიდან ერთადერთია, რომელმაც რუსულ სპეცსამსახურთან თანამშრომლობა აღიარა. პეტრე დევრიშაძეს საპროცესო შეთანხმება 2011 წელს გაუფორმეს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ