პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაიცანით დუტა სხირტლაძის დიზაინერი მეუღლე - მარინა ნაცვლიშვილი, რომელიც წლებია ულამაზეს სამკაულებს ქმნის
გაიცანით დუტა სხირტლაძის დიზაინერი მეუღლე - მარინა ნაცვლიშვილი, რომელიც წლებია ულამაზეს სამკაულებს ქმნის

დი­ზა­ი­ნერ-იუ­ვე­ლი­რი მა­რი­ნა ნაც­ვლიშ­ვი­ლი უკვე ხუთი წე­ლია, ვერ­ცხლის, ოქ­როს და ფე­რა­დი ქვე­ბის მრა­ვალ­ფე­რო­ვან სამ­ყა­როს ქმნის. თავ­და­პირ­ვე­ლად სამ­კა­ულს სა­კუ­თა­რი სი­ა­მოვ­ნე­ბის­თვის აკე­თებ­და, პირ­ვე­ლი გა­მო­ფე­ნის შემ­დეგ კი მის ნა­კე­თო­ბებ­ზე იმ­დე­ნად დიდი მო­თხოვ­ნა გაჩ­ნდა, გა­და­წყვი­ტა, იუ­ვე­ლი­რო­ბა ბიზ­ნე­სად ექ­ცია. მა­რი­ნა ნაც­ვლიშ­ვი­ლის სა­ი­უ­ვე­ლი­რო ხა­ზის მთა­ვა­რი სიმ­ბო­ლო ჩი­ტია. თა­ვის პირ­ველ ნა­მუ­შე­ვარ­საც სწო­რედ ამი­ტომ და­არ­ქვა „ლურ­ჯი ფრინ­ვე­ლი“, რო­მე­ლიც დღეს მის­თვის ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი და საყ­ვა­რე­ლი ნივ­თია. ყვე­ლა მისი ნა­მუ­შე­ვა­რი ექ­სკლუ­ზი­ვია და არას­დროს მე­ორ­დე­ბა. ჩვენს მკი­თხვე­ლებს იმა­საც ვე­ტყვით, რომ ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­ნა ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლი მსა­ხი­ო­ბი­სა და ტე­ლე­წამ­ყვა­ნის დუტა სხირტლა­ძის მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რია.

- დი­ზა­ი­ნე­რი ვარ, სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მია მაქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ვმუ­შა­ობ­დი თე­ატ­რში, კი­ნო­ში. ამის შემ­დეგ გა­დავ­წყვი­ტე, რომ შე­მეს­წავ­ლა სა­ი­უ­ვე­ლი­რო საქ­მე. სტუ­დენ­ტო­ბის პე­რი­ო­დი­დან მა­ინ­ტე­რე­სებ­და ეს საქ­მე, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც არა­რე­ა­ლუ­რი მე­გო­ნა სწავ­ლა. თუმ­ცა შევ­ძე­ლი და ვის­წავ­ლე. უკვე ხუთი წე­ლია ამ საქ­მე­ზე ვმუ­შა­ობ. მინ­დო­და ისე­თი სამ­კა­უ­ლი შე­მექ­მნა, რომ ეფექ­ტუ­რი და მიმ­ზიდ­ვე­ლი ყო­ფი­ლი­ყო. ყო­ველ­თვის მიყ­ვარ­და დიდი სამ­კა­უ­ლი. ფაქ­ტობ­რი­ვად ჩემ­თვის და­ვი­წყე ამის კე­თე­ბა. როცა გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის სამ­კა­უ­ლი და­მიგ­როვ­და, გა­ვა­კე­თე გა­მო­ფე­ნა. საკ­მა­ოდ დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა და სხვა გა­მო­ფე­ნე­ბიც მოჰ­ყვა. ასე ნელ-ნელა და­ინ­ტე­რეს­დნენ ადა­მი­ა­ნე­ბი ჩემი ნა­მუ­შევ­რე­ბით და იქცა ბიზ­ნე­სად ჩემი გა­ტა­ცე­ბა.

- არის ეს ის საქ­მე, რო­მე­ლიც გინ­დათ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა აკე­თოთ?

- როცა ადა­მი­ა­ნი რა­ი­მე საქ­მის კე­თე­ბას იწყებ და გსი­ა­მოვ­ნებს ეს, ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ხარ. ჩემს შემ­თხვე­ვა­შიც ასეა. ვგრძნობ, რომ ეს ჩემი საქ­მეა, ჩემი ნა­წი­ლია. ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ სხვა საქ­მეს არ ვა­კე­თებ, მაგ­რამ დღეს­დღე­ო­ბით ჩემი ძი­რი­თა­დი სა­ქი­ა­ნო­ბა მა­ინც ეს არის.

- რა მა­სა­ლით იქ­მნე­ბა თქვე­ნი ნა­მუ­შევ­რე­ბი?

- მა­სა­ლა არის ვერ­ცხლი და ოქრო. რაც შე­ე­ხე­ბა ქვებს, ყვე­ლა სამ­კა­უ­ლი გა­ფორ­მე­ბუ­ლია ბუ­ნებ­რი­ვი ქვე­ბით.

- ოდეს­მე პლა­გი­ა­ტე­ბის მსხვერ­პლი გამ­ხდარ­ხართ?

- მცდე­ლო­ბე­ბი იყო. არის ნი­უ­ან­სე­ბი, დე­ტა­ლე­ბი, რო­მე­ლიც მი­ნა­ხავს სხვა ნა­მუ­შევ­რებ­ში, მაგ­რამ ზუს­ტი კო­პი­რე­ბა ჯერ არა­ვის გა­უ­კე­თე­ბია. როცა ნა­მუ­შე­ვარს უყუ­რე­ბენ, ხვდე­ბი­ან, რომ ჩე­მია. ხელ­წე­რა იგ­რძნო­ბა, ამი­ტომ ვერ ბე­და­ვენ.

- ტექ­ნი­კურ მხა­რეს რაც შე­ე­ხე­ბა, რთუ­ლად შე­სას­რუ­ლე­ბე­ლია ეს ნა­მუ­შევ­რე­ბი?

- თა­ვი­დან ჩვე­უ­ლებ­რი­ვი რგო­ლე­ბის კე­თე­ბით და­ვი­წყე. დრო­თა ნა­მავ­ლო­ბა­ში სწავ­ლობ, იხ­ვე­წე­ბი. მინ­დო­და, რომ რა­ღაც ჩემი მე­კე­თე­ბი­ნა. პირ­ვე­ლი ეს­კი­ზი, რომ მი­ვი­ტა­ნე ჩემი მას­წავ­ლებ­ლე­ბი შოკ­ში ჩა­ვარ­დნენ. ყო­ველ­თვის აინ­ტე­რე­სებთ ახალ ჯერ­ზე რას გა­ვა­კე­თებ. თვი­თო­ნაც დიდი ინ­ტე­რე­სით უყუ­რე­ბენ ამ პრო­ცესს. ტექ­ნი­კუ­რა­დაც და ისეც, ძა­ლი­ან რთუ­ლი სა­მუ­შა­ოა, მით უმე­ტეს ქა­ლის­თვის. ბევრ სირ­თუ­ლეს­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. გაგ­რძე­ლე­ბა+ფო­ტო­ე­ბი

გაიცანით დუტა სხირტლაძის დიზაინერი მეუღლე - მარინა ნაცვლიშვილი, რომელიც წლებია ულამაზეს სამკაულებს ქმნის

გაიცანით დუტა სხირტლაძის დიზაინერი მეუღლე - მარინა ნაცვლიშვილი, რომელიც წლებია ულამაზეს სამკაულებს ქმნის

დიზაინერ-იუველირი მარინა ნაცვლიშვილი უკვე ხუთი წელია, ვერცხლის, ოქროს და ფერადი ქვების მრავალფეროვან სამყაროს ქმნის. თავდაპირველად სამკაულს საკუთარი სიამოვნებისთვის აკეთებდა, პირველი გამოფენის შემდეგ კი მის ნაკეთობებზე იმდენად დიდი მოთხოვნა გაჩნდა, გადაწყვიტა, იუველირობა ბიზნესად ექცია. მარინა ნაცვლიშვილის საიუველირო ხაზის მთავარი სიმბოლო ჩიტია. თავის პირველ ნამუშევარსაც სწორედ ამიტომ დაარქვა „ლურჯი ფრინველი“, რომელიც დღეს მისთვის ყველაზე ძვირფასი და საყვარელი ნივთია. ყველა მისი ნამუშევარი ექსკლუზივია და არასდროს მეორდება. ჩვენს მკითხველებს იმასაც ვეტყვით, რომ ქალბატონი მარინა ყველასთვის საყვარელი მსახიობისა და ტელეწამყვანის დუტა სხირტლაძის მეორე ნახევარია.

- დიზაინერი ვარ, სამხატვრო აკადემია მაქვს დამთავრებული. ვმუშაობდი თეატრში, კინოში. ამის შემდეგ გადავწყვიტე, რომ შემესწავლა საიუველირო საქმე. სტუდენტობის პერიოდიდან მაინტერესებდა ეს საქმე, მაგრამ რატომღაც არარეალური მეგონა სწავლა. თუმცა შევძელი და ვისწავლე. უკვე ხუთი წელია ამ საქმეზე ვმუშაობ. მინდოდა ისეთი სამკაული შემექმნა, რომ ეფექტური და მიმზიდველი ყოფილიყო. ყოველთვის მიყვარდა დიდი სამკაული. ფაქტობრივად ჩემთვის დავიწყე ამის კეთება. როცა გარკვეული რაოდენობის სამკაული დამიგროვდა, გავაკეთე გამოფენა. საკმაოდ დიდი გამოხმაურება და სხვა გამოფენებიც მოჰყვა. ასე ნელ-ნელა დაინტერესდნენ ადამიანები ჩემი ნამუშევრებით და იქცა ბიზნესად ჩემი გატაცება.

- არის ეს ის საქმე, რომელიც გინდათ მთელი ცხოვრება აკეთოთ?

- როცა ადამიანი რაიმე საქმის კეთებას იწყებ და გსიამოვნებს ეს, ძალიან კმაყოფილი ხარ. ჩემს შემთხვევაშიც ასეა. ვგრძნობ, რომ ეს ჩემი საქმეა, ჩემი ნაწილია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა საქმეს არ ვაკეთებ, მაგრამ დღესდღეობით ჩემი ძირითადი საქიანობა მაინც ეს არის.

- რა მასალით იქმნება თქვენი ნამუშევრები?

- მასალა არის ვერცხლი და ოქრო. რაც შეეხება ქვებს, ყველა სამკაული გაფორმებულია ბუნებრივი ქვებით.

- ოდესმე პლაგიატების მსხვერპლი გამხდარხართ?

- მცდელობები იყო. არის ნიუანსები, დეტალები, რომელიც მინახავს სხვა ნამუშევრებში, მაგრამ ზუსტი კოპირება ჯერ არავის გაუკეთებია. როცა ნამუშევარს უყურებენ, ხვდებიან, რომ ჩემია. ხელწერა იგრძნობა, ამიტომ ვერ ბედავენ.

- ტექნიკურ მხარეს რაც შეეხება, რთულად შესასრულებელია ეს ნამუშევრები?

- თავიდან ჩვეულებრივი რგოლების კეთებით დავიწყე. დროთა ნამავლობაში სწავლობ, იხვეწები. მინდოდა, რომ რაღაც ჩემი მეკეთებინა. პირველი ესკიზი, რომ მივიტანე ჩემი მასწავლებლები შოკში ჩავარდნენ. ყოველთვის აინტერესებთ ახალ ჯერზე რას გავაკეთებ. თვითონაც დიდი ინტერესით უყურებენ ამ პროცესს. ტექნიკურადაც და ისეც, ძალიან რთული სამუშაოა, მით უმეტეს ქალისთვის. ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული. გაგრძელება+ფოტოები