Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მთავარი პროკურორობისთვის 15 ადამიანი იბრძვის - ვინ არიან კანდიდატები?
მთავარი პროკურორობისთვის 15 ადამიანი იბრძვის - ვინ არიან კანდიდატები?

ამ დრო­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რო­ბის­თვის 15 კან­დი­და­ტი იბ­რძვის. და­სა­ხე­ლე­ბულ კან­დი­და­ტებს შო­რის არი­ან მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­რო­სი შალ­ვა თა­დუ­მა­ძე, სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბის პრო­ცეს­ში ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის გა­მო­ძი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი ირაკ­ლი ნა­და­რე­იშ­ვი­ლი და ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი შალ­ვა შავ­გუ­ლი­ძე.

გარ­და ამ სამი კან­დი­და­ტი­სა, მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე საპ­რო­კუ­რო­რო საბ­ჭო­ში წარ­დგე­ნილ­ნი არი­ან: პა­ა­ტა შა­ვა­ძე, ზუ­რაბ ჯორ­ბე­ნა­ძე, გია ბერ­ძე­ნი­ძე, ნანა რე­ვა­ზიშ­ვი­ლი, თა­მარ კე­რე­სე­ლი­ძე, გრი­გოლ გაგ­ნი­ძე, იო­სებ ბა­ჩი­აშ­ვი­ლი, მა­რი­ამ ცა­ცა­ნაშ­ვი­ლი, ჯე­მალ გა­ხო­კი­ძე, ედი­შერ ფუტ­კა­რა­ძე, ნინო გოგ­ნი­აშ­ვი­ლი და გი­ორ­გი შა­ში­აშ­ვი­ლი.

შალ­ვა თა­დუ­მა­ძის კან­დი­და­ტუ­რა ნინო გოგ­ნი­აშ­ვილ­თან და ედი­შერ ფუტ­კა­რა­ძეს­თან ერ­თად ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­მა (თსუ) წა­რად­გი­ნა, ირაკ­ლი ნა­და­რე­იშ­ვი­ლის კან­დი­და­ტუ­რა საპ­რო­კუ­რო­რო საბ­ჭოს ერ­თობ­ლი­ვად წა­რუდ­გი­ნეს თბი­ლი­სის ღია უნი­ვერ­სი­ტეტ­მა, კავ­კა­სი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­მა და „გა­ნათ­ლე­ბის აკა­დე­მი­ამ“, შალ­ვა შაგ­ვუ­ლი­ძის კან­დი­და­ტუ­რა კი - „ევ­რო­პულ­მა სა­ქარ­თვე­ლომ“. საპ­რო­კუ­რო­რო საბ­ჭო­ში კან­დი­და­ტუ­რე­ბის წარ­დგე­ნის ვადა 4 ივ­ლისს იწუ­რე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა ვა­და­ზე ადრე და­ტო­ვა ირაკ­ლი შო­თა­ძემ. ყო­ფილ­მა მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მა თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მიერ გა­მო­ტა­ნი­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შემ­დეგ და მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან, ზაზა სა­რა­ლი­ძი­სა და მისი მხარ­დამ­ჭე­რე­ბის საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის დროს მი­ი­ღო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

მთავარი პროკურორობისთვის 15 ადამიანი იბრძვის - ვინ არიან კანდიდატები?

მთავარი პროკურორობისთვის 15 ადამიანი იბრძვის - ვინ არიან კანდიდატები?

ამ დროის მონაცემებით, მთავარი პროკურორობისთვის 15 კანდიდატი იბრძვის. დასახელებულ კანდიდატებს შორის არიან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი შალვა თადუმაძე, საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ნადარეიშვილი და ყოფილი დეპუტატი შალვა შავგულიძე.

გარდა ამ სამი კანდიდატისა, მთავარი პროკურორის თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოში წარდგენილნი არიან: პაატა შავაძე, ზურაბ ჯორბენაძე, გია ბერძენიძე, ნანა რევაზიშვილი, თამარ კერესელიძე, გრიგოლ გაგნიძე, იოსებ ბაჩიაშვილი, მარიამ ცაცანაშვილი, ჯემალ გახოკიძე, ედიშერ ფუტკარაძე, ნინო გოგნიაშვილი და გიორგი შაშიაშვილი.

შალვა თადუმაძის კანდიდატურა ნინო გოგნიაშვილთან და ედიშერ ფუტკარაძესთან ერთად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა (თსუ) წარადგინა, ირაკლი ნადარეიშვილის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს ერთობლივად წარუდგინეს თბილისის ღია უნივერსიტეტმა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა და „განათლების აკადემიამ“, შალვა შაგვულიძის კანდიდატურა კი - „ევროპულმა საქართველომ“. საპროკურორო საბჭოში კანდიდატურების წარდგენის ვადა 4 ივლისს იწურება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვა ირაკლი შოთაძემ. ყოფილმა მთავარმა პროკურორმა თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შემდეგ და მთავარ პროკურატურასთან, ზაზა სარალიძისა და მისი მხარდამჭერების საპროტესტო აქციების დროს მიიღო.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს