პროექტი "10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო სანამ ცოცხალი ხარ" ფინალურ ეტაპზე გადავიდა! გამარჯვებული ღვინოებით ღვინის სასაჩუქრე/საკოლექციო/ტურისტული 5-5-ბოთლიანი შეფუთვა შეიქმნა ლიმიტირებული რაოდენობით. აღნიშნული კომპლექტები ჯერ ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომი არ არის. მისი წინასწარ შეკვეთა 30 ივნისიდან მხოლოდ Allwine.ge-ზეა შესაძლებელი. მომხმარებლები, რომლებიც წინასწარი შეკვეთით შეიძენენ ღვინოს, მას 10 ივლისიდან მიიღებენ მითითებულ მისამართებზე. მნიშვნელოვანია ისიც, რომ თითოეული ყუთის სტანდარტული ფასი 150 ლარს შეადგენს, ხოლო წინასწარი შეკვეთის შემთხვევაში მისი ღირებულება სულ რაღაც 129 ლარი იქნება.
პროექტი 2017 წლის 15 ოქტომბერს "ქართული ღვინის ფესტივალზე“ დაიწყო, სადაც პირველი ბრმა დეგუსტაცია გაიმართა. მას შემდეგ ღვინოებისთვის ხმის მიცემა 4 თვის განმავლობაში გრძელდებოდა. პროექტი ორ ეტაპად დაიყო. პირველ ეტაპზე მიმდინარეობდა ხმის მიცემა, რომელშიც 250 000-მდე ადამიანი ჩაერთო და − 23 ღვინის დასახელებიდან 10 აირჩიეს. ხმას აძლევდნენ როგორც ონლაინ და ბეჭდურ მედიაში, ასევე ფესტივალებსა და საჯარო თავშეყრის ადგილებზე გამართულ ბრმა დეგუსტაციებზე.
მეორე ეტაპზე საქართველოში არსებულმა ღვინის კომპანიებმა დეგუსტაციისთვის საკუთარი ღვინოები წარმოადგინეს. ინტერესი ძალიან დიდი იყო, ამიტომ ბრმა დეგუსტაცია 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ოთხმა ქართველმა და ერთმა ფრანგმა ღვინის ექსპერტმა სწორედ ბრმა დეგუსტაციით გამოავლინეს რჩეული კომპანიების 10 საუკეთესო ღვინო, რომლის ერთი ნაწილი - 5 ბოთლი - ერთ შეფუთვაშია წარმოდგენილი, ხოლო მეორე 5 ღვინო, მეორე შეფუთვაში.
პროექტის მიზანი 10 საუკეთესო ქართული ღვინის გამოვლენა და პოპულარიზაციაა როგორც ქვეყანაში, ისე საერთაშორისო მასშტაბით. ჩატარებული აქტივობების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზრდება რჩეული ქართული ღვინოების ცნობადობა და ხელმისაწვდომობა. გამარჯვებული 10 ღვინო საქართველოს სავიზიტო ბარათი გახდება და უცხოელი ვიზიტორებისთვის საუკეთესო სასაჩუქრე კრებული იქნება.
ახლა კი წარმოგიდგენთ იმ კომპანიების სიას, რომლებმაც ძალიან დიდი კონკურენციის პირობებში გაიმარჯვეს და მათმა პროდუქციამ საუკეთესო ღვინის სტატუსი მიიღო:
ახალშენი 2005 - „საფერავი“
თელიანი ველი - „ტვიში“
მეღვინეობა ბესინი - „წინანდალი“
მარანული - „ახაშენი“
ბატონო - „ქინძმარაული“
გიუაანი - „რქაწითელი“,
თბილღვინო - „ხვანჭკარა“
შატო ნეკრესი - „მუკუზანი“
კონჭო და კომპანი - „ქისი“
კორპორაცია ქინძმარაული - „მწვანე“