მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ულტიმატუმი წაუყენა აჰმედ ჩატაევმა საქართველოს ხელისუფლებას - "გაშვებას ითხოვდა და მოკვლით გვემუქრებოდა"
რა ულტიმატუმი წაუყენა აჰმედ ჩატაევმა საქართველოს ხელისუფლებას - "გაშვებას ითხოვდა და მოკვლით გვემუქრებოდა"

გა­ზე­თი „კვი­რის პა­ლიტ­რა“ 2017 წლის 21-22 ნო­ემ­ბერს, ბერი გაბ­რი­ელ სა­ლო­სის გამ­ზირ­ზე სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბამ­დე, ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­სა და ერთ-ერთ მებ­რძოლს შო­რის გა­მარ­თუ­ლი სა­უბ­რის ში­ნა­არსს ავ­რცე­ლებს.

რო­გორც გა­მო­ცე­მა წერს, გა­სა­უბ­რე­ბა სპე­ცო­პე­რა­ცი­ის და­წყე­ბამ­დე შედ­გა, რო­დე­საც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გაბ­რი­ელ სა­ლო­სის გამ­ზირ­ზე, ერთ-ერთ სა­ცხვრე­ბელ ბი­ნა­ში გა­მაგ­რე­ბულ მებ­რძო­ლებს ბი­ნა­ში შეშ­ვე­ბა და ჩა­ბა­რე­ბა შეს­თა­ვა­ზეს. სპე­ცო­პე­რა­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა ჩვე­ნე­ბით, ბი­ნა­ში გა­მაგ­რე­ბუ­ლი ერთ-ერთი პირი, რო­მელ­თა­ნაც მოგ­ვი­ა­ნე­ბით სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი შედ­გა, მათ მან­სუ­რად გა­ეც­ნო.

"როცა ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი ცენ­ტრის უფ­როს­მა კა­რი­დან ჰკი­თხა, რო­გორ მოგ­მარ­თოო, იქი­დან ვი­ღა­ცამ უპა­სუ­ხა, მან­სუ­რი მქვი­აო. რო­დე­საც მისი ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი მო­ი­თხო­ვეს კავ­ში­რის­თვის, მან­სურ­მა მი­უ­გო, თა­ვად ჩა­მა­წე­რი­ნეთ ნო­მე­რი, მე დავ­რე­კა­ვო. ცოტა ხნის შემ­დეგ და­რე­კა კი­დეც. სა­უ­ბა­რი გა­ი­მარ­თა სპი­კე­რით და ყვე­ლას გვეს­მო­და. ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი ცენ­ტრის უფ­როს­მა ჰკი­თხა მათ ვი­ნა­ო­ბა და სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლის მი­ზა­ნი. მან­სურ­მა უპა­სუ­ხა, რომ ის და მისი ძმე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში "მწვა­ნე ზო­ლით" ანუ არა­ლე­გა­ლუ­რად შე­მო­ვიდ­ნენ თურ­ქე­თის მხრი­დან, და მათი მი­ზა­ნი იყო ასე­ვე არა­ლე­გა­ლუ­რად რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში გა­დას­ვლა ჯი­ჰა­დის მო­სა­წყო­ბად. ასე­ვე თქვა, რომ ისი­ნი 2013 წლი­დან იბ­რძვი­ან სი­რი­ა­ში. კარ­გად ფლო­ბენ ია­რაღს და ამი­ტომ ძნე­ლი იქ­ნე­ბო­და ჩვენ­თვის ბი­ნა­ში შეღ­წე­ვა. ბოლო წუ­თამ­დე გაგ­ვი­წევ­დნენ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას, რად­გან ბრძო­ლა­ში სიკ­ვდი­ლი, ანუ ჯი­ჰად­ში სიკ­ვდი­ლი მათ­თვის პა­ტი­ვი იყო.

შე­თა­ვა­ზე­ბა­ზე, ჩაგ­ვბა­რე­ბოდ­ნენ, მან­სურ­მა უარი გა­ნა­ცხა­და. მე­ტიც, წა­მო­ა­ყე­ნა ულ­ტი­მა­ტუ­მი - თუ არ გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლებ­დით მის მე­გო­ბარს და შე­ი­ა­რა­ღე­ბას­თან ერ­თად მათ ერთ-ერთი მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნის სა­ზღვარ­ზე არ გა­ვა­ტა­რებ­დით, გა­მო­ი­ყე­ნებ­დნენ ია­რაღს, ყვე­ლა სა­შუ­ა­ლე­ბას და სის­ხლი და­იღ­ვრე­ბო­და. რო­გორც თქვა, ის არ იყო მარ­ტო, ბევ­რნი იყ­ვნენ და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას გაგ­ვი­წევ­დნენ სი­ცო­ცხლის უკა­ნას­კნელ წუ­თამ­დე. თუ მათი მო­თხოვ­ნე­ბი არ დაკ­მა­ყო­ფილ­დე­ბო­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში ტე­რაქ­ტე­ბის სე­რი­ას მო­ა­წყობ­დნენ. ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი ცენ­ტრის უფ­რო­სი სის­ხლისღვრის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად კვლავ ია­რა­ღის დაყ­რა­სა და ჩა­ბა­რე­ბას სთა­ვა­ზობ­და. მან­სუ­რი პო­ზი­ცი­ას არ თმობ­და, ამ­ბობ­და, რომ ისი­ნი­ "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" მებ­რძო­ლე­ბი იყ­ვნენ და ასე მარ­ტი­ვად ია­რაღს არ დაყ­რიდ­ნენ, ნამ­დვი­ლი მებ­რძო­ლი კვდე­ბა ია­რა­ღით ხელ­ში და ამი­ტომ არის" "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო" ასე­თი ძლი­ე­რიო, - გვე­მუქ­რე­ბო­და ცე­ცხლის გახ­სნით, აფეთ­ქე­ბე­ბით და მძევ­ლე­ბის აყ­ვა­ნით", - აცხა­დე­ბენ სპე­ცო­პე­რა­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი გა­მო­ძი­ე­ბის­თვის მი­ცე­მულ ჩვე­ნე­ბებ­ში.

იხი­ლეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

რა ულტიმატუმი წაუყენა აჰმედ ჩატაევმა საქართველოს ხელისუფლებას - "გაშვებას ითხოვდა და მოკვლით გვემუქრებოდა"

რა ულტიმატუმი წაუყენა აჰმედ ჩატაევმა საქართველოს ხელისუფლებას - "გაშვებას ითხოვდა და მოკვლით გვემუქრებოდა"

გაზეთი „კვირის პალიტრა“ 2017 წლის 21-22 ნოემბერს, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერაციის ჩატარებამდე, ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელსა და ერთ-ერთ მებრძოლს შორის გამართული საუბრის შინაარსს ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, გასაუბრება სპეცოპერაციის დაწყებამდე შედგა, როდესაც სამართალდამცველებმა გაბრიელ სალოსის გამზირზე, ერთ-ერთ საცხვრებელ ბინაში გამაგრებულ მებრძოლებს ბინაში შეშვება და ჩაბარება შესთავაზეს. სპეცოპერაციის მონაწილეთა ჩვენებით, ბინაში გამაგრებული ერთ-ერთი პირი, რომელთანაც მოგვიანებით სატელეფონო საუბარი შედგა, მათ მანსურად გაეცნო.

"როცა ანტიტერორისტული ცენტრის უფროსმა კარიდან ჰკითხა, როგორ მოგმართოო, იქიდან ვიღაცამ უპასუხა, მანსური მქვიაო. როდესაც მისი ტელეფონის ნომერი მოითხოვეს კავშირისთვის, მანსურმა მიუგო, თავად ჩამაწერინეთ ნომერი, მე დავრეკავო. ცოტა ხნის შემდეგ დარეკა კიდეც. საუბარი გაიმართა სპიკერით და ყველას გვესმოდა. ანტიტერორისტული ცენტრის უფროსმა ჰკითხა მათ ვინაობა და საქართველოში ჩამოსვლის მიზანი. მანსურმა უპასუხა, რომ ის და მისი ძმები საქართველოში "მწვანე ზოლით" ანუ არალეგალურად შემოვიდნენ თურქეთის მხრიდან, და მათი მიზანი იყო ასევე არალეგალურად რუსეთის ფედერაციაში გადასვლა ჯიჰადის მოსაწყობად. ასევე თქვა, რომ ისინი 2013 წლიდან იბრძვიან სირიაში. კარგად ფლობენ იარაღს და ამიტომ ძნელი იქნებოდა ჩვენთვის ბინაში შეღწევა. ბოლო წუთამდე გაგვიწევდნენ წინააღმდეგობას, რადგან ბრძოლაში სიკვდილი, ანუ ჯიჰადში სიკვდილი მათთვის პატივი იყო.

შეთავაზებაზე, ჩაგვბარებოდნენ, მანსურმა უარი განაცხადა. მეტიც, წამოაყენა ულტიმატუმი - თუ არ გავათავისუფლებდით მის მეგობარს და შეიარაღებასთან ერთად მათ ერთ-ერთი მეზობელი ქვეყნის საზღვარზე არ გავატარებდით, გამოიყენებდნენ იარაღს, ყველა საშუალებას და სისხლი დაიღვრებოდა. როგორც თქვა, ის არ იყო მარტო, ბევრნი იყვნენ და წინააღმდეგობას გაგვიწევდნენ სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე. თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა, საქართველოში ტერაქტების სერიას მოაწყობდნენ. ანტიტერორისტული ცენტრის უფროსი სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად კვლავ იარაღის დაყრასა და ჩაბარებას სთავაზობდა. მანსური პოზიციას არ თმობდა, ამბობდა, რომ ისინი "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები იყვნენ და ასე მარტივად იარაღს არ დაყრიდნენ, ნამდვილი მებრძოლი კვდება იარაღით ხელში და ამიტომ არის" "ისლამური სახელმწიფო" ასეთი ძლიერიო, - გვემუქრებოდა ცეცხლის გახსნით, აფეთქებებით და მძევლების აყვანით", - აცხადებენ სპეცოპერაციის მონაწილეები გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებებში.

იხილეთ სრულად

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ