პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ირაკლიმ მითხრა, მესესხებინა ფული, დამიბრუნებდა და მომცემდა მოსაწევ „ამფეტამინს" - რა თქვა თამთა ჯანჯღავამ ჩვენებაში
"ირაკლიმ მითხრა, მესესხებინა ფული, დამიბრუნებდა და მომცემდა მოსაწევ „ამფეტამინს" - რა თქვა თამთა ჯანჯღავამ ჩვენებაში

მომ­ღე­რალ ირაკ­ლი ნო­ზა­ძის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ თამ­თა ჯან­ჯღა­ვას ჩვე­ნე­ბის თა­ნახ­მად, მან ნო­ზა­ძეს ფული ნარ­კო­ტი­კე­ბის შე­სა­ძე­ნად ასეს­ხა, - თამ­თა ჯან­ჯღა­ვას ჩვე­ნე­ბის მცი­რე მო­ნაკ­ვეთს ტე­ლე­კომ­პა­ნია „იმე­დი“ ავ­რცე­ლებს.

ჩვე­ნე­ბის თა­ნახ­მად, ნო­ზა­ძე ჯან­ჯღა­ვას და­უ­კავ­შირ­და და ფუ­ლის სეს­ხე­ბა სთხო­ვა, სა­ნაც­ვლოდ კი, თან­ხის დაბ­რუ­ნე­ბის გარ­და, მო­სა­წე­ვი „ამ­ფე­ტა­მი­ნის“ მი­ცე­მა­საც და­პირ­და. ჯან­ჯღა­ვას ჩვე­ნე­ბის თა­ნახ­მად, მომ­ღე­რალ­მა მას არ ფული და­უბ­რუ­ნა და არც ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცა. გარ­და ამი­სა, ჩვე­ნე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ნო­ზა­ძემ მას ტე­ლე­ფონ­ზე აგი­ნა.

„და­მი­რე­კა ირაკ­ლი ნო­ზა­ძემ თა­ვი­სი ნომ­რი­დან და მი­თხრა, რომ უნდა და­ეთ­რია „ფაქ­ტი“ - „მი­სა­მარ­თზე უნდა წა­ვი­დეო და ფულს ვკრავ, შენ რამ­დე­ნი გაქვს რომ მომ­ცეო“. აქვე აღ­ვნიშ­ნავ, რომ არ ვიცი რას გუ­ლის­ხმობ­და ირაკ­ლი წი­ნა­და­დე­ბა­ში „მი­სა­მარ­თზე უნდა წა­ვი­დე“. მე მას თა­ვი­დან ვუ­თხრი, რომ მქონ­და 50 ლა­რამ­დე, თუმ­ცა ირაკ­ლიმ მი­თხრა, თუ მეტი მქონ­და მე­სეს­ხე­ბი­ნა მის­თვის და უკან და­მიბ­რუ­ნებ­და და ასე­ვე მომ­ცემ­და მო­სა­წევ „ამ­ფე­ტა­მინს“.

მე მას ვენ­დე და ვა­სეს­ხე 250 ლარი, რის გა­მოც მე და ნა­თია მივ­ბრუნ­დით ირაკ­ლის სახ­ლთან და სა­დარ­ბა­ზოს­თან მი­ვა­წო­დე 250 ლარი. ამის შემ­დგომ და­ახ­ლო­ე­ბით სა­ღა­მოს 16:00 სა­ა­თის­თვის, მე მივ­ხვდი, რომ აღარ მსურ­და „ამ­ფე­ტა­მი­ნის“ მი­ღე­ბა, რის გა­მოც და­ვუ­რე­კე ირაკ­ლის და ვუ­თხა­რი, სას­წრა­ფოდ ჩემი ფული და­ებ­რუ­ნე­ბი­ნა, რად­გან აღარ მსურ­და ნარ­კო­ტი­კი. აღ­ნიშ­ნულ­ზე ირაკ­ლიმ მი­პა­სუ­ხა, რომ იყო მი­სა­მარ­თზე და თა­ვად და­მი­რე­კავ­და, თუმ­ცა გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გას­ვლის შემ­დგომ, რო­დე­საც აღარ და­მი­რე­კა, მე და­ვი­წყე რეკ­ვა მას­თან, თუმ­ცა არ მპა­სუ­ხობ­და, რა­ზეც ძა­ლი­ან გავ­ბრაზ­დი. ბო­ლოს, რო­დე­საც მი­პა­სუ­ხა და მე მას მოვ­თხო­ვე, ან ფული და­ებ­რუ­ნე­ბი­ნა, ან კი­დევ მო­სა­წე­ვი „ამ­ფე­ტა­მი­ნი“ მო­ე­ტა­ნა ჩემ­თვის, ირაკ­ლიმ მი­პა­სუ­ხა: არც ერთი აღარ იყო და არც - მე­ო­რე. ასე­ვე მა­გი­ნა დე­დის მი­სა­მარ­თით“, - ნათ­ქვა­მია თამ­თა ჯან­ჯღა­ვას ჩვე­ნე­ბა­ში, რო­მელ­საც „იმე­დი“ ავ­რცე­ლებს.

ცნო­ბის­თვის, საქ­მის მა­სა­ლებ­ში ამ ეტაპ­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რად ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი არ ფი­გუ­რი­რებს. არც დაც­ვის მხა­რე და არც ბრალ­დე­ბა აქამ­დე არ ადას­ტუ­რებს, რომ მომ­ღე­რალ ირაკ­ლი ნო­ზა­ძე­სა და თამ­თა ჯან­ჯღა­ვას შო­რის კონ­ფლიქ­ტი ნარ­კო­ტი­კის გამო მოხ­და. დაც­ვის მხა­რე აპე­ლი­რებს იმა­ზე, რომ ჯან­ჯღა­ვამ ნო­ზა­ძეს 250 ლარი ასეს­ხა და სწო­რედ ამ ვა­ლის გამო და­ი­წყო მათ შო­რის კონ­ფლიქ­ტი.

"ირაკლიმ მითხრა, მესესხებინა ფული, დამიბრუნებდა და მომცემდა მოსაწევ „ამფეტამინს" - რა თქვა თამთა ჯანჯღავამ ჩვენებაში

"ირაკლიმ მითხრა, მესესხებინა ფული, დამიბრუნებდა და მომცემდა მოსაწევ „ამფეტამინს" - რა თქვა თამთა ჯანჯღავამ ჩვენებაში

მომღერალ ირაკლი ნოზაძის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ თამთა ჯანჯღავას ჩვენების თანახმად, მან ნოზაძეს ფული ნარკოტიკების შესაძენად ასესხა, - თამთა ჯანჯღავას ჩვენების მცირე მონაკვეთს ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს.

ჩვენების თანახმად, ნოზაძე ჯანჯღავას დაუკავშირდა და ფულის სესხება სთხოვა, სანაცვლოდ კი, თანხის დაბრუნების გარდა, მოსაწევი „ამფეტამინის“ მიცემასაც დაპირდა. ჯანჯღავას ჩვენების თანახმად, მომღერალმა მას არ ფული დაუბრუნა და არც ნარკოტიკული საშუალება არ მისცა. გარდა ამისა, ჩვენებაში აღნიშნულია, რომ ნოზაძემ მას ტელეფონზე აგინა.

„დამირეკა ირაკლი ნოზაძემ თავისი ნომრიდან და მითხრა, რომ უნდა დაეთრია „ფაქტი“ - „მისამართზე უნდა წავიდეო და ფულს ვკრავ, შენ რამდენი გაქვს რომ მომცეო“. აქვე აღვნიშნავ, რომ არ ვიცი რას გულისხმობდა ირაკლი წინადადებაში „მისამართზე უნდა წავიდე“. მე მას თავიდან ვუთხრი, რომ მქონდა 50 ლარამდე, თუმცა ირაკლიმ მითხრა, თუ მეტი მქონდა მესესხებინა მისთვის და უკან დამიბრუნებდა და ასევე მომცემდა მოსაწევ „ამფეტამინს“.

მე მას ვენდე და ვასესხე 250 ლარი, რის გამოც მე და ნათია მივბრუნდით ირაკლის სახლთან და სადარბაზოსთან მივაწოდე 250 ლარი. ამის შემდგომ დაახლოებით საღამოს 16:00 საათისთვის, მე მივხვდი, რომ აღარ მსურდა „ამფეტამინის“ მიღება, რის გამოც დავურეკე ირაკლის და ვუთხარი, სასწრაფოდ ჩემი ფული დაებრუნებინა, რადგან აღარ მსურდა ნარკოტიკი. აღნიშნულზე ირაკლიმ მიპასუხა, რომ იყო მისამართზე და თავად დამირეკავდა, თუმცა გარკვეული პერიოდის გასვლის შემდგომ, როდესაც აღარ დამირეკა, მე დავიწყე რეკვა მასთან, თუმცა არ მპასუხობდა, რაზეც ძალიან გავბრაზდი. ბოლოს, როდესაც მიპასუხა და მე მას მოვთხოვე, ან ფული დაებრუნებინა, ან კიდევ მოსაწევი „ამფეტამინი“ მოეტანა ჩემთვის, ირაკლიმ მიპასუხა: არც ერთი აღარ იყო და არც - მეორე. ასევე მაგინა დედის მისამართით“, - ნათქვამია თამთა ჯანჯღავას ჩვენებაში, რომელსაც „იმედი“ ავრცელებს.

ცნობისთვის, საქმის მასალებში ამ ეტაპზე ოფიციალურად ნარკოტიკული საშუალებები არ ფიგურირებს. არც დაცვის მხარე და არც ბრალდება აქამდე არ ადასტურებს, რომ მომღერალ ირაკლი ნოზაძესა და თამთა ჯანჯღავას შორის კონფლიქტი ნარკოტიკის გამო მოხდა. დაცვის მხარე აპელირებს იმაზე, რომ ჯანჯღავამ ნოზაძეს 250 ლარი ასესხა და სწორედ ამ ვალის გამო დაიწყო მათ შორის კონფლიქტი.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს