პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დემნა გვასალიამ მსოფლიოს საქართველოს ისტორია "ასწავლა" - "თვალი გავუსწორე შიშს და ტკივილს"
დემნა გვასალიამ მსოფლიოს საქართველოს ისტორია "ასწავლა" - "თვალი გავუსწორე შიშს და ტკივილს"

Vetements-ის ახა­ლი კო­ლექ­ცი­ით დემ­ნა გვა­სა­ლი­ამ მსოფ­ლიო კი­დევ ერთხელ აა­ლა­პა­რა­კა, ამ­ჯე­რად კი ყუ­რა­დღე­ბის ცეტრში სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლე­სი ის­ტო­რია მო­ექ­ცა. Vogue წერს, რომ კო­ლექ­ცი­ით დი­ზა­ი­ნერ­მა, რომ­ლის ბავ­შვო­ბა სა­მო­ქა­ლა­ქო ომმა და­ან­გრია, სა­კუ­თა­რი თავი აჩ­ვე­ნა.

„კო­ლექ­ცია მი­ვუ­ძღვე­ნი სა­ქარ­თვე­ლოს, ქვე­ყა­ნას, სა­დაც მე და ჩემი ძმა, გუ­რა­მი 90-იან წლებ­ში ვიზ­რდე­ბო­დით. ვე­ცა­დე, ჩვე­ნე­ბი­სას თვა­ლი გა­მეს­წო­რე­ბი­ნა ში­შის­თვის და ტკი­ვი­ლის­თვის,“ - ამ­ბობს დემ­ნა გვა­სა­ლია.

Vogue წერს, რომ გვა­სა­ლია ორი წლის მან­ძილ­ზე ფსი­ქო­თე­რა­პევტთან და­დი­ო­და, რომ კო­ლექ­ცი­ის შე­საქ­მნე­ლად მზად ყო­ფი­ლი­ყო და სა­ბო­ლო­ოდ მიხ­ვდა, რომ უკვე შე­ეძ­ლო, წარ­სუ­ლი კი­დევ ერთხელ გა­ეხ­სე­ნე­ბი­ნა.

ჩვე­ნე­ბა პა­რიზ­ში შედ­გა, ხი­დის ქვეშ, სა­დაც ახლო აღ­მო­სავ­ლე­თი­დან და აფ­რი­კი­დან ემიგ­რი­რე­ბუ­ლი ხალ­ხი კარ­ვებ­ში ცხოვ­რობს. დემ­ნამ შო­უს­თვის დად­გა დიდი თეთ­რი მა­გი­და, სა­ქორ­წი­ნო სუფ­რა.

„დღეს ყვე­ლა ომზე და ლტოლ­ვი­ლებ­ზე ლა­პა­რა­კობს და მე ვიცი, ეს რას ნიშ­ნავს. უც­ნა­უ­რია, მაგ­რამ ეს ამ­ბე­ბი ჩემი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხე­ბა­ცაა,“ - ამ­ბობს დემ­ნა.

პირ­ველ მო­დელს, რო­მე­ლიც პო­დი­უმ­ზე გა­მოჩ­ნდა, ეცვა მა­ი­სუ­რი ტა­ტუ­ე­ბი­ა­ნი პრინ­ტით. სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში მა­შინ­ვე უამ­რავ­მა მომ­ხმა­რებლმა და­წე­რა, რომ ტა­ტუ­ე­ბი­ა­ნი მა­ი­სუ­რე­ბი 90-იან წლებ­ში მარ­ჯი­ე­ლა­სა და გო­ტი­ეს კო­ლექ­ცი­ებ­შიც იყო. თუმ­ცა, Vogue წერს, რომ გვა­სა­ლი­ას კო­ლექ­ცი­ა­ში მა­ი­სურს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს - ტა­ტუ­ე­ბის კომ­ბი­ნა­ცი­ა­ში არის ნიშ­ნე­ბიც, რო­მელ­საც კრი­მი­ნა­ლე­ბი, „კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი“ სა­ქარ­თვე­ლოს ცი­ხე­ებ­ში იკე­თებ­დნენ.

ამას­თან, რუ­სუ­ლი ოკუ­პა­ცი­ის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მე­ტად გავ­რცე­ლე­ბის­თვის გვა­სა­ლი­ამ კი­დევ ერთ გზას მი­აგ­ნო - Vetements-ის სა­მოს­ზე და­ტა­ნი­ლი კო­დის დას­კა­ნე­რე­ბის შემ­დეგ მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცი­ის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი გა­და­მი­სა­მართდე­ბი­ან ვი­კი­პე­დი­ის გვერ­დზე „აფხა­ზეთ­ში ქარ­თვე­ლე­ბის ეთ­ნი­კუ­რი წმენ­და“.

დემ­ნამ კო­ლექ­ცი­ა­ში არა მხო­ლოდ წარ­სუ­ლი ასა­ხა - ის ეხ­მა­უ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­საც. მათ შო­რის არის კლუბ „ბა­სი­ან­ზე“ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­აც, გა­მოჩ­ნდა ქურ­თუ­კი წარ­წე­რით We Dance Together, We Fight Together („ერ­თად ვცეკ­ვავთ, ერ­თად ვიბ­რძვით“), რო­მე­ლიც „ბა­სი­ა­ნის“ მოვ­ლე­ნე­ბის დროს საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის ერთ-ერთ სლო­გა­ნად იქცა.

ამას­თან, კო­ლექ­ცი­ა­ში არის მა­ი­სუ­რე­ბი წარ­წე­რით „უფა­ლო შეგ­ვი­წყა­ლენ“.

„ცოტა ხნის წინ სა­ქარ­თვე­ლო­ში კლუ­ბე­ბი და­ხუ­რეს. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრო­ტეს­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ კი სამ­ღვდე­ლო­ე­ბის ნა­წი­ლი გა­მო­ვი­და,“ - ამ­ბობს გვა­სა­ლია.

დი­ზა­ი­ნერ­მა კო­ლექ­ცი­ის წარ­სად­გე­ნად ქარ­თვე­ლი მო­დე­ლე­ბიც მი­იწ­ვია. დემ­ნა ამ­ბობს, რომ მათ მი­მართ ემ­პა­თი­ას გრძნობს.

„ისი­ნი არ იღი­მი­ან,“ - აღ­ნიშ­ნა გვა­სა­ლი­ამ.

ნა­ხეთ ვი­დეო : ქარ­თველ­თა გე­ნო­ცი­დი, სო­ხუ­მი, ბებო გე­ნაც­ვა­ლოს... - დემ­ნა გვა­სა­ლი­ას ახალ­მა კო­ლექ­ცი­ამ ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა აღაფრ­თო­ვა­ნა

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

დემნა გვასალიამ მსოფლიოს საქართველოს ისტორია "ასწავლა" - "თვალი გავუსწორე შიშს და ტკივილს"

დემნა გვასალიამ მსოფლიოს საქართველოს ისტორია "ასწავლა" - "თვალი გავუსწორე შიშს და ტკივილს"

Vetements-ის ახალი კოლექციით დემნა გვასალიამ მსოფლიო კიდევ ერთხელ აალაპარაკა, ამჯერად კი ყურადღების ცეტრში საქართველოს უახლესი ისტორია მოექცა. Vogue წერს, რომ კოლექციით დიზაინერმა, რომლის ბავშვობა სამოქალაქო ომმა დაანგრია, საკუთარი თავი აჩვენა.

„კოლექცია მივუძღვენი საქართველოს, ქვეყანას, სადაც მე და ჩემი ძმა, გურამი 90-იან წლებში ვიზრდებოდით. ვეცადე, ჩვენებისას თვალი გამესწორებინა შიშისთვის და ტკივილისთვის,“ - ამბობს დემნა გვასალია.

Vogue წერს, რომ გვასალია ორი წლის მანძილზე ფსიქოთერაპევტთან დადიოდა, რომ კოლექციის შესაქმნელად მზად ყოფილიყო და საბოლოოდ მიხვდა, რომ უკვე შეეძლო, წარსული კიდევ ერთხელ გაეხსენებინა.

ჩვენება პარიზში შედგა, ხიდის ქვეშ, სადაც ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან ემიგრირებული ხალხი კარვებში ცხოვრობს. დემნამ შოუსთვის დადგა დიდი თეთრი მაგიდა, საქორწინო სუფრა.

„დღეს ყველა ომზე და ლტოლვილებზე ლაპარაკობს და მე ვიცი, ეს რას ნიშნავს. უცნაურია, მაგრამ ეს ამბები ჩემი ცხოვრების შესახებაცაა,“ - ამბობს დემნა.

პირველ მოდელს, რომელიც პოდიუმზე გამოჩნდა, ეცვა მაისური ტატუებიანი პრინტით. სოციალურ მედიაში მაშინვე უამრავმა მომხმარებლმა დაწერა, რომ ტატუებიანი მაისურები 90-იან წლებში მარჯიელასა და გოტიეს კოლექციებშიც იყო. თუმცა, Vogue წერს, რომ გვასალიას კოლექციაში მაისურს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ტატუების კომბინაციაში არის ნიშნებიც, რომელსაც კრიმინალები, „კანონიერი ქურდები“ საქართველოს ციხეებში იკეთებდნენ.

ამასთან, რუსული ოკუპაციის შესახებ ინფორმაციის მეტად გავრცელებისთვის გვასალიამ კიდევ ერთ გზას მიაგნო - Vetements-ის სამოსზე დატანილი კოდის დასკანერების შემდეგ მობილური აპლიკაციის მომხმარებლები გადამისამართდებიან ვიკიპედიის გვერდზე „აფხაზეთში ქართველების ეთნიკური წმენდა“.

დემნამ კოლექციაში არა მხოლოდ წარსული ასახა - ის ეხმაურება საქართველოში მიმდინარე მოვლენებსაც. მათ შორის არის კლუბ „ბასიანზე“ განხორციელებული სპეცოპერაციაც, გამოჩნდა ქურთუკი წარწერით We Dance Together, We Fight Together („ერთად ვცეკვავთ, ერთად ვიბრძვით“), რომელიც „ბასიანის“ მოვლენების დროს საპროტესტო აქციების ერთ-ერთ სლოგანად იქცა.

ამასთან, კოლექციაში არის მაისურები წარწერით „უფალო შეგვიწყალენ“.

„ცოტა ხნის წინ საქართველოში კლუბები დახურეს. ამასთან დაკავშირებული პროტესტების წინააღმდეგ კი სამღვდელოების ნაწილი გამოვიდა,“ - ამბობს გვასალია.

დიზაინერმა კოლექციის წარსადგენად ქართველი მოდელებიც მიიწვია. დემნა ამბობს, რომ მათ მიმართ ემპათიას გრძნობს.

„ისინი არ იღიმიან,“ - აღნიშნა გვასალიამ.

ნახეთ ვიდეო : ქართველთა გენოციდი, სოხუმი, ბებო გენაცვალოს... - დემნა გვასალიას ახალმა კოლექციამ ქართული საზოგადოება აღაფრთოვანა

"შუათანამ მითხრა, ჯერ პატარა ჩაიყვანეო", - ვინ არის მეხანძრე-მაშველი, რომელმაც ცეცხლმოკიდებული ბინიდან 3 მცირეწლოვანი გამოიყვანა

"ვიფიქრე, აფხაზეთის დაბრუნება უფრო ადვილი იქნება, ვიდრე მასთან კონტაქტი-მეთქი" - მოდელისა და მფრინავის სიყვარულის ამბავი და ხელის თხოვნა ცხრაჯვარზე

"თეონას ახლაც არ სურს ჩემი სახელის გაგონება, "ბიოლოგიურ მასალას" მეძახის" - თეონა კონტრიძის ქალიშვილი მამამ 12 წლის შემდეგ ნახა