ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, 80 წლამდე მამაკაცმა საკუთარი და მოკლა და ეზოში დამარხა.
როგორც Ambebi.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ფაქტზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.