პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზაზა სარალიძე შსს-ს შენობასთან: "აქ ვიჯდები, სანამ ჩემი შვილის მკვლელს არ დაიჭერენ!"
ზაზა სარალიძე შსს-ს შენობასთან: "აქ ვიჯდები, სანამ ჩემი შვილის მკვლელს არ დაიჭერენ!"

"ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი სახ­ლში უნდა წა­ვი­დეს, არ არის გა­სა­ჩე­რე­ბე­ლი, მა­ტყუ­ა­რა, აფე­რის­ტია" - ამის შე­სა­ხებ ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მოკ­ლუ­ლი და­ვით სა­რა­ლი­ძის მა­მამ, ზაზა სა­რა­ლი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რო­მე­ლიც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ეზო­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას მარ­თავს.

რო­გორც ზაზა სა­რა­ლი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, აქ­ცი­ის და­წყე­ბამ­დე ის ცოტა ხნის წინ, კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელს შეხ­ვდა, სა­დაც მ.კ-ს და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ მო­თხოვ­ნა და­ა­ყე­ნა. ზაზა სა­რა­ლი­ძის გან­მარ­ტე­ბით, კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა მას გა­ნუ­მარ­ტა, რომ მ.კ-ს და­კა­ვე­ბის­თვის არა­ნა­ი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ არ­სე­ბობს. სა­რა­ლი­ძე ამ­ბობს, რომ მ.კ-ს ხელს აფა­რე­ბენ.

„კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დი­რექ­ტორს შევ­ხვდი, რო­მე­ლიც მიმ­ტკი­ცებს, რომ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ არ­სე­ბობს და ვერ და­ი­ჭე­რენ კა­ლან­დი­ას. მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ­სე­ბობს უკვე და ხე­ლის და­ფა­რე­ბა უნ­დათ. და­ა­ფა­რონ, აქ ვიჯ­დე­ბი, სა­ნამ არ და­ი­ჭე­რენ. ახლა მა­ინც ხომ ვერ იტყვი­ან იმას, რომ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ უდ­გას გვერ­დშიო? - ვიდ­გე­ბი აქ!

არა­ნა­ი­რი პი­რო­ბა არ მო­უ­ცი­ათ, კი­დევ იმას იძა­ხი­ან, რომ დრო უნ­დათ. დრო გა­ვი­და - უკვე შვი­დი თვე. ხელს აფა­რე­ბენ. მი­ნის­ტთან შეხ­ვედ­რას აზრი არ აქვს, მი­ნის­ტრმა არ იყო რომ თქვა, 4 დე­კემ­ბერს, რომ ყვე­ლა­ფერს მოვ­რჩი­თო?! მი­ნის­ტრი სახ­ლში უნდა წა­ვი­დეს სა­ერ­თოდ, არ არის გა­სა­ჩე­რე­ბე­ლი, მა­ტყუ­ა­რა, აფე­რის­ტია. საქ­მის თა­ვი­დან შე­კერ­ვა უნ­დათ, დროს წე­ლა­ვენ. სპე­ცი­ა­ლუ­რად“, - გა­ნა­ცხა­და ზაზა სა­რა­ლი­ძემ.

გულთან ახლოს.
0

ვერ გავიგე, ზაზა, 2018 წლიდან აქა ზის? და ეხლა გაგახსენდათ. ცუდად მუშაობს ნაცმოძრაობა. სად არის შვიშტოკა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ზაზა სარალიძე შსს-ს შენობასთან: "აქ ვიჯდები, სანამ ჩემი შვილის მკვლელს არ დაიჭერენ!"

ზაზა სარალიძე შსს-ს შენობასთან: "აქ ვიჯდები, სანამ ჩემი შვილის მკვლელს არ დაიჭერენ!"

"შინაგან საქმეთა მინისტრი სახლში უნდა წავიდეს, არ არის გასაჩერებელი, მატყუარა, აფერისტია" - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოში საპროტესტო აქციას მართავს.

როგორც ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აქციის დაწყებამდე ის ცოტა ხნის წინ, კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელს შეხვდა, სადაც მ.კ-ს დაკავების შესახებ მოთხოვნა დააყენა. ზაზა სარალიძის განმარტებით, კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელმა მას განუმარტა, რომ მ.კ-ს დაკავებისთვის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. სარალიძე ამბობს, რომ მ.კ-ს ხელს აფარებენ.

„კრიმინალური პოლიციის დირექტორს შევხვდი, რომელიც მიმტკიცებს, რომ მტკიცებულებები არ არსებობს და ვერ დაიჭერენ კალანდიას. მტკიცებულებები არსებობს უკვე და ხელის დაფარება უნდათ. დააფარონ, აქ ვიჯდები, სანამ არ დაიჭერენ. ახლა მაინც ხომ ვერ იტყვიან იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უდგას გვერდშიო? - ვიდგები აქ!

არანაირი პირობა არ მოუციათ, კიდევ იმას იძახიან, რომ დრო უნდათ. დრო გავიდა - უკვე შვიდი თვე. ხელს აფარებენ. მინისტთან შეხვედრას აზრი არ აქვს, მინისტრმა არ იყო რომ თქვა, 4 დეკემბერს, რომ ყველაფერს მოვრჩითო?! მინისტრი სახლში უნდა წავიდეს საერთოდ, არ არის გასაჩერებელი, მატყუარა, აფერისტია. საქმის თავიდან შეკერვა უნდათ, დროს წელავენ. სპეციალურად“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.