სამხედრო
პოლიტიკა
Faceამბები

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ედუარდ სააკაშვილი დაქორწინდა - რას ჰყვება მიხეილ სააკაშვილი ებრაული წარმოშობის რძლისა და მისი ოჯახის შესახებ?
ედუარდ სააკაშვილი დაქორწინდა - რას ჰყვება მიხეილ სააკაშვილი ებრაული წარმოშობის რძლისა და მისი ოჯახის შესახებ?

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მა­მამ­თი­ლი გახ­და. მისი უფ­რო­სი ვაჟი, ედუ­არ­დი და­ქორ­წინ­და. სა­ა­კაშ­ვი­ლე­ბის რძა­ლი ებ­რა­უ­ლი წარ­მო­შო­ბის გო­გო­ნა გახ­და. შვი­ლის ქორ­წი­ლი­სა და რძლის ოჯა­ხის შე­სა­ებ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა "რუს­თა­ვი 2"-ის გა­და­ცე­მა "კვი­რის აქ­ცენ­ტებ­ში" ისა­უბ­რა:

"ხა­ლი­სი­ა­ნად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბი იმის გამო, რომ ახლა ვიმ­ყო­ფე­ბი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, სა­დაც გუ­შინ და­ვეს­წა­რი ჩემი შვი­ლის, ედუ­არ­დის ქორ­წილს. გუ­შინ­დე­ლი­ვით მახ­სოვს, მე თვი­თონ რო­გორ დავ­ქორ­წინ­დი ნიუ-იორკში, რო­გორ ვცხოვ­რობ­დი სტუ­დენ­ტურ ცხოვ­რე­ბას... რა თქმა უნდა, ყვე­ლა­ნი ერ­თად ჩა­მო­ვე­დით და გან­წყო­ბა მაქვს ძა­ლი­ან კარ­გი", - აღ­ნიშ­ნა სა­ა­კაშ­ვილ­მა პირ­და­პირ ეთერ­ში ჩარ­თვი­სას.

"ეს რო­მე­ლი რძა­ლია, ებ­რა­უ­ლი ეთ­ნი­კუ­რი წარ­მო­შო­ბის, რო­მე­ლიც თქვენ ახ­სე­ნეთ? რო­გორ მი­ი­ღეთ?", - და­ინ­ტე­რეს­და გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნი.

"მე ვახ­სე­ნე, რომ კარ­გი გო­გოა, რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ებ­რა­უ­ლი წარ­მო­შო­ბი­საა თუ არა, ძა­ლი­ან კარ­გია, რომ ებ­რა­უ­ლი წარ­მო­შო­ბი­საა და ძა­ლი­ან კარ­გი ოჯა­ხია, ასე­ვე შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო ქარ­თვე­ლიც, უკ­რა­ი­ნე­ლიც და ავ­სტრა­ლი­ე­ლიც - ამას მნიშ­ვე­ლო­ბა არ აქვს, რაც მთა­ვა­რია, ძა­ლი­ან თბი­ლი ოჯა­ხია და მე­გობ­რუ­ლი ხალ­ხია", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, 2017 წელს ედუ­არდ სა­ა­კაშ­ვილ­მა სვარ­თმო­რის კო­ლე­ჯი და­ამ­თავ­რა. ის პრო­ფე­სი­ით ჟურ­ნა­ლის­ტია და ამე­რი­კის ერთ-ერთ რა­დი­ო­სად­გურ­ში მუ­შა­ობს. ედუ­არდ სა­ა­კაშ­ვი­ლი ფი­ლა­დელ­ფი­ა­ში (პენ­სილ­ვა­ნი­ის შტა­ტი) ცხოვ­რობს.

ნა­ხეთ ასე­ვე: ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლე­ბის შვი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მსოფ­ლი­ოს პრეს­ტი­ჟულ სას­წავ­ლებ­ლებ­ში სწავ­ლო­ბენ

სან­დრა რუ­ლოვ­სი ვა­ჟის სა­ნა­ხა­ვად სვარ­თმო­რის კო­ლე­ჯში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ეს საღებავია გამოყენებული..." - რას ამბობს სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ატმის შეღებვის ფაქტზე

ედუარდ სააკაშვილი დაქორწინდა - რას ჰყვება მიხეილ სააკაშვილი ებრაული წარმოშობის რძლისა და მისი ოჯახის შესახებ?

ედუარდ სააკაშვილი დაქორწინდა - რას ჰყვება მიხეილ სააკაშვილი ებრაული წარმოშობის რძლისა და მისი ოჯახის შესახებ?

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მამამთილი გახდა. მისი უფროსი ვაჟი, ედუარდი დაქორწინდა. სააკაშვილების რძალი ებრაული წარმოშობის გოგონა გახდა. შვილის ქორწილისა და რძლის ოჯახის შესაებ მიხეილ სააკაშვილმა "რუსთავი 2"-ის გადაცემა "კვირის აქცენტებში" ისაუბრა:

"ხალისიანად გამოვიყურები იმის გამო, რომ ახლა ვიმყოფები ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც გუშინ დავესწარი ჩემი შვილის, ედუარდის ქორწილს. გუშინდელივით მახსოვს, მე თვითონ როგორ დავქორწინდი ნიუ-იორკში, როგორ ვცხოვრობდი სტუდენტურ ცხოვრებას... რა თქმა უნდა, ყველანი ერთად ჩამოვედით და განწყობა მაქვს ძალიან კარგი", - აღნიშნა სააკაშვილმა პირდაპირ ეთერში ჩართვისას.

"ეს რომელი რძალია, ებრაული ეთნიკური წარმოშობის, რომელიც თქვენ ახსენეთ? როგორ მიიღეთ?", - დაინტერესდა გადაცემის წამყვანი.

"მე ვახსენე, რომ კარგი გოგოა, რა მნიშვნელობა აქვს ებრაული წარმოშობისაა თუ არა, ძალიან კარგია, რომ ებრაული წარმოშობისაა და ძალიან კარგი ოჯახია, ასევე შეიძლებოდა ყოფილიყო ქართველიც, უკრაინელიც და ავსტრალიელიც - ამას მნიშველობა არ აქვს, რაც მთავარია, ძალიან თბილი ოჯახია და მეგობრული ხალხია", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, 2017 წელს ედუარდ სააკაშვილმა სვართმორის კოლეჯი დაამთავრა. ის პროფესიით ჟურნალისტია და ამერიკის ერთ-ერთ რადიოსადგურში მუშაობს. ედუარდ სააკაშვილი ფილადელფიაში (პენსილვანიის შტატი) ცხოვრობს.

ნახეთ ასევე: ცნობილი ქართველების შვილები, რომლებიც მსოფლიოს პრესტიჟულ სასწავლებლებში სწავლობენ

სანდრა რულოვსი ვაჟის სანახავად სვართმორის კოლეჯში

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ