პოლიტიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფხაზეთში სუიციდის სტიქია მძვინვარებს - გარდაცვლილებს შორის სირიელი რეპატრიანტია, რომელსაც 4 შვილი დარჩა
აფხაზეთში სუიციდის სტიქია მძვინვარებს - გარდაცვლილებს შორის სირიელი რეპატრიანტია, რომელსაც 4 შვილი დარჩა

აფხა­ზეთ­ში ბოლო ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, მხო­ლოდ მა­ის­სა და ივ­ნის­ში თორ­მეტ­მა ადა­მი­ან­მა თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა სი­ცო­ცხლე, ოთხს კი, სუ­ი­ცი­დის მცდე­ლო­ბა ჰქონ­და... ად­გი­ლობ­რი­ვი ე.წ. პრო­კუ­რა­ტუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის თქმით, აფხა­ზეთ­ში სუ­ი­ციდ­მა იფეთ­ქა.

და­ღუ­პუ­ლებს შო­რის არი­ან ტუ­რის­ტე­ბიც, ან ისი­ნი, ვინც რე­გი­ონ­ში სხვა­დას­ხვა მიზ­ნით ჩა­ვიდ­ნენ. 2018 წლის 6 ივ­ნისს, გაგ­რის რა­ი­ონ­ში, სო­ფელ ბზიფ­ში, 1984 წელს, სტავ­რო­პო­ლის ოლ­ქში და­ბა­დე­ბუ­ლი კი­ჩევ მუ­ჰა­მე­დია, რო­მე­ლიც გაგ­რა­ში დრო­ე­ბით სა­ცხოვ­რე­ბელ­ში ცხოვ­რობ­და, კი­ბის სა­ხე­ლურ­ზე ჩა­მომ­ხვრჩა­ლი იპო­ვეს... ერთ-ერთი ვერ­სი­ით, ის ჩა­მო­ახ­რჩეს.

სუ­ი­ცი­დით და­ღუ­პუ­ლებს შო­რი­საა აფხა­ზი სი­რი­ე­ლი რე­პატ­რი­ან­ტი, 4 შვი­ლის მამა, რო­მე­ლიც გულ­რიფ­შის რა­ი­ონ­ში ჩა­ა­სახ­ლეს. შემ­თხვე­ვა 2018 წლის 27 ივ­ნისს მოხ­და და ოფი­ცი­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, თუმ­ცა, აფხა­ზე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წე­რენ, რომ რე­პატ­რი­ან­ტმა აფხა­ზეთ­ში არ­სე­ბულ რე­ა­ლო­ბას ვერ გა­უძ­ლო.

"მათი წარ­მოდ­გე­ნით აქ ევ­რო­პაა, სი­ცო­ცხლე დუღს, კარ­გი, მე­გობ­რუ­ლი ხალ­ხი ცხოვ­რობს და სი­რი­ის ომს გა­მოქ­ცე­უ­ლებს თვით­რე­ა­ლი­ზა­ცია არ გა­უ­ჭირ­დე­ბათ, - აქ კი, მათი თქმით, 25 წლი­ან გა­ყი­ნულ კონ­ფლიქ­ტში მო­უ­წი­ათ ცხოვ­რე­ბა. რუ­სუ­ლი არ იცი­ან, არც აფხა­ზუ­რი - მათი ენა აქ არა­ვის ეს­მის. მათ ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ზე არა­ვის უზ­რუ­ნია. ჩა­მო­იყ­ვა­ნეს და ჩა­ა­სახ­ლეს. ზოგი გა­იქ­ცა, რად­გან ფსი­ქო­ლო­გი­ურ წნეხს ვერ გა­უძ­ლეს. ასე მო­უ­ვი­და ამ კაც­საც, - ალ­ბათ აჟი­ტი­რე­ბულ­მა ჩა­მო­იყ­ვა­ნა ცოლ-შვი­ლი და აქ მშივ­რე­ბი დარ­ჩნენ..." - წე­რენ აფხა­ზე­ბი...

არ­სე­ბუ­ლი ცნო­ბით, რუ­სე­თის ახალ­გაზ­რდა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზეთ­ში ნარ­კო­ვაჭ­რო­ბის­თვის ჩა­დის და გარ­კვე­ულ შემ­თხვე­ვებ­ში მათი “ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბა” ტრა­გი­კუ­ლად სრულ­დე­ბა.

მიმ­დი­ნა­რე წლის 22 ივ­ნისს, გუ­და­უ­თის სო­ფელ ოთხა­რა­ში, 2001 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი დათო ცი­კო­ლია სა­კუ­თა­რი სახ­ლის ეზო­ში, ხეზე ჩა­მომ­ხვრჩა­ლი იპო­ვეს.

2018 წლის 19 ივ­ნისს, 1983 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გუ­და­უ­თე­ლი გი­ორ­გი ფა­ჩუ­ლია სო­ხუმ­ში, ჩალ­მა­ზის ქუ­ჩა­ზე, სა­ცხოვ­რე­ბე­ლის სახ­ლის სა­ხუ­რა­ვი­დან გა­დახ­ტა და ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა... ად­გი­ლობ­რი­ვი აფხა­ზე­ბის თქმით, ეს თვით­მკვლე­ლო­ბა არ ყო­ფი­ლა - ის ვა­ლის გა­და­უხ­დე­ლო­ბის გამო სა­ხუ­რა­ვი­დან გად­მო­აგ­დეს.

მიმ­დი­ნა­რე წლის 16 ივ­ნისს, 1964 წელს, ტყვარ­ჩე­ლის რა­ი­ონ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი რო­მან შინ­კუ­ბა დრო­ე­ბი­თი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ეზო­ში, ხეზე ჩა­მომ­ხრჩვა­ლი იპო­ვეს.

სულ 12 ასე­თი ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ არ­სე­ბობს ინ­ფორ­მა­ცია. სუ­ი­ცი­დი ხდე­ბა ყვე­ლა ქა­ლაქ­ში და ყვე­ლა ასა­კის ადა­მი­ა­ნებ­ში... ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა გა­მო­სავ­ლის პოვ­ნას ე.წ. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას სთხოვს, რად­გან სუ­ი­ცი­დის ზრდის მი­ზე­ზი ყვე­ლა­ზე ხშირ შემ­თხვე­ვა­ში არის დეპ­რე­სია, რო­მე­ლიც უმუ­შევ­რო­ბით, პერ­სპექ­ტი­ვის არარ­სე­ბო­ბით, მწვა­ვე სო­ცი­ა­ლუ­რი ფო­ნით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი...

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ერ­თმა­ნეთს ურ­ჩე­ვენ, ბრმად არა­ვინ შე­უშ­ვან სახ­ლში, რად­გან უკონ­ტრო­ლო რე­გი­ონ­ში ნარ­კო­მო­ვაჭ­რე­ე­ბის მკვეთ­რი შე­მო­დი­ნე­ბა ფიქ­სირ­დე­ბა, შემ­დეგ ისი­ნი შარ­ში ეხ­ვე­ვი­ან, პრობ­ლე­მებს უქ­მნი­ან ოჯახს, სა­დაც შე­სახ­ლდნენ და სა­კუ­თარ თავ­საც.

ინ­დი­რა ჭკა­დუა: "ჩემს მე­ზობ­ლად ცხოვ­რობ­და რუ­სე­თი­დან ჩა­მო­სუ­ლი ახალ­გაზ­რდა ცოლ-ქმა­რი, არ­სად არ მუ­შა­ობ­დნენ, მაგ­რამ ფული სულ ჰქონ­დათ – კაფე-ბა­რებ­ში იკ­ვე­ბე­ბოდ­ნენ, რეს­ტორ­ნებ­ში და­დი­ოდ­ნენ, ავ­ტო­მან­ქა­ნით მოძ­რა­ობ­დნენ... ერთ დღე­საც ვი­კი­თხეთ, ვინ არი­ან, სა­ი­დან აქვთ ფული... სახ­ლის მე­პატ­რო­ნე სო­მე­ხია და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გაგ­ვი­წია, მაგ­რამ რო­დე­საც ერთ ქუ­ჩა­ზე, ორი ბიჭი ნარ­კო­ტი­კის გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი დო­ზით და­ი­ღუ­პა, მივ­ხვდით, რა­შიც იყო საქ­მე. ხალ­ხმა მათი ჩა­ქოლ­ვა მო­ი­თხო­ვა, ასეც იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ სახ­ლის მე­პატ­რო­ნის ხელ­შე­წყო­ბით გა­ი­პარ­ნენ..."

გუნ­და პა­პას­კი­რი: "საქ­მე ის არის, რო­დე­საც ოჯახ­ში სამი-ოთხი ძმა ცხოვ­რობს, სო­ფელ­ში არა­ფე­რი პერ­სპექ­ტი­ვა არ არის, ერთი მო­იყ­ვანს ცოლს და და­ნარ­ჩე­ნი სამი, პრაქ­ტი­კუ­ლად ჰა­ერ­ში რჩე­ბა, რად­გან სახლ-კარი არ აქვთ... ოჯახს ვერ ქმნი­ან, სახ­ლის ყიდ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ აქვთ. იწყე­ბენ და­ლე­ვას ან ნარ­კო­ტი­კის მომ­ხა­რე­ბას ასე თან­და­თან “ბომჟ­დე­ბი­ან...” ფი­ნა­ლი რა არის? - თვიმ­კვლე­ლო­ბა. რამ­დე­ნი ასე­თი შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ გვსმე­ნია? ოჯახს ვერც და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი ძმა არ­ჩენს, მე­უღ­ლეს­თან მუდ­მი­ვი კონ­ფლიქ­ტი აქვს. მისი შემ­ყუ­რე არც სხვა ძმე­ბი ან ახ­ლობ­ლე­ბი ფიქ­რო­ბენ ცო­ლის მოყ­ვა­ნა­ზე... გა­მო­სა­ვა­ლი არ ჩანს. გა­დით ქუ­ჩა­ში, და­ნევ­რო­ზე­ბუ­ლი, აგ­რე­სი­უ­ლი, დეპ­რე­სი­უ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი და­დი­ან, ია­რა­ღი, დანა ყვე­ლას აქვს და მცი­რე მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა საკ­მა­რი­სი გახ­დეს, რომ ერ­თმა­ნე­თი დაჭ­რან ან მოკ­ლან..."

ად­გი­ლობ­რი­ვი ე.წ. პრო­კუ­რა­ტუ­რა ვი­თა­რე­ბის გამ­წვა­ვე­ბას უარ­ყოფს. უწყე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლის, დაურ ამიჩ­ბას თქმით, ეს ინ­ფორ­მა­ცია და­მა­ლუ­ლი არა­ვის­თვის ყო­ფი­ლა, თუმ­ცა, ასე­თი ფაქ­ტე­ბი ბოლო წლებ­ში ხდე­ბო­და და სტა­ტის­ტი­კის ზრდა, მით უფრო კა­ტას­ტრო­ფუ­ლი, არ შე­ი­ნიშ­ნე­ბა.

ავტორი:

აფხაზეთში სუიციდის სტიქია მძვინვარებს - გარდაცვლილებს შორის სირიელი რეპატრიანტია, რომელსაც 4 შვილი დარჩა

აფხაზეთში სუიციდის სტიქია მძვინვარებს - გარდაცვლილებს შორის სირიელი რეპატრიანტია, რომელსაც 4 შვილი დარჩა

აფხაზეთში ბოლო ორი თვის განმავლობაში, მხოლოდ მაისსა და ივნისში თორმეტმა ადამიანმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, ოთხს კი, სუიციდის მცდელობა ჰქონდა... ადგილობრივი ე.წ. პროკურატურის წარმომადგენლების თქმით, აფხაზეთში სუიციდმა იფეთქა.

დაღუპულებს შორის არიან ტურისტებიც, ან ისინი, ვინც რეგიონში სხვადასხვა მიზნით ჩავიდნენ. 2018 წლის 6 ივნისს, გაგრის რაიონში, სოფელ ბზიფში, 1984 წელს, სტავროპოლის ოლქში დაბადებული კიჩევ მუჰამედია, რომელიც გაგრაში დროებით საცხოვრებელში ცხოვრობდა, კიბის სახელურზე ჩამომხვრჩალი იპოვეს... ერთ-ერთი ვერსიით, ის ჩამოახრჩეს.

სუიციდით დაღუპულებს შორისაა აფხაზი სირიელი რეპატრიანტი, 4 შვილის მამა, რომელიც გულრიფშის რაიონში ჩაასახლეს. შემთხვევა 2018 წლის 27 ივნისს მოხდა და ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, აფხაზები სოციალურ ქსელში წერენ, რომ რეპატრიანტმა აფხაზეთში არსებულ რეალობას ვერ გაუძლო.

"მათი წარმოდგენით აქ ევროპაა, სიცოცხლე დუღს, კარგი, მეგობრული ხალხი ცხოვრობს და სირიის ომს გამოქცეულებს თვითრეალიზაცია არ გაუჭირდებათ, - აქ კი, მათი თქმით, 25 წლიან გაყინულ კონფლიქტში მოუწიათ ცხოვრება. რუსული არ იციან, არც აფხაზური - მათი ენა აქ არავის ესმის. მათ ინტეგრაციაზე არავის უზრუნია. ჩამოიყვანეს და ჩაასახლეს. ზოგი გაიქცა, რადგან ფსიქოლოგიურ წნეხს ვერ გაუძლეს. ასე მოუვიდა ამ კაცსაც, - ალბათ აჟიტირებულმა ჩამოიყვანა ცოლ-შვილი და აქ მშივრები დარჩნენ..." - წერენ აფხაზები...

არსებული ცნობით, რუსეთის ახალგაზრდა მოქალაქეების დიდი ნაწილი, ოკუპირებული აფხაზეთში ნარკოვაჭრობისთვის ჩადის და გარკვეულ შემთხვევებში მათი “ბიზნესსაქმიანობა” ტრაგიკულად სრულდება.

მიმდინარე წლის 22 ივნისს, გუდაუთის სოფელ ოთხარაში, 2001 წელს დაბადებული დათო ციკოლია საკუთარი სახლის ეზოში, ხეზე ჩამომხვრჩალი იპოვეს.

2018 წლის 19 ივნისს, 1983 წელს დაბადებული გუდაუთელი გიორგი ფაჩულია სოხუმში, ჩალმაზის ქუჩაზე, საცხოვრებელის სახლის სახურავიდან გადახტა და ადგილზე დაიღუპა... ადგილობრივი აფხაზების თქმით, ეს თვითმკვლელობა არ ყოფილა - ის ვალის გადაუხდელობის გამო სახურავიდან გადმოაგდეს.

მიმდინარე წლის 16 ივნისს, 1964 წელს, ტყვარჩელის რაიონში დაბადებული რომან შინკუბა დროებითი საცხოვრებელი სახლის ეზოში, ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს.

სულ 12 ასეთი ტრაგიკული შემთხვევის შესახებ არსებობს ინფორმაცია. სუიციდი ხდება ყველა ქალაქში და ყველა ასაკის ადამიანებში... ადგილობრივი მოსახლეობა გამოსავლის პოვნას ე.წ. ხელმძღვანელობას სთხოვს, რადგან სუიციდის ზრდის მიზეზი ყველაზე ხშირ შემთხვევაში არის დეპრესია, რომელიც უმუშევრობით, პერსპექტივის არარსებობით, მწვავე სოციალური ფონით არის გამოწვეული...

ადგილობრივები ერთმანეთს ურჩევენ, ბრმად არავინ შეუშვან სახლში, რადგან უკონტროლო რეგიონში ნარკომოვაჭრეების მკვეთრი შემოდინება ფიქსირდება, შემდეგ ისინი შარში ეხვევიან, პრობლემებს უქმნიან ოჯახს, სადაც შესახლდნენ და საკუთარ თავსაც.

ინდირა ჭკადუა: "ჩემს მეზობლად ცხოვრობდა რუსეთიდან ჩამოსული ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, არსად არ მუშაობდნენ, მაგრამ ფული სულ ჰქონდათ – კაფე-ბარებში იკვებებოდნენ, რესტორნებში დადიოდნენ, ავტომანქანით მოძრაობდნენ... ერთ დღესაც ვიკითხეთ, ვინ არიან, საიდან აქვთ ფული... სახლის მეპატრონე სომეხია და წინააღმდეგობა გაგვიწია, მაგრამ როდესაც ერთ ქუჩაზე, ორი ბიჭი ნარკოტიკის გადაჭარბებული დოზით დაიღუპა, მივხვდით, რაშიც იყო საქმე. ხალხმა მათი ჩაქოლვა მოითხოვა, ასეც იქნებოდა, მაგრამ სახლის მეპატრონის ხელშეწყობით გაიპარნენ..."

გუნდა პაპასკირი: "საქმე ის არის, როდესაც ოჯახში სამი-ოთხი ძმა ცხოვრობს, სოფელში არაფერი პერსპექტივა არ არის, ერთი მოიყვანს ცოლს და დანარჩენი სამი, პრაქტიკულად ჰაერში რჩება, რადგან სახლ-კარი არ აქვთ... ოჯახს ვერ ქმნიან, სახლის ყიდვის შესაძლებლობა არ აქვთ. იწყებენ დალევას ან ნარკოტიკის მომხარებას ასე თანდათან “ბომჟდებიან...” ფინალი რა არის? - თვიმკვლელობა. რამდენი ასეთი შემთხვევის შესახებ გვსმენია? ოჯახს ვერც დაოჯახებული ძმა არჩენს, მეუღლესთან მუდმივი კონფლიქტი აქვს. მისი შემყურე არც სხვა ძმები ან ახლობლები ფიქრობენ ცოლის მოყვანაზე... გამოსავალი არ ჩანს. გადით ქუჩაში, დანევროზებული, აგრესიული, დეპრესიული ახალგაზრდები დადიან, იარაღი, დანა ყველას აქვს და მცირე მიზეზი შეიძლება საკმარისი გახდეს, რომ ერთმანეთი დაჭრან ან მოკლან..."

ადგილობრივი ე.წ. პროკურატურა ვითარების გამწვავებას უარყოფს. უწყების წარმომადგენლის, დაურ ამიჩბას თქმით, ეს ინფორმაცია დამალული არავისთვის ყოფილა, თუმცა, ასეთი ფაქტები ბოლო წლებში ხდებოდა და სტატისტიკის ზრდა, მით უფრო კატასტროფული, არ შეინიშნება.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი