პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ უნდა მოუაროთ მაცივარს, რომ სიცხეში არ გადაიწვას - ხელოსნის რჩევები სახლის და მაღაზიის მაცივრებზე
როგორ უნდა მოუაროთ მაცივარს, რომ სიცხეში არ გადაიწვას - ხელოსნის რჩევები სახლის და მაღაზიის მაცივრებზე

ზა­ფხულ­ში, რო­დე­საც ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა საგ­რძნობ­ლად მა­ტუ­ლობს, ხში­რად ტექ­ნი­კას პრობ­ლე­მა ექ­მნე­ბა. მა­გა­ლი­თად, მა­ცივ­რის ხე­ლოს­ნე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ამ პე­რი­ოდ­ში უამ­რა­ვი კლი­ენ­ტი აკი­თხავთ - მა­ცი­ვა­რი მწყობ­რი­დან გა­მო­დის რო­გორც სახ­ლში, ოთა­ხის პი­რო­ბებ­ში, ასე­ვე მა­ღა­ზი­ებ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით, სა­ნა­ყი­ნე მა­ცივ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ქუ­ჩა­შია გა­მო­ტა­ნი­ლი.

მა­ცივ­რის ხე­ლო­სა­ნი პავ­ლე გვე­ლე­სი­ა­ნი AMBEBI.GE-ს მკი­თხველს მა­ცივ­რის მოვ­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ჭი­რო რჩე­ვებს უზა­ი­რებს:

- სი­ცხე­ში ოთა­ხის ტემ­პე­რა­ტუ­რა +32 გრა­დუსს არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს. რო­დე­საც +32 გრა­დუსს მი­უ­ახ­ლოვ­დე­ბა, ასეთ დროს, აუ­ცი­ლე­ბე­ლი რე­კო­მენ­და­ცი­აა, მა­ცი­ვა­რი გა­მო­ირ­თოს, რად­გა­ნაც ოთა­ხის პი­რო­ბებ­ში ხში­რად ფუჭ­დე­ბა. ძრა­ვა რო­გორც კი ხურ­დე­ბა, მწყობ­რი­დან გა­მო­დის. მა­ცი­ვარს ოთა­ხის ტემ­პე­რა­ტუ­რა თა­ვის­თა­ვად ახუ­რებს, რა­საც ძრა­ვის გა­ცხე­ლე­ბა ემა­ტე­ბა. გაგ­რი­ლე­ბას ვერ ას­წრებს და ყვე­ლა­ფე­რი ფუჭ­დე­ბა.

დე­ტა­ლე­ბი სიმ­ხურ­ვა­ლის­გან ფარ­თოვ­დე­ბა, ცვე­თა მა­ტუ­ლობს, ფრე­ო­ნის წნე­ვა იზ­რდე­ბა და ძრა­ვა დიდი დატ­ვირ­თვით მუ­შა­ო­ბას. მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა ფრე­ო­ნის წნე­ვა­ზე აი­სა­ხე­ბა, რა­ზეც ჩვე­ნი მა­ცივ­რის ძრა­ვე­ბი არ არის გათ­ვლი­ლი. თუმ­ცა, არ­სე­ბობს მა­ცივ­რე­ბი, ძლი­ე­რი ძრა­ვე­ბით, რომ­ლე­ბიც სამ­ხრეთ ქვეყ­ნე­ბის­თვი­საა გათ­ვლი­ლი და შე­იძ­ლე­ბა +37 გრა­დუს­ზეც გაძ­ლონ. ისი­ნი უფრო ძვი­რია და მეტი წარ­მა­დო­ბი­საა.

ჩვე­ნი მა­ცივ­რე­ბი ჩრდი­ლო­ე­თის ქვეყ­ნე­ბის­თვი­საა. აქ ძვი­რი სა­ქო­ნე­ლი არ შე­მო­აქვთ, ამას ყუ­რა­დღე­ბას არა­ვინ აქ­ცევს, რად­გან ეს სტან­დარ­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ მუ­შა­ობს. არა­და, ბოლო დროს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ზა­ფხუ­ლო­ბით სე­რი­ო­ზუ­ლი სი­ცხე­ე­ბია, რაც გლო­ბა­ლურ დათ­ბო­ბას უკავ­შირ­დე­ბა და მგო­ნი, სა­ქარ­თვე­ლო ნელ-ნელა უდაბ­ნოს ჰა­ვის ქვე­ყა­ნა ხდე­ბა...

- კონ­დი­ცი­ო­ნე­რით გაგ­რი­ლე­ბულ ოთახ­ში არ­სე­ბუ­ლი მა­ცი­ვა­რი საფრ­თხის­გან და­ცუ­ლია?

- იქ, სა­დაც ოთა­ხის გაგ­რი­ლე­ბას კონ­დი­ცი­ო­ნე­რით ახერ­ხე­ბენ, მა­ცი­ვა­რი არ ფუჭ­დე­ბა, ამ სი­ცხე­ში ეგ თუ უშ­ვე­ლის და და­ეხ­მა­რე­ბა იმა­ში, რომ ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა დაბ­ლა დას­წი­ოს.

- ე.წ. "ვინ­ტი­ლა­ტო­რი" ტემ­პე­რა­ტუ­რას ვერ და­ა­რე­გუ­ლი­რებს?

- შვე­ლის, მაგ­რამ ის მა­ინც იმა­ვე ოთა­ხის ტემ­პე­რა­ტუ­რას უბე­რავს, მაგ­რამ "ვინ­ტი­ლა­ტო­რი" გარ­კვე­ულ გავ­ლე­ნას მა­ინც ახ­დენს - ოთა­ხი გრილ­დე­ბა. სულ არა­ფერს ჯო­ბია, მაგ­რამ უკე­თე­სია, კონ­დი­ცი­ო­ნე­რი ჩა­ირ­თოს. ამა­ზე ელექ­ტო­რო­ე­ნერ­გი­ის და­ზოგ­ვა არ შე­იძ­ლე­ბა, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, დიდ ზა­რალ­ში აღ­მოჩ­ნდე­ბი­ან.

- ხში­რად ნა­ყი­ნის მა­ცივ­რე­ბი მა­ღა­ზი­ებს გა­რეთ აქვთ გა­მო­ტა­ნი­ლი. ვი­საც იმის სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვს, მა­ცი­ვა­რი მა­ღა­ზი­ა­ში შე­ი­ტა­ნოს, უად­გი­ლო­ბის გამო იძუ­ლე­ბუ­ლია, გა­რეთ და­ტო­ვოს. 41 გრა­დუს სი­ცხე­ში რო­გორ უნდა მო­იქ­ცეს?

- ასე­თი მა­ცივ­რე­ბის­თვის +41 გრა­დუ­სი უფრო სა­სურ­ვე­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რაა, ვიდ­რე სახ­ლში +32 გრა­დუ­სი, რად­გა­ნაც გა­რეთ ნი­ა­ვი მა­ინც ხვდე­ბა და ცო­ტა­თი აგ­რი­ლებს. ფაქ­ტია, რომ ისი­ნი მზის გულ­ზე არ უნდა იდ­გეს, მზის სხი­ვე­ბი არ უნდა ხვდე­ბო­დეს.

ისე­თი მო­წყო­ბი­ლო­ბა, რო­გო­რიც კონ­დენ­სა­ტო­რია, სა­ი­და­ნაც ფრე­ო­ნის კონ­დენ­სა­ცია ხდე­ბა, რომ არ და­ზი­ან­დეს, ამის­თვის ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ა­კე­თონ. ამი­ტომ, გაგ­რი­ლე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. სა­ერ­თოდ, ფრე­ო­ნი თა­ვი­დან 85 გრა­დუს­ზე მაღ­ლა უნდა გა­ცხელ­დეს, მერე აუ­ცი­ლებ­ლად 53 გრა­დუ­სამ­დე გაგ­რილ­დეს, რომ ისევ თხე­ვა­დად გარ­და­იქ­მნას. თუ ამას გარე ტემ­პე­რა­ტუ­რის გამო ვერ ახერ­ხებს, გა­მო­დის, შიგ­ნით ცხე­ლი ჰა­ე­რის ნა­კა­დი შე­დის, რის გა­მოც ფრე­ო­ნი "დარ­ბის", ეს კი იმას ნიშ­ნავს, რომ მა­ცი­ვა­რი კი არ აცი­ვებს, პი­რი­ქით, თა­ვის თავს აცხე­ლებს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, აგ­რე­გა­ტი უნდა გა­ი­თი­შოს.

არის კი­დევ ერთი მო­მენ­ტი - ხალ­ხს ჰგო­ნია, გა­უ­საძ­ლი­სი სი­ცხის დროს, მა­ცივ­რის სპე­ცი­ა­ლუ­რი ნიშ­ნუ­ლე­ბი მაქ­სი­მა­ლურ­ზე უნდა ას­წი­ონ, მა­გა­ლი­თად, 5-6-7-ზე. მეტი რი­ცხვე­ბი არ აქვს, თო­რემ უფრო მეტ­ზეც ას­წევ­დნენ. ეს რი­ცხვე­ბი მა­ცი­ვარს სიჩ­ქა­რეს არ მა­ტებს. პი­რი­ქით, ასეთ დროს და­ბალ რი­ცხვებ­ზე უნდა და­ვა­ყე­ნოთ, რომ ძრა­ვამ მი­ნი­მა­ლურ ზღვარს მა­ინც მი­აღ­წი­ოს.

მოკ­ლედ, ციფ­რე­ბი ტემ­პე­რა­ტუ­რას არ ნიშ­ნავს, ის მისი პო­ზი­ცი­აა. პირ­ვე­ლი პო­ზი­ცია, უფრო ცივს ნიშ­ნავს, ვიდ­რე მა­ღა­ლი ნიშ­ნუ­ლე­ბი. მთა­ვა­რია, ერთ სა­ათ­ში ძრა­ვამ ერთხელ მა­ინც მო­ა­ხერ­ხოს გა­თიშ­ვა, რომ გაგ­რილ­დეს. შიდა დე­ტა­ლე­ბი არ უნდა გა­და­ხურ­დეს. თუ არა­და, ასეთ დროს ბევ­რი ცუდი რამ ხდე­ბა. თერ­მოს­ტა­ტიც არ გა­ი­თი­შე­ბა და ძრა­ვა გა­ჩერ­დე­ბა.

- რა რე­კო­მენ­და­ცია შე­გიძ­ლი­ათ იმ მა­ცივ­რე­ბის­თვის გას­ცეთ, ვი­საც ქუ­ჩა­ში უდ­გათ ისი­ნი. რო­გორ უნდა მო­იქ­ცნენ?

- თუ სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვთ, მა­ღა­ზი­ა­ში შე­ი­ტა­ნონ, გა­რეთ ჩრდი­ლი მო­უ­წყონ, სპე­ცი­ა­ლუ­რი ქოლ­გე­ბის ქვეშ მო­აქ­ცი­ონ. ისე, მა­ღა­ზი­ებ­ში როცა მჭიდ­როდ დგას მა­ცივ­რე­ბი, თა­ვი­სი სიმ­ხურ­ვა­ლით ერთი მე­ო­რეს უფრო ახ­შობს. ქუ­ჩა­ში ასე მჭიდ­როდ რომ და­ა­წყონ, ერ­თმა­ნეთს ხელს არ შე­უშ­ლი­ან - რო­დე­საც კონ­დენ­სა­ტო­რი ცხელ­დე­ბა, ტემ­პე­რა­ტუ­რა მაღ­ლა ადის და ეს შვე­ლის, შე­ნო­ბა­ში სი­ცხე ზე­ვით ვერ "გარ­ბის", ის არ­სე­ბულ სივ­რცეს ავ­სებს და მა­ცი­ვა­რი იხ­რჩო­ბა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
5

ნახევრად მშრალი არის მაცივარი ქვედა საყინულით. ამ სიცხეებში ზემოთ უკანა კიდეზე იყინებაგვერდი მთლიანად .როგორ მოვიქცე.ოთახში სიცხეა 

კახელი
9

ამხელა არზის დაწერას მოკლედ დაწერეთ:ზაფხულში მაცივარი მინიმალურ მჩვენებელზე დააყენეთ,რომ მან დროზე შეასრულოს დავალება და არ გადახურდეს...

ავტორი:

როგორ უნდა მოუაროთ მაცივარს, რომ სიცხეში არ გადაიწვას - ხელოსნის რჩევები სახლის და მაღაზიის მაცივრებზე

როგორ უნდა მოუაროთ მაცივარს, რომ სიცხეში არ გადაიწვას - ხელოსნის რჩევები სახლის და მაღაზიის მაცივრებზე

ზაფხულში, როდესაც ჰაერის ტემპერატურა საგრძნობლად მატულობს, ხშირად ტექნიკას პრობლემა ექმნება. მაგალითად, მაცივრის ხელოსნები ამბობენ, რომ ამ პერიოდში უამრავი კლიენტი აკითხავთ - მაცივარი მწყობრიდან გამოდის როგორც სახლში, ოთახის პირობებში, ასევე მაღაზიებში, განსაკუთრებით, სანაყინე მაცივრები, რომლებიც ქუჩაშია გამოტანილი.

მაცივრის ხელოსანი პავლე გველესიანი AMBEBI.GE-ს მკითხველს მაცივრის მოვლასთან დაკავშირებით საჭირო რჩევებს უზაირებს:

- სიცხეში ოთახის ტემპერატურა +32 გრადუსს არ უნდა აღემატებოდეს. როდესაც +32 გრადუსს მიუახლოვდება, ასეთ დროს, აუცილებელი რეკომენდაციაა, მაცივარი გამოირთოს, რადგანაც ოთახის პირობებში ხშირად ფუჭდება. ძრავა როგორც კი ხურდება, მწყობრიდან გამოდის. მაცივარს ოთახის ტემპერატურა თავისთავად ახურებს, რასაც ძრავის გაცხელება ემატება. გაგრილებას ვერ ასწრებს და ყველაფერი ფუჭდება.

დეტალები სიმხურვალისგან ფართოვდება, ცვეთა მატულობს, ფრეონის წნევა იზრდება და ძრავა დიდი დატვირთვით მუშაობას. მაღალი ტემპერატურა ფრეონის წნევაზე აისახება, რაზეც ჩვენი მაცივრის ძრავები არ არის გათვლილი. თუმცა, არსებობს მაცივრები, ძლიერი ძრავებით, რომლებიც სამხრეთ ქვეყნებისთვისაა გათვლილი და შეიძლება +37 გრადუსზეც გაძლონ. ისინი უფრო ძვირია და მეტი წარმადობისაა.

ჩვენი მაცივრები ჩრდილოეთის ქვეყნებისთვისაა. აქ ძვირი საქონელი არ შემოაქვთ, ამას ყურადღებას არავინ აქცევს, რადგან ეს სტანდარტები საქართველოში არ მუშაობს. არადა, ბოლო დროს ჩვენს ქვეყანაში ზაფხულობით სერიოზული სიცხეებია, რაც გლობალურ დათბობას უკავშირდება და მგონი, საქართველო ნელ-ნელა უდაბნოს ჰავის ქვეყანა ხდება...

- კონდიციონერით გაგრილებულ ოთახში არსებული მაცივარი საფრთხისგან დაცულია?

- იქ, სადაც ოთახის გაგრილებას კონდიციონერით ახერხებენ, მაცივარი არ ფუჭდება, ამ სიცხეში ეგ თუ უშველის და დაეხმარება იმაში, რომ ჰაერის ტემპერატურა დაბლა დასწიოს.

- ე.წ. "ვინტილატორი" ტემპერატურას ვერ დაარეგულირებს?

- შველის, მაგრამ ის მაინც იმავე ოთახის ტემპერატურას უბერავს, მაგრამ "ვინტილატორი" გარკვეულ გავლენას მაინც ახდენს - ოთახი გრილდება. სულ არაფერს ჯობია, მაგრამ უკეთესია, კონდიციონერი ჩაირთოს. ამაზე ელექტოროენერგიის დაზოგვა არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდ ზარალში აღმოჩნდებიან.

- ხშირად ნაყინის მაცივრები მაღაზიებს გარეთ აქვთ გამოტანილი. ვისაც იმის საშუალება არ აქვს, მაცივარი მაღაზიაში შეიტანოს, უადგილობის გამო იძულებულია, გარეთ დატოვოს. 41 გრადუს სიცხეში როგორ უნდა მოიქცეს?

- ასეთი მაცივრებისთვის +41 გრადუსი უფრო სასურველი ტემპერატურაა, ვიდრე სახლში +32 გრადუსი, რადგანაც გარეთ ნიავი მაინც ხვდება და ცოტათი აგრილებს. ფაქტია, რომ ისინი მზის გულზე არ უნდა იდგეს, მზის სხივები არ უნდა ხვდებოდეს.

ისეთი მოწყობილობა, როგორიც კონდენსატორია, საიდანაც ფრეონის კონდენსაცია ხდება, რომ არ დაზიანდეს, ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთონ. ამიტომ, გაგრილება აუცილებელია. საერთოდ, ფრეონი თავიდან 85 გრადუსზე მაღლა უნდა გაცხელდეს, მერე აუცილებლად 53 გრადუსამდე გაგრილდეს, რომ ისევ თხევადად გარდაიქმნას. თუ ამას გარე ტემპერატურის გამო ვერ ახერხებს, გამოდის, შიგნით ცხელი ჰაერის ნაკადი შედის, რის გამოც ფრეონი "დარბის", ეს კი იმას ნიშნავს, რომ მაცივარი კი არ აცივებს, პირიქით, თავის თავს აცხელებს. აქედან გამომდინარე, აგრეგატი უნდა გაითიშოს.

არის კიდევ ერთი მომენტი - ხალხს ჰგონია, გაუსაძლისი სიცხის დროს, მაცივრის სპეციალური ნიშნულები მაქსიმალურზე უნდა ასწიონ, მაგალითად, 5-6-7-ზე. მეტი რიცხვები არ აქვს, თორემ უფრო მეტზეც ასწევდნენ. ეს რიცხვები მაცივარს სიჩქარეს არ მატებს. პირიქით, ასეთ დროს დაბალ რიცხვებზე უნდა დავაყენოთ, რომ ძრავამ მინიმალურ ზღვარს მაინც მიაღწიოს.

მოკლედ, ციფრები ტემპერატურას არ ნიშნავს, ის მისი პოზიციაა. პირველი პოზიცია, უფრო ცივს ნიშნავს, ვიდრე მაღალი ნიშნულები. მთავარია, ერთ საათში ძრავამ ერთხელ მაინც მოახერხოს გათიშვა, რომ გაგრილდეს. შიდა დეტალები არ უნდა გადახურდეს. თუ არადა, ასეთ დროს ბევრი ცუდი რამ ხდება. თერმოსტატიც არ გაითიშება და ძრავა გაჩერდება.

- რა რეკომენდაცია შეგიძლიათ იმ მაცივრებისთვის გასცეთ, ვისაც ქუჩაში უდგათ ისინი. როგორ უნდა მოიქცნენ?

- თუ საშუალება არ აქვთ, მაღაზიაში შეიტანონ, გარეთ ჩრდილი მოუწყონ, სპეციალური ქოლგების ქვეშ მოაქციონ. ისე, მაღაზიებში როცა მჭიდროდ დგას მაცივრები, თავისი სიმხურვალით ერთი მეორეს უფრო ახშობს. ქუჩაში ასე მჭიდროდ რომ დააწყონ, ერთმანეთს ხელს არ შეუშლიან - როდესაც კონდენსატორი ცხელდება, ტემპერატურა მაღლა ადის და ეს შველის, შენობაში სიცხე ზევით ვერ "გარბის", ის არსებულ სივრცეს ავსებს და მაცივარი იხრჩობა.