საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დედოფალ ელისაბედის გარდაცვალების შემთხვევისთვის დიდი ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტის წევრებმა საიდუმლო რეპეტიცია გაიარეს
დედოფალ ელისაბედის გარდაცვალების შემთხვევისთვის დიდი ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტის წევრებმა საიდუმლო რეპეტიცია გაიარეს

დიდი ბრი­ტა­ნე­თის მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის წევ­რებ­მა პირ­ვე­ლად გა­მარ­თეს სა­ი­დუმ­ლო რე­პე­ტი­ცია იმ ქმე­დე­ბე­ბის­თვის, თუ რო­გორ იმოქ­მე­დებს მთავ­რო­ბა 10-დღი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გლო­ვის დღე­ებ­ში, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა დე­დო­ფალ ელი­სა­ბედ მე­ო­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვას­თან. ამის შე­სა­ხებ გა­მო­ცე­მა „The Sunday Times“ წერს.

გა­სულ ხუთ­შა­ბათს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის სას­წავ­ლო სხდო­მას, რო­მე­ლიც იმ ად­გი­ლას გა­ი­მარ­თა, სა­დაც სა­გან­გე­ბო სამ­თავ­რო­ბო კო­მი­ტე­ტის, „COBRA“-ს სხდო­მე­ბი იმარ­თე­ბა, და­ეს­წრნენ: შს მი­ნის­ტრი სა­ჯიდ ჯა­ვი­დი, თემ­თა პა­ლა­ტის თავ­მჯდო­მა­რე ან­დრეა ლიდსო­მი, შოტ­ლან­დი­ის საქ­მე­თა მი­ნის­ტრი დე­ვიდ მან­დე­ლი. სხდო­მას მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის სამ­დივ­ნოს ხელ­მძღვა­ნე­ლი, ლან­კას­ტე­რის სა­ჰერ­ცო­გოს კან­ცლე­რი დე­ვიდ ლი­დინგტო­ნი თავ­მჯდო­მა­რე­ობ­და.

ამ სას­წავ­ლო სხდო­მას „Castle Dove“ უწო­დეს და მი­მარ­თუ­ლი იყო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ქმე­დე­ბის მო­სამ­ზა­დებ­ლად „D+1“-სთვის - ასე ეწო­დე­ბა მო­ნარ­ქის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მე­ო­რე დღეს. ამ დღეს მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის წევ­რებ­მა უნდა გა­მო­ი­ტა­ნონ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იმის შე­სა­ხებ, რო­დის უნდა გა­ა­კე­თოს პრე­მი­ერ­მი­ნის­ტრმა სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბა სამ­გლო­ვი­ა­რო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. მი­ნის­ტრებ­მა ასე­ვე გა­ნი­ხი­ლეს გეგ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც უკავ­შირ­დე­ბა ბუ­კინ­გე­მის სა­სახ­ლე­ში სა­ი­დუმ­ლო საბ­ჭოს 600 წევ­რის მის­ვლას, რათა ფორ­მა­ლუ­რად და­უ­ჭი­რონ მხა­რი ტახ­ტზე ბრი­ტა­ნე­თის მო­ნარ­ქის მემ­კვიდ­რის აღ­საყ­დრე­ბის სა­კითხს.

აქვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ეს სას­წავ­ლო სხდო­მა არა­ნა­ი­რად არ უკავ­შირ­დე­ბა 92 წლის დე­დოფ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე დღის წინ წმინ­და პავ­ლეს ტა­ძარ­ში ღვთის­მსა­ხუ­რე­ბას ვერ და­ეს­წრო.

დედოფალ ელისაბედის გარდაცვალების შემთხვევისთვის დიდი ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტის წევრებმა საიდუმლო რეპეტიცია გაიარეს

დედოფალ ელისაბედის გარდაცვალების შემთხვევისთვის დიდი ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტის წევრებმა საიდუმლო რეპეტიცია გაიარეს

დიდი ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტის წევრებმა პირველად გამართეს საიდუმლო რეპეტიცია იმ ქმედებებისთვის, თუ როგორ იმოქმედებს მთავრობა 10-დღიანი ეროვნული გლოვის დღეებში, რომელიც დაკავშირებული იქნება დედოფალ ელისაბედ მეორის გარდაცვალების შემთხვევასთან. ამის შესახებ გამოცემა „The Sunday Times“ წერს.

გასულ ხუთშაბათს ჩატარებული მინისტრთა კაბინეტის სასწავლო სხდომას, რომელიც იმ ადგილას გაიმართა, სადაც საგანგებო სამთავრობო კომიტეტის, „COBRA“-ს სხდომები იმართება, დაესწრნენ: შს მინისტრი საჯიდ ჯავიდი, თემთა პალატის თავმჯდომარე ანდრეა ლიდსომი, შოტლანდიის საქმეთა მინისტრი დევიდ მანდელი. სხდომას მინისტრთა კაბინეტის სამდივნოს ხელმძღვანელი, ლანკასტერის საჰერცოგოს კანცლერი დევიდ ლიდინგტონი თავმჯდომარეობდა.

ამ სასწავლო სხდომას „Castle Dove“ უწოდეს და მიმართული იყო ხელისუფლების ქმედების მოსამზადებლად „D+1“-სთვის - ასე ეწოდება მონარქის გარდაცვალების მეორე დღეს. ამ დღეს მინისტრთა კაბინეტის წევრებმა უნდა გამოიტანონ გადაწყვეტილება იმის შესახებ, როდის უნდა გააკეთოს პრემიერმინისტრმა საჯარო განცხადება სამგლოვიარო ღონისძიებებთან დაკავშირებით. მინისტრებმა ასევე განიხილეს გეგმები, რომლებიც უკავშირდება ბუკინგემის სასახლეში საიდუმლო საბჭოს 600 წევრის მისვლას, რათა ფორმალურად დაუჭირონ მხარი ტახტზე ბრიტანეთის მონარქის მემკვიდრის აღსაყდრების საკითხს.

აქვე აღნიშნულია, რომ ეს სასწავლო სხდომა არანაირად არ უკავშირდება 92 წლის დედოფლის ჯანმრთელობის მდგომარეობას, რომელიც რამდენიმე დღის წინ წმინდა პავლეს ტაძარში ღვთისმსახურებას ვერ დაესწრო.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე